სოციალური ქსელები და ინტერნეტის 1%-ის კანონი

Imageმას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, თი­თოეული ჩვენგანი ერთობ პროზაული პრობლემის წინაშე დადგა. არსაიდან წა­მოიჭრა რიტორიკული შეკითხვა, რომე­ლიც დაუყოვნებლივ და აუცილებელ პა­სუხს საჭიროებს. შეკითხვა შემდეგია: როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი მეგობ­რების რაოდენობა სოციალურ ქსელში არც იმდენად დიდი იყოს, რომ უინტე­რესო სპამმა წაგვლეკოს და არც იმდე­ნად პატარა, რომ მოწყენილობისაგან მოვკვდეთ?! ეს კი უპირატესად ჩვენ­თვის საინტერესო ადამიანების დახარის­ხებისკენ გვიბიძგებს, თუმცა რა პრინცი­პით უნდა მოხდეს მათი დახარისხება, კვლავაც უცნობია.

ამ პრობლემას უფრო შორსმიმავალი ფესვები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რთული სისტემების კვლევებს უკავშირდება. ეს კვლევები თანამედ­როვე მეცნიერებაში სინერგიის სახელით არის ცნობილი. უხეშად რომ გან­ვმარტოთ, სინერგია ზესისტემური კანონზომიერებაა, რომელიც სისტემის შე­მადგენელი ნაწილებისაგან დამოუკიდებლად არსებობს და სისტემას თავი­სუფლების დამატებით ხარისხს ანიჭებს. ამის ნათელი მაგალითი ჰაერში ჟან­გბადის შემცველობაა: მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგისა და ჟანგბა­დის გამომმუშავებელი ერთეულების (მცენარეების და სხვა ცოცხალი არსებე­ბის) რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი არაა, ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მაინც 21%-ის ფარგლებში რჩება.

როგორც აღმოჩნდა, სოციალურ ქსელებში ადამიანები სამ ძირითად კატეგო­რიად იყოფიან. ეს კლასიფიკაცია სათავეს Web 2.0-ის შექმნიდან იღებს, როდე­საც მომხმარებელთა ფართო მასებს ინტერნეტში საკუთარი ინფორმაციის იო­ლი განთავსებისა და კომენტირების საშუალებები მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ვიკიპედიის სტატიის დაწერა, ან Youtube-ში ვიდეოს ატვირ­თვა ფიზიკურად ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ამას, როგორც აღმოჩ­ნდა, მათი ძალიან მცირე ნაწილი აკეთებს. უმრავლესობა მაინც მხოლოდ ინ­ფორმაციის მოხმარებითაა დაკავებული. იგივე ითქმის სოციალურ ქსელებში ჩვენს აქტივობაზეც: ძალიან დიდი ნაწილი კითხულობს, ვიდრე წერს და აკო­მენტებს. ეს ფაქტორი კი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეგობრების სიის ფილტრაციის დროს.

ინტერნეტის მომხმარებლების გენერირებული ინფორმაციის ანალიზის შედე­გად, ბენ მაკკონელმა და ჯეკი ჰუბამ ჯერ კიდევ 2005 წელს მოულოდნელი კა­ნონზომიერება დაადგინეს, რაც მას შემდეგ არაერთხელ დამტკიცდა ემპირიუ­ლად. კანონზომიერება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ 1% ქმნის ინფორ­მაციას, 10% ამ ინფორმაციას მცირედით ცვლის, ან კომენტარს ტოვებს და და­ნარჩენი 89% კი პირდაპირი გზით მოიხმარს ისე, რომ საკუთარი არსებობის არანაირ კვალს არ ტოვებს. გადანაწილება „1-10-89” ბოლო წლებში დიდი გან­სჯისა და განხილვის საგანს წარმოადგენს ინტერნეტის ბლოგებსა და ფორუ­მებზე, სადაც ინფორმაციის მწარმოებელთა 1% დანარჩენ კომენტატორ 10%-ს საყვედურობს მათი მცირერიცხოვნების გამო.

სოციალურ ქსელებში მეგობრების სიის ფორმირება, ზემოხსენებული ინტერ­ნეტის 1%-ის ემპირიული კანონის გათვალისწინებით, როგორც აღმოჩნდა, ძა­ლიან ეფექტურია. თუ შერეულ ვარიანტებს გამოვრიცხავთ, იდეალურ შემ­თხვევაში სულ ორი შესაძლო სცენარის წარმოდგენა შეიძლება: 1) მომხმარებე­ლი და კომენტატორი მეგობრების სიაში შლიან ყველა მომხმარებელს და მხო­ლოდ ინფორმაციის მწარმოებლებს და კომენტატორებს ტოვებენ; 2) ინფორმა­ციის მწარმოებლები კი შლიან ინფორმაციის მწარმოებლებს და საკუთარი კო­მენტატორებისა და მკითხველების პირისპირ რჩებიან. სინერგეტიკული კანონ­ზომიერების ცოდნა ამგვარად სისტემის უკეთ გააზრების საშუალებას გვაძ­ლევს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. სწორად ამ გზი­თაა შესაძლებელი, რომ არც სპამი გვახრჩობდეს და არც მოწყენილობა გვაწუ­ხებდესImage.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s