“ბორ­ჯო­მი” – მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტოპ-ათე­ულ­შია

 ”ბორ­ჯო­მი” მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტო­პა­თე­ულ­ში მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვ­და – რე­ი­ტინგს კო­მერ­ცი­უ­ლი ვებ­გ­ვერ­დი Top-10-list.org აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს რე­ი­ტინ­გებს.

“ბორ­ჯო­მის” შე­სა­ხებ ვებ­გ­ვერ­დ­ზე Top-10-list.org აღ­ნიშ­ნუ­ლია: “თუ თქვენ ეროვ­ნე­ბით რუ­სი ხართ, აუცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ “ბორ­ჯო­მის” გე­მოს შე­სა­ხებ, ეს არის ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი გე­მო. არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას არ შე­უქ­მ­ნია ასე­თი პრო­დუქ­ტი. ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი ნახ­ში­რორ­ჟან­გით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყლის “ბორ­ჯო­მის” სამ­შობ­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოა, სა­დაც ასე­ვე ხდე­ბა მი­სი წარ­მო­ე­ბა. “ბორ­ჯო­მი” ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს ქრო­ნი­კულ და მე­ტა­ბო­ლიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, აქვს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი.

ათე­ულ­ში პირ­ველ პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ბრენ­დი “Evian” მოხ­ვ­და, რო­მე­ლიც ფარ­თოდ იყი­დე­ბა ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში. მი­სი სამ­შობ­ლო პა­ტა­რა ფრან­გუ­ლი ქა­ლა­ქი იvian-les-Bains – ია.

მე­ო­რეა ასე­ვე ფრან­გუ­ლი ბრენ­დი “Perrier” – ის ფრან­გუ­ლი ქა­ლაქ Vergaze-დან მო­დის. გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ფა­სი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით. Perrier-ი ძალ­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლია ჩრდი­ლო ამე­რი­კა­სა და საფ­რან­გეთ­ში. კომ­პა­ნია წყალს სხვა­დას­ხ­ვა ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე აწარ­მო­ებს, რაც კი­ბოს გა­მოწ­ვე­ვის ალ­ბა­თო­ბას ამ­ცი­რებს; 1992 წლი­დან შე­ი­ერ­თა Nestle-მ. Perrier-ი შე­ი­ცავს ნატ­რი­უმს,მაგ­ნი­უმ­სა და კალ­ცი­უმს, რაც აუცი­ლე­ბე­ლია იდე­ა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის.

შემ­დეგ პო­ზი­ცი­ებ­ზე არი­ან: San Pellegrino – გა­ზი­ა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი, რო­მე­ლიც 600 წელ­ზე მეტს ით­ვ­ლის. იგი მდი­და­რია კალ­ცი­უ­მი­თა და მაგ­ნი­უ­მით, რაც ძვლებს სიმ­ტ­კი­ცეს უნარ­ჩუ­ნებს. 1988 წელს კომ­პა­ნია იყი­და Nestle-მ.

Naya – კა­ნა­დუ­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სუფ­თა წყლის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია რომ­ლის pH (სიმ­ჟა­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი) სა­უ­კე­თე­სო დო­ნე­ზეა, რაც სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის. ასე­ვე, Naya გა­მო­ირ­ჩე­ვა ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნე­რა­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბა­ლან­სით; არ შე­ი­ცავს ნატ­რი­უმს.

Volvic Water – მო­დის ცენ­ტ­რა­ლუ­რი საფ­რან­გე­თი­დან, ბრენ­დი პო­პუ­ლა­რუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 60-მდე ქვე­ყა­ნა­ში. მა­თი ბოთ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბას. წყა­ლი ვულ­კა­ნურ მი­ნე­რა­ლებ­სა და კლდე­ებ­ში წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა და 6-ჯერ იწ­მინ­დე­ბა ფო­რო­ვან ქა­ნებ­ში.

Aqua Pasific – კომ­პა­ნია წყალს მო­ი­პო­ვებს ფი­ჯის და­უ­სახ­ლე­ბე­ლი და და­უ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბი­დან, ვულ­კა­ნუ­რი მი­ნე­რა­ლე­ბი კი­დევ უფ­რო ასუფ­თა­ვე­ბენ წყალს. პრო­დუქ­ცია არის სხე­უ­ლის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი, გლუ­ვი და გემ­რი­ე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო­თი, პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით.

Montclair Water – ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი კა­ნა­დუ­რი ბრენ­დი, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­აც ჩა­მოს­ხ­მუ­ლია ბრი­ტა­ნეთ­სა და ონ­ტა­რი­ო­ში. დი­დი წვლი­ლი შე­აქვთ ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს გა­დარ­ჩე­ნა­ში, ბოთ­ლებს აწარ­მო­ე­ბენ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლით.

