ხალდე

ხალდე – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემში. მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.

ხალდე მოთავე იყო აჯანყებისა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა აჯანყების დროს, რის გამოც, სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ ხალდე დაცარიელდა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა ხალდეში დასახლება და მას „ახალი იფრარი“ დაარქვა. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია შესანიშნავი სიმღერა – ფერხული „გაულ-გავხე“.

ხალდე
Khalde ruins, Georgia (Photo A. Muhranoff, 2011).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი კალა
ზღვის დონიდან 1900 
მოსახლეობა 0 კაცი (2002)

 

 

როგორ აკაჟებენ ბავშვებს რუსეთში

რუსეთში სჯერათ, რომ თუკი ბავშვები თოვლში თითქმის შიშვლები გაირბენენ, ჯანმრთელები იქნებიან. 

ქალაქ ბარნაულში (ციმბირის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში) მდებარე № 168-ე საბავშვო ბაღის დირექტორი ოლესია ოსინცევა ბავშვებს ყოველ დილით საცურაო კოსტუმებს აცმევს, ეზოში გაჰყავს და სცივი წყლით სავსე სათლს აწვდის.

მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ყინვას სახლში ემალება, 6 წლამდე თითქმის შიშველი პატარები თოვლში ცივ წყალს ივლებენ. ბავშვებს ეს პროცედურა იმდენად მოსწონთ, რომ ხშირად გუნდაობენ კიდეც და ოთახში შესვლა აღარ უნდათ. 

როგორც ოლესია ამბობს, ბავშვები დილის რიტუალს მაშინაც კი პირნათლად ასრულებენ, როდესაც 

 

ტემპერატურა -30 გრადუსზე ეცემა. რასაკვირველია, ყინვაში “ნებივრობა” ნებაყოფლობითია. მშობელის ნებართვის გარეშე ვერცერთი პატარა წყალს ყინვაში ვერ გადაივლებს. თუკი მშობელი წინააღმდეგია, ბავშვი “მშრალ” ჯგუფში ირიცხება. 

“თოვლში დასველება ძალიან მიყვარს. ბაღში დილით მისვლისას საცურაო კოსტუმს ვიცვამთ. გარეთ გავდივართ და წყალს საკუთარი ხელით ვივლებთ. ზოგჯერ წყლის გადავლების შემდეგ ოთახში აღარ შევდივართ და ვგუნდაობთ. შემდეგ საბავშვო ბაღში ვბრუნდებით, ვსადილობთ და ვთამაშობთ”, – ამბობს 5 წლის მაშა რიმნოვა.

”მოსეს ხიდი”

ჰოლანდიელი არქიტექტორების ახალი პროექტი მსურველს, ბიბლიური მოსეს მსგავსად, შუაზე გაკვეთილ წყალში გავლის საშუალებას აძლევს. ხიდი არხ “ფორტ დე როვერს” კვეთს. ეს დიდი ხელოვნური თხრილია, რომელშიც  წყალია დაგუბებული. 

პროექტი ავტორებს მოსეს ისტორიამ შთააგონა, რომლის წინაშეც წყალი ორად გაიპო და მოსემ ებრაელი ხალხი მდევრებისგან გადაარჩინა. 

”მოსეს ხიდი” იმდენადაა შერწყმული წყალთან, რომ შორიდან მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ეს იყო არქიტექტორების იდეაც, რადგან ხიდი მე-17 საუკუნის ჰოლანდიურ ციხესიმაგრეზე ადის, რომელიც ესპანელებისა და ფრანგების თავდასხმების მოსაგერიებლად ააგეს.

ხიდის აშენება იმიტომ გადაწყდა, რომ წყალი, რომელიც 

 

ამ თხრილშია, ზედმეტად პატარაა ნავით გადასაცურად. მოსეს ხიდმა საშუალება მისცა ტურისტებს, მეორე ნაპირზე კომფორტულად გადასულიყვნენ და ამასთან არ დაეზიანებინათ ისტორიული ლანდშაფტი.

თხრილში წყალს დინება არ აქვს. ის მუდამ ერთსა და იმავე დონეზეა, ამიტომ დატბორვის საფრთხე არ არსებობს. ხიდის ძირი და კედლები სპეციალური მოდიფიცირებული ხისგან – ასოიასგანაა დამზადებული, რომელიც ცნობილია თავისი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით წყალსა და მიწაში.

წელს მოსეს ხიდი Dutch Design WeeK-ზე გაიტანეს და ის ჰოლანდიელ არქიტექტორთა ასოციაციამ 2011 წლის საუკეთესო ნაგებობად აღიარა.

ვიკიპედია – მედია მაშველი

Image

ვიკიპედიის ზოგიერთი სტატია აუდიო და ვიდეო ფაილებს შეიცავს. ამ გვერდის ფუნქციაა აგიხსნათ ვიკიპედიაში განთავსებული აუდიო და ვიდეო ფაილების ნახვის საშუალებები. ვიკიპედიის მედია ფაილების დაკვრა თითქმის ყველა პერსონალურ კომპიუტერზეა შესაძლებელი. თუმცა, თქვენს კომპიუტერს საჭირო პროგრამა უნდა გააჩნდეს. თუ თქვენი კომპიუტერი ამ ფაილებს არ უკრავს ავტომატურად, მათზე დაწკაპუნების შემდეგ, ინტერნეტში არსებული უფასო პროგრამაის ჩამოქაჩვის და დაინსტალირების შემდეგ, თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას. საზოგადოდ აუდიო ფაილები იყენებენ ვორბის აუდიო ფორმატს, ხოლო ვიდეო ფაილები — ტეორა ვიდეო ფორამტს. ეს ფორმატები ჩვეულებრივად გამოყენებადი ფორმატების, აუდიო MP3-ის და ვიდეო MPEG-ის, თითქმის იდენტურია. განსხვავება იმაშია რომ ეს Ogg ფორმატები მთლიანად უფასო, გახსნილი, და დაუპატენტებელია. თუმცა, მაიკროსოფტ ვინდოუსის ოპერატიულ სისტემებს ამ ფორმატების მხარდაჭერა თავიდან არა აქვთ და მათ დასაკრავად დამატებითი პროგრამა ესაჭიროებათ (იხილეთ ქვემოთ). ზოგჯერ აუდიო ფაილები MIDI ფორმატს იყენებენ (.MID და .MIDI გავრცობით). MIDI ფორმატის დაკვრა ჩვეულებრივ დამატებითი პროგრამის გარეშეა შესაძლებელი.

ქალაქები და მათი ანარეკლები


ქალაქის საოცარი პეიზაჟები: წყალში არეკლილი ულამაზესი ქალაქები და მათი მოსახლეობა

1. კუალა ლუმპური., მალაიზია; (Kuala Lumpur).
კუალა-ლუმპური – ქალაქია, სადაც აზიური ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს თანაბარი სტატუსის დასამკვიდრებლად. მოსახლეობა ძირითადად ქალაქში აღწევს 1,4 მილიონ ადამიანს, ხოლო 7,2 მილიონს- რეგიონებში; თუმცა, ამ ფოტოებიდან გამომდინარე , ინდონეზიის დედაქალაქი არ ჩანს ასეთი უზარმაზარი, გიგანტური და ხალხმრავალი;


2. გენტი, ბელგია.
გენტი არის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ბელგიაში და ამავე დროს ყველაზე ლამაზიც ქვეყანაში. მისი არქიტექტურა წარმოადგენს ახალ და ძველ, შუასაუკუნეების სტილის ნაზავს; 2008 წლის მონაცემებით, გენტში მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 594.582 მაცხოვრებელს.


3. მონრეალი, კანადა.
მონრეალი — ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაშია; ადრე მას ვილ-მარის ეძახდნენ, თანამედროვე სახელი კი მიიღო მაუნტ-როაიალისგან (Mont Royal) -ქალაქის ცენტრში მდებარე სამმწვერვალიანი ბორცვისგან. მისი სახელი ასევე ეწოდა მთლიანად კუნძულს, რომელზეც ქალაქი მდებარეობს.
მონრეალში ცხოვრობს 1620693 ადამიანი და წარმოადგენს ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქს.


4. საკრამენტო, კალიფორნია, აშშ.
საკრამენტო კალიფორნიის დედაქალაქია და დასახლებულია დაახლოებით 466.488 ადამიანით; ქალაქის განსაკუთრებული ღირშესანიშნაობაა- ცნობილი Tower Bridge-ტაუერის ხიდი.
გუბერნატორი: არნოლდ შვარცენეგერი
თავისებურებები ბევრი აქვს კალიფორნიის შტატს – უდიდესი შტატია მოსახლეობით, უდიდესია მისი სასოფლო-სამეურნეო რაიონი, ელექტოტექნიკური მრეწველობა (სილიკონის ველი), სიერა-ნევადა, ამ შტატში განთქმულია ე.წ. სიკვდილის ველი;


5. ლისაბონი, პორტუგალია.
ლისაბონი — პორტუგალიის დედაქალაქია. მისი მოსახლეობა შეადგენს 545.245 ადამიანს.
ლისაბონი -ეს ქალაქი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში;


6. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკა.
ლოს-ანჯელესი არის მეორე ყველაზე დასახლებული ქალაქი ამერიკაში. მისი მოსახლეობა შეადგენს 3792621 ადამიანს; მას აგრეთვე ხშირად უწოდებენ: „ გართობების მსოფლიო დედაქალაქს“;


7. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო.
ფაქტობრივად, ლუქსემბურგი – კომუნაა, რომელსაც მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
მისი ძველი კვარტალები და ციხე-სიმაგრეები შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


8. ბოსტონი — მასაჩუსეტსის თანამეგობრობის დედაქალაქი აშშ-ში, ბოსტონი ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და კულტურულად ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ქალაქია; ბოსტონს მრავალი მეტსახელი აქვს. ქალაქი მაღლობზე მომდინარეობს მასაჩუსეტსის უბის კოლონიის გუბერნატორის ჯონ უინთროპის მიზნიდან შეექმნა ბიბლიური ”ქალაქი მაღლობზე”.
ქალაქი დაარსდა 1630 წელს და 2012 წლისათვის ბოსტონის მოსახლეობა შეადგენს 617.594 ადამიანს;


9. მილუოკი, უისკონსინი, ამერიკა
უისკონსინი ( Wisconsin), შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს სახელი ინდიელთა ენაზე „ბალახიან ადგილს“ ნიშნავს.
დედაქალაქი მედისონია, ხოლო სიდიდით მეორე ქალაქი -მილუოკი კი ცნობილი და გამორჩეულია თავისი ძალიან გემრიელი ლუდით; დიდი ხნის წინ ამ ქალაქში მდებარეობდა 4 ლუდსახარში;


10. მადრიდი, ესპანეთი.
ესანეთის დედაქალაქი მადრიდი ერთ-ერთი ძირითადი, უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრია ქვეყანაში. აღიარებულია , რომ მადრიდის ყველა კუთხეში ისტორიის სული იგრძნობა. ქალაქის დახვეწილი და ულამაზესი არქიტექტურა ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს; მადრიდის ქუჩები და მოედნები ხომ საერთოდ ხელოვნების ნიმუშებია .
ეს ქალაქი ხომ ტორეადორების, ფლამინგოს მოცეკვავეებისა და ცეცხლოვანი ესპანელების მჩქეფარე ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3,273049 მლნ მცხოვრებს.


11. ატლანტა, ჯორჯიას შტატი, ამერიკა.
ხეების რაოდენობის მიხედვით, რომ იზდება ატლანტაში, მან მიიღო სახელწოდება „ქალაქი ტყეში“. ატლანტაში ცხოვრობს 420.003 ადამიანი.


12. ჰონკონგი.
მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონ-კონგი ისევ ძალაში რჩება, სიანგანგის ნაცვლად , რაც თარგმანში „მანდარინს“ ნიშნავს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჰონკონგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადმინისტრაციულ ერთეულად. მოსახლეობა აღემატება 7,6 მლნ ადამიანს, მცხოვრებს მხოლოდ და მხოლოდ 426 კვადრატულ მილ ფართობზე, რაც ყველაზე დასახლებულ ქალაქად მიიჩნევენ მსოფლიოში;
იდუმალ ჰონკონგში არც მეტი, არც ნაკლები 7650 წათამბჯენია, რითაც ამყობს თვით მოსახლეობა;


13. მანილა, ფილიპინები.
მანილას მოსახლეობა შეადგენს 1660714 ადამიანს, და Manila არის ერთ ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ფილიპინებში;


14. პერთი, ავსტრალია.
შორის-ჟურნალ „Economists 2012“ მიხედვით, პერთი არის მე-8 ადგილზე ყველაზე იდელურ საცხოვრებელ ქალაქთა შორის; მისი მოსახლეობა შეადგენს 1.696.062 ადამიანს.
პერთი დაარსდა 1829 წელს კაპიტან ჯეიმს სტირლინგის მიერ, რომელმაც მას შოტლანდიური პერთის სახელი უწოდა.


15. სინგაპური- ოცდამეერთე საუკუნის ზღაპარი.
კუნძულ სინგაპურსა და მის გასწვრივ მდებარე 59 კუნძულზე, განლაგებულია გასაოცარი ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური; აქ თანამედროვე ცათაბჯენები ჰარმონიულად ესადაგება ძველებურ ეთნიკურ რაიონებს;
სინგაპური მოსახლეობის სიმჭიდროვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ჩინელები.
ვალუტა- სინგაპურული დოლარი (SGD)


16. ნიუ-იორკი, აშშ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში – New York- ყველაზე დასახლებული ქალაქია.
ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. მოსახლეობა შეადგენს 8 მილიონზე მეტ მაცხოვრებელს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ და რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს : ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» („Big Apple“).


17. ვანკუვერი, კანადა.
ვანკუვერი, სიდიდით მესამე ქალაქია კანადაში -ტორონტოსა დამონრეალის შემდეგ; თვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 640 000 ადამიანს.
საცხოვრებლად , ვანკუვერმა მე–3–ე ადგილი დაიკავა, იგი 100 ბალიანი სისტემიდან 97.3 ბალით შეფასდა.

წყარო:http//ucnauri.com/

სვანეთი – ცხოველთა საფარი

ზემო სვანეთი მდიდარია ცხოველებით. ტყეებში ბინადრობს: მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველთაგან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი ფრინველები.
                      
                      
                      
                      
                      

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა

 სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრე ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

                                         

მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია. საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 456 კმ-ის, ზუგდიდიდან 128 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი.სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა საგვარეულო ნივთები (სკივრები, ვერცხლით მოჭედილი უნაგირი და საოჯახო ნივთები), XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო-ექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში იმოგზაურა სვანეთში და ფირზე აღბეჭდა პეიზაჟები, დასახლებები და ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები.

ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც მესტიაში მდებარეობს, რომელიც 1983 წელს დაარსდა.

მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-ია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში.

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია ერთ-ნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. სავარაუდოდ პირველი სართული, მაცხოვრის ეკლესია აგებულია XIII ს-ში, მეორე სართული – ფერიცვალების ეკლესია დაშენებულია XIII ს-ში. ეკლესიის ორივე სართული მოხატულია XII-XIII სს-ში.

                                          
ლანჩვალში შუა საუკუნეების წმ. მთავარანგელოზის, ლეხთაგში კი ღვთისმშობლის (XV ს-ის მხატვრობა), სახელობის ეკლესიები მდებარეობს.

ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს: მაზერი, გული, ჭოხულდი, უშხვანარი, დოლი, ჭკიდანარი, ბაგვდანარი, ნაშდქოლი, ტვებიში, ქართოვანი, ებუდი. ბეჩოს თემი შედიოდა სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად.

ეცერის თემი სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც დღესდღეობით ხუთ სოფელს აერთიანებს: უღვალი, ბარში, ფხოტრერი, ცალანარი და ქურაში.
იფარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ნაკიფარი, ზეგანი, ჰადიში, წვირმი, იელი და აცი. სიდიდითა და ფასადის შემკულობით ნაკიფარის X ს-ის ეკლესია გამოირჩევა, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მიერ არის მოხატული.
კალას თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ვიჩნაზი, აგრაი, იფრარი, ხე, ხალდე, დაუბერი, ლალხორი. ყველაზე გამორჩეულია იფრარის მთავარანგელოზთა და წმ. კვირიკეს (ლაგურკას) ეკლესიები, რომლებიც მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო და XI ს-ის დასასრულს, XII ს-ის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ლაგურკას ეკლესია ზემო სვანეთის უდიდესი სალოცავია. აქ, 27 ივლისს წმ. კვირიკეს დღესასწაული იმართება, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება. სოფელ ხეში XI-ის წმ. ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, რომელიც XIII ს-ია მოხატული. აქ, XIII ს-ის მაცხოვრის ხატი ინახება.
ლატალი ზემო სვანეთის ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი თემი იყო საუკუნეების მანძილზე. ლატალის თემის ათი სოფლიდან ეკლესიების სიმრავლით გამოირჩევა მაცხვარიში, იენაში, იფხი, ლაჰილი და ლახუშტი.
ლენჯერის თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი და სოლი.
მულახის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ღობრი, ზარდლაში, ჟამუში, მუშკერი, ლახირი და ჭოლაში.
მუჟალის თემი სამ სოფელს აერთიანებს: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში. ჟაბეშში X-XI სს-ის მაცხოვრის ეკლესია მდებარეობს,  მთავარანგელოზის ეკლესიაში XII ს-ის დაზიანებული მხატვრობაა შემორჩენილი. ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიაში XII ს-ის მხატვრობაა და აქვეა X-XI სს-ის ციხე-სახლი.
უშგული ისტორიული დასახლებაა, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. უშგული ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად ითვლება ევროპაში (2000-2200 მეტრი ზღვის დონიდან). უშგული ეგრეთ წოდებული “თავისუფალი სვანეთის” ნაწილი იყო. უშგულში მდებარეობს თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული, სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრის ნაშთები: საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი, მათ შორის, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში აგებული 37 კოშკი.
ფარის თემი თერთმეტ სოფელს აერთიანებს: ზაგარი, ზედა ლუჰა, კაცხი, ლამხერი, ლაყვირი, სვიფი, ფალედი, ქვედა ლუჰა, ღეშდერი, ყვანა, ხოზვრარი. ფარის თემი სვიფის, X ს-ის წმ. გიორგის ეკლესიით არის ცნობილი. ეკლესიის კედლის მხატვრობა XIV ს-ით თარიღდება. ეკლესიას ამშვენებს IX ს-ის, ხის მოჩუქურთმებული კარები. აქ ინახება, XII ს-ში სვანეთის სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხატები და ჯვრები. აქვე, მთის წვერზე, XIV ს-ში მოხატული, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს.
ცხუმარი, ეცერთან და ბეჩოსთან ერთად სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ცხუმარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: გაბალთი, სვიფი, ტვიბერი, ლეზგარი, მაგანდერი და ლაბსყალდი. ლაბსყალდის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახებოდა ცხუმარის თემის განძეულობა. ჭედური ხელოვნების ნიმუშები თომანიანთა სახელოსნოებში XII-XIII სს-ია შესრულებული. სოფელ სვიფში წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს, რომელიც ძველად ასევე განძთსაცავი ყოფილა.
ენგურის ჰიდროელექტრო სვანეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ენგურის ჰიდროელექტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ათი წლის შემდეგ დასრულდა. ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. ჰესის ნეგებობეში შედის 272 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს, გვირაბი, მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით.
                                        

Image

მუჟალში X ს-ის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც ვინმე ამროლასა და მიქაელს მოუხატავთ 978-1001 წწ-ს შორის.

მოხატულობა დღემდეა შემორჩენილი მაცხოვრის ტაძარში, ის თარიღდება 978-1001 წლებით.    

Image

აზარტული თამაშების მანია საქართველოში – დაავადება თუ გამდიდრების შანსი?

აზარტული თამაშების მანია საქართველოში – დაავადება თუ გამდიდრების შანსი?
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გემბლინგი იგივე ლუდომანია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს სათამაშო ავტომატებზე, კაზინოზე და ტოტალიზატორზე დამოკიდებულებას.
მეცნიერება ლუდომანიას ისეთი დაავადებების გვერდით აყენებს, როგორიცაა ნარკომანია და ალკოჰოლიზმი, თვითონ აზარტული თამაშებით გატაცებულნიც ეთანხმებიან მეცნიერთა ამ მოსაზრებას.

მიუხედავად გაჭირვებისა და მძიმე სოციალური ფონისა ტოტალიზატორებში, სლოტ კლუბებში და სამორინეებში მუდამ ხალხმრავლობაა, ყველა შედის იმედით რომ იქიდან გამდიდრებული გამოვა, თუმცა როგორც წესი პირიქით ხდება. ტოტალიზატორის და სლოტ კლუბების მომხმარებლებთა დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათი უმრავლესობა მშობლების ხარჯზე ცხოვრობს, უარს ამბობს სამსახურზე და აზარტული თამაშებით ცდილობს გამდიდრებას, რაც ბოლოს ამ თამაშებზე ავადმყოფურად დამოკიდებულებას იწვევს.

გიორგი მიქაძე (მოთამაშე) – ”თავიდან ერთი ლარით დავიწყე თამაში და მოვიგე. პირველი ერთი თვის განმავლობაში თითქმის სულ ვიგებდი, საერთოდ შევეშვი სწავლას და მთლიანად ტოტალიზატორში ვიყავი ჩაფლული. ასე მეგონა, რომ არც არასოდეს წავაგებდიEდა ამ გზით ოჯახის რჩენასაც შევძლებდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ერთი თვის შემდეგ უფრო ხშირად ვაგებდი, ვიდრე ვიგებდი. როცა წავაგებდი, ვერ ვისვენებდი სანამ ახალ ფსონს არ გავაკეთებდი. საბოლოოდ გავხდი ტოტალიზატორზე დამოკიდებული, აღარ მახსოვდა არც ოჯახი და არც მეგობრები, მხოლოდ იმათთან მქონდა ურთიერთობა ვინც თამაშობდა, ხოლო ვინც მიშლიდა თამაშს მტრად აღვიქვამდი. დაახლოებით 4-5 წელი გაგარძელდა ასე. ერთხელ როცა საკმაოდ დიდი თანხა წავაგე და ოჯახში გამოვაცხადე, რომ ბინა უნდა გაგვეყიდა, მამაჩემმს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. ის წაგებული თანხა იმ ხალხის დახმარებით გადავიხადე ვინც მანამდე არაკეთილისმსურველი მეგონა და საერთოდ შევეშვი თამაშს. ძალიან გამიჭირდა,მაგრამ ახლობლების დახმარებით შევძელი. საერთოდ მინდა ის წლები ამოვიღო ჩემი ცხოვრებიდან. ტოტალიზატორის გამო მამა დავკარგე, უამრავ ახლობელს გული ვატკინე, სწავლას შევეშვი და სხვა. ახლა თუ გავიგე რომ ვინმე თამაშობს ყველას ვაფრთხილებ, რომ არ მიეკარონ, მაგრამ ისევე მისმენენ, როგორც მე ვუსმენდი სხვებს”.

გიორგისნაირი ადამიანების ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული სათამაშო ბიზნესი, უფრო მეტიც როგორც სამორინეების მეპატრონეები ამბობენ, ხშირად ადამიანს სპეციალურად აძლევენ შანსს, რომ ბევრი მოიგოს, რითაც მას თამაშზე დამოკიდებულს გახდის და საბოლოოდ იმაზე ბევრად მეტს წააგებს ვიდრე მოიგო. 

ხშირია შემთხვევები, როდესაც წაგებული თანხის არ ქონის გამო სიცოცხლეს თვითმკველობით ასრულებენ. როგორც ფსიქოლოგები ხსნიან ლუდომანიით დაავადებულები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ სად იშოვონ ფული, რომ ახალი ფსონი გააკეთონ, აბსოლუტურად დაკარგული აქვთ კონტროლი გარეშე პირობებზე, მხოლოდ ფსონზე არიან კონცენტრირებული. 

2001 წელს ჰარვარდის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაამტკიცეს, რომ თამაშის დროს ადამანის ტვინი გამოყოფს დოფამინს (სიამოვნების მიმნიჭებლი ნივთიერებები), რომელიც აგრეთვე გამოიყოფა ნარკოტიკის და ალკოჰოლის მიღების დროს.

ბოლო წლებია ტოტალიზატორები დიდ გავლენას ახდენენ სპორტზე, გახშირდა ე.წ. ჩაწყობილი თამაშები, როდესაც ესა თუ ის თამაში არალოგიკური შედეგით სრულდება, მაშინვე იწყება ლაპარაკი რომ ამ ყველაფერში ტოტალიზატორის ხელი ერია. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შემდეგ, როდესაც სამხრეთ კორეის ნაკრებმა ერთმანეთი მიყოლებით ჩამოიცილა ესპანეთი და იტალიის ძლიერი გუნდები (უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში მსაჯებსაც მიუძღვოდათ უდიდესი წვლილი). 

აზარტული თამაშები ძველ საბერძნეთში დანაშაულად ითვლებოდა, არც ეგვიპტეში წყალობდნენ. აზარტული თამაშების დიდი მიმდევარი ყოფილა აკაკი წერეთელი, ხოლო დოსტოევსკი მხოლოდ იმიტომ წერდა, რომ აღებული ჰონორარით ეთამაშა. ლუდომანების დიდი ნაწილი ძალიან ცრუმორწმუნეა, მაგალითად ზოგს კარგად აქვს დაცდილი საყვარელი ფეხსაცმელი, ზოგი მხოლოდ ერთიდაიგივე მაისურით აკეთებს ფსონს, ხშირად ვნახავთ გადაჯვარედინებულ თითებს რომ ვინმემ არ გათვალოს და სხვა უცანურობები.

ლუდომანთა მექად ლას-ვეგასი ითვლება. ერთი ამერიკული ხუმრობის თანახმად ლას-ვეგასში უფრო მეტს ლოცულობენ ვიდრე იერუსალიმში, მექაში და მედინაში. 
სამორინეები აკრაძალულია ჩვენს მეზობელ თურქეთში და აზერბაიჯანში, რის გამოც ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ხშირად ნახავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ სამორინეებში. საქართველოში სამორინეს ლიცენზია ყველაზე ძვირი თბილისში ღირს,შემდგე ბათუმში, ხოლო სიღნაღში და წყალტუბოში საერთოდ უფასოა. 

…და მაინც არის თუ არა სათამაშო ბიზნესი გამდიდრების შანსი? ალბათ ამ კითხვაზე მუდამ ორი პასუხი იქნება: ერთი მხარე, რომელიც არ თამაშობს ყოველთვის უპასუხებს – არა, ხოლო მეორე მხარე დარწმუნებით იტყვის, რომ ესაა ფულის შოვნის ერთადერთი გზა.

დალი (მითოლოგია)

დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია.

დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელ ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში (ბეთქილი, დალე კოჯას ხელღვაჟალე და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია. დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები.

დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს… ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს გადაუტანია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც. მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე ბიჭებს სარკმელში შეიჭყეტიათ და უნახავთ დალები მომაკვდავს რომ დასტიროდნენ და აცვამდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რასაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ ნახეს, დალები უეცრად გამქრალან).

დალისა და აფსაათის სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგის – ჯგირაგისა. სვანი მოხუცები მრავალ ცნობილ და უცნობ მითს ჰყვებიან დალზე. „დევებს თუ იცნობს“?-ეკითხებით. „აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს. დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერ ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ბანჯგვლიანი დევი – ბნელ გამოქვაბულში“. მცდარია ო. სპენსერის აზრი, რომ დალ სვანთა ერთადერთი ღვთაებაა.

სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი. მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს. (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა და შეცნობა იმისა, რომ ბავშვი ღვათაებრივია).სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი. მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს. (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა და შეცნობა იმისა, რომ ბავშვი ღვათაებრივია).

 

სამწუხაროდ შესაბამისი ფოტო ვერ მოვიპოვე! 

 

 

ნადირობა

ნადირობა — გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.

ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს). სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.  ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.

                              ნადირობა საქართველოში

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში. ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე). აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა. ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას. სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის. სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის. სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა. საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“. ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 

ჯომარდი

 


Caving

რაფტინგი ქართულად ნიშნავს ”ჯომარდი”, რომელიც სპორტის პოპულარული სახეობაა მთელს მსოფლიოში. ჯომარდობა პოპულარული გახდა 1970 წლიდან, მოგვიანებით კი ტრანსპორტირების საშუალებები როდესაც დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ჯომარდი იქცა გასართობ, ექსტრემალურ სპორტად. ბოლო ხანებში ჯომარდი გვევლინება როგორც ყველაზე გასართობი ჰობი, დღესდღეისობით წყლის სპორტი ინარჩუნებს პოპულარობას ექსტრემალური სპორტის სახეობებში, მეორე მხრივ კი ძლიერ ანცვიფრებს მასზე მსხდარ მგზავრებს.

