კორიდა

Image

კორიდა ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმა. დამახასიათებელია ესპანეთისათვის. თავდაპირველად კორიდა იმართებოდა ქალაქის სწორკუთხა მოედნებზე, XVIII საუკუნეში კორიდის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ იგი იმართებოდა უკვე წრიულ მოედნებზე. საქართველოში ცობილი იყო კურულის სახელწოდებით. 2011 წელს კატალონიაში კორიდას ჩატარება აიკრძალა.

კორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიცხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.

ხულიო აპარიჩიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მატადორია. 2010 წელს ის ტრადიციულად გამოდიოდა ფესტივალში ხარების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მადრიდში იმართებოდა. ორთაბრძოლისას ხარმა შეუტია ხულიოს და დარქინა. რქამ გახვრიტა ტორეადორის ნიკაპი და პირიდან გამოვიდა. ხულიო სერიოზულად დაშავდა და ორი ოპერაცია გადაიტანა, რომ სიკვდილისგან თავი დაეღწია.

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s