Kona Deep Sea Mineral Water – კომ­პა­ნია წყალს მო­ი­პო­ვებს ოკე­ა­ნი­დან, 2000-3000 ფუ­ტის სიღ­რ­მი­დან. წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნე ნო­ლის ტო­ლია და მდი­და­რია ნუტ­რი­ენ­ტე­ბი­თა და ელექ­ტ­რო­ლი­ტე­ბით. პრო­დუქ­ცია ფარ­თოდ იყი­დე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში.

Ein Gedi Mineral Water – ებ­რა­უ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დის წყლის სამ­შობ­ლო ის­რა­ე­ლის Ein Gedi-ს ნაკ­რ­ძა­ლე­ბია. ვინც Ein Gedi-ს წყა­როს­თან ახ­ლოს იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი, დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და, რად­გან იგი მდი­და­რია მი­ნე­რა­ლე­ბით, რაც კარ­გი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა “ბორ­ჯომს”, ამ დრო­ი­სათ­ვის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ჩა­მოს­ხ­მა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია “IDS Borjomi International” ახორ­ცი­ე­ლებს. 2006 წლამ­დე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 65 პრო­ცენ­ტი რუ­სეთ­ში გაჰ­ქონ­და. ორ წელ­ზე მე­ტია, რაც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ ხუ­თი წლის წი­ნან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­და­ა­ჭარ­ბა.

“იდს ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირაკ­ლი სტეფ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ “ამ­ჟა­მად “ბორ­ჯო­მი” მსოფ­ლი­ოს 40 ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა. ეს ქვეყ­ნე­ბია: უკ­რა­ი­ნა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, მოლ­დო­ვა, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, მონ­ღო­ლე­თი, უზ­ბე­კე­თი, ლიტ­ვა, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, პო­ლო­ნე­თი, ბელ­გია, გერ­მა­ნია, ჰო­ლან­დია, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, სა­ბერ­ძ­ნე­თი, კვიპ­რო­სი, ის­რა­ე­ლი, აშშ, ავ­ს­ტ­რია, კა­ნა­და, იაპო­ნია, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, სამ­ხ­რეთ კო­რეა, ჩი­ნე­თი, თურ­ქე­თი, თურ­ქ­მე­ნე­თი, ახა­ლი ზე­ლან­დია, შვე­ი­ცა­რია, ლუქ­სემ­ბურ­გი, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია, პორ­ტუ­გა­ლია.”

ჯერ კი­დევ 2004 წელს, კომ­პა­ნია “ბორ­ჯო­მი” სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოლ­დინ­გად გარ­და­იქ­მ­ნა. კომ­პა­ნი­ამ შე­მო­ი­ერ­თა ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი კომ­პა­ნია – შპს “სამ­რეწ­ვე­ლო-სა­დის­ტ­რი­ბუ­ციო სის­ტე­მე­ბი”, რომ­ლის პორ­ტ­ფელ­შიც შე­დის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ბრენ­დე­ბი – “მირ­გო­როდ­ს­კაია”, “მორ­შინ­ს­კაია”, “ტრუს­კა­ვეც­კაია”. 2006 წლის­თ­ვის კომ­პა­ნია “ბორ­ჯო­მი” სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მის საზღ­ვ­რებს გა­რეთ 235 მი­ლი­ო­ნი ბოთ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას გეგ­მავ­და. რუ­სე­თი იყო ის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ექ­ს­პორ­ტის 65% მი­დი­ო­და და წარ­მა­ტე­ბი­თაც იყი­დე­ბო­და. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია გა­ყიდ­ვე­ბის მი­ხედ­ვით კომ­პა­ნია “ბორ­ჯო­მის” პრო­დუქ­ცი­ის­თ­ვის პირ­ვე­ლი ბა­ზა­რი იყო, შემ­დეგ მო­დი­ო­და უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თ­ვე­ლო. 2006 წლის 6 მა­ისს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი­სა და ღვი­ნო­ე­ბის გა­ყიდ­ვა აიკ­რ­ძა­ლა. ემ­ბარ­გო დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2006 წელს ქ. მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე “ECWATECH 2006″ ექ­ს­პერ­ტებ­მა ერ­თხ­მად აღი­ა­რეს “ბორ­ჯო­მის” უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი. ქარ­თულ­მა მი­ნე­რა­ლურ­მა წყალ­მა კი­დევ ერ­თი ოქ­როს მე­და­ლი და დიპ­ლო­მი და­იმ­სა­ხუ­რა.

წყარო: http//icode.ge/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s