ჯომარდის მოყვარულები როგორც წესი მოძრაობენ წყლის ზედაპირის სხვადასხვა გრადუსებზე და იღებენ უდიდეს სიამოვნებას სწრაფი დინების ტალღებზე ხტუნვით. ჯომარდის მთავარი და ყველაზე სასიამოვნო პრინციპია: გაჰყვეთ მდინარის დინებას და გადაეშვათ სხვადასხვა ჩანჩქერებზე გასაბერი ნავით.

 

ნავზე ადგილებისრიცხვი მერყეობს ერთიდან თორმეტამდე, ეს დამოკიდებულია გასაბერი ნავის ტიპზე. 
ჯომარდობა კატეგორიებადაა დაყოფილი , ეს დამოკიდებულია მდინარის დინების ს
Caving
იჩქარეზე. იგი იყოფა შემდეგნაირად: კლასი I მიეკუთვნება ყველაზე იოლ ჯომარდობას, კლასი IV ყველაზე საშიშს და ა.შ. ჯომარდი მიეკუთვნება საშიში სპორტის სახეობას, მითუმეტეს თუ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.

Caving

საქართველოს მეფეები

ქართლის და იბერიის მეფეები 

სამარა (“მცხეთის მამასახლისი”) 322 ძვ.წ.. 
აზონი (ერისთავი) 322-302 ძვ.წ.. 
ფარნავაზი 302-237 ძვ.წ. 
საურმაგი (ძე ფარნავაზისა) 237-162 ძვ.წ. 
მირვან I 162-112 ძვ.წ. 
ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ. 
არშაკი I (არსოკ, არშაკუნიანთა დინასტიის დასაწყისი) 93-81 ძვ.წ. 
არტაგი (ძე არშაკისა) 81-66 ძვ.წ. 
ბარტომი (ძე არტაგისა) 66-33 ძვ.წ. 
მირვანი (ძე ფარნაჯომისა) 32-23 ძვ.წ. 
არშაკ II (არსოკ, ძე მირვანისა) 23-2 ძვ.წ. 
ადრეკი 2-1 ძვ.წ. 
ბარტომი II & ქართამი (ორ-მეფეობის დასაწყისი) 55-72 ახ.წ 
ქაოს & ფარსმან I 72-87 ახ.წ 
არმაზელი & აზორკი 87-103 ახ.წ 
დეროკი & ამაზსაპი I 103-113 ახ.წ 
მირდატ I & ფარსმანი II 113-129 
ადამი (ძე ფარსმანისა) 129-132 
ფარსმან III (ძე ადამისა) 131-182 
ამაზსაპი II 182-186 
რევი (სასანიანთა დინასტიის დასაწყისი) 186-213 
ვაჩე (ძე რევისა) 213-231 
ბაკურ I (ძე ვაჩესი) 231-246 
მირდატ II (ძე ბაკურისა) 246-262 
ასფაგური (ძე მირდატისა) 262-265 
მირიანი (ხოსროიანთა დინასტიის დასაწყისი) 265-342 
ბაქარ I (ძე მირიანისა) 342-364 
მირდატ III (ძე ბაქარისა) 364-379 
ვარაზ-ბაქარ II (ძე მირდატისა) 378-393 
მითრიდატე (მირიანის შვილიშვილი) 393-405 
ფარსმან IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 405-408 
მირდატ IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 408-410 
არჩილ I (ძე მირდატისა) 410-434 
მირდატ V (ძე არჩილისა) 434-446 
ვახტანგ I (გორგასალი) 446-502 
დაჩი (ძე ვახტანგისა) 502-514 
ბაკურ II (ძე დაჩისა) 514-528 
ფარსმან V (ძე ბაკურისა) 528-542 
ფარსმან VI 542-557 
ბაკურ III (ძე ფარსმანისა) 557-560 
გვარამ I (კუროპალატი, პირველი ბაგრატიონების დინასტიიდან) 575-600 
სტეფანოზ I (ძე გვარამისა) 600-619 
ადარნასე (ერისთავი, ძე ბაკურისა) 619-639 
სტეფანოზ II (ერისთავი, ძე ადარნასესი) 639-663 
მირ (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 663-668 
არჩილ II (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 668-718 
იოანე (ძე არჩილისა) 718-786 

ქართლის და ტაო-კლარჯეთის მეფეები 
(ბაგრატიონთა დინასტია) 

აშოტ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 786-836 
ბაგრატ II (კუროპალატი, ძე აშოტისა) 836-876 
დავით I (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 876-881 
გურგენ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 881-891 
ადარნასე II (მეფე, ძე დავითისა) 888-923 
დავით II (მეფე, ძე ადარნასესი) 923-937 
აშოტ II (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 937-954 
სამბატ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 954-958 
ადარნასე III (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 958-961 
ბაგრატ II (მეფე, ძე სუმბატისა) 961-994 
დავით III (მეფე და კუროპალატი, ძე ადარნასესი) + 1001 
გურგენ II (მეფე, ძე ბაგრატისა) + 1008 

საქართველოს მეფეები 

ბაგრატ III (ძე გურგენისა) 975-1014 
გიორგი I (ძე ბაგრატისა) 1014-1027 
ბაგრატ IV (ძე გიორგისა) 1027-1072 
გიორგი II (ძე ბაგრატისა) 1072-1089 
დავით IV (ძე გიორგისა, “აღმაშენებელი”) 1089-1125 
დემეტრე I (ძე დავითისა) 1125-1156 
დავით V (ძე დემეტრესი) + 1155 
გიორგი III (ძე დემეტრესი) 1156-1184 
თამარ დედოფალი (თამარ მეფე, გიორგის ქალიშვილი) 1184-1215 
გიორგი IV (ლაშა, ძე თამარისა და დავითისა) 1215-1222 
რუსუდან დედოფალი (თამარისა და დავითის ქალიშვილი) 1222-1245 
დავით VI ნარინი (ძე რუსუდანისა, 1259 წელს გახდა იმერეთის მეფე) 1245-1293 
დავით VII ული (ძე ლაშა-გიორგისაi) 1257-1270 
დიმიტრი II (“თავდადებული”, ძე დავით-ულუსი) 1271-1289 
ვახტანგ II (ძე დავით ნარინისა) 1289-1292 
დავით VIII (ძე დიმიტრისა) 1293-1311 
ვახტანგ III (ძე დიმიტრისა) 1302-1308 
გიორგი VI (ძე დავითისა) 1311-1313 
გიორგი V (“ბრწყინვალე” ძე დიმიტრისა) 1314-1346 
დავით IX (ძე გიორგი V-ისა) 1346-1360 
ბაგრატ V (ძე დავითისა) 1360-1393 
გიორგი VII (ძე ბაგრატისა) 1393-1407 
კონსტანტინე I (ძე ბაგრატისა) 1407-1411 
ალექსანდრე I (ძე კონსტანტინესი) 1412-1443 
ვახტანგ IV (ძე ალექსანდრესი) 1443-1446 
გიორგი VIII (ძე ალექსანდრესი, 1476 წლიდან გახდა კახეთის მეფე) 1446-1466 

ქართლის მეფეები 

ბაგრატ VI (II, ძე გიორგისა, ასევე იმერეთის მეფე) 1466-1478 
კონსტანტინე II (ძე დიმიტრისა) 1479-1505 
დავით X (ძე კონსტანტინესი) 1505-1525 
გიორგი IX (ძე კონსტანტინესი) 1525-1534 
ლუარსაბ I (ძე დავითისა) 1534-1558 
სიმონ I (ძე ლუარსაბისა) 1558-1600 
დავით XI (დაუთხანი, ძე ლუარსაბისა, მიიღო მუსლიმანობა) 1564-1579 
გიორგი X (ძე სიმონისა) 1601-1606 
ლუარსაბ II (ძე გიორგისა, შაჰაბას I-ის მიერ იქნა წამებული 1622 წელს) 1606-1615
ბაგრატ VII (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1615-1619 
სიმონ II (ძე ბაგრატისა, მუსულმანი) 1619-1631 
როსტომი (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1632-1658 
ვახტანგ V (მუხრან-ბატონი, შაჰნავაზი, ძე თეიმურაზისა) 1658-1675 
გიორგი XI (ძე ვახტანგისა) 1676-1688 /1703-1709 
ერეკლე I (ნაზარალიხანი, ძე დავითისა, მიიღო მუსლიმანობა) 1688-1703 
ვახტანგ VI (ძე ლევანისა) 1703-1724 
ქაიხოსრო (ძე ლევანისა, მუსულმანი) 1701-1711 
იესე (ალი-ყული-ხანი) 1714-1716 /17241727 
ბაგრატ (ძე ვახტანგისა) 1717-1719 
არჩილი (აბდულაბეგი, ძე იესესი) 1736 
ალექსანდრე (ალი მირზა, დავით, ძე იმამუკელისა) 1736 
*** საქართველო თურქეთის ქვეშ, მეფეების გარეშე *** 
1727-1744 
თეიმურაზ II (ძე ერეკლესი, 1709-1715 წლებში განაგებს კახეთს და 1733-1744 წლებში ხდება კახეთის მეფე) 1744-1761 
ერეკლე II (ძე თეიმურაზისა, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში) 1762-1798 
გიორგი XII (ძე ერეკლესი, ქართლ-კახეთის მეფე) 1898-1800 
დავით XII (ძე გიორგისა) 1800-1801

რატომ მარხავდნენ მიცვალებულებს პირქვე?

Image

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანებს პირქვე, დაუდევრობის გამო, შეცდომით მარხავდნენ. ბოლო გამოკვლევებზე დაყრდნობით, არქეოლოგებმა, ამგვარი შემთხვევითობა გამორიცხეს და დაამტკიცეს, რომ ასეთი ქმედებით იმ პირების დასჯა ხდებოდა, ვინც თავისი ცხოვრების წესით, საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდა. 
არქეოლოგთა ჯგუფმა, პერუდან – ჩრდილოეთ კორეამდე 250 სამარხი გამოიკვლია. მათი ვერსიით მიცვალებულთა დასჯა უძველესი ტრადიციაა. სამარხებში აღმოჩენილია ქალების, მამაკაცების და
ბავშვების პირქვე დამხობილი ძვლები. ზოგ მათგანს, სავარაუდოდ ყაჩაღებსა და ტყვეებს, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ. ზოგიერთი, დამჯდარ მდგომარეობაში იყო დამარხული. არქეოლოგების აზრით, ისინი კულტის მსახურნი უნდა ყოფილიყვნენ.
პირქვე დამხობის კიდევ ერთი ვერსია არსებობს – რელიგიური და კულტურული კონფლიქტი. მაგალითად წარმართი ვიკინგები ვერ ეგუებოდნენ ქრისტიანობის მიმღებ ნათესავებს და მათ დამცირების მიზნით პირქვე მარხავდნენ.
გარდა ამისა, არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მსგავსი ქმედებით, სხვადასხვა დანაშაულში მხილებული სასულიერო პირები და ჯადოქრად მიჩნეული ქალებიც ისჯებოდნენ.

ტვინი კონცეტრაციის დასაკარგად წინასწარ ემზადება

Image

ნორვეგიელი მეცნიერების ვარაუდობენ, რომ თავის ტვინის ქერქის აქტივობის შეცვლა გადაღლის შედეგად ყურადღების კონცეტრაციის დაკარგვამდე ნახევარი წუთით ადრე იწყება. მეცნიერთა აზრით, მომავალში ეს აღმოჩენა გაზრდის მძღოლების, ავიადისპეჩერებისა და იმ სხვა სპეციალისტების მუშაობის უსაფთხოების დონეს, რომელთა მიერ დაშვებული შეცდომები განსაკუთრებით სახიფათოა გარშემომყოფთათვის.

ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობისას რამდენიმე მოხალისე ხანძლივი დროის განმავლობაში თვალს ადევნებდა მონიტორს ეკრანზე ცვალებად გამოსახულებებს. ამასთანავე მონაწილეებს უტარდებოდათ თავის ტვინის სკანირება ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდით.

ადრე თუ გვიან, მონოტონური მუშაობის შესრულებისას ყველა მონაწილე იწყებდა შეცდომების დაშვებას, თუმცა, როგორც სკანირებამ აჩვენა, ყველა შემთხვევაში შეცდომებს წინ უსწრებდა თავის ტვინის

სტრუქტურის ცვლილებები, რომელთა, დაფიქსირება ხერხდებოდა არასწორი მოქმედებამდე 30 წამით ადრე.

გამოვლენილი ცვლილებები გამოიხატებოდა თავის ტვინის ქერქის წინა ფრონტალური აქტივობის დაქვეითებით, რომელიც მონაწილეობს მიზანმიმართული მოქმედებების მართვაში, ერთდროულად ”ირთვებოდა ” სხვა ზონები, რომლებიც ჩვეულებრივ მოსვენების მდგომარეობისას აქტიურდება.

მეცნიერთა აზრით, ასეთი შეცვლა გადაღლილ ტვინს საშუალებას აძლევს, გადავიდეს მუშაობის დამზოგავ რეჟიმზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინტერვალი კონცეტრაციის სრულ დაკარგვასა და მის დასაწყისს შორის შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ამ პროცესის შესაძლო შედეგების ადრეული გაფთხილების სისტემა. ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავიადისპეჩერების შეცდომათა ალბათობას ან საგზაო-სატრანსპოტო შემთხვევების რაოდენობას, რომელიც გამოწვეულია საჭესთან მძღოლების ჩაძინებით.

ნორვეგიელი მეცნიერების ვარაუდობენ, რომ თავის ტვინის ქერქის აქტივობის შეცვლა გადაღლის შედეგად ყურადღების კონცეტრაციის დაკარგვამდე ნახევარი წუთით ადრე იწყება. მეცნიერთა აზრით, მომავალში ეს აღმოჩენა გაზრდის მძღოლების, ავიადისპეჩერებისა და იმ სხვა სპეციალისტების მუშაობის უსაფთხოების დონეს, რომელთა მიერ დაშვებული შეცდომები განსაკუთრებით სახიფათოა გარშემომყოფთათვის.

ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობისას რამდენიმე მოხალისე ხანძლივი დროის განმავლობაში თვალს ადევნებდა მონიტორს ეკრანზე ცვალებად გამოსახულებებს. ამასთანავე მონაწილეებს უტარდებოდათ თავის ტვინის სკანირება ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდით.

ადრე თუ გვიან, მონოტონური მუშაობის შესრულებისას ყველა მონაწილე იწყებდა შეცდომების დაშვებას, თუმცა, როგორც სკანირებამ აჩვენა, ყველა შემთხვევაში შეცდომებს წინ უსწრებდა თავის ტვინის

სტრუქტურის ცვლილებები, რომელთა, დაფიქსირება ხერხდებოდა არასწორი მოქმედებამდე 30 წამით ადრე.

გამოვლენილი ცვლილებები გამოიხატებოდა თავის ტვინის ქერქის წინა ფრონტალური აქტივობის დაქვეითებით, რომელიც მონაწილეობს მიზანმიმართული მოქმედებების მართვაში, ერთდროულად ”ირთვებოდა ” სხვა ზონები, რომლებიც ჩვეულებრივ მოსვენების მდგომარეობისას აქტიურდება.

მეცნიერთა აზრით, ასეთი შეცვლა გადაღლილ ტვინს საშუალებას აძლევს, გადავიდეს მუშაობის დამზოგავ რეჟიმზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინტერვალი კონცეტრაციის სრულ დაკარგვასა და მის დასაწყისს შორის შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ამ პროცესის შესაძლო შედეგების ადრეული გაფთხილების სისტემა. ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავიადისპეჩერების შეცდომათა ალბათობას ან საგზაო-სატრანსპოტო შემთხვევების რაოდენობას, რომელიც გამოწვეულია საჭესთან მძღოლების ჩაძინებით.

რა სუნი უდის სიკვდილს?

Image

ამერიკელმა ქიმიკოსებმა გამოარკვიეს, “რა სუნი უდის” სიკვდილს. მოხსენება იმ ნივთერებების ანალიზის შესახებ, რომლებიც გვამის სუნის შემადგენლობაში შედის, ამერიკის ქიმიური საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს.

გამოკვლევებისთვის სწავლულებმა ღორები გამოიყენეს. მკვდარ ცხოველებს სპეციალურად შექმნილ მოწყობილობაში სუნების დაგროვებისთვის ათავსებდნენ, სადაც შენახვის სხვადასხვა პირობების იმიტაცია ხდებოდა. სუნების ანალიზი კვირის განმავლობაში ყოველ 6-12 საათში ხდებოდა.

გამოყოფილი სუნის ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში ინდოლის შენაერთი დომინირებდა, მეოთხე დღეს სწავლულებმა გვამის სუნის შემადგენლობაში აღმოაჩინეს ინდოლი და პუტრესცინი – ნივთიერება, რომელიც ცილების დაშლის დროს წარმოიქმნება.

მკვლევარ დენ საიკსის აზრით, მოცემული სამუშაო სწავლულებს სპეციალური მოწყობილობის შექმნაში დაეხმარება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ჰაერის შემადგენლობის ქიმიური ანალიზის ჩატარება.ეს მოწყობილობა დიდ გამოყენებას კრიმინალისტიკაში პოვებს როგორც გვამების აღმოსაჩენად, ისე საველე პირობებში სიკვდილის დროის განსაზღვრისთვის.

ქიმიკოსები კვლავ განაგრძობენ კვლევებს, ცვლიან გარემოს პარამეტრებს გვამების სუნის გამოყოფის სრული სურათის შესაქმნელად. ამის შემდეგ კი ინჟინრები გვამების აღმოჩენის პორტატული აპარატის შექმნაზე იმუშავებენ.

 

Image

ყოველ ღამე თითქმის ყველა, თითოეული ჩვენგანი ნახულობს სიზმრებს, ხოლო გამოღვიძებისას როდი ახსოვს ყველას იგი.ადამიანი დაახლოებით თავისი სიცოცხლის მანძილზე 1/3 ნაწილს ძილში ატარებს.უმეტესობა თითქმის ყოველ დღე ხედავს სიზმარს, ზოგი ერთ ღამეში რამდენიმესაც კი.
სიზმარი ზოგჯერ სასაცილოა, ზოგჯერ კი პირიქით ამაღელვებელი და შემაძრწუნებელი. მაგრამ ადამიანი ამას იმდენად რეალურად განიცდის რომ მისი განსხვავება არ შეუძლია.მაგალითად ძილის დროს ჰაერის ტემპერატურის მატებისას შეიძლება დაგესიზმროთ ზაფხული, პლიაჟი, ზღვა და ასე შემდეგ.Image
სიზმრების ახსნა უძველესი დროიდან დაიწყო ადამიანებმა. ითვლებოდა, რომ ზოგიერთ ადამიანს სიზმრებში შეეძლო კონტაქტი დაემყარებინა იმ სამყაროსთან, ესაუბრა გარდაცვლილებთან და ეს დამტკიცებულიც იყო თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალა მოსაზრებები და სიზმრები მხოლოდ წარმოსახვას და ადამიანებთან დღის განმავლობაში დაკავშირებულ ფაქტების ამსახველად ახსნეს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა ახსნები.

აეროპორტში დააკავეს ტვირთი, რომელშიც 12 ადამიანის თავი იყო

Image

აეროპორტში დააკავეს ტვირთი, რომელშიც 12 ადამიანის თავი იყო, ხოლო სხეულის ნაწილები ცალკე ყუთებში იყო ჩალაგებული. ეს ინციდენტი მოხდა ო”ჰარას აეროპორტში, ჩიკაგოში. ტვირთი ამერიკაში რომიდან ჩაიტანეს, წერს გაზეთი “Chicago Tribune”.

გაზეთის მიხედვით, ეს ინციდენტი მოხდა ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში, მაგრამ ფართო გამოხმაურება მხოლოდ ახლა მოჰყვა. ეს თავები იტალიაში სამეცნიერო გამოკვლევისთვის იყო გაგზავნილი, რის შემდეგაც თავები უკან დააბრუნეს ამერიკაში კრემაციისთვის.

თავები ინახებოდა ყველანაირი ნორმების დაცვით და იყო როგორც წესი და რიგია, დანომრილი და მარკირებული. ტვირთის შემმოწმებლებს, არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ბარგს არ ეწერა, თუ სად “მიემგზავრებოდა”.

Image

სწორედ ამიტომ მოხდა ამ ტვირთის კონფისკაცია.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ამ ფაქტის გამოძიება. სპეციალისტებს ევალებათ გამოარკვიონ სად უნდა წავიდეს უჩვეულო ამანათი.

მილიარდერები

1. ჩრდილოეთი ამერიკა

კარლოს სლიმ ჰელუ და მისი ოჯახი
2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $69 მილიარდი 
• Telmex, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
• ასაკი: 72 წლის
• შემოსავლის წყარო: ტელეკომუნიკაციები; 
• საცხოვრებელი ადგილი: მეხიკო, მექსიკა
• მოქალაქეობა: მექსიკა
• განათლება: ხელოვნების/მეცნიერებათა ბაკალავრი, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი
• ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
• შვილები: ექვსი
კარლოს სლიმ ჰელუ ზედიზედ მესამე წელია ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს, მიუხედავად იმისა, რომ წელს მისი ქონება შარშანდელთან შედარებით $5 მილიარდით შემცირდა, რაც მეტწილად გამოიწვია ტელეკომუნიკაციების სფეროს გიგანტის, America Movil-ის აქციათა (რაზეც მისი წმინდა აქტივების ნახევარზე მეტი მოდის) ფასის ვარდნამ. აპრილში მექსიკელმა მარეგულირებლებმა კომპანია მონოპოლისტური საქმიანობისათვის $1 მილიარდით დააჯარიმეს, თუმცა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამჟამად სლიმი ადრინდელისგან განსხვავებით გაცილებით მეტ დროს უთმობს Carlos Slim Foundation-სა და Telmex Foundation-ში მუშაობას. მისი მიზანია საქველმოქმედო საქმიანობა ადამიანთა უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად.

2. ევროპა
ბერნარ არნო 

2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $41 მილიარდი 
• Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH), სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
• ასაკი: 63 წლის
• შემოსავლის წყარო: LVMH
• საცხოვრებელი ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
• მოქალაქეობა: საფრანგეთი
• განათლება: ხელოვნების/მეცნიერებათა ბაკალავრი, პარიზის პოლიტექნიკური სკოლა
• ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
• შვილები: ხუთი
დახვეწილი გემოვნების სამყაროში უაღრესად ავტორიტეტული ადამიანისა და უმდიდრესი ევროპელის, არნოს ძალისხმევით, გასული წელი მისი ფუფუნების საგანთა იმპერიისათვის (LVMH) უაღრესად წარმატებული გამოდგა. Louis Vuitton-ის რეკორდული გაყიდვებისა და BVLGARI-ს წარმატებული ინტეგრაციის შედეგად, კომპანიის მოგება მკვეთრად, 22%-ით გაიზარდა. არნოს ჯგუფმა ნიანგის ტყავის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელთან, Heng Long-თან ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბა. არც ისე წარმატებული აღმოჩნდა არნოს ინვესტიცია უფრო „პროზაულ” სფეროში, კერძოდ Carrefour-ის სუპერმარკეტების ქსელში, რომლის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით $1 მილიარდით შემცირდა. მის უძვირფასეს კოლექციაში შეხვდებით Indigo Island-ს ბაჰამის კუნძულებზე (ქირა: კვირაში $300 000) და Cheval Blanc-ს – სათხილამურო შალეს კურშეველში.

3.სამხრეთი ამერიკა

ეიკ ბატისტა 
2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $30 მილიარდი 
• ასაკი: 55 წლის
• შემოსავლის წყარო: სამთო-მომპოვებელი მრეწველობა
• საცხოვრებელი ადგილი: რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
• მოქალაქეობა: ბრაზილია
• განათლება: აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი; არასრული კურსი.
• ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
• შვილები: ორი
ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანი ეიკ ბატისტა დიდ წარმატებებს აღწევს ნავთობის ურთულეს სფეროში. მისმა ნავთობისა და აირის მომპოვებელმა კომპანიამ, OGX Petroleo e Gas-მა ოკეანის ფსკერის საცდელი ჭაბურღილიდან ნავთობის ამოღება ინვარში დაიწყო; ამ კომპანიაში ბატისტას 61%-იანი წილის ღირებულება $19,8 მილიარდია, რაც მისი ქონების 2/3-ს შეადგენს. ამბიციური მეწარმე თავის ძველ გატაცებაზე, ოქროზეც ჩადის ფსონს: 2011 წლის თებერვალში მან $1,5 მილიარდი გაიღო კანადური კომპანია Ventana Gold-ის შესაძენად, რომელიც, როგორც თავად ეიკი ამბობს, ფლობს ძალიან პერსპექტიულ კარიერს კოლუმბიაში. ბატისტა პირობას დებს, რომ ერთ დღესაც სიმდიდრითა და ქონებით მექსიკელ კარლოს სლიმს გაუსწრებს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად იქცევა. ასე რომ, მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.

4. აზია
ლი კა-შინგი
 
2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $25,5 მილიარდი 
• კომპანია Hutchison Whampoa Limited, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
• ასაკი: 83 წლის
• შემოსავლის წყარო: დივერსიფიცირებული
• საცხოვრებელი ადგილი: ჰონკონგი, ჰონკონგი
• მოქალაქეობა: ჰონკონგი
• განათლება: საშუალო სკოლა; არასრული კურსი
• ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
• შვილები: ორი
2007 წლის შემდგ ლი კა-შინგი პირველად დაუბრუნდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულს და 2004 წლის შემდეგ პირველად გახდა აზიის უმდიდრესი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი წმინდა აქტივები $500 მილიონით შემცირდა. იგი ბიზნესიმპერიების ერთ-ერთი უდიდესი მშენებელია, ლის ბიზნესობიექტებში მსოფლიოს 53 ქვეყანაში 270 ათასი ადამიანია დასაქმებული; ჰონკონგში ყოველი მეშვიდე საცხოვრებელი სახლი მისი აშენებულია, მისი ჰოლდინგი – Hutchison Port Holdings – მსოფლიოს საკონტეინერო გადაზიდვების 13%-ს აკონტროლებს, მისი ერთ-ერთი ბოლო შენაძენი, კომპანია Northumbrian Water ინგლისში სასმელი წყლით ამარაგებს 4,5 მილიონ ადამიანს და საკანალიზაციო მომსახურებას უწევს 2,7 მილიონს. ლის ასევე პირადი ინვესტიციები აქვს განხორციელებული ტექნოლოგიური სფეროს ისეთ startup-ებში, როგორიცაა Facebook და Spotify. ოთხმოცი წლის ბიზნესმენი აცხადებს: „ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიებში ახორციელებს ინვესტიციებს, თავს ბევრად ახალგაზრდად გრძნობს”. ამავე დროს, იგი აზიის ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ადამიანია, მისმა საქველმოქმედო ფონდმა დღემდე $1,6 მილიარდი გაიღო – ძირითადად სამედიცინო კვლევებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების დასაფინანსებლად. 12 წლის ლიმ საშუალო სკოლა მიატოვა, რათა ოჯახს დახმარებოდა. ათი წლის შემდეგ მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო – ჯერ სათამაშოებს ამზადებდა, მოგვიანებით კი პლასტმასის ყვავილებს.

5. ავსტრალია და ოკეანია
ჯორჯინა რაინჰარტი

2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $18 მილიარდი 
• სამთო-მომპოვებელი მრეწველობის მაგნატი
• ასაკი: 58 წლის
• შემოსავლის წყარო: სამთო-მომპოვებელი მრეწველობა
• საცხოვრებელი ადგილი: პერტი, ავსტრალია
• მოქალაქეობა: ავსტრალია
• ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
• შვილები: ოთხი
ავსტრალიელი სამთო-მომპოვებელი მრეწველობის მაგნატი, ჯინა რაინჰარტი დღეისათვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უმდიდრესი ქალბატონია. მისი ქონება გაორმაგდა და $18 მილიარდი შეადგინა იმ გარიგების წყალობით, რომელიც რაინჰარტმა იანვარში გააფორმა სამხრეთ კორეის ფოლადის მწარმოებელ გიგანტ Posco-სთან. ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთკორეული კომპანია 15%-იან წილს მიღებს რაინჰარტის კუთვნილ, დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე, როი ჰილის ჯერ დაუმუშავებელ რკინის საბადოში. გარიგების შედეგად, პროექტის ღირებულება $10 მილიარდით განისაზღვრა, რამაც მკვეთრად გაზარდა რაინჰარტის ქონება. მაგრამ რაინჰარტმა, რომელმაც სამთო-მომპოვებელი მრეწველობის აქტივები მამის, ლანგ ჰენკოკისაგან მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო მეორე მეუღლე 1990 წელს გარდაეცვალა, შესაძლოა თავისი ქონება დიდხანს ვერ შეინარჩუნოს. მისი ოთხი შვილიდან სამმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრა საოჯახო ტრასტის მართვის უფლების მოთხოვნით. რაინჰარტმა ინვესტიციები განახორციელა მედიაკომპანიებშიც – Fairfax Media-სა და Ten Network-ში – ეს ინვესტიციები განიხილება, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი რაინჰარტის ჯვაროსნული ლაშქრობისა, რომელიც მიმართულია ავსტრალიაში სამთო-მომპოვებელ საქმიანობაზე გადასახადების წინააღმდეგ.

