გინესის რეკორდების წიგნი

1951 წლის 4 მაისს კომპანია “Guinness Brewery“-ის დირექტორი, სერ ჰიუ ბივერი, სანადიროდ ვექსფორდში, ირლანდიაში გაემგზავრა. აქ იგი კამათის მონაწილე გახდა, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში. კამათისას ბივერი მიხვდა, რომ ამის გაგება ენციკლოპედიებიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა მსგავსი ენციკლოპედიის შექმნა, რომელიც ყველას დააინტერესებდა და პოპულარული გახდებოდა. ასე წარმოიშვა “გინესის რეკორდების წიგნი”.

პირველი “გინესის რეკორდების წიგნი“, რომელიც 197 გვერდისგან შედგებოდა, გამოვიდა 1955 წლის 27 აგვისტოს და საშობაოდ ეს კრებული ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა დიდ ბრიტანეთში. პირველი გამოცემიდან დღემდე მოყოლებული გაყიდულია 400 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. დღეს-დღეობით “გინესის რეკორდების წიგნი 2011″ ბოლო გამოცემაა.

ეს რაც შეეხებოდა მცირე ისტორიას, ამ პოსტში კი იმ პიროვნებების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ.

Gary Turner

გარი თურნერი ბრიტანეთიდან, რომელსაც შეუძლია თავისი სხეულის კანი გაწელოს 15,8 სანტიმეტრამდე. ეს ყველაფერი კიელერს-დანლოსის სინდრომის დამსახურებაა. იგი გინესის რეკორდების წიგნში “ადამინი-რეზინის” სახელითი არის შესული.

 

ჯოლ ვოლი ამერიკიდან, რომელიც თავისი სიამაყის გვერდით დგას – რეზინის ლენტისგან შექმნილი ყველაზე დიდი ბურთი, რომლის წონაც 4 ტონას აჭარბებს. იგი 2008 წლის 13 ნოემბერს ფლორიდას შტატში აწონეს.

ყველაზე სწრაფი მორბენალი ლასტებით (დიახ ლასტებით :D ) გერმანელი მარენ ცოკნერია. მან 100 მეტრიანი დისტანცია 22,35 წამში დაფარა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი დანამსოფლიოში ყველაზე დიდი, ჯიბის დანა 3,9 მეტრის არის და 122 კილოგრამს იწონის. თუმცა ძნელია ასეთი ზომის ნივთს, “ჯიბის დანა” :D . იგი პორტუგალიაში, 2003 წელს შექმნეს ტელმო კადავეზმა და ვირჯილიო რაულმა.

ანიტა შვარციანიტა შვარცი გერმანიიდან, რომელმაც შეძლო და გაიარა 40 მეტრის მანძილი 19 ლუდის გათხით ხელში.

სკოტ მერფისკოტ მერფი შეერთებული შტატებიდან, რომელმაც 30 სმ დიამეტრის მქონე ტაფა 30 წამში მოღუნა და 17 სანტიმეტრამდე დააპატარავა.

ყველაზე გრძელი ფრჩხილებიმელვინ ბუტი მიჩიგანიდან (მარჯვნივ), მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე 9 მეტრი და 5 სმ-ია. ლი რედმონდს (მარჯვნივ) კი ფრჩხილები 1979 წლიდან არ დაუჭრია. მისი სიგრძე 8 მეტრი და 65 სმ-ი იყო მანამ, სანამ ავტოავარიაში არ დაკარგა თავისი “სიამაყე”.  მისი თქმით ასე ცხოვრება ბევრად ადვილია, თუმცა ეს ყველაზე დეპრესიული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

227 მაისურიჯეფ ვან დიკს კი შეძლო თავის სხეულზე 227 მაისურის ჩაცმა. ეს რეკორდი 2008 წლის 24 აპრილს, ბელგიაში დამყარდა.

საათების ყველაზე დიდი კოლექციასაათების ყველაზე დიდი კოლექციონერი ჯეკი შოფია ამერიკიდან. მან 2008 წლის 17 ივნისის ჩათვლით 1094 საათი მოაგროვა.

კაცი-ყინულიჰოლანდიელი უიმ ჰოფის ნიჭის კი ნებისიმიერ თქვენგანს შეშურდება. მან 1 საათისა და 42 წუთის განმავლობაში სრულიად შიშველმა გაძლო ყინულის ქვეშ.

ყველაზე გრძელი ნავიის ინდოეთია, ყველაზე გრძელი ნავი, რომელიც 43,7 მეტრისაა და ზედ 143 ადამიანის ადგილია, აქედან 118 მენიჩბეა, 2 მედოლე, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები. მისი პირველი ექსპლუატაცია 2008 წლის 1 მაის მოხდა.

რეკორდი ცხენითყველაზე უცნაური რეკორდი ვენგრიელმა, ჰალაპი როლანდმა დაამყარა, რომელიც ცეცხმოკიდებული ცხენმა ათრია 472 მეტრის მანძილზე.

ყველაზე გრძელი წვერისარვან სინგის წვერის სიგრძე 2 მეტრსა და 33 სმ-ს აღწევს.

ყველაზე გრძელი ძაღლის ყურებიმსოფლიოში ყველაზე გრძელი ძაღლის ყურებია 34,9 სმ მარჯვენა და 34,2 მარცხენა. ეს შინაური ცხოველი ბრაიან და ქრისტინა ფლენსერების კუთვნილებაა, რომლებიც ილინოისის შტატში ცხოვრობენ.

თმები ყურებიდან

თმები ყურებიდან არაერთ ადამიანს ამოსდის, თუმცა 18 სანტიმეტრის სიგრძის მხოლოდ ინდოელ, ენტონი ვიქტორს გააჩნია.

წყაროდ გამოყენებულია : http//landish.ge/

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s