შოკოლადის ისტორია

Image

1519 წლის ნოემბერში, როდესაც ესპანელი ჯარისკაცების კბილებამდე შეიარაღებული ბრბო გენერალ კორტესის მეთაურობით მექსიკის ტერიტორიაზე შეიჭრა და ააოხარა აცტეკების იმპერატორ მონტესუმას სასახლე, მუქი ფერის გამომშრალი მარცვლების დიდი მარაგი აღმოაჩინა… მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მარცვლებისაგან დამზადებული შოკოლადი მთელ სამყაროს დაიპყრობდა. შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა, როგორც kakawam – მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვ.წ.აღ. მექსიკის ყურეში. მას შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ მოახერხეს ველური კაკაოს ხის კულტივირება. ამავე პერიოდში დაიწყეს შოკოლადის საკვებად მიღების მეთოდების შემუშავებაც . კაკაოს მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ, შემდეგ კვლავ აცხელებდნენ და ასე მიიღებოდა კაკაოს ხსნარი . ხსნარს ტრიდნენ წყალში და უმატებდნენ წითელ წიწაკას . შედგად მიიღებოდა მომწარო გემოს სასიამოვნო სასმელი, რომელიც ” ღმერთების სასმელის ” სახელით შემორჩა ისტორიას. მაიას ტომების შემდეგშოკოლადის მომზადების ტრადიცია განაგრძეს აცტეკებმა. ისინი წყალში გახსნის ხსნარს უმატებდნენ თაფლს, აგავას ნაყენს და ჩოკოლატადწოდებულ ამ სასმელს ენერგიის წყაროდ მიიჩნევდნენ .

მრავალი საუკუნის განმავლობაში შოკოლადი არსებობდა მხოლოდ თხევადი სახით. ეს სასმელი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების ნაწილიც. ევროპაში კაკაოს გავრცელება ერნან კორტესის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს . სწორედ მან ჩაუტანა ესპანეთის მეფეს კაკაოცა და მისი დამზადების რეცეპტებიც. რძიანი შოკოლადის გამოგონება კი ეკუთვნის შვეიცარიელ მეცნიერს დანიელ პიტერს.

Image

 

პირველი კაფე, სადაც შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს, 1657 წელს გაიხსნა ლონდონში. შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად და 1 ფუნტი შოკოლადი 15 შილინგი ღირდა .

მე-17-18 საუკუნეების ექიმები თავის მდიდარ პაციენტებს შოკოლადს უნიშნავდნენ როგორც საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას და ბევრი დაავადების წამალს.

მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასი ტონა შოკოლადი იჭმევა . შოკოლადის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი დარგია კვების მრეწველობაში. შოკოლადი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია ინდიელების მწარე სასმლიდან ნატიფ დესერტამდე და მასობრივი მოხმარების პროდუქტად იქცა, რომელიც ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა . გემოსა და კომერციული ფასეულობის გარდა შოკოლადს გააჩნია განწყობის ამაღლებისა და ძალების აღდგენის საოცარი თვისება. 

Image

 

პირადად მე ძაან მიყვარს😀😀🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s