6. ქალბატონი
კრისტი უოლტონი და მისი ოჯახი

2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $25,3 მილიარდი 
• ასაკი: 57 წლის
• შემოსავლის წყარო: WalMart
• საცხოვრებელი ადგილი: ჯექსონი, ვაიომინგის შტატი
• მოქალაქეობა: აშშ
• ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
• შვილები: 1
უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია, რაც კრისტი უოლტონი მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონია. იგი უოლტონების ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრიცაა, რადგანაც მისმა მეუღლემ თავის დროზე ფსონი კომპანია First Solar-ზე გააკეთა. მისი აქტივების წმინდა ღირებულება $1,2 მილიარდით შემცირდა მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის აქციათა ფასის ვარდნის გამო. ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა მისმა წილმა WalMart-ში, რომელიც $20 მილიარდს შეადგენს.

7. საჯარო მოხელე
მაიკლ ბლუმბერგი

2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $22 მილიარდი 

• ნიუ-იორკის მერი
• ასაკი: 70 წლის
• შემოსავლის წყარო: Bloomberg LP 
• საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი
• მოქალაქეობა: აშშ
• განათლება: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი; ხელოვნების/მეცნიერებათა ბაკალავრი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
• ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
• შვილები: ორი
„მერ მაიკის” რანგში მისი ბოლო ვადის პერიოდში ბლუმბერგი აგრძელებს საკუთარი ფულისა და ძალაუფლების გამოყენებას სოციალურ ცვლილებებზე გავლენის მოსახდენად. თანასწორი უფლებებისათვის სტაჟიანმა მებრძოლმა ბლუმბერგმა, აშშ-ის სხვა ქალაქების მერებთან ერთად, იანვარში წამოიწყო მოძრაობა Mayors for Freedom to Marry. თებერვალში მან ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების დიდი მოწონება დაიმსახურა, როდესაც პირობა დადო, რომ $250 ათასს შესწირავდა Planned Parentood-ს (ოჯახის დაგეგმვა), რომელსაც სიუზენ კომენის ფონდმა გაუგებრად და მოულოდნელად შეუწყვიტა დაფინანსება. მისი კუთვნილი Bloomberg LP-ის (ფინანსურ მონაცემთა პროვაიდერი და მედიაიმპერია) შემოსავლების ზრდამ 2011 წელს 10%-ს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი მონაცემებით, მისი კომპანიის გაყიდვების მოცულობა შემცირდა დერივატი ბროკერი ფირმის, MF Global-ის კოლაფსის შემდეგ. ბოსტონში დაბადებულმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრმა ბლუმბერგმა კარიერა 1970-იან წლებში კომპანია Bloomberg Salomon-ში დაიწყო და იქ მანამდე მუშაობდა, სანამ სამსახურიდან არ დაითხოვეს. 1982 წელს მან ჩამოაყალიბა Innovative Market Systems – ფირმა, რომელიც უოლ-სტრიტს მონაცემებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს აწვდიდა. 1987 წელს მან თავის კომპანიას სახელწოდება შეუცვალა – Bloomberg LP – და ფირმის პორტფოლიოს დაუმატა სხვადასხვა ახალი მომსახურება, მრავალი ჟურნალი, საკაბელო ქსელი და რადიოსადგური.

8. რუსეთი
ალიშერ უსმანოვი

2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $18,1 მილიარდი 
• ოლიგარქი
• ასაკი: 58 წლის
• შემოსავლის წყარო: ფოლადი, ტელეკომუნიკაციები, ინვესტიციები
• საცხოვრებელი ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
• მოქალაქეობა: რუსეთი
• განათლება: ხელოვნების/მეცნიერებათა ბაკალავრი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი
• ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ალიშერ უსმანოვი რუსეთის უმდიდრესი ადამიანი პირველად გახდა. შესაძლოა მისი ქონება კიდევ უფრო გაიზარდოს, როდესაც Facebook აქტივებს საჯაროდ გამოიტანს. მას წილი აქვს ამ სოციალურ ქსელში – ისევე როგორც Zynga-სა და Groupon-ში – საინვესტიციო ფირმის, DST Global-ის მეშვეობით, რომელსაც იგი აფინანსებს. ალიშერ უსმანოვის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კვლავ რკინის მადნის მომპოვებელ და ფოლადის მწარმოებელ კომპანია Metalloinvest-ზე მოდის. კომპანიამ 2011 წელს ვალდებულებათა რეფინანსირების შემდეგ მკვეთრად წაიწია წინ. ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის აგრეთვე რუსეთის უდიდესი ყოველდღიური ბიზნესგამოცემა „კომერსანტი” და აქვს წილი სიდიდით მეორე მობილურ ოპერატორ კომპანია Megafon-ში, ასევე _ „გაზპრომში”.

9. მონარქი
პრინცი ალუალიიდ ბინ თალალ ალ-საუდი

2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $18 მილიარდი 
• ასაკი: 57 წლის
• შემოსავლის წყარო: ინვესტიციები
• საცხოვრებელი ადგილი: ერ-რიადი, საუდის არაბეთი
• მოქალაქეობა: საუდის არაბეთი
• განათლება: ხელოვნების/მეცნიერებათა ბაკალავრი, მენლოს კოლეჯი; მეცნიერებათა მაგისტრი, სირაკუზის უნივერსიტეტი
• ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
• შვილები: ორი
პრინცი ალუალიიდ ბინ თალალ ალ-საუდი შუა აღმოსავლეთის უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონების უდიდესი ნაწილი, $10,7 მილიარდი, მოდის მის საუდის არაბეთში რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანია – Kingdom Holding Co.-ს 95%-იან წილზე. ამ საინვესტიციო ჰოლდინგის აქტივები მოიცავს კომპანია Apple-ის, Citigroup-ისა და Four Seasons Hotels-ის აქციებს. 2011 წლის მარტის შემდეგ პრინცის აქტივების ღირებულება $1,6 მილიარდით შემცირდა, რაც გამოიწვია Forbes-ის მიერ მისი იახტების, თვითმფრინავებისა და უძრავი ქონებისათვის შედარებით დაბალი შეფასების მიცემამ. 2011 წლის დეკემბერში მან ხმამაღლა და ამაყად განაცხადა Twitter-ში $300 მილიონის ინვესტირების შესახებ, რაც მეორადი ბაზრის მეშვეობით განახორციელა.

10. თურქეთი
ჰუსნუ ოზიეჯინი

2012 წლის მარტის მდგომარეობით – აქტივების წმინდა ღირებულება $3 მილიარდი 
• ასაკი: 67 წლის
• შემოსავლის წყარო: ფინანსები, დივერსიფიცირებული აქტივები
• საცხოვრებელი ადგილი: სტამბული, თურქეთი
• მოქალაქეობა: თურქეთი
• განათლება: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი; ხელოვნების/მეცნიერებათა ბაკალავრი, ორიგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
• შვილები: ორი
ჰუსნუ ოზიეჯინის ინვესტიციები თავმოყრილია ორ ჰოლდინგში – Fiba-სა და Fina Holding-ში და მოიცავს ფინანსურ მომსახურებას, ტურიზმის სფეროს, საცალო ვაჭრობას და უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიებს. მან განაცხადა, რომ აპირებს ჰოლდინგის გაფართოებას და მომავალი ორი წლის მანძილზე ენერგეტიკის სფეროში – კერძოდ კი ქარის ენერგიის პროექტებში – $500 მილიონის ინვესტირებას. მის მფლობელობაში არსებული ორი კომერციული ბანკი Credit Europe Bank და Fibabank ახალ ბაზრებს იპყრობს და მათი დეპოზიტებიც იზრდება. გასულ ოქტომბერს მისი Ozyegin University, რომელიც 2008 წელს დაარსდა, ახალ შენობაში გადავიდა, რათა უკეთ მოემსახუროს 1,5 ათას-ს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბილ გეითსი

ბილ გეიტსი
 
ბილ გეითსი დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს და გაიზარდა სიეთლში. ბილის მამა უილიამ გეითსი არის ადვოკატი ხოლო დედა იყო მასწავლებელი. გეითსმა სკოლის ასაკშივე გამოიჩინა დიდი ინტერესი კომპიუტერული პროგრმების მიმართ. 1973 წელს მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც განავითარა პროგრამა BASIC პირველი მიკროკომპიუტერებისთვის- The MITIS ALTAIR.


გეითსმა უნივერსიტეტი ადრე მიატოვა, რათა მთელი დრო და ენერგია დაეთმო MICROSOFT-ისთვის. 1975 წელს მან წამოიწყო საკუთარი საქმე ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად. იმ აზრით რომ კომპიუტერი მომავალში უნდა ყოფილიყო ყველაზე საჭირო ნივთი ყველა ოფისსა და სახლში, ბილ გეითსმა დაიწყო მუშაობა პერსონალური კომპიუტერების შექმნაზე და მათ განვითარებაზე. მისმა განსაკუთრებულმა ხედვამ განაპირობა MICROSOFT- ის წარმატება, მისი მიზანი იყო შეექმნა ისეთი კომპიუტერული სისტემა, რომელსაც ადვილად გამოიყენებდა ყველა ადამიანი დიდი სიამოვნებით.

ბილ გეითსი დაქორწინდა 1994 წელს და ჰყავს სამი ქალიშვილი. გეითსს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და გოლფის თამაში. 1999 წელს მან დაწერა წიგნი ”BUSINESS @ THE SPEED OF THOUGHT “ მასში აღწერილია თუ როგორ შეუძლია კომპიუტერს გადაჭრას ბიზნესში არსებული ბევრი პრობლემა. წიგნი გამოიცა 25 ენაზე და გაიყიდა 60 ზე მეტ ქვეყანაში. მან ფართო აღიარება მოიპოვა და დასახელდა ყევლაზე კარგად გაყიდვად წიგნად USA TODAY, WALLSTREET JOURNAL და NEW YORK TIMES-ის მიერ. წიგნიდან მიღებული მთელი თანხა ბილ გეითსმა გადარიცხა არაკომერციულ ორგანიზაციებში, რომლებიც ხელს უწყობენ კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებას და მის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კომპიუტერული ტექნიკის გარდა ბილ გეითსს სხვა გატაცებებიც აქვს. მაგალითად, მან დააარსა CORBIS, რომელიც წარმოადგენს ვიზუალური ინფორმაციის მსოფლიოში ყველაზე დიდ ციფრულ არქივს.

კაცთმოყვარეობა ბილ გეითსისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფონდმა The Bill and Melinda Gates Foundation, რომელიც დაარსდა ბილ გეითსისა და მისი მეუღლის მიერ გამოყო 28 მილიარდ დოლარზე მეტი ფილანტროფული ინიციატივებისთვის- მსოფლიო სწავლებისა და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.

დღეს ბილ გეითსი არის MICROSOFT-ის კორპორაციის თავმჯდომარე, რომელიც ლიდერია პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. MICROSOFT-ის შემოსავალი 2007 წლის ივნისისთვის შეადგენდა 51 მილიარდ დოლარს, კომპანიას ჰყავს 78,000 თანამშრომელი 105 ქვეყანაში.

იცოდით თუ არა რომ?
მსოფლიოს ყურადღება მიიზიდა MICROSOFT-ის განზრახვამ შეისყიდოს ინტერნეტ გიგანტი YAHOO. 

რა აზრი აქვს ამგვარ ქმედებას?
ერთ დროს ინტერნეტ გიგანტი- MICROSOFT უკვე აღარ არის ისეთი ძლიერი როგორც ადრე, ხოლო, YAHOO-ს პრობლემა იხსნება ერთი სიტყვით GOOGLE. როგორც ჩანს ორივე კომპანიას აქვს პრობლემები. მათი შერწყმა გამოიწვევს ოროვე კომპანიის ჩაძირვას თუ ისინი ერთად მოიკრეფენ ძალ-ღონეს Google- თან საბრძოლველად? როცა yahoo მთელ დროს რეკლამაზე ხარჯავდა, Google – მაძიებელი სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნავდა, რათა მომხამრებელს მიეღო ის რაც აინტერესებდა. 

Google ორიენტირებული იყო ძებნის საუკეთესო შედეგზე და მან წარმატებას მიაღწია. ამ ორთაბრძოლას ყურადღებით ადევნებდა თვალს MICROSOFT. როდესაც GOOGLE-მა მილიონების კეთება დაიწყო ამ ბიზნესით ის ძალაუნებურად შევიდა MICROSOFT-ის ტერიტორიაზე, და ეჯიბრებოდა მას არა მხოლოდ რეკლამაში არამედ ელექტრონულ ფოსტაშიც კი. მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გახდებოდა მაიქროსოფთის ინიციატივის მიზეზი.

არ დაგავიწყდეთ , რომ… მიუხედავად ყველაფრისა MICROSOFT-ს აღარ აქვს ის ძალაუფლება რაც ადრე ჰქონდა. Windows და საოფისე პროგრამები ჯერ კიდევ მოთხოვნადია, მაგრამ მაინც პერსონალური კომპიუტერების პერიოდი ნელ-ნელა იწურება. მობილური ინტერნეტ სივრცე! აი, რა წარმოადგენს ჩვენ მომავალს. 

Google კი არ მალავს და საჯაროდ აცხადებს, რომ ის მზადაა გამოჰყოს ძალიან დიდი თანხა ამ ბაზრის დასაპყრობად. Google ცდილობს მიაწოდოს თავის მომხმარებელს ადამანური ცოდნის ულევი მასალა და ის ყველანაირ საშუალებას მიმართავს დახვეწილი სისტემის შესაქმნელად. 

შესაძლოა ორმა კომპანიამ ერთად შეეცადოს შეებრძოლოს Google-ს ბაზრის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო თუ რა შედეგს მოიტანს MICROSOFT-ისა და YAHOO-ს ტანდემი.

MICROSOFT აცხადებს რომ YAHOO-სთან ერთად ის შეძლებს გაცილებით უფორ მეტი შესთავაზოს მომხმარებელს და რეკლამის მომწოდებლებს. მთავარია ორივე კომპანია გაერთიანდეს Google-ის წინააღმდეგ. თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს MICROSOFT, ის შეეცდება, გააფართოვოს პერსონალური კომპიუტერების როლი ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ბილ გეითსის და მისი მთავარი მენეჯერების ყოველდღიულ საქმეს წარმოადგენს ამ გეგმის რეალოაბში მოყვანა..

 

 

 

 

”ფეისბუქელების” ინფორმაციით, ინტერნეტში ახალი ვირუსი ვრცელდება

ინტერნეტში ახალი ვირუსი ვრცელდება. როგორც ფბ-მომხმარებლები წერენ, ეს არის  Power Point-ის პრეზენტაცია, სათაურით “Das Leben is wunderschon” Life is beautiful” “La vida es bella” („ცხოვრება მშვენიერია“). ფაილის გახსნის შემთხვევაში, კომპიუტერში არსებული ყველა მონაცემი ქრება, ხოლო ელექტრონული წერილის ავტორი იღებს წვდომას ”დავირუსებული” მომხმარებლის ყველა ინფორმაციაზე. 

”არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ ეს გზავნილი და მაშინვე წაშალეთ. თუ გახსნით, უკვე გვიან იქნება. კომპიუტერში არსებული ყველა მონაცემი გაქრება, ხოლო ის ადამიანი, რომელმაც ეს ელექტრონული წერილი გამოგიგზავნათ, მიიღებს წვდომას ყველა თქვენ მონაცემზე, პაროლებზე, ინფორმაციაზე. ეს არის უახლესი ვირუსი, რომელიც შაბათ საღამოდან ვრცელდება. ვერანაირი ანტივირუსული პროგრამა ვერ ანადგურებს მას. იგი გაუშვა და დანერგა ხაკერმა “Life Owner“, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ბევრი კომპიუტერი გაანადგუროს. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს ამ ვირუსის შესახებ” – წერს ერთერთი მომხმარებელი მანანა სოტკილავა. 

იქნება სიმართლე ჩემი აზრით კი  : ))) 

 

Microsoft-მა კომპიუტერებს ჟესტების აღქმა ასწავლა

კორპორაცია Microsoft-მა შექმნა SoundWave-ის პროგრამა, რომელიც კომპიუტერებს მომხმარებლების ჟესტების ამოცნობაში ეხმარება. ამასთან, ინოვაციური პროგრამა არ საჭიროებს სენსორულ ეკრანს თუ სხვა სპეციალურ მოწყობილობებს. საკმარისია, კომპიუტერს დინამიკები და მიკროფონი ჰქონდეს.

პროგრამა მომხმარებლის ხელის მოძრაობით წარმოქმნილ ტალღებს აღიქვამს. იმისათვის, რომ კომპიუტერმა მომხმარებლის ჯესტები ამოიცნოს, ადამიანი მაქსიმუმ ერთი მეტრის დაშორებაზე უნდა იდგეს. SoundWave სისტემის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა ოპერაციები კომპიუტერთან შეხების გარეშე. 

სვანეთი

მდებარეობა

სვანეთი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა მდინარე კოდორის ზემოწელის ხეობები, ეგრეთ წოდებული “აფხაზეთის სვანეთი” ანუ ზემო აფხაზეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილი, ლეჩხუმისა და ზემო რაჭის მოსაზღვრე რეგიონი; ჩრდილო კავკასიაში – ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობები.

უშბა უშგული მესტია შხარა

ჰავა/კლიმატი

ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7ჩ, იანვარში -6,4ჩ, ივლისში 16,4ჩ. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25ჩ, აბსოლუტური მაქსიმუმი +35ჩ. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.

ცხოველთა სამყარო

ზემო სვანეთი მდიდარია ცხოველებით. ტყეებში ბინადრობს: მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველთაგან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი ფრინველები.

მცენარეული საფარი

ზემო სვანეთის დაბალ ზონაში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, იშვიათად წაბლნარიც. ქვეტყეს ქმნის ფოთოლმცვივანი და მარადმწვანე ბუჩქნარი. მთის შუა სარტყელში გავრცელებულია წიფლის ტყეები, ალაგ-ალაგ გვხვდება ნეკერჩხალი და რცხილა. ტყის ზემო სარტყელში ნაძვისა და სოჭის ტყეებია, მდინარეთა ჭალებში გავრცელებულია მურყნარი. ტყის ზონა მთავრდება სუბალპური ტყით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ ზემოთ სუბალპური მდელოები და დეკიანებია, უფრო მაღლა – ალპური მდელოები და ხალები.

ისტორია

ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი ეგრისის სამეფოსი. ძვ. წ. III ს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას სვანეთი ქართლის სამეფოს საერითაო იყო. IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, გააჩნდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად 523 – 530 წლებში გავრცელდა.

სვანი კაცი სვანური ქუდით  სვანური ქუდი სვანური კოშკი ჰიდრო ელექტრო სადგური

VIII საუკუნის ბოლოს, სვანეთი სხვა ქართველ ტომებთან ერთად, ეგრის-აფხაზეთის სამეფოში შედიოდა, როგორც ერთ-ერთი საერისთაო. ამ დროსEეგრის-აფხაზეთის სამეფო თავისი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობით (ქართები, სვანები, მეგრელ-ჭანები), ქართულ ენაზე მღვდელმსახურებით, ტერიტორიითა და კულტურით ქართულ სამეფოს წარმოადგენდა. XII საუკუნეში სვანი ერისთავები საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. XIII საუკუნეში თამარის მეფობისას სვანები სამეფო ჯარში მსახურობდნენ. მოგვიანებით, XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, სვანეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავროდ, იგივე სადადეშქელიანო სვანეთად ანუ ბალსქვემო სვანეთად (ბალის ქედის ქვედა მხარე); ბალსზემო (ბალის ქედის ზედა მხარე) სვანეთად ანუ “თავისუფალი სვანეთი”; და ქვემო სვანეთად. მაშინდელი ვითარების გამო სვანეთი საკმაოდ იზოლირებული აღმოჩნდა, დასუსტდა ეკლესია და სავაჭრო კავშირი მეზობელ რეგიონებთან. XVIII საუკუნის სვანეთის შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. ცნობილია, რომ სვანეთი ყოველთვის საქართველოს ეკლესიის შემადგენელი ნაწილი იყო და დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოებს ექვემდებარებოდა.

1857-58 წლებში სვანეთის სამთავრო გაუქმდა, მისი მოსახლეობა სვანეთის საბოქაულოში გაერთიანდა.

1875-76 წწ, მას შემდეგ რაც თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის რუსეთის მთავრობა გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა, სვანეთში დაიწყო ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ ანტიკოლონიური აჯანყება. სამხედრო ნაწილთან პირველი შეტაკებისას ხალდელებმა თითქმის მთელი ასეული გაანადგურეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ხალხს 1200-კაციანი სამხედრო ნაწილი, მესანგრეთა და არტილერისტთა შენაერთები დაუპირისპირა. იერიში ხალდეს აღებით და სრული განადგურბით დამთავრდა. აჯანყების მრავალი მონაწილე დააპატიმრეს და შორეულ მხარეში გადაასახლეს. ამასთანავე აიკრძალა ხალდეში დასახლება. მიუხედავად საზოგადოების მხარდაჭერისა, აჯანყების ყველა მონაწილე დაისაჯა.

1917 წლამდე ზემო სვანეთის დიდი ნაწილი, როგორც სვანეთის საბოქაულო, ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. 1921 წლიდან მესტიის რაიონს დაექვემდებარა 1 დაბა – მესტია და 134 სოფელი. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით სვანეთი მესტიის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთი) რაიონებად იყოფა.

სვანური ენა

სვანური ენა ქართული ენის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენაა, ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან) ერთად წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი); ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი).

ბუნების ღირშესანიშნაობები

ზემო სვანეთში მრავალი ადგილია, სადაც ფეხით მისვლა, ბუნებით დატკბობა და დასვენება შეიძლება. განსაკუთრებით მიმზიდველია მესტიაში: ქორულდის ტბები, ჰაწვალი და ზურულდიდან გადასახედი; ბეჩოში: გულის მყინვარის მისადგომები, ბეჩოს უღელტეხილის ჩანჩქერი; შიხრის ველი უშბის ძირას; უშგულში: შხარას მისადგომები; კალაში: კვირიკეს ეკლესიიდან გადაშლილი კავკასიონის ქედის პანორამა; მულახში: ტყე, ალპური მდელოები და მდინარის ხეობები; იფარში: თეთნულდის მისადგომები სოფელ ადიშთან; წვირმი და იელი: უღვირის გადასასვლელიდან თეთნულდისა და უშბის ხედები. ცხუმარში: ენგურის ხეობის პანორამა.

უშბა ქორულდი თეთნულდი უღვირის ტბა

კულტურული მემკვიდრეობა

სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრე ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია. საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 456 კმ-ის, ზუგდიდიდან 128 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი.

მუზეუმში გამოფენილი თოფები ხატი მესტიის მუზეუმიდან ძველი ფოტო ჯვარი მესტიის მუზეუმიდან

სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა საგვარეულო ნივთები (სკივრები, ვერცხლით მოჭედილი უნაგირი და საოჯახო ნივთები), XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო-ექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში იმოგზაურა სვანეთში და ფირზე აღბეჭდა პეიზაჟები, დასახლებები და ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები.

ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც მესტიაში მდებარეობს, რომელიც 1983 წელს დაარსდა.

მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-ია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში.

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია ერთ-ნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. სავარაუდოდ პირველი სართული, მაცხოვრის ეკლესია აგებულია XIII ს-ში, მეორე სართული – ფერიცვალების ეკლესია დაშენებულია XIII ს-ში. ეკლესიის ორივე სართული მოხატულია XII-XIII სს-ში.

ლანჩვალში შუა საუკუნეების წმ. მთავარანგელოზის, ლეხთაგში კი ღვთისმშობლის (XV ს-ის მხატვრობა), სახელობის ეკლესიები მდებარეობს.

ეკლესია მესტიაში უშგული კოშკები მესტია

ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს: მაზერი, გული, ჭოხულდი, უშხვანარი, დოლი, ჭკიდანარი, ბაგვდანარი, ნაშდქოლი, ტვებიში, ქართოვანი, ებუდი. ბეჩოს თემი შედიოდა სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად.

ეცერის თემი სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც დღესდღეობით ხუთ სოფელს აერთიანებს: უღვალი, ბარში, ფხოტრერი, ცალანარი და ქურაში.

იფარი
იფარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ნაკიფარი, ზეგანი, ჰადიში, წვირმი, იელი და აცი. სიდიდითა და ფასადის შემკულობით ნაკიფარის X ს-ის ეკლესია გამოირჩევა, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მიერ არის მოხატული.

კალას თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ვიჩნაზი, აგრაი, იფრარი, ხე, ხალდე, დაუბერი, ლალხორი. ყველაზე გამორჩეულია იფრარის მთავარანგელოზთა და წმ. კვირიკეს (ლაგურკას) ეკლესიები, რომლებიც მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო და XI ს-ის დასასრულს, XII ს-ის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ლაგურკას ეკლესია ზემო სვანეთის უდიდესი სალოცავია. აქ, 27 ივლისს წმ. კვირიკეს დღესასწაული იმართება, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება. სოფელ ხეში XI-ის წმ. ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, რომელიც XIII ს-ია მოხატული. აქ, XIII ს-ის მაცხოვრის ხატი ინახება.

ლატალი ზემო სვანეთის ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი თემი იყო საუკუნეების მანძილზე. ლატალის თემის ათი სოფლიდან ეკლესიების სიმრავლით გამოირჩევა მაცხვარიში, იენაში, იფხი, ლაჰილი და ლახუშტი.

ლენჯერის თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი და სოლი.

მულახის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ღობრი, ზარდლაში, ჟამუში, მუშკერი, ლახირი და ჭოლაში.

მუჟალის თემი სამ სოფელს აერთიანებს: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში. ჟაბეშში X-XI სს-ის მაცხოვრის ეკლესია მდებარეობს, მუჟალში X ს-ის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც ვინმე ამროლასა და მიქაელს მოუხატავთ 978-1001 წწ-ს შორის. ჩვაბიანის წმ. მთავარანგელოზის ეკლესიაში XII ს-ის დაზიანებული მხატვრობაა შემორჩენილი. ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიაში XII ს-ის მხატვრობაა და აქვეა X-XI სს-ის ციხე-სახლი.

უშგული ისტორიული დასახლებაა, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. უშგული ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად ითვლება ევროპაში (2000-2200 მეტრი ზღვის დონიდან). უშგული ეგრეთ წოდებული “თავისუფალი სვანეთის” ნაწილი იყო. უშგულში მდებარეობს თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული, სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრის ნაშთები: საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი, მათ შორის, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში აგებული 37 კოშკი.

უშგული, ისე როგორც სვანეთის კოშკები და ეკლესიები, UNEშჩO-ს მიერ არის დაცული. უშგულში 7 ეკლესია მდებარეობს: ოთხი მაცხოვრის სახელზეა აგებული, სამი – ლამარიას, წმ. გიორგისა და წმ. ბარბარეს სახელობისაა. ლამარიას, ჩაჟაშისა და მურყმელის მაცხოვრის ეკლესიები მოხატულია. უშგულის დასახლების ყველაზე მაღალ ადგილას მდებარეობს ლამარიას (წმინდა მარიამის / ღვთისმშობლის) ეკლესია და თემის თავშეყრისათვის განკუთვნილი ნაგებობა.

