ბიჭი, რომელიც კომპიუტერთან ჯდომამ მოკლა

Image

18 წლის ტაივანელი ბიჭი სახელად ჩუანგი ინტერნეტ კაფეში ცალკე ოთახში განმარტოვდა.

მას უნდოდა ხელის შეშლის გარეშე ეთამაშა საყვარელი კომპიუტერული თამაში ”Diablo 3”. ”Diablo 3” საკმაოდ დაძაბული პოპულარული ვიდეო თამაშია.

პარასკევიდან მოყოლებული შეუსვენებლად თამაშობდა. ინტერნეტ კაფის თანამშრომელი კვირა დილით მის ოთახში შევიდა და მძინარე ჩუანგი დაინახა. ტაივანელმა ბიჭმა გაიღვიძა, ადგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უსულოდ დაეცა.

მედიკოსები ზუსტ დასკვნებს ვერ აკეთებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ სიკვდილის შესაძლო მიზეზი კომპიუტერთან 40 საათი შეუსვენებლად ჯდომაა. ერთ პოზიციაში ჯდომამ გამოიწვია კარდიოვასკულარული პრობლემები ან ფატალური თრომბი.

ასეთი შემთხვევა წელს კიდევ დაფიქსირდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი 23 საათი კომპიუტერთან ჯდომის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

ექიმები გვირჩევენ, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო მკაცრად გავაკონტროლოთ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s