Top 9 მეცნიერების შეცდომა ისტორიაში


გაგრძელებაში იხილეთ სტატია

9. ალქიმია

ჩვენ დროში ცოტა გიჟურად და არარეალურად ჟღერს ვინმემ ჟანგიანი რკინის ნაჭერი აიღოს და ოქროდ აქციოს. მაგრამ წარმოიდგინეთ რომ შუა საუკუნეებში ან კიდევ უფრო ადრე დაიბადეთ, მაშინ მეშვიდე კლასიდან სკოლაში ქიმიის გაკვეთილებს ნამდვილად ვერ დაესწრებოდით. შესაბამისად არც ქიმიურ ელემენტებზე გექნებოდათ რაიმე წარმოდგენა. ერთადერთი რაც შეიძლება გცოდნოდათ ეს იყო საკუთარი თვალით დანახული ქიმიური რეაქციები რომლებიც ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა თქვენს გონებაზე. მაგალითად თუ როგორ იცვლიან სუბსტანციები ფერებს, ყრიან ნაპერწკლებს, ფეთქდებიან, ორთქლდებიან, იზრდებიან ან დედდებიან და ამასთანავე გამოსცემენ უცნაურ სუნებს – ეს ყველაფერი კი პირდაპირ შენს ცხვირწინ ხდება. რათქმაუნდა დაგამახსოვრებს თავს.

ასე რომ თუ ქიმიის ცოდნით ვხვდებით რომ ნივთიერებებს შეგვიძლია ფერი ვუცვალოთ ან სხვა რამ ზემოქმედება მოვახდინოთ მათზე მაშინ ადვილი წარმოსადგენია ჩვენი ჟანგიანი რკინა ყვითლად შევფეროთ და ბრწყინვალება მივანიჭოთ. ეს არავის გაუკვირდება და არც არავინ მოტყუვდება „უი ოქროდ გადაიქცაო“. საქმე იმაშია რომ ქიმიური ელემენტების და რეაქციების ცოდნა არაა საჭირო იმისთვის რომ რკინას სხვა შეფერილობა მივცეთ და ეს არც შუასაუკუნეების გაუნათლებელს გაუჭირდებოდა. ჰოდა ეს ჩვენი ალქიმიკოსები რომლებიც იმ დროინდელ მეცნიერებად შეიძლება ჩავთვალოთ ასეთ ქმედებებს მითიურ „ფილოსოფიურ ქვებს“ მიაწერდნენ. ისინი ფიქრობდნენ რომ ეს ქვები აძლევდა მათ ძალას ჩვეულებრივი მეტალი ოქროდ ექციათ. ისინი ასევე დიდ დროს უთმობდნენ „სიცოცხლის ელექსირის“ ძებნას. ეჰ ჩვენდა სამწუხაროდ ვერ იპოვეს საცოდავებმა.

8. მძიმე ობიექტები მეტად სწრაფად ეცემიან

აჰა, ერთი შეკითხვა მაქ ეხლა თქვენთან: მართლა ეგრეა? მძიმე სხეულები უფრო სწრაფად ვარდებიან ვიდრე მსუბუქები? კარგად დაფიქრდით? ჰო კაი არისტოტელემ იბურღოს ტვინი და მერე გალილეო მიეხმარება. ჩვენ კი დღესდღეობით ნამდვილად ვიცით რომ მძიმე ობიექტები უფრო სწრაფად არ ეცემიან, დედამიწა ყველაფერს ერთსა და იმავე ძალით იზიდავს.

მართლაც, გალილეომდე არავის აზრად არ მოსვლია რომ ამ საკითხში ცდებოდნენ. ეს იყო XVI საუკუნე როდესაც გალილეომ პირველად ჩაატარა შესაბამისი ცდა და სამყაროს ახალი ჭეშმარიტება ამცნო. ეს ცდა არ ჩატარებულა ისე როგორც ლეგენდა გვეუბნება თითქოს გალილეო პიზის კოშკზე აძვრა და იქიდან ისროდა მძიმე თუ მსუბუქ ობიექტებს. ის მრავალ ექსპერიმენტს ატარებდა იმისთვის რომ დანამდვილებით მიმხვდარიყო: გრავიტაცია ყველა ობიექტს ერთნაერად აჩქარებს. შემდეგ XVII საუკუნეში ისააკ ნიუტონმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა გრავიტაციის საკითხში იმით რომ აგვიღწერა ნებისმიერი ორი სხეული რაღაც ძალით იზიდავს ერთმანეთსო. დედამიწაზე ამის ყველაზე ნათელი მაგალითია მასიური ობიექტი (დედამიწა) და ყველა სხვა მასზე მყოფი პატარა თუ დიდი ობიექტი.