ფარი
ფარის თემი თერთმეტ სოფელს აერთიანებს: ზაგარი, ზედა ლუჰა, კაცხი, ლამხერი, ლაყვირი, სვიფი, ფალედი, ქვედა ლუჰა, ღეშდერი, ყვანა, ხოზვრარი. ფარის თემი სვიფის, X ს-ის წმ. გიორგის ეკლესიით არის ცნობილი. ეკლესიის კედლის მხატვრობა XIV ს-ით თარიღდება. ეკლესიას ამშვენებს IX ს-ის, ხის მოჩუქურთმებული კარები. აქ ინახება, XII ს-ში სვანეთის სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხატები და ჯვრები. აქვე, მთის წვერზე, XIV ს-ში მოხატული, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს.

ცხუმარი, ეცერთან და ბეჩოსთან ერთად სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ცხუმარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: გაბალთი, სვიფი, ტვიბერი, ლეზგარი, მაგანდერი და ლაბსყალდი. ლაბსყალდის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახებოდა ცხუმარის თემის განძეულობა. ჭედური ხელოვნების ნიმუშები თომანიანთა სახელოსნოებში XII-XIII სს-ია შესრულებული. სოფელ სვიფში წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს, რომელიც ძველად ასევე განძთსაცავი ყოფილა.

ენგურჰესი

ენგურ ჰესისვანეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ენგურის ჰიდროელექტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ათი წლის შემდეგ დასრულდა. ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. ჰესის ნეგებობეში შედის 272 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს, გვირაბი, მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით.

 

მადლობა ყურადღებისთვის. მოგეწონათ?

ახალი სენსორი ადამიანებს Wi-Fi-ით და Bluetooth-ით უთვალთვალებს

როგორც არ უნდა აძაგებდნენ სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებზე თვალთვალის მრავალრიცხოვან ტექნოლოგიებს, ისინი ყოველთვის როდია განკუთვილი პირად ცხოვრებაში შეჭრისთვის, ხანდახან ისინი სტატისტიკური მონაცემების კეთილსინდისიერად შეგროვებისა და მარკეტინგული კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებიან. ამ ამოცანის გადასაჭრელად ახალი ინსტრუმენტი წარმოადგინა ესპანურმა კომპანიამ Libelium.

Libelium-ის სენსორი Wi-Fi-სა და Bluetooth-ის უსადენო სიგნალებს აღმოაჩენენ, მონაცემები მულტიპროტოკოლიან “gateway”-ზე გადაეცემა, რომელიც აღნიშნულ ზონაში არსებული ადამიანების რაოდენობას ითვლის, რა თქმა უნდა, თუ მათ სმარტფონებზე ან ტელეფონებზე შესაბამისი რადიომოდულებია გააქტიურებული. Libelium-ის ტექნიკური დირექტორი დავიდ გასკონი (David Gascon) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სისტმის მუშაობისთვის სამომხმარებლო მოწყობილობებზე არაა საჭირო რაიმე სახის პროგრამის დაყენება, საკმარისია უბრალოდ ჩართული Wi-Fi ან Bluetooth.

პირადი ცხოვრების დამცველთა უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, გასკონი აღნიშნავს, რომ სისტემა არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს გამვლელებისგან, ასეთი მიზანი არცაა დასახული, სისტემის ამოცანაა მოცემულ ზონაში ადამიანთა რაოდენობის დადგენა. იმისათვის კი, რომ ერთი ადამიანი მეორისგან განასხვავოს, ის ინფორმაციაც საკმარისია, რომელიც მოწყობილობების მიერ ქსელში გადაეცემა: MAC-მისამართი, მოწყობილობის კლასი, აგრეთვე მწარმოებლის მარკა. პრაქტიკაში ეს სისტემა სტატიკური მონაცემების შესაგროვებლად შეიძლება გამოიყენონ საგზაო მოძრაობის გადატვირთულობისა და ადამიანთა რაოდენობის გასარკვევად, რომლებიც ქუჩაში გადაადგილდებიან ან, ვთქვათ, გარკვეული მაღაზიის ვიტრინასთან ჩერდებიან.Imageრა აზრის ხართ იმაზე რომ სამართალ დამცავ ორაგნოებს შეუძლიათ Wi-Fi ან Bluetooth- ით ადამიანის კონტროლი ? :))

 

ილია ჭავჭავაძე – ბიოგრაფია

ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907)

ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე
1837-1847
კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.

ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე – დავით ჭავჭავაძე…

ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას – ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!

პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა. ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.
1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს – ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, – პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ – კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.
პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა – გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.
გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.

ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:

,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..

ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:

,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.

მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. ილია ჭავჭავაძე წერს:

,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.

1845 წელს, ალ. ყიფშიძის გადმოცემით, შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.

ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ. მაკრინე გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე და ამ დროს დაქვრივებული იყო. მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .

თბილისი
პანსიონსა და და გიმნაზიაში
1848-1856 წლები

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის და ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა.

1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.

1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვენს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.

პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი
1857-1861 წ

თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას.

1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:

“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

“როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას“
საქართველოში დაბრუნება

1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. ამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“

ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.

შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.

1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“, რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში
1864-1873

1863 წლის ბოლოს ჟურნალ “საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა, რათა ნივთიერი სახსარი მოეპოვებინა: “1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისც ალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი“- წერს ილია თავის ავტობიოგრაფიაში.

კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

ქართული ბანკის დაარსება. “მეფე ლირის“ თარგმნა და გამოცემა
1873-1876

1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავაე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.

ილია ჭავჭავაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბანკის წესდების შემუშავებელ სხდომებში. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმეების შესასწავლად, დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.

ბანკის წესდების მოლოდინში ილია ჭავჭავაძე პოულობს თავისუფალ დროს და პეტერბურგში ხელს კიდებს ახალ დიდ საქმეს„ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იწყებს შექსპირის “მეფე ლირის“ ქართულად გადმოთარგმნას.

ბანკის წესდების დამტკიცებას, რომ კარგი პირი შეატყო, ილია აღარ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ათი თვის ტაჯვა-წვალების და რუდუნების შემდეგ, 1874 წლის აპრილის დამდეგს პეტერბურგიდან სამშობლოში გამარჯვებული გამოემგზავრა. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება.

1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.

ილია არც “მეფე ლირის“ დაბეჭდვის საქმეს ივიწყებს. 1877 წლის თებერვალში ილიამ “მეფე ლირი“ ცალკე წიგნად გამოსცა.

“ივერია“ პირველი პერიოდი
1877-1885

ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.

1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.

1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.

1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.

წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

“ივერია“ – მეორე პერიოდი
1886-1901

1885 წლის 16 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, “მავნე“ მიმართულებისათვის სამუდაომოდ აიკრძალა ეთადერთი ყოველდღიური გაზეთი “დროება“. ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ყოველთვიურ ჟურნალ “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების სამზადისს. ილიას დაუბეჭდავს მომავალი გაზეთის სარეკლამო ფურცელი: “ქართული ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია“ გამოვა ჟურნალის სამაგიეროდ 1886 წლის I-ს იანვრიდამ ყოველ-დღე………“

მართალია “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ შთანთქა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ილიას დიდმა მხატვრულმა ტალანტმა ამ პერიოდშიც შექმნა რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტური და პროზაული შედევრი, მათ შორის, ქართული პროზის შედევრი “ოთარაანთ ქვრივი“

საგურამოში, თავის მიერ გაშენებულ სახლ-კარში ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას – ყოველ 20 ივლისს, წმ.ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა “ილიაობას“, რომელიც დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ეროვნულ დღესასწაულად იქცა!

1897 წლის იანვარში შესრულდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავი.

1891 წელს ილია ჭავჭავაძეს ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოაჩნდა.

1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია)

ივერიის გარეშე
1902-1907

ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ილია ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, მაგრამ 1901 წლის 5 დეკემრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა, თუმცა “ივერიის“ 1902 წლის №1-152 -ის გამომცემლად მაინც ილია დარჩა. ამის შემდეგ ილია უკვე საბოლოოდ ჩამოსცილდა “ივერიას“ და ერთხანს აქტიურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც უფრო ნაკლებ ედგა კვალში.

1902 წლიდან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე საგნაშვილისეული სახლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ ჯერ ვაგზლის ქუჩაზე და ცოტა ხნის შემდეგ ანდრიას ქუჩაზე.

1903 წელს ილია ჭავჭავაძე აფხაზეთში ჩადის. გაგრაში ახალი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობისთვის.

დადგა 1905 წელი.

ილია ამ დროს უკვე 68 წლის მოხუცი, ავადმყოფობით იყო გატეხილი.

ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.

1906 წლის აპრილში იგი არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო სავჭოს პირველი სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა. თებერვალში ილია ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში ილია მეუღლით დაბრუნდა საქართველოში.

ილიას მკვლელობა
არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს… შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია – დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.
30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 – 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“
ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში.  ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ბიოგრაფია

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

მშობლები – გიორგი შიოლაშვილი
 და ნატალია კობაიძე

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო – სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ.

არსებობს აგრეთვე  ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა – ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.

არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი
(შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი)
მან მონათლა პატარა 
ირაკლი შიოლაშვილი

ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში.

სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში, შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი  – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის  სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი  ასე იხსენებს ამ დროს:

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.

ირაკლი შიოლაშვილი 
სტუდენტობის დროს

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად…

… განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, – იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი.

ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ – ბერად შედგომა.

24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.

თავად პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას: „ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“.

არქიმანდრიტი ილია 1962 წელი

იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“,  – რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია.

ბათუმ-შემოქმედელი 
ეპისკოპოსი ილია 1965 წელი

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი – 1963 წლიდან 1972 წლამდე.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია
1976 წელი

ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.

„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, – ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება:

1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა – წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები – ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თეოდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) – წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) – პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) – სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ზოსიმე II – ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) – ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) – იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) – გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული.

სრულიად საქართველოს 
კათოლიკოს-პატრიარქი ილია 1981 წ.

1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან.

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი – დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.

საქართველოს ღირსების მპყრობელები

საქართველოს ღირსების მპყრობელები

ზეპურნი დედანი

დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს. 

 

საერო და საეკლესიო ხელისუფლების მმართველ წრეებს იმედი ჰქონდათ, რომ ლაშა-გიორგი სატრფოს მალე დაივიწყებდა და კანონიერ ცოლს შეირთავდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა: რომანტიკოსმა მეფემ თავის სიყვარულს ბოლომდე უერთგულა და ველისციხელი ქალის მოწინააღმდეგეთა გულის გასახეთქად, სიკვდილამდე უცოლოდ დარჩა.

პოლიტიკური ქორწინების ბრწყინვალე მაგალითია ლაშა-გიორგის ვაჟის, მეფის დავით ულუსა (1247-1270 წწ.) და მონღოლი ყაენის ქალიშვილის, ჯიგდა-ხათუნის შეუღლება, მაგრამ აქაც, ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში, ჯიგდა ქრისტიანულ აღმსარებლობაზე გადმოდის, რასაც ადასტურებს აბელის ეკლესიის საქტიტორო წარწერა, სადაც მონღოლი ჯიგდა უკვე თამარ-ხათუნად მოიხსენიება და მეუღლესთან ერთად ეკლესიის მაშენებლად გვევლინება.
უჩვეულოა, იმავე მეფე დავით ულუს მესამე ცოლის, გვანცა დედოფლის სიყვარულის ამბავი: რაჭის ერისთავის, კახაბერ კახაბერისძის ასული ავაგ ათაბაგის მეუღლე იყო. დავით ულუს გვანცა ავაგის დაკრძალვაზე უნახავს ბიჯნისში. ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ “იხილა ქმნულ კეთილი, ეტრფიალა და შემდგომად მცირედისა მოიყვანა იგი ცოლად და დედოფლად”. ამ ქორწინების შედეგად 1259 წელს დაიბადა შემდგომში თავდადებულად წოდებული დემეტრე II.
ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ერთ-ერთი დიდმოხელე, მესტუმრე ჯიქური, რომელიც დავით ულუს გარდაცვლილი მეუღლის, ჯიგდა-ხათუნის ერთგული იყო, ვერ შეეგუა გვანცას გვირგვინოსნობას და ინტრიგებს ხლართავდა. მეფეს იმდენად უყვარდა გვანცა დედოფალი, რომ მესტუმრე ჯიქურის ინტრიგების გამორკვევის შემდგომ, ბრძანება გასცა და იგი გაუსამართლებლად დაახრჩვეს მტკვარში.

1260-61 წლებში დავით ულუს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების დროს გვანცა დედოფალი მცირეწლოვან ვაჟთან ერთად თავს ბიჯნისს აფარებდა, თუმცა მონღოლებმა საქართველოს დედოფლისა და უფლისწულის დატყვევება შეძლეს. მეფემ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა და ტყვეების დახსნა ყაენთან შერიგებით სცადა. გვანცა დედოფალსა და ყრმა დიმიტრის ერთხანს ყურადღებას არ აკლებდნენ. ოჯახი უშვილო მონღოლმა დიდგვარონმა ქალმა შეიფარა, მან ქართველთა სტუმრობა “კარგად გამოსცადა” და მალე დაფეხმძიმდა. მიუხედავად ამისა, გვანცა დედოფლისთვის მონღოლეთში ტყვეობა საბედისწერო აღმოჩნდა. იგი ყაენის ბრძანებით ზღვაში დაახრჩვეს. ჟამთააღმწერელი ამ ტრაგიკული მოვლენის მთავარ დამნაშავესაც ასახელებს. ეს დედოფლის ქალიშვილი ხუაშაგია, რომელიც გვანცას პირველი ქმრისგან, ავაგ ათაბაგისგან ჰყავდა. ხუაშაგი ამ დროს მონღოლთა კარზე დაწინაურებული დიდმოხელის მეუღლე იყო. ქალიშვილმა, როგორც ჩანს, დედაზე შური იძია, ვერ აპატია მეორედ გათხოვება, რადგან ამის გამო დაობლებული დედასაც მოაშორეს და მონღოლეთში გაგზავნეს. მეორე მხრივ კი მომხდარი ფაქტი პოლიტიკური ვითარებით იყო ნაკარნახები. მონღოლებს, როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო ტახტზე ქართველი დედოფალი ეზედმეტებოდათ. ამიტომ უცოლოდ დარჩენილ მეფეს მალევე შერთეს მონღოლი ქალი, სახელად ესუქნ.

ესუქნი მონღოლთა ერთ-ერთი უწარჩინებულესი ოჯახის, ჩინგიზ ყაენის საჭურველმტვირთველ ჭორმაღანისა და ალთანა-ხათუნის ქალიშვილი იყო. მალე ესუქნ დედოფლის გარშემო მითქმა-მოთქმა დაიწყო. ჭორის მიხედვით, ბასილი მწიგნობართუხუცესმა დედოფლის სარეცელი გაიზიარა. ამ ჭორმა მეფის ყურამდეც მიაღწია. გაბრაზებულმა ხელმწიფემ ბასილი შუა ქალაქში ძელზე ჩამოახრჩო. ღალატის ერთი მხარე სასტიკად დაისაჯა, თუმცა მეორეს, როგორც ჩანს, მეფის რისხვა არ შეხებია. სავარაუდოდ, დავითი დედოფალს მონღოლთა შიშით ვერ გაეყარა. არც ის არის გამორიცხული, გავრცელებული ხმა მეფეს უსაფუძვლო ჭორად მიეჩნია და იგი მხოლოდ ბასილი მწიგნობართუხუცესის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების საბაბად გამოეყენებინა.
ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, ესუქნ დედოფალი დავით ულუს სიკვდილამდე მეფის თანამეცხედრე იყო. მეტიც, ჟამთააღმწერელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მოარული ხმებით, გვირგვინოსნის სიკვდილში დედოფლის ხელიც ერიაო. ბასილის მკვლელობით შეურაცხყოფილმა ესუქნმა ქართველთა მეფე შურისძიების მიზნით მოწამლაო.

საქართველოს პოლიტიკურად დაქსაქსვის შემდეგ ისეც ხდებოდა, რომ ქორწინებისას სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მეფე და მომავალი დედოფალი რჯულს არ იცვლიდა. მაგალითად, როსტომ ქართლის მეფემ (1632-1658 წწ.) ქეთევან აბაშაშვილზე “ქრისტიანულ-მაჰმადიანურად” იქორწინა.
დედოფალთა თანამეცხედრეობა პოლიტიკურ თანამმართველობაშიც გამოიხატებოდა, მაგრამ დედოფლის ძალაუფლება მეფის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. მაგალითისათვის ნესტან-დარეჯანი, იმერეთის დედოფალი: “თვითონ მეფეც იყო და დედოფალიცა, ბაგრატს არაფერი ეკითხებოდა”. იგი ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1625-1633 წწ.) და დედოფალ ხორეშანის ასული იყო. მას სამი მეუღლე ჰყავდა: ზურაბ არაგვის ერისთავი, იმერეთის მეფე ალექსანდრე III და ვახტანგ ჭუჭუნაშვილი. იმერეთში დედოფლობის დროს ნესტან-დარეჯანმა არნახული სისასტიკე გამოიჩინა. მან თავისი გერი, ბაგრატ IV ტახტიდან ჩამოაგდო, თვალები დასთხარა და ცოლიც წაართვა. უაღრესად პატივმოყვარე და დიდი ნებისყოფის ქალმა ქმრად ვახტანგ ბაგრატიონი შეირთო, რომელსაც ჭუჭუნიასშვილის ზედწოდება ჰქონდა. სამეფოს რეალურად დედოფალი განაგებდა, მაგრამ ნესტან-დარეჯანის ძალაუფლებამ დიდხანს ვერ გასტანა, იგი მალე შეთქმულების მსხვერპლი გახდა. 1668 წელს გათავხედებული დედოფალი ნათლულმა შუბით მოკლა.

ისეც მომხდარა, რომ ერთი დედოფალი რამდენიმე მეფე-მთავრის ცოლი ყოფილა. ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი ჯერ სიმონ გურიელის ცოლი იყო, მოგვიანებით ქართლის მეფე როსტომზე დაქორწინდა, მისი სიკვდილის შემდგომ მარიამი, შაჰ-აბას II-ის ბრძანებით თბილისის ციხეში გამოკეტეს, 1658 წელს კი, ყაენის დაძალებით ცოლად შეირთო ვახტანგ შაჰნავაზმა, რომელსაც ორი ცოლი ესვა. მარიამი დიდი მოღვაწე იყო და მის ცოლად მოყვანას შაჰ-აბასიც ცდილობდა, თუმცა დედოფალმა თავის დასახსნელად ფანდი იხმარა, ჭაღარა თმა მოიკვეცა და გაუგზავნა, უკვე დავბერდიო.

არსებობს მარიამის მიერ დამოუკიდებლად გაცემული მრავალი დოკუმენტიც. ისინი მოწმობენ, რომ მარიამის რეალური უფლებები საგრძნობლად აღემატებოდა სხვა ქართველ დედოფალთა ტრადიციულ უფლებებს და ზოგჯერ მეფის იურისდიქციასაც კი უტოლდება. მარიამი როსტომ მეფისგან დამოუკიდებლად ათარხნებს (საგადასახადო იმუნიტეტს ანიჭებს) თბილელსა და მისი სამწყსოს ყმებს, ასევე უწესებს ალავერდელს საგადასახადო შეღავათებს, აახლებს ძველ სამეფო სიგელებს და სხვ. ეკლესიათა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მრავალი შეწირულების სიგელი გაუცია მარიამს სადედოფლო შემოსავლების ხარჯზეც. დედოფალი მარიამი დაახლოებული იყო ქართლის უმაღლეს სამღვდელოებასთან, კარგად იცნობდა ეკლესიის საჭიროებებს და ქმედით დახმარებას არ აკლებდა მათ. მარიამის თაოსნობით აღადგინეს იმ დროისთვის ძლიერ დაზიანებული თბილისის სიონი, თემურ-ლენგის დროს შემუსვრილი კვირაცხოვლის ეკლესია, სვეტიცხოვლის გუმბათი, ბოლნისის ეკლესია, განუახლებიათ რუისისა და ურბნისის ეკლესიები, ალავერდის ტაძარი, მოუხატავთ წმინდა ესტატეს ეკლესია (ერთაწმინდაში). მარიამმა 1650 წელს თბილისში ჩამოსულ რუს მხატვარ ივანე დანილოვს მოახატვინა სიონი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარებიათ მცხეთაში, გრემში, ზაგემში, მარტყოფში, ზედაზენზე, სამებაში, ნინოწმინდაში და სხვ. მარიამ დედოფალი საუკეთესო წარმომადგენელია იმდროინდელი არისტოკრატი ქართველი ქალებისა, რომლებიც თავიანთ უპირველეს საქმედ მიიჩნევდნენ მწიგნობრობას, ქველმოქმედებასა და ეკლესიაზე ზრუნვას. ბერი ეგნატაშვილი იუწყება, რომ ასეთ საქმეებს მარიამ დედოფალი იმიტომ ახერხებდა, რომ “ედვა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველსა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთგან. იყო ყოვლითა შემკული კეთილით, რომლის მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ ყოფილა”.

მარიამ დედოფალი, უკვე ასაკოვანი და ფრიად პატივცემული, აღარ მონაწილეობდა აქტიურად სახელმწიფო საქმეებში. მარიამმა თავის მესამე მეუღლეზე მეტხანს იცოცხლა. იგი გარდაიცვალა 1682 წელს.
განსხვავებული ფიგურა იყო დედოფალი ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მას ქმარმა საარაკოდ უერთგულა. მეუღლე კი სამეგრელოს ძლიერი მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657 წწ.) იყო. მომავალი დედოფალი მთავარმა ბიძას, გიორგი ლიპარტიანს წაართვა. არქანჯელო ლამბერტის სიტყვით: “მაშინ, როდესაც მთავარი, გატაცებული ლიპარტიანის ცოლის სიყვარულითა, ცდილობდა თავისი სურვილის დაკმაყოფილებას, სხვა მის ცოლს, დედოფალს, ეტრფიალებოდა და უსირცხვილოდ დაუახლოვდა. ეს იყო მისი ვეზირი, სახელად პაპუნა, იგი, ვითარცა მეორე პირი მეფის შემდეგ, ყოველივეს განაგებდა სახელმწიფოში. ასეთი საქმე ხომ დიდხანს არ დაიმალება… მთავარი საშინლად გაბრაზდა, მაშინვე გააგდო ცოლი და ბერძნების სჯულისამებრ, შესარცხვენად ცხვირი მოსჭრა”. შემდეგ მთავარი მრავალრიცხოვანი ამალით ბიძამისს ეწვია და ცოლი წაართვა. “წამოიყვანა დარეჯან ყველა მისი ქალებით და მოიყვანა სასახლეში, სადაც დიდის ამბით დაიწერა ჯვარი და გახადა იგი დედოფალი”. ლევან დადიანს განსაკუთრებულად უყვარდა ნესტან-დარეჯანი. ჭილაძის ასული 1639 წელს გარდაიცვალა, ლევანი ღრმა გლოვასა და სევდას მოუცავს, მთავარი დიდხანს ჩაკეტილა განმარტოებით ბნელ სენაკში. არ დარჩენილა სამეგრელოში ეკლესია-მონასტერი, რომელსაც საბოძვარი არ მიეღოს ნესტან-დარეჯანის სულის საკურთხებლად და ცოდვათა მოსანანიებლად. ლევანის საოქრომჭედლო სახელოსნოში არაერთი ხატი მოიჭედა, რომელთა უმრავლესობას “ამ სოფლის მნათი” ნესტან-დარეჯანის სახელიც ამშვენებს. ლევან დადიანის დიდმა და ცოდვიანმა სიყვარულმა იერუსალიმსაც კი მიაღწია. ლევანმა ვალებიდან გამოიხსნა ჯვრის მონასტერი, მისი რესტავრაციისთვის სახსრებიც გაიღო და მეუღლესთან ერთად თავიც გამოახატვინა ფრესკაზე.
ნესტან-დარეჯან ჭილაძის მსგავსად ბევრი ისტორიული ძეგლის სახელი უკავშირდება ქართველ დედოფლებს. მაგალითად, ოლთისის ციხის შესახებ საინტერესო ცნობაა დაცული ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებაში. ამბავი თეიმურაზ I-ის მეუღლეს, დედოფალ ხორეშანს ეხება. ხორეშან დედოფლის სიზმრის ნახვა და იმავე დღეს ახდენა ერთი იყო. რომელ ციხეშიც დედოფალი ბრძანებულა, იმის ქვეშ ბაღი ყოფილა. ვარდის ყვავილობის დროს მხლებლებითურთ ბაღში ჩასულა. იმ ღამით კი ასეთი სიზმარი უნახავს: “თურმე ბაღი გველებით აივსო, ჩემკენ საკბენად მოიზიდებოდნენ, მე ციხისკენ წავედი და გველებიც უკან ამედევნენ, მაგრამ ციხეში შევასწარი. უცებ ჰაერიდან ორბნი მოფრინდნენ და გველები დაიტაცეს”. მერე კი დედოფალმა მხლებლებს უთხრა: “ადექით, აქ ნუღარ დგახართ, ციხეში ავიდეთ”.

შუაღამე გადასული იყო, როცა ციხესთან შეიარაღებული რაზმი გამოჩნდა. გათენებისას ქართველებმა შეიტყვეს, რომ ბაღს ყიზილბაშთა ლაშქარი დასხმოდა. მეციხოვნეებმა დედოფალი ოლთისის ციხეში შეიყვანეს და მტერს ზემოდან თოფი და ზარბაზანი დაუშინეს. კონსტანტინოპოლს მიმავალ მეფე თეიმურაზს ზარბაზნის ხმა გაუგონია. თანამგზავრებს უბრძანა, – ვისაც ცხენი გყავთ, დაიძარითო. ციხესთან ახლოს რომ მივიდნენ, ყიზილბაშებს შეუტიეს. თავგამეტებით იბრძოლეს, ყიზილბაშნი ამოწყდნენ და მეფე თეიმურაზმა გაიმარჯვა. დედოფლის სიზმარი ასე მალე ახდა…
ახდენა არ ეწერა ნინო ბაგრატიონ-დადიანის ოცნებებს, რომელიც საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პირია. ცნობილი ისტორიკოსი თამარ პაპავა წერდა: კავკასიაში რუსული იმპერიალიზმის დამკვიდრების შემდეგ “ნინოს მხოლოდ სამეგრელო მიაჩნდა ქართული პოლიტიკური რაობის გახანგრძლივებულ დასაყრდენად და აშკარად სამეგრელოს გაფართოება-გაძლიერებისთვის იღვწოდა. მას ჰქონდა პირველი ცდა რუსეთის იარაღითა და დიპლომატიის დახმარებით აფხაზეთზე შეტევისა”.

დედოფალი აფხაზეთის მხარეში, რომელიც მაშინ გათურქების საშიშროების წინაშე იდგა, ყველანაირად ცდილობდა ქრისტიანული რწმენის გადარჩენას, ითხოვდა სამთავროზე სამეგრელოს ისტორიული უფლების აღდგენას. 1810 წლის 21 ივლისს დედოფალმა შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით მოახერხა სოხუმის ციხის აღება და აფხაზეთის დაცლა თურქი ემისრებისგან. ძალიან მალე ნინომ გამდგარი ჯიქეთის დამოუკიდებელი თემებიც დაიმორჩილა. ბაგრატიონის ასული ძალიან ენერგიული მმართველი იყო. მაგალითად, იგი პირადად იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროს თურქთა მფლობელობისგან გასათავისუფლებლად

სიცოცხლის ბოლო წლები ნინო დადიანმა რუსეთში გაატარა, ფაქტობრივად, საპატიო ტყვეობაში. ის ერთხანს პეტერბურგის სასახლეებსა და კანცელარიებში ცდილობდა ძველი უფლების აღდგენასა და სამეგრელოში დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. დედოფალი რამდენიმე ხანში პეტერბურგიდან რიაზანში გადაასახლეს, მოგვიანებით ვორონეჟში, სიცოცხლის ბოლოს ის სრულ მარტოობასა და დიდ შევიწროებაში ჩავარდა. დაკრძალულია პეტერბურგში.

მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი შენობა სინგაპურში შენდება

 

სინგაპურის უბან კალანში, უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ჯერ კიდევ შარშან უნდა აშენებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, მშენებლობის დასრულება კი არა, დაწყება შარშან ძლივს მოხერხდა. კომპლექსი 35 ჰექტარ ფართობს დაიკავებს და ის მწყობრში 2014 წელს ჩადგება.

ეს კომპლექსი იმითაა გამორჩეული, რომ მის მთავარ ნაგებობას – ეროვნულ სტადიონს, მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი სტრუქტურა ექნება.

