ალექსანდრე მაკედონელი

Image

ალექსანდრე მაკედონელი იყო უდიდესი სტრატეგი , მეფე და ამ დრომდე ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, მან თითქმის მთლიანად დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი მთელი მსოფლიო…

ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.
როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარჩე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“
ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს საპატივცემულოდ ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.[1] ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ.
ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ ერთხელ უთქვამს:

„მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს“

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.
გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი ჯარის თითქმის მუდმივი წვრთნა[7], რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).
ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

მნიშვნელოვანი თარიღები 
ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.
ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.
ძვ. წ. 334 : ივნისში , გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.
ძვ. წ. 333 : ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.
ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელას ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიუს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.
ძვ. ჭ. 331 : გავგამელას ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი.
ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.
ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.
ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.
ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო ”სოგდიის კლდე”, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.
ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა.
ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.
ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიუს III-ის ქალიშვილზე-სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არცერთი წყაროთი არ დასტურდება).
ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s