2 ასეული წლის მერე კი ალბერტ აინშტაინმა სულ ახალი ხედვა შმოიტანა გრავიტაციასა და მიზიდულობაზე მსჯელობაში. აინშტაინის ხედვამ მოგვცა ახალი მიმართულება დაგვენახა გრავიტაცია როგორც სივრცე-დროის(space-time) გამამრუდებელი და ჩამღუნველი. მოიცათ ჯერ კიდევ არ მითქვამს ყველაფერი გრავიტაციაზე. დღესდღეობით ფიზიკოსები ოფლს ღვრიან იმ თეორიის შემუშავებაზე რომელიც ჭეშმარიტი იქნება მაკროსკოპული, მიკროსკოპული და სუბ-ატომური ობიექტებისთვისაც. ჰოდა წარმატებებს ვუსურვებ მათ

7. ფოლიგსტონი

რა? ფოლიგსტონი არ გაგიგიათ? ეხლა საკუთარი IQ-ს გადამოწმება არ დაიწყოთ ნუ გეშინიათ ფოლიგსტონი სინამდვილეში არც არსებობს. ის 1667 წელს Johann Joachim Becher-ის მიერ იყო შემოთავაზებული რომ დაემატებინათ ელემენტად იმ ჯგუფში სადაც თავმოყრილია მიწა, წყალი, ჰაერი ცეცხლი და ხანნდახან სხვა ბუნებრივი ელემენტები. საქმე იმაშია რომ გარკვეული მოსაზრებით ფლოგსტონი არის ის რაღაც რისგანაც ცეცხლი წარმოიქმნება. Becher-მა დაიჟინა რომ ყველა წვადი ობიექტი შეიცავდა ფოლიგსტონს და ფოლიგსტონიდან თავისუფლდებოდა მხოლოდ მას შემდეგ რაც დაიწვებოდა და ამას მთელი მონდომებით ამტკიცებდა. მეცნიერებმაც ეს თეორია თავიდან მიიღეს რადგან მასში ხედავდნენ გარკვეულ ახსნებს. მაგალოთად: „რატომ იწვება ობიექტები?“ პასუხი მარტივი იყო „იმიტომ რომ ის შეიცავს ფოლიგსტონს და ფოლიგსტონი წარმოშობს ცეცხლს“. „რისთვის სჭირდება ცეცხლს ჟანგბადი?“ „იმისთვის რომ ჰაერსაც შეწოვილი აქვს ფოლიგსტონი“. „რატომ სუნთქავენ ადამიანები?“ „იმიტომ რომ ჩვენს სხეულში არის ფოლიგსტონი რომელსაც გამოდევნა ჭირდება“

დღესდღეობით ვიცით: ვსუნთქავთ იმიტომ რომ მივიღოთ ჟანგბადი ჩვენი უჯრედების გასამდიდრებლად, ობიექტების დასაწვავად საჭიროა ჟანგბადი ან რაიმე მაოქსიდიზირებელი აგენტი რომ დაიწვან და არანაერი ფოლიგსტონი არც არსებობს და არც მისი არსებობის საჭიროებაა ბუნებაში.

6. ხვნას და გუთანს მოჰყავს წვიმა.

ეჰ ნეტა მართლა ასე ადვილი იყოს. შოკის მომგვრელია როცა იგებ რომ ადამიანი ოდესღაც გადახრიოკებულ მიწას ხნავდა იმის იმედით რომ მისი ქმედება წვიმას მოიყვანდა.

თუმცა საბედნიეროდ ამ თეორიის არსებობა ეჭვქვეშ დადგა და აღმოჩნდა რომ ის ფაქტობრივად არც არსებობდა და მეცნიერები ცდებოდნენ. საქმე იმაშია რომ ასეთი ცრურწმენასავით მოსაზრება პოპულარული იყო ამერიკისა და ავსტრალიის ექსპანსიების დროს. ხანდახან ისე ხდებოდა რომ ხვნის პროცესს წვიმა ემთხვეოდა ხოლმე და ხო ხვდებით მერე ცრურწმენებს რა დალევს.

ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო რომ ამინდი დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა და მიწა კი შესაბამისად გვალვების დროს გამოუსადეგარი.