სინგაპურის ეროვნული სტადიონის პროექტი, მულტინაციონალურმა კომპანია “არუპმა” შეიმუშავა, რომელსაც მთავარი ოფისი ლონდონში აქვს. მისი ტრიბუნები 55 000 მაყურებელს დაიტევს. ნაგებობის გუმბათოვანი სახურავი ნაწილობრივ გასაშლელია, გუმბათის გრძივი გარსშემოწერილობა 310 მეტრს აღწევს, მთლიანი ფართობი კი 20 000 კვადრატული მეტრია.

გუმბათის ასაგებად, ძალიან თხელ და მტკიცე ფოლადს გამოიყენებენ. ამის წყალობით, კვადრატულ მეტრზე ეგრეთ წოდებული სტრუქტურული წონა 100 კილოგრამზე ოდნავ მეტი იქნება. ამ სტრუქტურის ჯამური წონა კი 8 057 ტონას მიაღწევს.

“არუპის” განცხადებით, სახურავის ორივე მხარე, გიგანტური საპროექციო ეკრანის დანიშნულებასაც შეასრულებს. ამგვარად, ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თხევადკრისტალური ეკრანი. გარდა ამისა, მზიდ სტრუქტურას

3 000 ცალი შუქდიოდური ნათურა გაანათებს.

სტადიონი ასევე გაგრილების უნიკალური სისტემითაც აღიჭურვება. სინგაპური ტროპიკულ მხარეში მდებარეობს, რის გამოც, იქ ძლიერი სიცხე და წვიმები იცის. წვიმისა და მზის სხივებისგან მაყურებელს გუმბათის სტრუქტურა დაიცავს. “არუპის” ინფორმაციით, გაგრილების ენერგოეფექტური სისტემა, ყოველ დასაჯდომ ადგილს, გრილ ჰაერს მიაწვდის. ამასთან, სტადიონი მრავალფუნქციურია და შესაძლებელია უმოკლეს დროში მისი იმგვარად გადაკეთება, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობების მიღება შეძლოს.

სტადიონის გარდა, სინგაპურის სპორტულ კომპლექსში ასევე შევა: 3 000-ადგილიანი მრავალმხრივი დანიშნულების დახურული არენა, 12 000-ადგილიანი სინგაპურის დახურული სტადიონი, 41 000 კვადრატული მეტრის კომერციული ფართობი და 3 000-ადგილიანი საწყლოსნო კომპლექსი, რომლის ტრიბუნის ტევადობაც, საჭიროების შემთხვევებში გაორმაგდება.

ვანგამ 2013 წლი შესახებ

Image

ბულგარელ
ნათელმხილველ ვანგას 2013 წლის პროგნოზი არცთუ ისე დამაიმედებელია. . დედამიწაზე მიწისძვრები, 
ცუნამები და სხვა კატაკლიზმებია მოსალოდნელი. 

ვანგას წინასწარმეტყველებით გველის წელი რუსეთისთვისაც საკმაოდ დაძაბული 
იქნება. მისი თქმით, რუსეთს ბუნებრივი კატაკლიზმების გარდა, შიდა 
დაძაბულობა, სამოქალაქო ომი და ფინანსური კრიზისი ელოდება. 
ეს წელი ყველაზე რთული იქნება ამერიკისთვისაც, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებისთვის.

ვანგა ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების დამძაფრებაზეც მიანიშნებს.

ნათელმხილველი ერთ სასიამოვნო ხილვაზეც საუბრობდა – 2013 
წელს მეცნიერები კიბოს დასამარცხებელ მედიკამენტებს გამოიგონებენ.

 

მე არ მჯერა რომ კიდე რაგაც უბედურებები  ვითომ უნდა მოხდესს 2013 წელს : ))) 

ერეკლე საღლიანი


ერეკლე საღლიანი

“როდესაც მწერალი შემგუებელია, იქ ყველაფერი დასრულებულია…”

07:06 / 30-10-2011

ერეკლე საღლიანის პოეზია სამშობლოს სიყვარულითაა გაჟღენთილი და თვითონაც საკუთარი პოეზიასავით სუფთა და დაუდეგარია. ამბობს, რომ სვანური მუზა ძალზე ჭირვეული ყოფილა, ხასიათისა არ იყოსო… ჩემი რესპონდენტი ისეთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, რომელიც განებივრებული იყო ნოდარ ანდღულაძის, მურმან ლებანიძის (მას ლექსიც დაუწერია პატარა ერეკლესთვის) და სხვათა და სხვათა სტუმრობით. კითხვაზე: – საიდან მოდის პოეტი – ერეკლე საღლიანი-მეთქი? ასე მიპასუხა:

– XX საუკუნის ერთ-ერთმა ცნობილმა პოეტმა, ეგზიუპერის ცნობილ გამოთქმას – “ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ,” ასეთი ფრაზა დაუპირისპირა – “მე ჩემი გაურკვევლობიდან მოვდივარ”. გაურკვევლობაში მაინცდამაინც ქაოსი კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ სამყარო, რომელიც ჩვენს გრძნობებს მართავს – სულიერი სამყარო. ეს ურთულესი კითხვებია – როგორ მოვედით? და რატომ მოვედით? ჩემთვის ყველაზე დიდი სკოლა ჩემი ოჯახი იყო, სადაც ზაფხულობით მთელი საქართველოს ინტელიგენცია (ნოდარ ანდღულაძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, თამაზ გამყრელიძე, გაიოზ შარაშიძე – ცნობილი ფსიქიატრი) იყრიდა თავს. მათგან ბევრ რამეს ვიგებდი. როდესაც ნოდარ ანდღულაძე საუბრობდა, ეს უკვე გარკვეულ წარმოდგენას მიქმნიდა მუსიკაზე, მურმან ლებანიძე პოეზიაზე ლაპარაკობდა, ბატონი თამაზი – ენათმეცნიერების შესახებ და ყველანაირ ინფორმაციას “ვისრუტავდი” და ასეთ ატმოსფეროში ნელ-ნელა ვყალიბდებოდი, როგორც პიროვნება და როგორც პოეტი.

– თქვენი მშობლები ვინ იყვნენ?
– მამა (ვალერიან საღლიანი) პოეტი, რაიონული გაზეთის რედაქტორი გახლდათ. დედა (კვიციანის ქალი) – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. სხვათა შორის, დედულეთში, “უშბის” ძირას დავიბადე. ჯერ ცხუმარის 8-წლიან სკოლაში ვსწავლობდი. მესტიის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ კი ისტორიის ფაკულტეტზე, ხელოვნების ისტორიის განხრით დავიწყე სწავლა (ეს ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი გახსნილი იყო და სულ ხუთნი ვიყავით). პოეზია ბავშვობიდან მიყვარდა. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ჟურნალ “პიონერის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვე და პრემია გადმომცეს. იმ პერიოდში მოდაში უცენზურო შაირები იყო და ერთხელ მამასაც კი ვუთხარი შაირი, კაცი გაგიჟდა. იღრიალა და გამწარებულმა ბარი მესროლა, რომელიც ჩემ მაგივრად მამალს მოხვდა. მამალი დასაკლავი გაგვიხდა. საღამოს კი მითხრა: – უეცრად გავბრაზდი; ისე, რა კარგი რამეები გისწავლიაო… თბილისში რომ ჩამოვედი, “ნიანგის” რედაქტორის – ზაურ ბოლქვაძის წყალობით, კრიტიკოსი – ნოდარ ჩხეიძე და პოეტი – შოთა ჩანტლაძე გავიცანი. ბატონი ზაურის ოჯახში სუფრა იყო გაშლილი და იქიდან ჯუნა მიქატაძემ, ცნობილმა მოქანდაკემ, წამოგვიყვანა მანქანით და მაშინ მთხოვეს – აბა, ახლა გვითხარი შაირები, რაც იცი და მამაშენი რის გამოც გაგიბრაზდაო. იმისთანა რამეები ვთქვი, რომ ორივენი ხარხარებდნენ და 3 შაირი ჩაიწერეს კიდეც. I კურსზე რატომღაც წერა შევწყვიტე. სამწლიანი პაუზა მქონდა – მაშინ მეგონა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე და მიუტევებელი დანაშაული ჩავიდინე – ბავშვობის დროინდელი ყველა ჩემი ლექსი გავანადგურე.

– ასეთი ჭირვეულია სვანი პოეტის მუზა?
– (იცინის) კი, ძალიან ჭირვეულია. მერე მოვიდა სიყვარული და შემოქმედებითად “ავიწყვიტე” – სიყვარულმა იმდენი ლექსი დამაწერინა… მაგრამ დავშორდით და ასეთი ლექსი დავუწერე: “შენ ვერ შესძელ, დაგემჩნია ჩემთვის, სამუდამოდ წარუშლელი კვალი…” – მეტი რაღა კვალი უნდა დამემჩნია, ლექსი დაგაწერინეო, – მიპასუხა. ჩემი ბრალია, “ხეზე ასვლა” რომ გასწავლე, ასეთი პასუხიც იმიტომ მივიღე-მეთქი, – ვუთხარი.

– “ხეზე ასვლაში” რას გულისხმობდით?
– ფაქტობრივად, მე გავზარდე. ის ჩემზე უმცროსი იყო, ვმეგობრობდით. დღევანდელი გადასახედიდან გული არ მწყდება იმაზე, რაც მოხდა, რადგან ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, როგორიც მჭირდება. ჩემ გვერდით დგომა მხოლოდ ჩემმა მეუღლემ – მარინა შერმადინმა შეძლო… ცოლი გვიან შევირთე, ერთი ვაჟი გვყავს, მეტი ვერ მოვასწარი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. მეუღლე ფილოლოგია და ჩემი ახალი წიგნის კორექტორიც გახლავთ, რომელიც სულ მალე გამოვა.

– სიყვარულმა დამაწერინა ლექსებიო, – მითხარით. კიდევ რა გაწერინებთ ლექსს?
– ყველაფერი, რაც მტკივა და რაც მიხარია. რა თქმა უნდა, სამშობლო განსაკუთრებით უნდა სტკიოდეს ნებისმიერ ქართველს და მით უმეტეს, შემოქმედს. არ მიყვარს “ურაპატრიოტული” ლექსები, სადაც მხოლოდ მუშტის გულზე ბრახუნია… შოტლანდიელი პოეტის – რობერტ ბერნსის ცნობილი ლექსი “კბილის ტკივილი” მახსენდება. ხომ საშინელებაა კბილის ტკივილი. ალბათ იფიქრებთ, როგორ შეიძლება, კბილის ტკივილზე კაცმა პატრიოტული ლექსი დაწეროსო. არადა, პოეტი ჯერ კბილის ტკივილს აღწერს, რომ მას ფესვი ჯოჯოხეთში აქვს გადგმული და ა.შ. ბოლოს კი ამბობს: “ჰოი, სატანავ, კუპრისმიერო, ჯოჯოხეთის და ბნელის მიერო,/ გვედრებ, ტკივილი შოტლანდიის მტრებს/ სულო ძლიერო, შენ გადუხადე სამაგიერო კბილის ტკივილით”. ხომ არის მაგარი?! მკითხველი ერთ ხაზს რომ წაიკითხავს, ვერ უნდა მიხვდეს, რისი თქმა გინდა შემდეგ ტაეპში, რადგანაც ეს არის ლექსი და არა გაშიშვლებული ნატურალიზმი…

– ბევრი ფიქრობს, რომ თანამედროვე მწერლობამ ძალა დაკარგა. როგორია თქვენი აზრი ამის შესახებ?
– მწერლობამ ძალა კი არ დაკარგა, მწერლობის როლი დააკნინეს. ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ანტიეროვნული მოძრაობა მიმდინარეობს, პირველი ძალა, რომელიც მას უპირისპირდება, მწერლობაა. ამიტომაც, ნამდვილი ლიტერატურა ჩაწიხლეს და ტელევიზიის “სარდაფებში გამოჩეკეს” უნიჭო ვაიპოეტები და მწერლები, მოხდა მწერლობის უზურპაცია. ამას მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებ, რადგან წინა ხელისუფლებას უფრო დიდი ცოდვა მიუძღვის ამაში, ვიდრე დღევანდელს. სამწუხაროდ, ასე გრძელდება უკვე რამდენი წელია. მცირერიცხოვან ერს, ერთ პერიოდში, ისეთი მსოფლიო დონის მწერლები რომ ჰყავს, როგორიცაა – ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე და კიდევ ბევრი სხვა, შეიძლება თქვა, რომ მწერლობა დაკნინდა? მაგრამ მკითხველმა არ იცის, რომელი მწერალი უნდა წაიკითხოს. ყველა ხელისუფლებას ჰყავდა და ჰყავს კარის მწერლები და პოეტები. ეს ხდებოდა ყოველთვის. წაკითხული გაქვთ მიხო მოსულიშვილის – “უჟამო ჟამის რაინდი”? – გენიალური რომანია. არაჩვეულებრივი რომანი დაწერა ზეინაბ მეტრეველმაც – “საყდრის ჩიტები”. ვის აქვს წაკითხული? ბევრს არც გაუგონია მათ შესახებ არაფერი, რადგან ისინი არ ყვირიან. კრიტიკა კი დუმს.

– ასეთ დროს თანამედროვე მწერალი უნდა იყოს მებრძოლი თუ შემგუებელი?
– რა თქმა უნდა, მებრძოლი. გურამ დოჩანაშვილი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერს, რომ “ატლანტიდა დაღუპა ყველაფრისადმი შეგუების სინდრომმა”. როდესაც მწერალი შემგუებელია, იქ ყველაფერი დასრულებულია! მწერალი იდეალურ ყოფაშიც რომ იყოს, დავით აღმაშენებლის დონის სახელმწიფო მოღვაწეც რომ მართავდეს ქვეყანას, მაინც ოპოზიციონერი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ამით ის ხელისუფლებას ეხმარება. გონიერი ხელისუფლება კი ამას ხვდება. თუმცა მაინც კარის მწერლებს ამჯობინებენ, რომლებიც ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას.

– თუმცა ახლანდელი ხელისუფლება აღარც კარის მწერლებს უგდებს ყურს და აღარც – ოპოზიციონერ შემოქმედებს.
– როგორ არა, კარის მწერლებს უგდებს ყურს და ეს ეტყობა კიდეც მათ გადაწყვეტილებებს. მწერლები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხელში იარაღად იქცნენ. რამდენი პრემიაც უნდა დაირიგონ, თუ საკუთარ ქვეყანაში არ გაღიარეს, ყველაფერი ამაოა… საპნის ბუშტივით გაქრება ყველა სიკეთე.

– მწერლების შესაბამისი რეალიზება არ ხდებაო, – მითხარით. ვინ უნდა იზრუნოს ამაზე?
– უკვე 3 წელია, სამების ტაძარში საღამოებს ვმართავთ, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრება. მობრძანდით და დაესწარით… იქ მხოლოდ და მხოლოდ იმ მწერლების წიგნების პრეზენტაცია ხდება, არც ერთ ხელისუფლებას რომ არ მიეყიდნენ და არც ერთ ლიტერატურულ კლანს რომ არ მიემხრნენ – თავიანთი მწერლობის მიღმა მათი სუფთა ბიოგრაფია რომ დგას. ეს ის არის, რასაც ჯერჯერობით ერთი ადამიანი ვახერხებ ეპისკოპოს სტეფანესა და ქალბატონი ნინო ჭინჭარაულის დახმარებით, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

– რომ არ დაბადებულიყავით სვანეთში, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, როგორი იქნებოდა თქვენი პოეზია?
– რასაკვირველია, სხვანაირი იქნებოდა. ლობიო შეიძლება, მოხარშო ქვაბშიც და ქოთანშიც. ლობიო ლობიოა, გინდ ქვაბში მოხარშე და გინდ – ქოთანში, მაგრამ ქოთანში მოხარშული უფრო გემრიელია. ამით რისი თქმაც მინდა, ხვდებით ალბათ. გარემო პირობები გარკვეულწილად აყალიბებს შემოქმედს. მახსოვს, ირაკლი ფარჯიანის გამოფენა იყო და ერთ-ერთმა ქალბატონმა იკითხა: ირაკლი თბილისელი იყოო? თბილისელი ასეთი ალალი ვერ იქნებოდაო, – უპასუხა ერთ-ერთმა დამსწრემ… სიალალე არც თბილისელს აკლია, არც მესტიელს და არც სხვას, მაგრამ… სვანეთში ვცხოვრობდი ისეთ გარემოში, სადაც წარსული გარს მერტყა. იმ წარსულიდან გადავდგი მომავლისკენ ჩემი ყველა ნაბიჯი. თავიდან ძალიან გამიჭირდა აქაურობასთან შეგუება, მერე კი მივხვდი – რასაც სვანობა ჰქვია, ამის ბოლომდე გამოვლენა სწორედ თბილისში უნდა მომხდარიყო.

Erekle Saghliani

ერეკლე საღლიანი

წმინდა ნინო

ფარავნის წყალს ნისლის ჯარით
ფარავს წმინდა ქალწული.
მოდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,
ვაზის ცრემლით ასხმული.

გვერდზე გადგნენ თეთრი მთები.
სანთლად იწვის მაშვრალი.
მიწის ძახილს გრძნობენ თმები,
თმები – ქარში გამშრალი.

დრო, თვით სვავი, მყივარი და
ბრუნავს, როგორც ფანტელი.
თავზე ადგას მყინვარი და
სულიწმინდის ნათელი.

მივა მცხეთას, ავა წობენს,
უფლის მადლის ტარებით,
ჩვენს სიმშვიდეს სდარაჯობენ
სადაც ზეცის კარები.

ტალანებში სისხლი მსხვერპლის
დუღს, ვით თესლი მამონის.
არა ქმნათო თქვენში კერპი,
არც უფსკერო ბომონი.

ფარავნის წყალს ნისლის ჯარით
ფარავს წმინდა ქალწული.
მიდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,
ვაზის ცრემლით ასხმული.

 

 

***
წავარნას შემომაღოღდა,
მშიერი ლეკვი მგლისაო.
დავჯექ და ძუძუ ვაწუე,
დამშრალი ერთი წლისაო.
რძის ნაცვლად სისხლი დამდინდა,
სუნ–გემო სიმლაშისაო.
რაღაი ერთი დაჰგეშა,
სულ ჩემს კარძვრომში ზისაო.
ვეფხი ვარ, მაგრამ გული მაქვს,
თვალზე კურცხალი მდისაო,
ვითამ ჩემ ბოკვერ მიზრდია,
წაგვრილი სიკვდილისაო.
ძუძუებ რომ დამაღიჯნოს,
ვეღარ გავაგდებ სხვისაო.
ე, მაგის წერა ვყოფილვარ,
შამძრავი ცა-მიწისაო.
ეგ იცის დედაშვილობამ,
ძალამ მის ძუძუ რძისაო.
სულაც რომ შევეჭმევინო,
მადლს ვერ მოვისხამ მისაო,
მგელი მგელადვე დარჩების,
ლაშზე სულ სისხლი სდისაო.
მაგისა ვეფხად მოქცევნას
პირი არ უჩანს ღვთისაო.
მაგრამ რაი ვქნა მებრალვის,
ცოდვაც მკლავს ამაგისაო.
ცუდია? მაინც შვილია..
ბრალია რა მაგისაო. 
ერთია მარტო ის მამწონს,
ჯავრს ის არ შაიჭამს მტრისაო,
არცარა სხვისი ებრალვის,
არცარა თავისისაო.
წავარნის კარში მიყმუის,
მშიერი ლეკვი მგლისაო,
ნეტავი გამაგებინა,
სიკვდილ თუ დამაცლისაო.

 

 

Facebook

Facebook

ფეისბუქს ჰყავს 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი,
საშუალოდ ფეიქსბუქში დარეგისტრირებულ ადამიანს ჰყავს 130 მეგობარი,
ფეისბუქში დაახლოებით 2.5 მილიარდზე მეტი სურათია ატვირთული,

ამერიკელები ხარჯავენ 13.9 მილიარდ წუთს ფეისბუქზე და 5 მილიარდს მაი სფეისზე.

ფეისბუქი რომ ქვეყანა ყოფილიყო ის სიდიდით მეხუთე იქნებოდა

საშუალოდ ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლები 55 წუთს ატარებენ

ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლები სულ მცირე 9-ჯერ “ალაიქებენ”
რაიმე სურათს ან გვერდს და 25 კომენტარს ტოვებენ ერთი თვის განმავლობაში

ფეისბუქზე დარეისტრირებულ ქალთა უმრავლესობის ასაკი 55 წელია.

ძველი ეგვიპტე, ( მუმიები და კუბოები ) 4500-2000 წლის წინ

Image

ძველი ეგვიპტელი მიწათმოქმედები მდინარე ნილოსის ნაპირებზე ცხოვრობდნენ. ისინი მდინარის წყალს საკვები მცენარეულის მოსარწყავად იყენებდნენ. დიდ დანაშაულად ითვლებოდა სარწყავი არხების ჩახერგვა ან გლეხების კუთვნილ მიწაზე სამიჯნე ქვების გადაადგილება. ეგვიპტელები ტილოს გრილ ტანსაცმელს ატარებდნენ. კაცებს მოკლე, ხოლო ქალებს გრძელი და მხრებზე გამონასკვულიტუნიკები ეცვათ. მდიდრები პარიკს და ოქროს ატარებდნენ. თბილ ამინდში ბავშვებს არაფერი ეცვათ. ბიჭებს გადაპარსულ თავზე მხოლოდ ერთი კულული ჰქონდათ დატოვებული, გოგონები კი ნაწნავებს ატარებდნენ. ბავშვების უმეტესობა სკოლაში არ დადიოდა. ბიჭები მამის ხელობას სწავლონდნენ, გოგონები კი დედას ეხმარებოდნენ. ეგვიპტელები იეროგლიფებით, ანუ ნახატებით წერდნენ. ეგვიპტელი ფარაონები სიცოცხლეშივე აშენებდნენ უდაბნოში სამუდამო განსასვენებელს – პირამიდებს. ყოველწლიურად მამაკაცები განსაზღვრული დროით პირამიდის მშენებლობაზე შრომით ბეგარას იხდიდნენ. გარდაცვლილი ფარაონის სხეულს, რომ არ გახრწნილიყო, საგანგებოდ ამუშავებდნენ და სელის ქსოვილში ახვევდნენ. ამას მუმია ეწოდება. ფარაონს გარდაცვალებიდან სამოცდამეათე დღეს მარხავდნენ. მის ცხედარს მიაცილებდნენ ქურუმები, ქურუმი ქალები და დაქირავებული მოტირლები. საფლავში ატანდნენ ტანსაცმელს, ავეჯს, იარაღს და ყოველივეს, რაც კი ფარაონს დასჭირდებოდა საიქიოში.

ImageImageImage

ეშმაკით შეპყრობილი ელიზა

Image

ელიზაც ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, ჰქონდა ბევრი თოჯინა, სამკაულები და ერთი ლეკვი. ელიზას ბავშვობიდან იტაცებდა საშიში ადგილები და სულებთან კონტაქტი. ბავშვობაში თოჯინებს, რომ ელაპარაკებოდა დედა მას გამუდმებით ეკითხებოდა თუ რატომ იქცეოდა ასე, ელიზა უმტკიცებდა, რომ თოჯინებში ადამიანები ცხოვრობდნენ და მათ ესაუბრებოდა. თანატოლებისგან მუდამ გამოირჩეოდა, არ დადიოდა ეზოში სათამაშოდ, არ უყვარდა სულელური თამაშები. მოკლედე ელიზა არ იყო ორდინალური გოგონა, მას სულ სხვა მისწრაფებები ჰქონდა და ბოლოს ამ მისწრაფებებმა იმსხვერპლა, ეს შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანსაც დაემართოს. ჰო, აი მაგალითან შენ მკითხველო! აქ თუ შემოხვედი ესეიგი მაგიური და მისტიკური თემები უნდა გაინტერესებდეს, გაიღებ ყველაფერ იმისთვის, რომ გააღო საიდუმლო კარიბჭე? შენც გსურს ზებუნებრივი ძალების მიღება? ესე იგი შესაძლოა შენც ელიზას ბედს ეწიო, აგრეთვე მეც!

უცნაური მოვლენები ელიზას სხეულში 21 წლის ასაკიდან დაიწყო. ზამთრის უსულგულო სუსხი ყველაფერს ყინავდა, გარეთ ვერცერთ სულიერს ვერ ნახავდით, ზამთრის ერთ ჩვეულებრივ ღამეს წყნარ ქალაქში ეკლესიასთან მყოფი სახლიდან სასტიკი კივილის ხმა გაიმა.. ღმერთი ჩემო, აქ ხომ ელიზა ცხოვრობდა! მშობლები მაშინვე ავიდნენ ელიზას ოთაში და კითხეს რა დაემართა. ელიზა დაახლოებით ნახევარი საათი უცნაურ ბგერებს წარმოთქვამდა, შეშინებულმა მშობლებმა მამაოს დაუძახეს, როგორც კი მამაომ, ელიზას ჯვარი შეახო თავზე მაშინვე შეწყვიტა ელიზამ ბოდვა.

დიდი ხანი ელიზაზე არავის არაფერი სმენია, ის მუდამ თავის ოთახში იყო შეკეტილი და რაღაც რიტუალებს ატარებდა. – ვინც ტკივილი მომაყენა, ვინც დამიშავა, ვინც კი გულში წყენა დამიტოვა… დაისაჯოს, დაისაჯოს როგორც საჭიროა! – ყოველდღე ასეთი სიტყვები ესმოდათ ელიზას მშობლებს. შეშინებულმა მშობლებმა მამაო მიიწვიეს ვახშამზე და ყველაფერი მოახსენეს, მამაომ ისიც გაარკვია, რომ ელიზა შავი მაგიით იყო დაკავებული და სწორედ ამიტომ, მან სული მიჰყიდა სატანას!

‘მასში ლეგიონია, ეს სრული სიმართლეა’ – ამბობდა განრისხებული მამაო.

-’მაშ როგორ მოვიქცეთ მამაო?” – ეკითხებოდნენ მშობლები. მამაომ გადაწყვიტა ელიზას ოთახში სესულიყო და ლოცვების დახმარებით, მისი სული გაენთავისუფლებინა. განაწყენებული ელიზა, უმოწყალოდ ესროდა ნივთებს მამაოს.

‘მომისმინე ელიზა, შენში ბოროტია ჩასახლებული, უნდა დაგეხმარო’ – უხსნიდა მამაო.

– ‘არა შენ მე ვერ დამაჩოქებ, მე აქედან არსად წავალ, ეს ჩემი სახლია…’- ბოხი ხმით ამბობდა ელიზა. როგორც იქნა ელიზა დააბეს. მაშინვე ამოიღო მამაომ ლოცვების წიგნი ჯიბიდან და დაჩოქილმა ლოცვა დაიწყო. იმ ლოცვას რასაც მამაო ამბობდა, პარალელურად ოღონდ უკუღმა იმეორებდა ელიზაც.

ამ რიტუალის შემდეგ მამაომ თქვა, რომ ელიზა დემონისგან გაანთავისუფლა და შინ დაბრუნდა. 6 დღის შემდეგ მამაო საკურთხეველში ჩამოხრჩობილი იპოვეს. მოსახლეობამ ეს ყველაფერი ელიზას გადააბრალა და ქალაქისთვის საშიშად გამოაცხადეს. ელიზა დაამწყვდიეს ქალაქის ციხეში. მთელი ღამეები პატიმრებს არ ეზჳნათ, ამბობდნენ, რომ ღამე საშინელი კოშმარები ესიზმრებოდათ, აგრეთვა მთელი ღამე კვნესის ხმები ჩაესმოდათ. მოსახლეობამ წერილი მისწერა რომის პაპს, ისინი ითხოვდნენ, რომ ქალაიქში მღვდელი გამოეგზავნათ, რომელიც 21 წლის ახალგაზრდას იხსნიდა დემონის კლანჭებიდან. რომის პაპმა მალევე დაუკმაყოფილა მოთხოვნა ქალაქს და მღვდელი გააგზავნა. მამა ჩარლზს უამრავი შეპყრობილი უხსნის სასტიკი ეშმაკისაგან. როდესაც მამა ჩარლზი ელიზას საკანში შეუშვეს მან მოითხოვა, რომ ნაკურთხი წყალი დაეტოვებინათ და საკანს მოშორებოდნენ. ელიზა სასოწარკვეთილი ხმით კიოდა, კივილი ღრიალში გადადიოდა და შემდეგ ისევ კივილში. -’იესო მომეცი ძალა!’ – თქვა ჩარლზმა და აიღო ჯვარცმა, მიიტანა ელიზასთან შუბლზე დაადო და ბოხი ხმით დაიწყო ლოცვა. ელიზა ღრიალებდა! შველას ითხოვდა, ხმას იცვლიდა. ხან ძაღლივით წკმუტუნებდა, ხან კატასავით კნაოდა, ხან ბავშვივით ტიროდა, ხან არაადამინურად კიოდა!… ბევრმა ვერ გაუძლო ამ სანახაობას და გული წაუვიდათ. ‘შემეშვი და ძალაუფლებას მოგცემ, შემეშვი და ერთად ბევრს შევძლებთ’ – ღრიალით მიმართავდა ჩარლზს ელიზა. როცა მსგავსი ტრიუკებით ვერ დაიყოლია, ყველაფერი გაიხადა და თავისი სხეული შესთავაზა, ყველამ კარგად დაინახა როგორ შემოახია ანაფორა მამაოს, მაგრამ ჩარლზი არ წყვეტდა! ის კვლავ განაგრძობდა ლოცვას.