საბედნიეროდ ამ თეორიის არსებობაში მეცნიერები შეცდნენ.

5. ატომი სამყაროს ყველაზე პატარა ნაწილაკია.

გჯერათ თუ არა, ფაქტია რომ ანტიკურ ხანაში ადამიანები არც ისე შტერები ვიყავით. იდეა იმისა რომ მატერია შედგება პატარ-პატარა ინდივიდუალური ობიექტებისგან მოდის ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ მცხოვრებ ადამიანთა ნააზრევებიდან. მაგრამ იმის იდეა რომ სამყაროში კიდევ არსებობდა რაიმე უფრო პატარა ასევე ათასწლეულების განმავლობაში არავის წარმოედგინა.

მეოცე საუკუნემდე ეს მართლაც არავის მოსვლია თავში მაგრამ ამ დროს გამოჩნდა წყება ისეთი ფიზიკოსებისა როგორებიც იყვნენ J.J. Thompson, Ernest Rutherford, James Chadwick და Neils Bohr. მათი წყალობით მეცნიერებმა დაიწყეს ატომის შემადგენელი ნაწილების, პროტონების, ნეიტრონების დალაგება თუ გადალაგება. მაშინ გაჩნდა იდეა გაერკვიათ ის თუ რისგან შედგებოდა ატომი. მას შემდეგ მიკრონაწილაკების ფიზიკამ საკმაოდ გრძელი გზა განვლო და დიდ განვითარებასაც მიაღწია. მეცნიერები მივიდნენ ატომის შემადგენელ იმ ნაწილაკებამდე რომლებიც არიან ქუარკები (მოდით ქუარკების სახელებს ინგლისურად ჩამოვთვლი იმიტომ რომ ქართულად არ ვიცი და რომელს რა მუხტი გააჩნია მაგის დაწერა მეზარება ზეპირად არ მახსოვს თან) Up, Top, Strange, Down, Bottom, Charm ქუარკები. მოდით იმედი ვიქონიოთ რომ ამ ნაწილაკები კიდევ მეტად დაყოფა და ყველაფრის მეტად გართულება აღარ ხდება ბუნებაში.

4. დე ენ ემი: არც ისე მნიშვნელოვანი რამ ყოფილა.

ის აღმოაჩინეს 1869 წელს მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მისი მნიშვნელობა საერთოდ არ იყო შესაბამისად დაფასებული. ყოველთვის დაჩრდილული იყო თავისი პროტეინის წყვილებით.

მას შემდეგაც კი როცა მეოცე საუკუნეში აშკარად დამტკიცდა დე-ენ-ემის ძირითადი თვისება რომ ის იყო გენური ინფორმაციის მატარებელი მეცნიერები მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ მას და პროტეინებს ასახელებდნენ ამ ინფორმაციი მემკვიდრეებად. მეცნიერები ფიქრობდნენო რომ დე-ენ-ემი იმდენად მარტივი რამ იყო რომ შეუძლებელი იყო მას ასეთი ძვირფასი ინფორმაცია შეენახა (აჰ რო სცოდნოდათ რეებს ბჯუტურობდნენ თავებს ჩამოიხჩობდნენ ალბათ)

ამ აზრს არც არავინ უყურებდა სერიოზულად მანამ სანამ 1953 წელს Watson-მა და Crick-მა არ გამოაქვეყნეს დე-ენ-ემის ორმაგ-სპირალური მოდელი. მაშინ უკვე ყველასთვის გასაგები გახდა როგორ შეეძლო ასეთ მარტივ მოლეკულას გადაეტანა ასეთი რთული ინფორმაცია.

3. ბაქტერიები ქირურგიაში.

გასკდით სიცილით ან თავი მოიკალით ტირილით, თავად გადაწყვიტეთ რომელს იზავთ მაგრამ მე მაინც გაგიმხელთ ამ ფაქტს ჩვენი ახლო წარსულიდან. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ექიმები არად დაგიდევდნენ ხელების დაბანას, უბოდიშოდ დააძრობდნენ სკალპელს და შიშველი(უხელთათმანო) ხელებით დაგიწყებდნენ გაჭრას თუ რომელიმე დაავადების სამკურნალოდ მაინცდამაინც ოპერაციის გაკეთება მოგინდებოდათ.

შედეგიც რათქმაუნდა არ აყოვნებდა და პაციენტს განგრენა თუ არ დაემართებოდა თავი უბედნიერეს ადამიანად უნდა ჩაეთვალა. ექიმები კი განგრენას ჰაერწვეთოვან დაავადებებს ან სისხლის უჯრედების შეუთავსებლობას მიაწერდნენ ხოლმე.