‘არა… გთხოვ, დამტოვე სახლში!’ – ყვიროდა ელიზა გამწარებული ხმით, მაგრამ ამავე დროს “მეორე” ელიზა სულ სხვა რამეს ითხოვდა, ‘მიშველეთ, დამეხმარეთ, გთხოვთ, შეისმინეთ ჩემი თხოვნა!’ – ბოლოს სატანა დანებდა… მან მიატოვა ელიზას სული, მაგრამ ეს უბრალოდ არ მომხდარა, მან დიდი კვალი დატოვა! ‘გიბრძანებ ქრისტეს სახელით, განვედ სატანავ, დატოვე ელიზას სული, ამინ! – თქვა ჩარლზმა და ამ დროს გაისმა ღრიალის ხმა, ასეთი ხმა არასდროს, არავის, არსად არ სმენია! ეს რაღაც არაადამიანური ხმა იყო, ეს ხმა მთელმა ქალაქმა გაიგო. ‘მე ისევ დავბრუნდები… არ გეგონოთ, რომ სამუდამოდ გტოვებთ!…’ – ასეთი ხმით დატოვა სული სატანამ! ამავე დროს ფანჯრიდან გადმოფრინდა შავი მამალი და დააფრინდა ელიზას.

ამ დღემ შეცვალა ქალაქის ცხოვრება, ელიზა ცნობილი წინასწარმეტყველი გახდა, ის გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. ეშმაკით შეპყრობილი ელიზა გადაიქცა, კეთილ და ყოვლისმცოდნე ქალად!

ასე დამთავრდა შეპყრობილი ელიზას ისტორია.

წმინდა მარიმის სახელობის ეკლესი რომელიც მდებარეობს სოფელ მულახში-სვანეთი (ლამაარია)

Imageარსებობს მითი იმის შესახებ რომ დაახლოებით მე-10 საუკუნეში სოფელ მულახში კლდიდან გადმოცვივდა ქვები და დაბლა ტრიალ მინდორზე მიიღო სამკუთხა ფორმა. ხალხი იქ მიდიოდა სანთელს ანთებდა ლოცულობდა რადგანაც ამ ქვებს ეკლესიის ფორმა ჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებელს დაესიზმრა  თუ საიდანაც ეს ქვები გადმოცვივდა იმ ადგილას უნდა აშენებულიყო წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია (ლამარია ). ამ კაცმა ეს სიზმარი სოფელს უამბო და სოფელმა გადაწყვიტა რომ ხარებისთვის უნდა შეებათ მარხილი და სადაც ხარები გაჩერდებოდნენ იქ  ააშენებდნენ ეკლესიას. რამოდენიმე დღის შემდეგ ხარებს შეუბეს მარხილი  მარხილზე დადეს სანოვაგე საჭმელ-სასმელი და გაუშვეს.  ხარებმა იარეს იარეს და გაჩერდნენ ერთ ტრიალ მინდორზე მაღლა მთის დასასრულს  (დაახლოებით ზღვის დონიდან 2800 მეტრზე). რადგანაც მანძილი ძალიან შორი იყო და მითუმეტეს ძნელად  მისასვლელი  სოფლემა გადაწყვიტა რომ ცოცხალი ჯაჭვი უნდა გაეკეთებინათ. ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით ხელიდან ხელში გადადიოდა საშენი მასალა და აი ასე აშენდა მე-10 საუკუნეში წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია რომელიც მდებარეობს მულახში. Image

Image

 

სტატია და ფოტოები მოამზადა მამუკა გიგანმა : ))

მალაიზიელი რომელიც დგეში 5 საათი ბანაობას ანდომებს

Image

40 წლის ჯულა აბდულა მალაიზიდაან, განიცდის არანორმალურ მოთხობნას ჰიგიენური პროცედურების ჩატარებისადმი. უცნაურობები მის საქციელში 20 წლის წინათ დაიწყო. რომლებიც თანდათანობით რთულდებოდნენ და ამჟამად იგი 5 საათს დღეში შხაპის მიღებისას ხარჯავს, ხელებს 300-ჯერ იბანს, თავს კი – 25-ჯერ.

ქალმა თვითონ შეამჩნია თავისი საქციელის უცნაურობა რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ის კლინიკაში ლაბორანტად მუშაობდა (შარდისა და სისხლის ანალიზს იღებდა). სწორედ მაშინ დაიწყო ჯულა აბდულამ თავისი დიდი დროის ხარჯვა დაბანვაზე, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა და ფიქრობდა რომ ეს ჩვევა თავისით გაუვლიდა.

ბოლოსდაბოლოს ქალი სამსახურიდან დაითხოვეს, რომელზედაც ყოველთვის იგვიანებდა, აკვიატებული იდეის გამო, კიდევ ერთხელ დაებანა ხელი ან შხაპი მიეღო. რადგანაც მას ესაჭიროებოდა ფული გადასახადებისათვის, დაიწყო ნაგვის ურნებში ქექვა, რომლებსაც მეზობლები ყრიდნენ. ამის მიზეზი კი იმ ნივთების პოვნა იყო, რომელთა გაყიდვაც შესაძლებელი იქნებოდა. ჯულამ იმდენი ნაგავი დააგროვა, რომ სახლის 2 ოთახი გაავსო, სადაც ის დედამისთან ერთად ცხოვრომდა. გაუსაძლისი სუნისა და ვინტილაციის არარსებობის გამო, დედამისი იძულებული შეიქმნა გარეთ კიბეზე დაეძინა.

საბოლოოდ ნაგვის სიმრავლე იმდენად გაიზარდა, რომ ოთახის ფანჯრებიც კი დაფარა და სახლში სიბნელემ დაისადგურა. მაშინ კი, ჯულა მიხვდა თავის არაჰიგიენურობას და გაუჩერებლად დაბანვა დაიწყო, ფაქტიურად სამი თვის განმავლობაში ის აბაზანიდან არ გამოდიოდა.

2009 წელს მან გაათვითცნობიერა რომ თავის მოკვლის კიდემდე იყო მისული და დასახმარებლად სინგაპურის ფსიქიქური დაავადებების ასოციაციის ცხელ ხაზს მიმართა. ამ ასოციაციის თანამშრომლები დაეხმარენ ჯულას, დაბრუნებულიყო ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, რადგან ქალმა დაწესებული კურსების გაცდენა დაიწყო და დღეს ის კვლავ 2 ბოთლ შამპუნსა და 12 ცალ საპონს ხარჯავს დღის განმავლობაში.

მორიგი ტყუილი

Image

მეცნიერებს 21 დეკემბრის შემდეგ ახალი საქმე გამოუჩნდათ, მოვლენა, რომელიც ჯერ არ მომხდარა დედამიწის არსებობის ისტორიაში ( თუმცა შეიძლება მოხდა, მაგრამ კაცობრიობას არ ახსოვს… ) შავი ხვრელი ემზადება “გადაყლაპოს” ღრუბელი, რის შემდეგ ის გაანათებს ჩვენს მზეზე 100ჯერ მეტად. ჯერ-ჯერობით უცნობია მიაყენებს თუ არა ეს მოვლენა რაიმე ზიანს დედამიწას. მეცნიერები აპირებენ დაიწყონ ამ მოვლენის შესწავლა. გიგანტური შავი ხვრელი “Sgr A*” ემზადება ასე ვთქვათ “გადაყლაპოს” ღრუბელი “G2”.
მეცნიერები აკვირდებიან უნიკალურ მოვლენას, ჩვენს გალაქტიკაში, გიგანტური შავი ხვრელი “Sgr A*” ემზადება ასე ვთქვათ “გადაყლაპოს” ღრუბელი “G2”. გიგანტური მონსტრი ალბათ შეიცავს მღვრიე ვარსკვლავს. მეცნიერების ვარაუდით, თუ შავი ხვრელი ჩაყლაპავს ამ ღრუბელს, ის გაანათებს ჩვენს მზეზე 100ჯერ მეტად. მეცნიერების ვარაუდით ღრუბელი “G2”-ის “სიკვდილი” მოხდება 2013 წლის ზაფხულში, თუმცა მანამდე მეცნიერები აპირებენ დაიწყონ ამ მოვლენის შესწავლა. შეძლებენ თუ არა ადამიანები ცაზე რაიმეს დანახვას ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. მეცნიერები შავ ხვრელს უწოდებენ, რეგიონს დროის სივრცეში უკიდურესად ძლიერი გრავიტაციის სფეროს. “რაც მასში მოხვდება უკან აღარ დაბრუნდება.” ეს ეხება სინათლესაც კი… აი რატომ მიიღო შავმა ხვრელმა თავისი სახელი: სხეული, რომელიც შთანთქავს მთელ სინათლეს, რომლის გამოსხივება სჩანს შავად..და ამიტომ ისინი უხილავები არიან.

ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის დიდი სისულელე და მეცნიერები აქ არაფერ შუაში არ არიან ეს არი ერთ ერთი ჰაკერის ნამოქმედარი და პანიკა შედზრა მთელ მსოფლიოში 🙂

ქრისტეშობა

Imageგილოცავთ ქრისტეშობას, ამ საღამოს 12 საათიდან მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს შობას იზეიმებს, ეკლესიებში საშობაო ლოცვები აღევლინება. დაე, მართლმადიდებლურ ეკლესიებში აღვლენილი ლოცვები იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია- ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯრის რაფაზე სანთელს ანთებენ, ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს; ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ხომ ქრისტეს – მსოფლიო სინათლის სიმბოლოა… ქრისტე იშვას ყოველი ჩვენგანის გულში და გონების, სულის სინათლე გვქონოდეს…კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იესო ქრისტე იყოს თქვენი ოჯახის მფარველი.ამინ!ImageImage

Imageკოკაკოლა (ინგლ. Coca-Cola) — უალკოჰოლო გაზირებული სასმელი, რომელსაც კომპანია „კოკა-კოლა“ უშვებს.

სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.

კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო: კოკაინის ფოთლების სამი ნაწილი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.

თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ (1892) აცა გიგ ქენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.

 

უალკოჰოლო სასმელების კომპანიის კოკა კოლა (Coca-Cola)შეიქმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის უკანა ეზოში.

 

ყოფილი ამერიკელი კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კაპიტანი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რამე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდობის ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდებით, მან ატლანტაში გახსნა პატარა ფარმაცეპტური კომპანია.

ერთ მშვენიერ დღეს (1886 წლის 8 მაისს) ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი. ძირითადი ინგრედიენტები, რისგანაც იგი შედგებოდა იყო სამი წილი კოკის ფოთლები (ამ მცენარისგან იღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს) და ერთი წილი ტროპიკული ხის – კოლის ნაყოფი. მიღებული სასმელის დანიშნულება პემბერტონის თქმით იყო სამკურნალო პტეპარატი “ყველა სახის ნერვიული აშლილობისთვის”. სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად მიუტანა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდყლი იქნა აფთიაქიდან ჭიქა 5 ცენტად.

 

ცოტა ხანში აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი. მთელი პირველი წლის განმავლობაში სასმელი იყიდებოდა საშუალოდ დღეში ათ ჭიქამდე.

 

დასახელება კოკაკოლა, ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრაკოკა კოლის სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1888 წელს მიჰყიდა თავისი საქმე სხვადასხვა პარტნიორებს.

 Image

გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში ჩნდება ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი – აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი აქვს, მაგრამ აქვს გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად იგი ახერხებს გარკვეული კაპიტალის დაგროვებას და კოკა კოლის რეცეპტის შესყიდვას პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.

 

ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კენდლერი 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში აფუძნებს კომპანიას სახელწოდებით – “The Coca-Cola Company”საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად არეგისტრირებს მის სავაჭრო ნიშანს, რომელიც გამოიყებებოდა 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა კოლის შემქმნელი. იმავე წელს გადახდილი იქნა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იქიდან მოყოლებული კომპანია ყოველ წელს თავის აქციონერებს უხდის დივიდენდებს.

 

აზა კენდლერი იწყებს კოკა კოლას სარეკლამო კომპანიას, ქმნის პროდუქტის რეალიზაციის განყოფილებას, რომელშიც იწვევს ენერგიულ თანამშრომლებს .გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზა იყენებს მაშინდელი დროისათვის ახალ სარეკლამო ფორმებს. იგი იწყებს ფოსტის საშუალებით კოკა კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნას.

 

ამ სუვენირების აქციას კომპანიისთვის მოაქვს განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი ხდება ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდება მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.

 

1894 წელს იხსნება სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელი სიმარტივისთვის იწყებს კოკა კოლის ბოთლებში ჩამოსხმას და ამ ფორმით გაყიდვას. ხუთი წლის შემდეგ კი ორი მწარმოებელი ბენჟამინ ტომასი და ჯოზეფ უაიტხედი კენდლერისგან ღებულობს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლებას ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. აიზა კენდლერი ვერ ხედავდა დიდ მოგებას ბოთლებით გაყიდვაში და ამიტომ თმობს ამ ექსკლუზივს სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად. ცოტა წინსწრებით აღვნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული კოკა კოლის გაყიდვის მოგებამ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა კოლის მოგებას.

 

1898 წელს ატლანტაში შენდება სამ სართულიანი კოკა კოლის ოფისი.

 

შემდეგი 20 წლის განმავლობაში კოკა კოლის ქარხნების რიცხვი აღწევს ათასს.

 

1902 წელს ბაზარზე ჩნდება ახალი კონკუტენტი კომპანია პეპსი კოლა (Pepsi-Cola).

 

1906 წელს კოკა კოლა გადის კუბის და პანამის ბაზარზე.

მაგრამ ჩნდებიან ყალბი სასმელის დამამზადებლები. მათთან საბრძოლველად კომპანია 1915 წელს ქმნის ცნობილ კონტურულ ბოთლის. მის დიზაინი იქმნება ინდიანას შტატში. 1977 წელს კონტურული ბოთლი რეგისტრირდება, როგორც კოკა კოლის ერთ–ერთი სავაჭრო ნიშანი.

 

19019 წელს აზა კენდლერი ჰყიდის კომპანის ერნესტ ბუდრაფს – ბანკირს ატლანტიდან 25 მილიონ დოლარად.

 

1923 წელს კომპანიის სათავეში დგება ერნასტის შვილი – რობერტ ბუდრაფტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება 60 წლის განმვლობაში. იგი ქმნის კორპორაცია კოკა კოლას. იქმნება კოკა კოლის გაყიდვის ერთიანი სტანდარტები.

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრებს ჩააქვს 1000 ყუთი (ყუთში იყო 6 ბოთლი) კოკა კოლა.

 

ამის შემდეგ კოკა კოლა ხდება ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.

 

1931 წელს კომპანია ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს უკვეთავს თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინის (მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარი ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახე ს ხატავს თავისი ავტოპორტრეტის სახით.

 Image

ამავე პერიოდში დიდ პოპულარობას იძენს პეპსი კოლა. მასთან საბრძოლველად კოკა კოლას შეაქვს სარჩელი კონკურენტის მიერ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით (სახელწოდებაში კოლას გამოყენება). დიდი და სკანდალური საქმე მთავრდება მშვიდობიანი შეთანხმებით. მაგრამ იწყება “ცივი ომი” ორ კონკურენტ კომპანიას შორის.

 

მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა კოლა იგზავნება სამხედროებისთვის .Image

 

1960 წელს იწყება სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი იწყება კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.

1979 წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.

 

1982 წელს გამოდის კოკა კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.

 

დღევანდელ დღეს კოკა კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა კოლა.

 

დაპირისპირება პეპსიკოლასთან

სადაც კოკაკოლაა იქ ყოველთვის არის პეპსიკოლა, პეპსი კოკას მუდამ კუდში მისდევს და ის მუდამ მასთანაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. პეპსიკოლა როგორც სასმელი 1895 წელს შეიქმნა, რადგან პეპსის ისტორიას ისე კარგად არ ვიცნობ როგორც კოკაკოლის ისტორიას, ხშირ შემთხვევაში ვარაუდიტ შემოვიფარგლები ხოლმე, ასე მაგალითად, ალბათ პეპსი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც კოკას კონკურენტი რადგან მაში კოკაინი არ შედიოდა და ამიტომ ამ სასმელ სუსფთა სინდისით ბავშვებსაც სთავაზობდნენ, ეს იყო პირველ დარტყმა კოკაკოლისათვის, თუმცა ვითარება სულ რაღაც ათ წელიწდში გამოსწორდა. 1890იანი წლებიდან საზოგადოებრივი აზრი კოკაინის მიმართ შეიცვალა უარყოფითისკენ, არ ვიცი შეიძლება ამაში პეპსის ხელიც ერია. 1903 წელს კი გაზეთმა ნიუ იორკ ტრიბუნი დაწერა გამანადგურებელი სტატია რომ სწორე კოკაკოლაა დამნაშავე იმაში რომ ადგილობრივი ზანგები, დატვრენენ რა ამ ნახევრადნარკტიკული სასმელით, თავს ეხმოდნენ თეთრკანიენბსო, ესევც მეორე დარტყმა იყო კოკალისათვის მაგრამ როგორც მოგახსენეთ ვითარება სულ რაღაც ორ წელიწადში გამოსწორდა 1905 წლიდან კოკაკოლას შემადგენლობაში აღარ შედის კოკაინი, ანუ რეცეპტი თითქმის იგივეა, ერთი წილი კოლას ნაყოფი და სამი წილი კოკას ფოთლები, ოღონდ ამჯერად კოკას ფოთლები “გამოწურული” იყო და კოკანს ღარ შეიცავდა, ასე რომ პეპსის ერთადერთი უპირატესობა, უსაფრთხოობა ბავშვებისათვის წარსულს ჩაბარდა. ამის შემდეგ მთელი ოთხმოცი წლის განმავლობაში პეპსი კოკაკოლას უკან მისდევდა და ვერაფრით ასწრებდა, თქვენ გაინტერესებთ რა მოხდა 1980 წელს? მაქამდეც მივალთ. ამ ოთხმოცმა წელმა კი კოკაკოლის უპირობო ლიდერობით ჩაიარა, მისი ქარხნები ნაცისტურ გერმანიაშიც კი მუშაობდა. თუმცა სამოციან წლებში პეპსიმ დიდი გარღვევა მოახდნა, საბჭოთა კავშირში მსოფლიო გამოფენა ტარდებოდა, რომელსაც რიჩარდ ნიქსონც დაესწრო, პეპსიკოლას იმჟამინდელი პრეზიდენტი(სამწუხაროდ სახელი არაფრით მახსენდება) ნიქსონის მეგობარი იყო, ხოდა თხოვა მეგობარს მეგობრულად, იქნებ რამენაირად მომიხერხო ხრუშოვი პეპსიკოლით ხელში დამიფიქსიროო. ასეც მოხდა ხრუში არამარტო პეპსით ხელში დაფიქსირდა არამედ 25 წლიანი კონტრაქიც გააფორმა ამ კომპანიასთან და პესპსი კოლა საბჭოთა კავშირში კოლას ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. საპასუხოდ კოკაკოლამ ჩინეთის ბაზარზე შეაღწია, პეპსიმ დარტყმა სამხრეთამერიკაზე მიიტანა… ამასობაში კი დადგა 1985 წელი, კოკაკოლის ასი წლისთავი ახლოვდებოდა, ალბათ კომპანიის ხელმძღვანელობა დაინტერესდა რანაირად უწევდა კონკურენციას პეპსი კოკას დაკომპანიის შიგნით ე.წ. ბრმა ტესტი ჩაატარეს, ანუ კოკაკოლას თანამშრომლებს გაასინჯეს ორივე სასმელი ისე რომ არ უთხრეს რომელი რომელი და იყო ჰკითხეს აბა ომელი უფრო მოგეწონათო, შედეგი დამანგრეველი აღმოჩნდა, კოკაკოლას თანამშრომლების თითქმის 80%მა პეპსი აირჩია! კომპანიის ხელმძღვანელობა ერტი შეხდვით ერთადერთ სწორ გამოსავალს მიაგნო, შეცვალეს კოკაკოლის გემო და დაარქვეს ახალი კოკაკოლა, ტუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, კომპანიაში ათასობით წერილი მივიდა აღშფოთებული მომხმრებლებისგან რომლებიც მწარმოებლებს ამუნთებდნენ ეს რა ჰქენითო? ზოგი იმასაც იწერებოდა ამას ჯობდა გეთქვათ ღმერთი არ არსებობსო, წერილებს კიდევ აიტანდა კა მაგრამ იმას რაც ამ ცვლილებას რალურად მოყვა თავმოყვარე კოკაკოლელები ვერაფრიტ გადაიტანდნე, ისტორიაში ერთადერთხელ პეპსიკოლამ კოკაკოლას გადაუსწრო გაიყდვებში, სასწრაფოდ მიიღეს გადაეყვეტილება და უკვე 1986 წელს დააბრნეს ძველი კოკაკოლა, რომელსაც კლასიკური კოკაკოლაო მიაწრეს და ყველაფეი თავის ადგილას დაბრუნდა, კოკა ლიდერი პეპსი მუდმივი მეორეადგლოსანი.

Image

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველ ათეულში, ტრადიციულად, აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები მოხვდა. პირველ ასეულში 37 ამერიკული და 17 ბრიტანული უნივერსიტეტი შევიდა.
პირველი და მეორე ადგილები რეიტინგში ჰარვარდი და იელი აღმოჩნდა, მესამესა და მეოთხეზე კემბრიჯი და ოქსფორდი.
რეიტინგი მეცნიერების, დამსაქმებლებისა და პერსონალის მოსაზრებების, ასევე იმ გამოცემების მიხედვით დგება, რომლებშიც კუსსდამთავრებულთა მომზადების დონეა გამოკვლეული. ამასთან, უნივერსიტეტების პერსონალს, რომლებიც გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას, საკუთარი სასწავლო დაწესებულებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. სია უკვე ხუთი წელია ქვეყნდება და ყველა მათგანში პირველ ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდები მთელი ბრიტანული საუნივერსიტეტო სექტორის შემოსავალის ტოლია.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან აღნიშნული რეიტინგის 93–ე ადგილს იკავებდა, წელს მის პირველ ასეულში ვერ მოხვდა.
მეორე ასეულში მასთან ერთად ისრაელის, არგენტინის, ინდოეთის, ტაილანდის, სამხრეთ კორეის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების სასწავლებლები მოხვდნენ.
სპეციალისტები იმ უნივერსიტეტების რეიტინგების ზრაზე მიუთითებენ, რომლებიც ტექნიკურ საგნებზე არიან ორიენტირებულნი: პირველ ასეულში ასეთი ცამეტია.
როგორც ჩანს, დამსაქმებლები ყველაზე მეტად სწორედ მათემატიკური უნარებისა და სისტემური მიდგომის მქონე ადამიანებს სწყალობენ.

რეიტინგი:

 

01 – ჰარვარდი

 

0rah21niupsnsrvfsia3.png
02 – იელი
5gdjd5z7yttn2p9an4y2.jpg
03 – კემბრიჯი
2yxrjzdcjjfrmz0wcl2b.jpg
04 – ოქსფორდი
r0lgywwu1nsjjjubm2li.jpg
05 – კალიფორნიის ტექნოლორიური ინსტიტუტი
0kpi6xr07ms3bfdgn13.jpg
06 – ლონდონის საიმპერიო კოლეჯი
5aglp7hczj1glky297g1.jpg
07 – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
o84poekrv0w68j14ip77.jpg
08 – ჩიკაგოს უნივერსიტეტი
hm77zgke9f0vsyuwiir.jpg
09 -მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
jc0348425rnl2s836j6.jpg
10 – კოლუმბიის უნივერსიტეტი
h6o5qbrfz3vv0zx5wmty.jpg

მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ყველაზე მიდრული სასტუმრო რომელსაც მე-8 საოცრებადაც მიჩნევენ

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო - Beef.Ge
სასტუმრო Ritz Carlton რომელიც მდებარეობს ჰონკონგში-ყველაზე მაღალ სასტუმროა. იგი ICC (International Commerce Centre)-ის შენობის 102-118 სართულს იკავებს და სიმაღლეში 488 მეტრია. სასტუმრო Ritz Carlton -ის პროექტზე არქიტექტორები Kohn Pedersen Fox Associates (KPF) და ინტერიერის დიზაინერები Singapore’s LTW-ი მუშაობდნენ. იგი შეიცავს 312 მდიდრულ აპარტამენტს, 6 რესტორანს, სპა-ზონის 860 კვ-მს და შუშის ბასეინებს- რაც მის ლუქს-ის სტატუსს შეესაბამება. გაგრძელებაში იხილეთ მეტი ფოტო.

 

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

 

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო

სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით?

 

ამას წინათ გამოვაქვეყნე წიგნი, რომელიც სვამდა კითხვას, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა. ამან ერთგვარი ალიაქოთი გამოიწვია. ხალხი გაღიზიანდა იმის გამო, რომ მეცნიერმა რელიგიის საკითხებზე დაიწყო საუბარი. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.

დიდი ხნის წინ პასუხი ძირითადად ერთნაირი იყო: ღმერთებმა შექმნეს ყველაფერი. სამყარო საშიში რამ იყო, ამიტომ ისეთი სასტიკ ადამიანებსაც კი, როგორიც იყვნენ ვიკინგები, სწამდათ ზებუნებრივი არსებების, რათა აეხსნათ ბუნებრივი მოვლენები – ელვა და ქარიშხალი. ვიკინგებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ. მათგან თორი ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, მისი კოლეგა ეგირი ზღვის აბობოქრებას იწვევდა, თუმცა ყველაზე მეტად სკოლის ეშინოდათ. სკოლი იწვევდა საშინელ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ამჟამად მზის დაბნელებას ვუწოდებთ. სკოლი მგელ-ღმერთი იყო და ცაში ცხოვრობდა. ზოგჯერ ის მზეს ჭამდა და ამ დროს შემაძრწუნებელი რამ ხდებოდა – დღე ღამედ იქცეოდა. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იყო მეცნიერული ახსნის არსებობის გარეშე იმის აღქმა, რომ მზე ქრებოდა. ვიკინგების საპასუხო ქმედება ამ მოვლენაზე იყო ერთიანი ყვირილი – ისინი ცდილობდნენ, მგელი შეეშინებინათ. ვიკინგებს სწამდათ, რომ მათი ქმედებებით შესაძლებელი იყო მზის დაბრუნება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ და მზე, ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამყარო სულაც არაა ისეთი ზებუნებრივი ან საშიში, როგორიც მანამდე ჩანდა. მაგრამ სიმართლის აღმოსაჩენად იმაზე დიდი სიმამაცეა საჭირო, ვიდრე ვიკინგებს ჰქონდათ.

ჩვენნაირ მოკვდავებს ნამდვილად შეუძლიათ, გაიგონ, როგორ მუშაობს სამყარო. ამას ვიკინგებამდე დიდი ხნით ადრე მიხვდნენ, ძველ საბერძნეთში. ქრისტეს შობამდე 300 წელს ფილოსოფოსი სახელად არისტარქე სამოსელი დაინტერესდა დაბნელებებით, განსაკუთრებით მთვარის დაბნელებით. ის საკმარისად გამბედავი იყო, რათა დაესვა კითხვა: იყვნენ თუ არა რეალურად ამ მოვლენების მიზეზი ღმერთები? არისტარქე ჭეშმარიტი მეცნიერი იყო. მან ცა დაკვირვებით შეისწავლა და გაბედულ დასკვნამდე მივიდა. ის მიხვდა, რომ დაბნელების მიზეზი დედამიწის ჩრდილი იყო, რომელიც მთვარეს ეფარებოდა და არა რაიმე ღვთიური მოვლენა. ამ აღმოჩენის შემდეგ მას შეეძლო, გამოეკვლია, რა ხდებოდა რეალურად მის ზემოთ.

 


არისტარქემ დახატა სქემები, რომლებიც აჩვენებდნენ მზეს, მთვარესა და დედამიწას შორის რეალურ დამოკიდებულებას. მათი მეშვეობით არისტარქე უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მივიდა. მან დაასკვნა, რომ დედამიწა სულაც არ იყო სამყაროს ცენტრი, როგორც მაშინ ყველა ფიქრობდა, არამედ გარს უვლიდა მზეს. ამის გააზრება ყველანაირ დაბნელებას ხსნიდა – როცა მთვარე თავის ჩრდილს დედამიწას გადააფარებს, მიიღება მზის დაბნელება. ხოლო როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორისაა და მთვარეს ფარავს, ხდება მთვარის დაბნელება.

არისტარქე კიდევ უფრო შორს წავიდა. მან წამოაყენა აზრი, რომ ვარსკვლავები სულაც არ იყვნენ ცის ჭუჭრუტანები, არამედ ჩვენი მზის მსგავსი ციური სხეულები, უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან შორს მდებარეობდნენ. ეს იყო საოცრად განსაცვიფრებელი აღმოჩენა – სამყარო მექანიზმია, რომელიც იმართება გარკვეული პრინციპებით, ან კანონებით, რომელთა აღქმაც ადამიანის გონებისთვის შესაძლებელია.

მე მჯერა, რომ ამ კანონების აღმოჩენა კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იყო. ბუნების კანონები დაგვეხმარებიან იმის გარკვევაში, გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნება იმისთვის, რომ ავხსნათ სამყარო. საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ჩემნაირი უნარდაკარგული ადამიანები ღმერთისგან დაწყევლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ, „ზემოთ” ვიღაც იყოს ჩემზე განაწყენებული, მირჩევნია ვიფიქრო, რომ ყველაფერი შეიძლება აიხსნას სხვაგვარად – ბუნების კანონებით. რა არის კონკრეტულად ბუნების კანონები და რატომაა ასეთი ძლიერი? ამას ჩოგბურთის მაგალითზე აგიხსნით.

ჩოგბურთი იმართება ორი სახის წესებით: პირველი სახის წესები შექმნილია ადამიანთა მიერ და თამაშის წესები ეწოდება. ისინი აკონტროლებენ ისეთ დეტალებს, როგორიცაა მოედნის ზომა, ბადის სიმაღლე, რა შემთხვევაში ითვლება ბურთი გადაცდენილად და რა შემთხვევაში – არა. ეს წესები შეთანხმებისამებრ შეიძლება შეიცვალოს, თუკი ჩოგბურთის ფედერაცია ასე გადაწყვეტს. მაგრამ მეორე სახის წესები, რომლებიც თამაშში მოქმედებს, მუდმივი და უცვლელია. ისინი განსაზღვრავენ, რა მოუვა ბურთს, როცა მას სპორტსმენი ჩოგანს დაარტყამს, ჩოგნის მოქნევის კუთხე და ძალა ზუსტად განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგში. ბუნების კანონები აღწერენ ობიექტების მოქმედების პრინციპს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჩოგბურთში ბურთი ყოველთვის ისეთ მოძრაობას ასრულებს, როგორსაც ბუნების კანონები გადაწყვეტენ. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფიზიკის კანონები, გარდა იმისა, რომ არ იცვლებიან, ასევე არიან უნივერსალურნი. ისინი ესადაგებიან არამარტო ბურთის ტრაექტორიას, არამედ პლანეტების მოძრაობას და ნებისმიერ სხვა რამეს სამყაროში. ადამიანის მიერ შექმნილი კანონებისგან განსხვავებით, ბუნების კანონთა დარღვევა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი ძლევამოსილები.

თუკი ჩემსავით ეთანხმებით, რომ ფიზიკის კანონები ფიქსირებულია, მარტივად ჩნდება შემდეგი კითხვა: რა როლი აქვს ამ ყველაფერში ღმერთს? ეს არის ნაწილი იმ დიდი წინააღმდეგობისა, რომელიც მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრები ამჟამად საკამათო გახდა, ეს საკითხი რეალურად უძველეს კონფლიქტს წარმოადგენს.

1277 წელს რომის პაპი იოანე XXI ბუნების კანონებთან დაკავშირებულმა აზრებმა ისე შეაშინა, რომ ერესად გამოაცხადა. სამწუხაროდ, ამან მაინც ვერ შეცვალა გრავიტაციის მოქმედების პრინციპი: რამდენიმე თვის შემდეგ სასახლის ჭერი ჩამოიქცა და დიდი ნატეხი პაპს თავზე დაეცა. თუმცა ორგანიზებულმა რელიგიამ მალე იპოვა გამოსავალი: მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უბრალოდ აცხადებდნენ, რომ ბუნების კანონები ღმერთის შემოქმედებას წარმოადგენდა და თუკი ღმერთი მოინდომებდა, მათი დარღვევაც არ იყო პრობლემა. ამ შეხედულებას აძლიერებდა ის აზრი, რომ ჩვენი სრულყოფილი ლურჯი პლანეტა იყო ყველაფრის ცენტრი და ვარსკვლავები და პლანეტები მის გარშემო მოძრაობდნენ, რაც საათის მექანიზმივით ზუსტი დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არისტარქეს იდეები ამ პერიოდისთვის დიდი ხნის მივიწყებული იყო. მაგრამ ადამიანები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები და ისეთებმა, როგორიც იყო მაგალითად გალილეო გალილეი, გადაწყვიტეს, ამ ზუსტი მექანიზმისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ. ეს მოხდა 1609 წელს და მიღებულმა შედეგებმა ყველაფერი შეცვალა.

 


გალილეო თანამედროვე მეცნიერების დამაარსებლად ითვლება, ის ასევე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი გმირი. ჩემს მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თუკი სამყაროს უფრო ახლოდან დააკვირდები, დაინახავ, რა ხდება რეალურად. ის იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მომართა ლინზები, რომლებსაც, ისტორიაში პირველად, შეეძლოთ ღამის ცის გადიდება 20-ჯერ. გალილეომ ლინზები ფრთხილად ჩააწყო ტელესკოპში და მისი სახლიდან, რომელიც ქალაქ პადუაში მდებარეობდა, ღამღამობით იუპიტერის გამოკვლევა დაიწყო. მალე მან გასაოცარი რამ აღმოაჩინა – პატარა სამი წერტილი, რომლებიც გიგანტური პლანეტის სიახლოვეს მდებარეობდნენ. დასაწყისში მეცნიერმა იფიქრა, რომ ეს წერტილები მკრთალი ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ შემდეგი რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ ისინი მოძრაობდნენ. შემდეგ მეოთხე წერტილიც გამოჩნდა. ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი იუპიტერის მიღმა უჩინარდებოდა, მალე კი ისევ გამოჩნდებოდა ხოლმე. გალილეო მიხვდა, რომ ისინი იუპიტერის მთვარეები იყვნენ და დიდ პლანეტას გარს უვლიდნენ. ეს იმის მტკიცებულება გახლდათ, რომ მინიმუმ რამდენიმე ობიექტი დედამიწას არ უვლიდა გარშემო.

ახალი აღმოჩენით გამხნევებული გალილეო შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ სინამდვილეში დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და არისტარქეს მოსაზრებები სავსებით მართებული იყო. გალილეოს იდეები ის სასხლეტი გახდა, რომელიც ადამიანთა აზროვნების რევოლუციის მიზეზად იქცა და ავტომატურად შეასუსტა რელიგიის გავლენა მეცნიერებაზე. მე-17 საუკუნეში ეკლესიასთან მწვავე კონფლიქტი დაიწყო. გალილეომ მოახერხა და თავიდან აიცილა სიკვდილით დასჯა თავის ე.წ. „ერესზე” უარის თქმით. მას მიესაჯა შინაპატიმრობა სიცოცხლის ბოლო 9 წლის განმავლობაში. როგორც ლეგენდა გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა თავის ნაშრომზე, იმავდროულად ჩუმად ჩაიბუტბუტა: „ის მაინც მოძრაობს”.

შემდეგი 300 წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ბუნების კანონს აღმოაჩენდნენ ხოლმე, მეცნიერება მით მეტ მოვლენას ხსნიდა – დაწყებული ელვიდან, მიწისძვრიდან და ქარიშხლებიდან დამთავრებული ვარსკვლავების ნათების მიზეზით. ყოველი ახალი აღმოჩენა სულ უფრო მეტად ამცირებდა ღმერთის საჭიროებას მეცნიერებაში. ბოლოს და ბოლოს, თუკი გაქვს მეცნიერული ახსნა, რა იწვევს მზის დაბნელებას, ნაკლებად დაიჯერებ, რომ მისი მიზეზია მგელ-ღმერთი, რომელიც ცაში ცხოვრობს. მეცნიერება არ უარყოფს რელიგიას, უბრალოდ უფრო მარტივ ალტერნატივას გვთავაზობს. თუმცა რამდენიმე საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, თუკი დედამიწა მოძრაობს, შესაძლებელია, ამის მიზეზი ღმერთი იყოს? საბოლოოდ, იყო თუ არა ღმერთი სამყაროს შემქმნელი და პირველსაწყისი?

1985 წელს მე ვესწრებოდი კონფერენციას კოსმოლოგიის თემებზე ვატიკანში, რომში. მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა რომის პაპ იოანე პავლე II-სთან ესაუბრათ. მისი თქმით, სამყაროს მოქმედების პრინციპის შესწავლაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ არ უნდა გამოგვეკვლია მისი დასაბამი, რადგან ეს ღმერთის შემოქმედება იყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მისი რჩევა არ გაითვალისწინა, რადგან არ შემიძლია, ცნობისმოყვარეობა ასე მარტივად ჩავახშო. ჩემი აზრით, კოსმოლოგების ვალია, ეცადონ და ამოხსნან, როგორ გაჩნდა სამყარო. საბედნიეროდ, ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სამყაროს სირთულისა და მრავალფეროვნების მიუხედავად მის შესაქმნელად მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო.

პირველი ინგრედიენტია მატერია – მასალა, რომელსაც გააჩნია წონა. მატერია ყველგანაა ჩვენს გარშემო – ჩვენს ფეხქვეშ მიწაში და ზემოთ კოსმოსში. მტვერი, ქვა, ყინული, სითხეები, მტვრის ვრცელი ღრუბლები, სპირალური გალაქტიკები, რომლებიც მილიარდობით მზეს შეიცავენ და წარმოუდგენლად დიდ არეზე არიან გადაჭიმულნი – წარმოადგენენ მატერიას.

მეორე ინგრედიენტი, რაც სამყაროს შექმნისას დაგჭირდებათ, არის ენერგია. მიუხედავად იმისა, საერთოდ გვიფიქრია თუ არა მასზე, ყველამ ვიცით, რა არის ენერგია. ეს ისაა, რასთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება. შეხედეთ მზეს და ენერგიას იგრძნობთ სახეზე, ენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებს 150 მილიონი კმ-ის მოშორებით მყოფი ვარსკვლავი. ენერგია აფართოებს სამყაროს და წარმართავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც სამყარო დაუსრულებლად იცვლება.

ახლა, როდესაც გვაქვს მატერია და ენერგია, გვჭირდება მესამე ინგრედიენტიც – სივრცე, თანაც დიდი რაოდენობით. სამყაროს შეიძლება ბევრი რამ უწოდო – შესანიშნავი, ლამაზი, მძვინვარე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პატარა. საითაც კი გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია და ვრცელდება ყველა მიმართულებით.

მაშ, საიდან შეიძლებოდა ეს მატერია, ენერგია და სივრცე გაჩენილიყო? XX საუკუნემდე ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა. პასუხი ერთი ახალგაზრდა ადამიანის ფიქრებში გაჩნდა. ეს ადამიანი ალბათ ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია: ალბერტ აინშტაინი. სამწუხაროდ, არასდროს მქონია იმის შანსი, რომ მას პირადად შევხვედროდი, რადგან მისი გარდაცვალების მომენტში სულ რაღაც 13 წლის ვიყავი. აინშტაინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა – სამყაროს შესაქმნელად საჭირო ორი ინგრედიენტი, მასა და ენერგია, არსებითად ერთი და იგივე რამ იყო, ანუ მედლის ორი მხარე. მისი ცნობილი ფორმულა E=MC² გვეუბნება, რომ მასა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ენერგიის სახე და პირიქით.

ასე რომ სამყაროს შესაქმნელად 3 ინგრედიენტის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორია საჭირო: ენერგია და სივრცე. კითხვა კი დაისმება შემდეგი ფორმით: საიდან გაჩნდა ეს ენერგია და სივრცე? პასუხი მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მეცნიერთა მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ გამოჩნდა. სივრცე და ენერგია სპონტანურად გაჩნდა იმ მოვლენის დროს, რომელსაც „დიდ აფეთქებას” ვეძახით. დიდი აფეთქების მომენტში ენერგიით სავსე სამყარომ დაიწყო არსებობა, მასთან ერთად კი სივრცემ. მალე მან სწრაფი გაფართოება დაიწყო. და მაინც, საიდან მოვიდა ეს ენერგია და სივრცე? როგორ მოხდა, რომ ენერგიით სავსე მთელი სამყარო, რომელიც შეიცავდა უზარმაზარ სივრცესაც, უბრალოდ არაფრისგან გაჩნდა? ზოგისთვის ეს ის მომენტია, სადაც ისევ საჭირო ხდება ღმერთის ჩარევა – ღმერთმა შექმნა ენერგიაც და სივრცეც, დიდი აფეთქება კი მისი შემოქმედების დასაწყისი გახლდათ. თუმცა მეცნიერება სხვა ვარიანტს გვთავაზობს.

ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში გავატარე, სადაც გვასწავლიდნენ, რომ რაღაცას ტყუილუბრალოდ, არაფრის სანაცვლოდ ვერ მიიღებ. მაგრამ ახლა, როცა მთელი ცხოვრება დავუთმე მეცნიერებას, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყარო სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა.

 


დიდ აფეთქებასთან დაკავშირებული უდიდესი საკითხი იყო იმის ახსნა, თუ როგორ მოახერხა ენერგიისა და სივრცისგან შემდგარმა წარმოუდგენლად დიდმა სამყარომ არაფრისგან განხორციელება. ამის პასუხი იმალება სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ფაქტში: ფიზიკის კანონები მოითხოვენ ისეთი რამის არსებობას, რომელსაც „უარყოფითი ენერგია” ეწოდება. ამ უცნაური, თუმცა მნიშვნელოვანი იდეის არსში რომ გაერკვეთ, წარმოგიდგენთ მარტივ ანალოგიას. წარმოიდგინეთ, ადამიანს სურს გორაკის აგება სრულიად ბრტყელ ტერიტორიაზე. ეს გორაკი სიმბოლურად სამყაროს წარმოადგენს. გორაკის შესაქმნელად ის თხრის ორმოს მიწაში და ამოღებულ მასას ზემოთ ყრის. თუმცა ცხადია, ის მხოლოდ გორაკს არ ქმნის. ამის პარალელურად ასევე იქმნება ხვრელი, ანუ გორაკის უარყოფითი ვერსია. ნივთიერება, რომელიც ადრე ორმოს ადგილას იყო, გარდაიქმნა ბორცვად. ასე რომ ყველაფერი დაბალანსებულია. სწორედ ესაა ის პრინციპი, რომელიც სამყაროს შექმნის საკითხის უკან იმალება.

როცა დიდმა აფეთქებამ წარმოშვა უზარმაზარი რაოდენობის დადებითი ენერგია, იმავდროულად გაჩნდა იგივე მოცულობის უარყოფითი ენერგია. ამ გზით პოზიტიური და ნეგატიური ერთმანეთს ყოველთვის აწონასწორებენ და ჯამში ქმნიან ნულს. ეს ბუნების კიდევ ერთი კანონია. ჩნდება კითხვა: სად არის დღესდღეობით ეს უარყოფითი ენერგია? ის გახლავთ სამყაროს რეცეპტის მესამე ინგრედიენტში – უარყოფითი ენერგია სივრცეში მდებარეობს. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებიც გრავიტაციასა და მოძრაობას აკონტროლებენ, კანონების, რომლებიც მეცნიერებაში ყველაზე ძველია, სივრცე გახლავთ ნეგატიური ენერგიის თვალუწვდენელი საცავი. ეს საკმარისი გარანტიაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფრის ჯამი ნულს უდრის.

თუკი მათემატიკაში არც ისე ძლიერი ხართ, ნამდვილად რთულია ამის გაგება, მაგრამ ეს რეალობა გახლავთ. გრავიტაციული ძალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მილიარდობით და ტრილიონობით გალაქტიკის უსასრულო ქსელი მოქმედებს მასიური შესანახი მოწყობილობის მსგავსად. სამყარო თითქოს უზარმაზარი ბატარეაა, რომელიც უარყოფით ენერგიას შეიცავს.

ობიექტების დადებითი მხარე – მასა და ენერგია – ბორცვის მსგავსია. მისი შესაბამისი ხვრელი, იგივე ობიექტების უარყოფითი მხარე გაფანტულია მთელ კოსმოსში. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საკითხს, არსებობს თუ არა ღმერთი? საქმე იმაშია, რომ თუკი სამყაროს ორი მხარის ჯამი ნულს უდრის, მაშინ სულაც არაა საჭირო ღმერთის ცნების შემოტანა მისი შექმნის ასახსნელად. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარეები ჯამში ნულს იძლევა, ისღა გვრჩება, გავარკვიოთ, რა ან ვინ იდგა მთლიანი პროცესის საწყის წერტილში. რამ შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს სპონტანური გაჩენა? ერთი შეხედვით, ეს პრობლემა თითქოს საგონებელში გვაგდებს, რადგან ეს არაა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება.

როცა ყავის მომზადება გსურთ, საამისოდ თითს არ გაატკაცუნებთ, რომ ის თავისით გაჩნდეს. ეს ხომ შეუძლებელია. ყავის მოსამზადებლად საჭიროა სხვადასხვა მასალა, როგორიცაა ყავის მარცვლები, წყალი, შესაძლოა რძეცა და შაქარიც. მაგრამ თუკი ღრმად გამოვიკვლევთ ყავის ჭიქას, ჩავალთ რძის ნაწილაკებში, გადავინაცვლებთ ატომურ დონეზე და შემდეგ სუბატომურზე, თვალწინ გადაგვეშლება სამყარო, სადაც რაღაცის შექმნა არაფრიდან სრულიად შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში მაინც. ეს იმის გამოა, რომ ასეთ პატარა მასშტაბებში ნაწილაკები, როგორიცაა პროტონები, მოქმედებენ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც კვანტურ მექანიკას ვუწოდებთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაჩნდნენ შემთხვევით, იარსებონ ცოტა ხანს და შემდეგ გაქრნენ, რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან.

ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ოდესღაც ძალიან პატარა იყო, უფრო პატარა, ვიდრე პროტონია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, მთელი თავისი თავბრუდამხვევი სიდიდითა და მრავალფეროვნებით, ნამდვილად შეიძლებოდა, არაფრისგან გაჩენილიყო, თანაც ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები არ დარღვეულიყო. გაჩენის მომენტიდან გამოთავისუფლდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა და სივრცემ გაფართოება დაიწყო. ბალანსისთვის საჭირო იყო ადგილი, სადაც შეინახებოდა უარყოფითი ენერგია. თუმცა ცხადია, ისევ ჩნდება კრიტიკული კითხვა: შექმნა თუ არა ღმერთმა კვანტური კანონები, რომელთა ფარგლებშიც დიდი აფეთქება განხორციელდა?

გვჭირდება თუ არა ღმერთის ცნების შემოტანა, რათა ავხსნათ დიდი აფეთქების მოვლენა? ნამდვილად არ მსურს, ვინმეს რწმენა შეურაცხვყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცნიერებას უფრო ძლიერი ახსნა აქვს, ვიდრე ღვთიური შემოქმედია. ეს ახსნა შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრიობის პრინციპის მეშვეობით. ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ყველაფერს, რაც ხდება, აქვს მიზეზი, რომელსაც შედეგამდე ჰქონდა ადგილი. ამიტომ ბუნებრივია, დავასკვნათ, რომ რაღაცამ, შესაძლოა ღმერთმა, გამოიწვია სამყაროს გაჩენა. მაგრამ როცა ვსაუბრობთ სამყაროზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, ასეთი მიდგომა აუცილებელი არაა. ნება მომეცით, აგიხსნათ.

წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მთის კალთიდან დაბლა მიედინება. რამ გამოიწვია მდინარის გაჩენა? შესაძლოა, ეს იყო წვიმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა მთებში. მაგრამ წვიმა საიდანღა გაჩნდა? ამის საუკეთესო პასუხია მზე – მზემ, რომელიც ოკეანის თავზე კაშკაშებდა, ააორთქლა წყალი ცაში და შექმნა ღრუბლები. კარგი, ახლა გადავიდეთ მზეზე. რა არის მზის სიკაშკაშის მიზეზი? არსებობს პროცესი, სახელად ბირთვული სინთეზი, რომლის დროსაც წყალბადის ატომები ერთიანდებიან, რათა გაჩნდეს ჰელიუმი და ამ პროცესის დროს დიდი რაოდენობის ენერგია თავისუფლდება. წყალბადი საიდან მოვიდა? ამის პასუხია დიდი აფეთქება.

ბუნების კანონები გვეუბნებიან, რომ სამყაროს არამარტო შეუძლია, არსებობა დაიწყოს პროტონის მსგავს ზომაში, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი აფეთქების მიზეზი არაფერი ყოფილიყო. ამის ახსნა აინშტაინის თეორიებში იმალება, თეორიებში, რომლებიც ხსნიან, როგორაა სამყაროში დრო და სივრცე ერთმანეთში გადაჭდობილი. დიდი აფეთქების მომენტში დროს საოცარი რამ დაემართა: მან არსებობა დაიწყო. ეს იდეა რომ გავითავისოთ, განვიხილოთ კოსმოსში არსებული შავი ხვრელები.

 


ტიპიური შავი ხვრელი არის ვარსკვლავი, რომელსაც იმხელა მასა აქვს, რომ საკუთარ თავში ჩამოიქცა. ის იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციისგან სინათლეც ვერ ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ შავი ხვრელი თითქმის სრულყოფილ შავ ფერს იღებს. მისი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ ამრუდებს და ბრეცს არამარტო სინათლეს, არამედ დროსაც. უკეთ გასაგებად წამოვიდგინოთ, რომ შავ ხვრელს უახლოვდება საათი. რაც უფრო მცირდება მანძილი ამ ორ ობიექტს შორის, მით მეტად ნელდება საათის მოქმედების პროცესი – დრო შენელებას იწყებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საათი შავ ხვრელში აღმოჩნდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩავთვალოთ, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს. რაც საბოლოოდ მოხდება, არის საათის გაჩერება – ის აღარ იმუშავებს. მისი გაჩერების მიზეზი არა მექანიზმის მოშლა, არამედ თავად შავი ხვრელია. მასში დრო არ არსებობს. სწორედ ესაა ის, რაც სამყაროს საწყის მომენტში ხდებოდა.

სამყაროს დასაწყისში დროის როლის საკითხი არის ბოლო ეტაპი, რომელიც დიადი დამპროექტებლის საჭიროებას მთლიანად ანულებს და გვამცნობს, როგორ შექმნა სამყარომ საკუთარი თავი. როცა გადავდივართ უკან დროში და ვუახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყარო სულ უფრო პატარავდება, სანამ წერტილად არ იქცევა. ამ წერტილში მოქცეულია მთელი სამყარო, სივრცე კი იმდენად პატარა მასშტაბისაა, რომ უსასრულოდ მცირე და უკიდურესად მჭიდრო შავ ხვრელს წარმოადგენს. დღევანდელი შავი ხვრელების მსგავსად, რომლებიც სივრცეში ტივტივებენ, ბუნების კანონები ამ შემთხვევაშიც რაღაც არაჩვეულებრივზე მიგვანიშნებენ. ისინი გვამცნობენ, რომ დრო აქაც შეჩერებული იყო. შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ დიდ აფეთქებამდელ დროზე, რადგან მანამდე არაფერი არსებობდა. როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რასაც არ გააჩნია მიზეზი, რადგან დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, რომელშიც მიზეზი მოხდებოდა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედის არსებობის ალბათობა ნულია, იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო, ეს ისეთი მოვლენა გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი და არც შექმნილი იყო ვინმეს ან რამეს მიერ. მეცნიერებამ მოგვცა პასუხები, რომლებსაც შეუპოვრად ვეძებდით, რომლებსაც კაცობრიობის 3000 წლიანი მცდელობა დასჭირდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, როგორ დაიწყეს სამყაროს მასასა და ენერგიაზე მოქმედმა ბუნების კანონებმა პროცესები, რომლებმაც საბოლოოდ ჩვენ შეგვქმნა, გაგვაჩინა ამ პლანეტაზე.

ასე რომ როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა.

ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში, რა დავიჯეროთ და ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნისკენ, რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.

 

მომზადებულია Discovery-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით

10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში


ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა.


ლოგიკური აზროვნება – რამდენიმე მილიონი წლის წინ
ლოგიკური აზროვნება, რომელსაც მეორენაირად მეცნიერულ აზროვნებას უწოდებენ, მსჯელობისა და ანალიზის პროცესია, რომლის მიზანია, მოცემულ სიტუაციაში მართებული დასკვნა გამოიტანოს. მაგალითად, იმის შემჩნევა, რომ ყოველთვის, როცა ვიღაც გარკვეული სახის კენკრას ჭამს, მალევე ავადმყოფობისგან კვდება, გვიბიძგებს დასკვნისკენ, რომ ეს კენკრა მომწამლავია. თუმცა ის, რომ ვიღაცამ რაიმე სახის ხილი შეჭამა და მალევე გაწვიმდა, არ ნიშნავს, რომ წვიმის მოსვლა ხილის მირთმევამ გამოიწვია, რადგან მას არ ჰქონია განმეორებადი ხასიათი და არც მისი დასადასტურებელი ტესტი ჩატარებულა. ცხოველების დიდ ნაწილს ასეთი დასკვნების გამოტანა ლოგიკური აზროვნების გარეშე შეუძლია. ცრურწმენების უმეტესობა კი სწორედ არალოგიკური მიდგომიდან იღებს სათავეს, როცა რამდენჯერმე მომხდარი დამთხვევა შეცდომით განიმარტება და სხვა მნიშვნელობა ეძლევა. ზოგიერთ უძველეს ცივილიზაციაში რელიგიური პირებიც კი ჰყავდათ, რომლებიც სხვადასხვა ნიშნებს განმარტავდნენ საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი ცრურწმენების მიხედვით, რასაც ზოგჯერ სავალალო შედეგები მოჰყვებოდა ხოლმე. ლოგიკური ფიქრის მეშვეობით ადამიანებმა შეძლეს სხვადასხვა მოვლენების, მიზეზისა და შედეგის ერთმანეთთან დაკავშირება. ნებისმიერი სახის წინსვლა, რაც კაცობრიობას გაუკეთებია, სწორედ ამის წყალობით ხდება, რაც თავის მხრივ უკეთესი გარემოს შექმნას გვიადვილებს.

 


ქვის იარაღები – 2.6 მილიონი წლის წინ
ჰომინიდები და სხვა ცხოველები მილიონობით წლების განმავლობაში ამზადებდნენ იარაღებს, თუმცა მათი უმეტესობა ქვის დამუშავებას ვერ ბედავდა. ფოთლებისა და ხისგან დამზადებული იარაღები ლპებოდა ან იცვითებოდა, ქვა კი გაცილებით გამძლე მასალაა და ხანგრძლივი დროის მანძილზე ემსახურება პატრონს. ნადირობის შემდეგ შესაძლებელი იყო შუბის წვერის გაწმენდა და ძველებური იერის დაბრუნება, რომ შემდეგში ისევ გამოეყენებინათ. ქვის დამუშავებამ ნადირობა უფრო ეფექტური გახადა. ქვის იარაღის დამზადება და შემდგომში მისი დახვეწა მოითხოვდა უფრო მეტ ინტელექტსა და წარმოსახვას, ვიდრე იმ პერიოდის ცხოველების უმეტესობას ჰქონდა. ამიტომ ადამიანებმა განვითარებული ტვინის მეშვეობით უკეთესი იარაღების შექმნა შეძლეს, გაიუმჯობესეს ცხოვრება, უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ და მეტად ნაყოფიერ შთამომავლობას ტოვებდნენ.