„ბაქტერიების თეორია“ რევოლუციური იდეა გახლდათ იმ დროისათვის. თურმე ბაქტერიები დაავადებებს იწვევენ. მაგრამ ამ თეორიის გამგონენი ყურს მაინც არ იბერტყავდნენ მანამ სანამ 1860-იან წლებში Louis Pasteur-მა არ მოკიდა ამ საქმეს ხელი. გააგებინეს როგორც იქნა ექიმებს რომ მათ ელემენტარული სანიტარიის დაცვით უამრავი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეეძლოთ და უამრავი დაავადების წყაროს მოსპობაც მათ ხელში იყო.

გახლდათ ვინმე Lister პიონერი ამ საქმისა. მან პირველად დაიწყო დიზინფექტატორის გამოყენება და იარაღებისა თუ ხელების სანიტარულ მდგომარეობაში მოყვანა.

2. დედამიწა სამყაროს ცენტრია.

დიდი ეგო მოვხაზოთ მაშინდელი კაცობრიობის თავზე და მეკი ყველა სამყაროს ცენტრის თავზეც გავიარე.

მეორე საუკუნის ასტრონომი, პტოლომეოსი, თურმე ცდებოდა. შექმნა რა მზის სისტემის მოდელი რომლის ცენტრშიც დედამიწას ამოეყო თავი. ვაპატიებდი პტოლომეოსს ამ შეცდომას 40 ჰა 50 წელი რომ არავის შეეტანა მასში ეჭვი მარა მთელი მილენიუმი? მეტისმეტია!

1400 წელი არავის აზრად არ მოსვლია ამ ეგოცენტრულ მოსაზრებაში ეჭვი შეეტანა. როგორც იქნა, დაიბადა ბრძენი კოპერნიკი რომელმაც 1543 წელს შექმნა ჰელიოცენტრული სისტემა მზით ცენტრში.

ახლა კიდევ უფრო საშინელ და სამარცხვინო რამეს გეტყვით. 90 მთელი 90 წელი გავიდა კოპერნიკის აღმოჩენებიდან და კათოლიკური ეკლესია ჯერ კიდევ ამტკიცებდა დედამიწა სამყაროს ცენტრიაო. (იმაზე მეშლება კიდევ ნერვები ბრუნო რო დაწვეს თავისი შეხედულებების გამო და მერე კათოლიკურმა ეკლესიამ ამის გამო ბოდიში მოიხადა 1992 წელს).

მოკლედ რას იზავ „შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო“ ნათქვამია და ეგრეა როგორც ჩანს რა.

1. ცირკულაციის სისტემა.

არავის არ ჭირდება სამედიცინო განათლება იმისთვის რომ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის გული. მაგრამ ანტიკურ საბერძნეთში ექიმიც რო ყოფილიყავით წარმოდგენაც არ გექნებოდათ გულზე და საერთოდ უმნიშვნელო ორგანოდ მიიჩნევდით.

ამის მერე მეორე საუკუნეში ექიმებს მოეწონათ ვინმე Galen-ის თეორია იმის შესახებ რომ ღვიძლი და არა გული იყო პასუხისმგებელი სიხლის ცირკულაციაზე.

როგორ შეიძლება ასე შემცდარიყვნენ? ჯერ სადა ხართ!

Galen-მა წამოაყენა ჰიპოთეზა რომ სისხლი მუდამ წინ და უკან მოძრაობდა (აი ისე ქილაში კომპოტი რო ანჯღრიოთ წინ და უკან) და მოიხმარებოდა ადამიანის სხეულის მიერ ისე როგორც საწვავი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი ხანი მიიჩნევდნე ამ ჰიპოთეზას ჭეშმარიტებად?

ეს გაუგებრობა 1628 წლამდე გაგრძელდა. მაშინ ერთმა ფიზიკოსმა William Harvey-მ მოგვცა საშუალება გაგვეხსნა ჩვენი გულის საუკუნეებით დამარხული საიდუმლო. მისი ანატომიური ნაშრომი ცხოველებში გულისა და სისხლი მოძრაობაზე გახდა ახალი მიმართულების ფუძემდებელი ადამიანის ანატომიურ კვლევაში. დიდი კომპლიმენტი ეკუთვნის ჩვენგან მის მეცნიერულ იდეას.

წყარო: http//icode.ge/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s