 


ცეცხლის კონტროლი – 1 მილიონი წლის წინ
მიუხედავად იმისა, რომ არის ცნობები, როგორ ასრულებდნენ რიტუალურ ცეკვებს ცეცხლის გარშემო ჩვენი ევოლუციური ნათესავები – შიმპანზეები და ხანდახან ცეცხლმოკიდებულ ტოტებსაც იყენებდნენ, ადამიანი რჩება ერთადერთ არსებად, რომელმაც ცეცხლის დანთების ხელოვნება აითვისა. ცეცხლს მოაქვს სითბო და კომფორტი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკვების მომზადების ფუნქციაა. ჩვენმა წინაპრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ გზით დამზადებული საჭმელი უფრო უსაფრთხო და ადვილად გადასამუშავებელი იყო, რამაც მათი დიეტა უფრო მეტად დატვირთა ხორცეულით. მძლავრი და მცენარეულის ღეჭვაზე მორგებული ყბები თანდათან ზომაში შემცირდა, ტვინმა კი ზრდა დაიწყო, რათა ნადირობა უფრო მეტად ეფექტური ყოფილიყო. მსხვერპლის გამოჭერისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის ხელოვნება მეტ ინტელექტს მოითხოვდა. ცეცხლმა შეცვალა ადამიანთა კვების სტილი, შესაბამისად – საჭმლის მომნელებელი სისტემა, ყბების ფორმა, კბილები და იქცა ერთ-ერთ უდიდეს ფაქტორად თანამედროვე ინტელექტუალური ადამიანის ჩამოყალიბებაში. ქვის იარაღებმა ხელი შეუწყო ტვინის ზრდას, ცეცხლის კონტროლის უნარმა კი ეს პროცესი გაცილებით დააჩქარა. ამის შემდგომ არც ისე დიდ პერიოდში ადამიანის ტვინის ზომა ორჯერ გაიზარდა.

 


ცხოველების მოშინაურება – 10 000 წლის წინ
მოხეტიალე ცხოვრებისა და მუდმივად ნადირობაზე ჩასაფრების ნაცვლად ადრეული ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო ნაკლებად აგრესიული ცხოველების ყოლა მათი საცხოვრებლის სიახლოვეს, რაც შემდგომში დახმარებას გაუწევდათ მოგზაურობისას. მოგვიანებით მსგავსი სახის უფრო ხანგრძლივი დასახლებები შეიქმნა და ადამიანებსაც მეტი თავისუფალი დრო მიეცათ. შემდეგ იგივე გაიმეორეს მცენარეების შემთხვევაშიც და საფუძველი ჩაეყარა სოფლის მეურნეობას. შეწყვილება და მოშენება გახდა ფრთხილი კონტროლირებადი პროცესი, ქსოვა და ხელოვნების სხვა დარგები უფრო დაიხვეწა, გაიზარდა სხვადასხვა ტიპის საქონლით ვაჭრობის მასშტაბები. ადრეული საზოგადოება ძირითადად შემგროვებლობას ან ნადირობას მისდევდა და საქმიანობის მხრივ დიდი არჩევანი არ იყო, ამ პერიოდში კი ასობით ახალი ვარიანტი გაჩნდა, დაწყებული მეტალზე მომუშავეებიდან დამთავრებული მესაქონლეებითა და პირველყოფილი ვეტერინარებით. მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობა სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი იყო, ფერმერობამ კი ამ რიცხვის მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი. ფერმერობას სხვა ეფექტიც ჰქონდა: საკვების დიდი მარაგები, რომლებიც ამ გზით მიიღებოდა, ხელს უწყობდა სხვადასხვა სახის დაავადების გადამტანი პარაზიტების ზრდას, რამაც ხელი შეუწყო ადამიანების იმუნური სისტემის გაძლიერებას.

 


ბორბალი – 6 000 წლის წინ
ქრისტეს შობამდე IV ათასწლეულში ბორბალი გამოჩნდა მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში – მესოპოტამიაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ცენტრალურ ევროპაში. თავიდან მისით არც ისე აღტაცებულნი იყვნენ, რადგან სწორი გზების ნაკლებობის გამო ბორბალს ბევრი მომხმარებელი არ ჰყავდა. თანდათანობით ადამიანებმა სულ უფრო მეტი ტერიტორია აითვისეს დასასახლებლად და მუდმივად იგებოდა ახალი ბილიკები, სადაც საზიდრები გავლას შეძლებდნენ, ამან კი გაცილებით გაზარდა შრომის ნაყოფიერება. ჩვეულებრივმა ბორბალმა დასაბამი მისცა წყლის ბორბალსა და ქარის წისქვილს, რომლებმაც მოგვცეს ენერგია და შეამსუბუქეს ის ძალისხმევა, რაც ფერმერობასა და საკვების წარმოებას სჭირდებოდა. მოგვიანებით განვითარდა გადასაზიდი საშუალებები და ეტლები, რამაც თავისი როლი ითამაშა ომებსა და მოგზაურობებში. ჩვეულებრივი ბორბლის შთამომავლები ასევე არიან სართავი ჯარა (რომლითაც ტანისამოსი იკერებოდა), სამეთუნეო ჩარხი (რომლითაც მაღალი ხარისხის კერამიკა იწარმოებოდა), შკივები და კბილანები (რომელთა მეშვეობითაც განვითარდა მექანიკის ყველა დარგი), ასტროლაბი (უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო ციურ სხეულთა პოზიციის დასადგენად), პროპელერი (მამოძრავებელი ძალა თვითმფრინავისა და გემისთვის) და ორთქლის ძრავა.

 


მათემატიკა – 20 000 წლის წინ
დასაწყისში მათემატიკა ძალიან ნელა ვითარდებოდა, თუმცა მიწათმოქმედების განვითარებამ მისი საჭიროება გაზარდა. პროდუქტის გაცვლა-გამოცვლა და დიდი რაოდენობით საქონლის შენახვა ანგარიშის ცოდნას მოითხოვდა. ფერმერობის გაზრდასთან ერთად მიწათმოქმედებს დასჭირდათ არამარტო ასამდე და ათასებამდე დათვლა, არამედ ამ რიცხვების მიმატება-გამოკლებაც, რამაც გამოუმუშავათ მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების უნარი. მათემატიკის მეშვეობით ვაჭრობა უფრო კომპლექსური გახდა. შემდეგ ამას მოჰყვა ფულის გამოგონება, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესის რევოლუციას და ეკონომიკა და კომერცია გააფართოვა. მათემატიკის განვითარების წყალობით ინჟინერია და ასტრონომია ცალკეულ და ძლიერ დარგებად ჩამოყალიბდნენ, ეს ყველაფერი კი თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საფუძველი გახლდათ. შემდგომში მსოფლიომ გაიცნო არაბული რიცხვები და პოზიციური სისტემა (თვლის სისტემა, რომელშიც ყოველი ციფრის წონა დამოკიდებულია მის პოზიციაზე), რითაც მათემატიკა საყოველთაოდ აღიარებული გახდა.

 


მეტალის დამუშავება – 10 000 წლის წინ
სავარაუდოდ პირველი მეტალი, რომელსაც ფართოდ გამოიყენებდნენ, იყო ოქრო. ეს იმის გამოა, რომ სხვა კონკურენტების უმეტესობისგან განსხვავებით, ის ბუნებრივად არის სუფთა ფორმის და საკმარისად რბილია საიმისოდ, რომ ქვის იარაღებით დამუშავდეს. უძველეს ეპოქაში – ფარაონების ეგვიპტეში, ვედურ ინდოეთში, ისრაელის ტომებში, მაიას ცივილიზაციაში – მეტალს დიდი ღირებულება ჰქონდა, რადგან მათ ხშირად მისტიკური ელფერი ეძლეოდათ ადგილობრივი ლეგენდების გამო. ამ პერიოდის ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ცეცხლისგან წამოსული სითბოს მეშვეობით შესაძლებელი იყო, მადნეულიდან სხვა მეტალიც გამოეცალკევებინათ და თუკი ქვა ლითონებს შეიცავდა, მათთვის გამოსადეგი ხდებოდა. სპილენძი და კალა განსაკუთრებული სიმტკიცის გამო დიდად ფასობდნენ, მაგრამ მრავალჯერად გამოყენებაში ისინიც კი იცვითებოდნენ, სანამ არ მოიფიქრეს მათი გაერთიანება. ეს სავარაუდოდ შემთხვევით მოხდა და ასე გაჩნდა ბრინჯაო – შენადნობი, რომელიც გაცილებით მყარი იყო და შესაბამისად, უფრო სასარგებლო. ბრინჯაოს იარაღებმა და ხელსაწყოებმა მალე დაჯაბნეს ყველა კონკურენტი. ფერმერული ინსტრუმენტები, ეტლები, აბჯარი, მეცნიერული ხელსაწყოები არაჩვეულებრივად გაუმჯობესდა. რკინის დამუშავებას უფრო დიდი დრო სჭირდებოდა, რადგან მისი დნობის ტემპერატურა ძალიან მაღალია (1538°C), თუმცა მაინც მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ უკეთესი ვარიანტიც კი იყო. მეტალზე მომუშავეებმა შენიშნეს, რომ თუკი რკინა კონტაქტში შევიდოდა ორგანულ ნივთიერებებთან, ყალიბდებოდა თითქმის სრულყოფილი ლითონი – ფოლადი. ფოლადი უფრო მეტად გამძლეა დაჟანგვის მიმართ და უფრო ადვილია მისი შედუღება, დღევანდელ ეპოქაში კი ფართოდაა გავრცელებული და მასიურად მოიხმარება.

 


ქაღალდი – ქრისტეს შობამდე II საუკუნე
ჩინური გამოგონების, ქაღალდის ფართო მოხმარება ძირითადი ფაქტორი გახლდათ საყოველთაო განათლების დონის ამაღლებაში. მანამდე ადამიანები ძირითადად ქვიშაზე ან მიწაზე წერდნენ, რაც ხანგრძლივ პირობებში არაპრაქტიკული იყო. ამიტომ ხალხის ძირითადი ნაწილი უწიგნური რჩებოდა, მხოლოდ მცირეოდენი მასა იყო ინტელექტუალი. საყოველთაო განათლება გულისხმობდა იმას, რომ წერის პროცესი უნდა ყოფილიყო მარტივი და ეფექტური, ამიტომ რთული იეროგლიფები დახვეწეს და გაალამაზეს. მარტივი წერის ახალი ხელოვნება იმდენად ხელმისაწვდომი იყო, რომ მიაღწია იმ ადამიანებამდეც კი, რომლებსაც არც ქაღალდი ჰქონდათ და არც იმის საშუალება, წერა-კითხვა ესწავლათ. ფართოდ გავრცელებული განსწავლულობა და შემდგომ განვითარებული წერის სტილი საოცრად სასარგებლო იყო ინფორმაციის შესანახად და კონკრეტულ ეპოქაში არსებული ცოდნის ფურცელზე გადასატანად, რათა შემდგომ თაობებამდე მიეწვდინათ. ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ცოდნის მოცულობა მუდმივად და სწრაფად იზრდებოდა, აღარ იყო დამოკიდებული იმ ერთეულ ადამიანებზე, რომლებიც ინფორმაციას ზეპირად სწავლობდნენ. განათლების დონის მატებამ უფრო ადვილი გახადა შორ მანძილზე კომუნიკაცია და იყო პირველი პატარა ნაბიჯი ერთიანი მსოფლიო საზოგადოებისკენ.

 


საბეჭდი მანქანა – 1440 წელი
ქაღალდი და ინფორმაციის ჩაწერის საშუალება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ცოდნის შენახვასა და გავრცელებაში, მაგრამ ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგიც ჰქონდა – წიგნების დასაწერად საჭირო იყო დიდი ხნის განმავლობაში მუყაითი შრომა, რის გამოც მათი რაოდენობა არც ისე დიდი გახლდათ და მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. იოჰან გუტენბერგის მიერ საბეჭდი მანქანის გამოგონებამ საშუალება მისცა ადამიანებს, ნაკლები ენერგიის დახარჯვით და მოკლე დროში დაემზადებინათ წიგნები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ცოდნის ხელმისაწვდომობა და გავრცელების არეალი, თემატიკა კი მეტად მრავალფეროვანი გახდა. მუდმივად იზრდებოდა მთლიანი მოცულობა იმ ინფორმაციისა, რომლის შენახვაც შესაძლებელი იყო. წიგნები უფრო ადვილად საშოვნი გახდა და ამის შედეგად განათლების დონემ სწრაფი მატება დაიწყო. მაშინდელი მიზანი, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონოდა განათლების მიღების საშუალება, დღესდღეობით თითქმის სრულად მოქმედებს პრაქტიკაში. მსოფლიო მოსახლეობის ინტელექტის დონის ამაღლების საკითხში ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

 


ვაქცინაცია – 1724 წელი
მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე ძველი ცივილიზაცია იყენებდა და საბოლოოდ ინდოეთში ან ჩინეთში განვითარდა XVI საუკუნეში, მისი სწორი გაგება მხოლოდ XVIII საუკუნეში მოხდა, ფართო გავრცელება კი გასულ საუკუნეში დაიწყო. ალბათ ზედმეტია ამ გამოგონების სარგებლიანობაზე საუბარი. ისეთი დაავადება, როგორიცაა ყვავილი, ვაქცინაციის წყალობით სრულად გაქრა. მანამდე კი ყვავილით დაავადებული მოწიფული ადამიანების ნახევარი და ბავშვების 80% იღუპებოდა. საუკუნეების მანძილზე ეს დაავადება წელიწადში მილიონობით ადამიანს ასალმებდა სიცოცხლეს. ზოგიერთი ცნობით, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ მეოცე საუკუნეში 500 მილიონს მიაღწია. სიტყვა „ვაქცინა” პირველად 1796 წელს გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა, რომელიც მანამდე ყვავილისგან დასაცავად ადამიანებს უცრიდა ძროხის ყვავილს. ძროხის ყვავილი ჰგავდა ყვავილის დაავადებას, თუმცა უფრო მსუბუქი იყო და მისი მეშვეობით შექმნილი ვაქცინა ზრდიდა იმუნიტეტს. 1977 წელს აცრილთა რაოდენობამ ზღვარს მიაღწია და რადგანაც აღარავინ დარჩა, ვინც შეიძლებოდა დასნეულებულიყო, ეს დაავადება უბრალოდ გაქრა. ყვავილის ბოლო ორი მსხვერპლი 1978 წელს დაფიქსირდა ინგლისის ქალაქ ბირმინგემში. ასევე უთვალავი სხვა უსიამოვნო და მომაკვდინებელი დაავადება, რომელთა წინაშეც ჩვენი წინაპრები უძლურნი იყვნენ, ამჟამად ადვილად აცილებადია პატარაობისა და ბავშვობის ასაკში ვაქცინის მეშვეობით. ვაქცინაციის შექმნამ იხსნა მილიარდობით სიცოცხლე და ადამიანთა ცხოვრება გაცილებით გააუმჯობესა.

ოპტიკური ილუზიები

ადამიანის თვალი და გონება იმას აღიქვამს, რასაც მიამსგავსებს ყველაზე მეტად და რასთანაც ასოციაციები უჩნდება. ზოგჯერ ოპტიკურ ილუზიას მხედველობის და აღქმის სისტემა შეცდომაში შეყავს და ისე არ აღიქვამს ადამიანი, როგორც რეალურად არის. ამის მიზეზია შუქ-ჩრდილები, ფერები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ოპტიკურ ილუზიას, რომელიც ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს.

ოპტიკური ილუზია,  A და B უჯრები,  შავი და თეთრი
ამ სურათზე A და B უჯრები არის ერთი ფერის, თუმცა ადამიანი აღიქვავს მათ როგორც თეთრს და შავს. თუ არ გჯერათ რომ ერთი ფერისაა, შეგიძლიათ ამოჭრათ თქვენს ფოტო რედაქტორში და გვერდიგვერდ დადებით შეადაროთ.

 

ამ ოპტიკური ილუზიით ჩანს რომ თითქოს ზემოთ უფრო მუქი რომბებია და ქვემოთ ღია, სინამდვილეში ესეც ილუზიაა.

ოპტიკური ილუზია,  წრეები
ამ სურათზე მხოლოდ 4 წრეა გამოსახული და ისინი ერთმანეთთან თანაბარი მანძილით არიან დაშორებულები, თვალით კი ჩანს, რომ თითქოს ერთმანეთს კვეთენ ან სპირალისებრად არიან გალაგებულნი.

ოპტიკური ილუზია კვადრატების გვერდები
თითქოს კვადრატების გვერდები არ არის სწორი და “დაღუნულია”, მაგრამ თუ სახაზავით ნახავთ, კვადრატების გვერდები სწორია და მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის პარალელური.

 

რისთვის დასჭირდა მსოფლიოს “21 დეკემბერი” ???

Image21 დეკემბერზე, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ამას განხილვა არ სჭირდება, მაგრამ ცალკე თემაა ის, თუ რატომ “გამოიგონეს” ეს დღე და ვინ გამოიგონა. “იქ მაიას ტომის კალენდარიო, იქ ლამას წინასწარმეტყველება, იქ ასტეროიდი, იქ პლანეტა “ნირიბუ”, ასეთი სისულელეებით აშინებდნენ ხალხს…” ძალიან ბევრმა ამის გამო თავიც კი მოიკლა… ამას თავი დავანებოთ, ახლა მთავარი ისაა, რომ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა 21 დეკემბრისთვის გააკეთეს “თავშესაფარი” და ბილეთები გაყიდეს ძალიან ძვირად, ასევე იყიდებოდა მრავალი ნივთი, რომელიც “დაგჭირდებათ 21 დეკემბერს”, და ბევრი ასეთი რამ. ხალხში ამ დღემ პანიკა გამოიწვია, ხოლო “მთავრობას” ფული შემატა. ( როდესაც მილიონერი ხარ იყიდი “თავშესაფრის ბილეთს” აბა რას იზამ… ) რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით 300 ადამიანი მიწისქვეშა, 65 მ სიღრმის ბუნკერში ჩავიდნენ, რომელიც “ცივი ომის” პერიოდიდან არის შემორჩენილი. ეს ყველაზე გამაგრებული ადგილია რუსეთში. გავრცელებული ხმების მიხედვით, მხოლოდ იქ შეიძლება გადარჩნენ, “სამყაროს დასასრულის” შემთხვევაში. რა სისულელეა, როგორ გადაურჩებიან “სამყაროს დასასრულს”? ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაფიქსირდა ასეთი ფაქტი… .ცალკეულმა ოჯახებმა თავშესაფრებში გადაინაცვლეს, სადაც წინასწარ მომარაგებული აქვთ საკვები და წყალი. აქედან გამომდინარე მინდა ჩემი აზრი გამოვხატო, რომ მსოფლიოს აღსასრული მეცნიერებმა კი არა არამედ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა გამოიგონეს “ფულის გაკეთების მიზნით”. ჩემი აზრი ასეთია შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს უფრო რეალურია, თან ახლახანს “აღმოაჩნიეს” მაიას ტომის ახალი კალენდარი, ესეც სისულელეა. ეს ყველაფერი ფულის შოვნის მიზნით არის გამოგონილი…

რა შემზარავ ისტორიებს ინახავს გიკაშვილების სახლი და რა სასწაულის მომსწრენი გახდნენ ისინი

Imageცოტა ხნის წინ, გორის რაიონის სოფელ ტირძნისში 
მოსახლეობამ ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე იესო ქრისტეს გამოსახულება შეამჩნია.
ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სასწაულის სანახავად თვეების 
განმავლობაში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც. ეს სახლი უბედურების მატარებელი აღმოჩნდა. ისტორიებისა და ფაქტების შესახებ თავად სახლის პატრონი, ქალბატონი ლალი გვესაუბრება.

– ჩვენს სახლს ძალიან მძიმე ისტორია აქვს. მანამ, სანამ ჩვენ ამ სახლს 
ვიყიდდით, ვინც კი აქ ცხოვრობდა, ყველამ უბედურება განიცადა. თუ რატომ ტრიალებდა საშინელება, არავინ ინტერესდებოდა, რადგან, მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენი რწმენა სხვანაირი იყო. როდესაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად, მეზობლები დაჟინებით მთხოვდნენ, რომ წავსულიყავით და სხვაგან დავსახლებულიყავით, მაგრამ, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და ვამბობდი, ცუდი რა უნდა მომივიდეს-მეთქი. მყავდა მეუღლე, შვილები და ბედნიერად 
ვცხოვრობდი.

– მომიყევით თქვენი სახლის ისტორია.

– მაშინ, როდესაც ეს სახლი აშენდა, აქ უშვილო ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომლებმაც უფლისადმი შვილის ყოლის თხოვნით წმინდა ბარბარესა და გერის წმინდა გიორგის ტაძრიდან კაკლის ნერგები ჩამოიტანეს და ეზოში დარგეს. 
გადმოცემით, შემდეგ უკვე ეს ადგილი სალოცავად გადაიქცა – ხალხი მალულად მოდიოდა და სანთლებს ანთებდა. გავიდა წლები და მოხუც ცოლ-ქმარს ერთი შვილი – გოგონა შეეძინათ. შემდეგ ეს გოგონა ძალიან ცუდ გზას დასდგომია და, იმის გამო, რომ მას მშობლები წესიერი საქციელისკენ მოუწოდებდნენ, მათი მოწამვლა 
გადაწყვიტა. მას ერთი პატარა შვილი ჰყავდა. მშობლებისთვის განკუთვნილი საწამლავი, შემთხვევით, სკოლიდან დაბრუნებულმა მისმა შვილმა შეაყოლა საჭმელს და გარდაიცვალა. ამის გამო, ბავშვის დედამაც თავი მოიკლა და მოხუცი ცოლ-ქმარი მარტო დარჩა. მათ ყველაფერი გაყიდეს, თუკი რამ ებადათ და სასმელს მიეძალნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი უპატრონოდ დარჩა. 
მერე გამოჩნდა ერთ-ერთი ნათესავი, რომელმაც ეს ბინა გაყიდა ცხინვალელებზე. ახლად დასახლებულებს ჰყოლიათ ორი ბიჭი და ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილა, მათთან ერთად დაღუპულა მამაც და ყველა მამაკაცი, ვინც კი ოჯახში იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ სახლი ისევ გაიყიდა და იმ ოჯახშიც იგივე განმეორდა – ყველა მამაკაცი დაიღუპა, მხოლოდ ორი ქალი დარჩა, რომლებიც ახლა მოსკოვში 
ცხოვრობენ.

– დაუჯერებელი ისტორიებია. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორღა გადაწყვიტეთ აქ დასახლება? თავიდან არ იცოდით ეს ამბები?

– მაშინ, როცა ჩემი მამამთილი ამ სახლს ყიდულობდა, მეზობლებმა უთხრეს, ეს კარგი ადგილი რომ ყოფილიყო, ჩვენ შევიძენდითო. მათ ურჩიეს, რომ აქ არ დავსახლებულიყავით. ჩემი მამამთილი ასეთი გადმოცემების მიმართ ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი და არც სჯეროდა. მეზობლები კი დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ ეს სახლი დაგვეტოვებინა. თავიდან მეც შევშინდი და ოჯახის წევრებს ვთხოვდი, სხვაგან გადავსულიყავით საცხოვრებლად, მაგრამ, მხარში 
არავინ დამიდგა, რადგან, არ სჯეროდათ და მეც, რა მექნა, გავჩუმდი.

– და, სამწუხაროდ, უბედურება თქვენს ოჯახზეც გადმოვიდა – დაგეღუპათ ახალგაზრდა მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები…

– დამეღუპა დედამთილი, მამამთილი, მეუღლე და ახალდაბადებული შვილი. 
უბედურება ამ სახლში ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს სახლი, რომ ვიყიდეთ, ვინც ჩვენამდე აქ ცხოვრობდა, მისი დაღუპვის შვიდი წლისთავზე გარდაიცვალა ჩემი დედამთილი, შვიდი წლის შემდეგ – ჩემი მეუღლე, შემდეგ – მამამთილი. საინტერესოა ის, რომ, კაკლის ხეები, რომლებზეც ზემოთ გესაუბრეთ, ჩემმა მეუღლემ მოჭრა. ისტორია ჩვენი სახლის შესახებ კი ვიცოდით, მაგრამ, კაკლები თუ წმინდა ადგილიდან იყო ჩამოტანილი და ოდესღაც ამ ხეებთან ხალხი 
ლოცულობდა, ნამდვილად არ ვიცოდით. ჰოდა, ჩემმა მეუღლემ სული იმ მოჭრილ კაკალთან დალია. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. გლანდების ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ სასმელი დალია – ეს გახდა მიზეზი. როგორც ექიმებმა 
თქვეს, გული „მოხარშული“ ჰქონია.

– ცოტა ხნის წინ თქვენს ჭიშკარზე იესო ქრისტეს სახე გამოისახა. ვინ შენიშნა ეს?

– თავიდან ეს ჩემმა მეზობელმა შენიშნა. რაღაცა ბრწყინავდაო და, როდესაც დააკვირდა, უფლის სახე იყო. ამ დროს მე სამსახურში ვიყავი. რომ მოვედი, ჩემს სახლთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. თავიდან შემეშინდა კიდეც, ვიფიქრე, რამე ცუდი მოხდა-მეთქი. ამის შემდეგ მოვიდა მამაო, მან იესო ქრისტეს გამოსახულებასთან ერთად შენიშნა გადაშლილი წიგნი, რომელიც სახარებად აღიქვა. ამ ფაქტით ძალიან დაინტერესდა და მირჩია, გამეგო სახლის ისტორია. ყველაზე ხნიერ ადამიანთან მივედი და ყველა ის ინფორმაცია დავაზუსტე, რაც ზემოთ მოგიყევით. ამის შემდგომ მამაომ მითხრა, რომ, იმ უბედური შემთხვევებით, რაც ჩემს ოჯახსა და ამ სახლში მცხოვრებ სხვა 
ადამიანებს დაემართათ, არის უფლის მინიშნება, რომ აქ ადამიანების ცხოვრება არ შეიძლება. მამაომ სახლის ისტორიის ყველა დეტალი ჩამაწერინა და გორის მეუფეს წაუღო. მეუფე მიბარებს, ჩამოდიო, მაგრამ, ვერ მივედი. როგორც ვიცი, უნდათ, რომ ამ ადგილას სალოცავი გააკეთონ და მე სხვაგან დამასახლონ, 
რადგან, აუცილებელია, აქ უფლის სალოცავი იყოს.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა ამ სასწაულის სანახავად.

– მართლაც უამრავი ხალხი მოდიოდა. მე დღისით სამსახურში ვიყავი და იმდენად ვერ ვხედავდი ხალხს, მაგრამ, საღამოსაც კი რიგები იდგა. იღებდნენ სურათებს და ასე შემდეგ.

– რატომ არ მიხვედით მეუფესთან? ის ხომ გითვლით, რომ თქვენი ნახვა უნდა?
თუ გგონიათ, რომ ჭიშკარზე უფლის გამოსახვით ის გაჩვენებთ, რომ თქვენთანაა?

– სხვათა შორის, მართლაც მგონია, რომ უფალი ჩემთანაა. შიშის გრძნობა საერთოდ არ მაქვს. მართლა არ ვიცი, რატომ ვერ მივდივარ მეუფემდე. რაღაცა ძალა მაჩერებს. ამას წინათ სამსახურში პრობლემები მქონდა და ძალიან მომინდატაძარში წასვლა. როდესაც მივედი, დავჯექი, მაგრამ, იმდენი ძალა ვერ მოვიკრიბე, რომ მეუფეს დავლაპარაკებოდი, რომელიც იქვე იყო. ავდექი და წამოვედი. არ ვიცი, ეს რატომ მემართება.

– ძალიან მიკვირს, რომ ამ ყველაფრის მერე შიში არ გაქვთ.

– მართლა არ მეშინია. არის ერთი პრობლემაც: მე არ მყავს მეუღლე და არც არავინ ისეთი, ვინც შეიძლება, გვერდში დამიდგეს. სასულიერო პირები კი მპირდებიან დახმარებას, მაგრამ ისინი მეუბნებიან, რომ უნდა ვიარო ტაძარში, ჩავაბარო აღსარება. აქამდე რომ ეკლესიურად არ მიცხოვრია, ახლა მიჭირს ტაძარში სიარული. ყველაფერთან ერთად, დროც არ მაქვს.

– ნათესავები რას გეუბნებიან?

– ვინც მოდის და ნახულობს უფლის გამოსახულებას, ყველა აღფრთოვანებული რჩება. რჩევით კი მეუბნებიან, რომ მე თვითონ უნდა გადავწყვიტო.

– დღეს როგორ ცხოვრობთ?

– ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, ისე, როგორც ტრადიციულ ქართულ ოჯახს შეეფერება. ჩემი უფროსი ბიჭი ტაძარში ხშირად დადის.

 

ეს პოსტი მომზადებულია: http//intermedia.ge/