ხმოვანი სათვალეები უსინათლოთათვის

გასული საუკუნის 60-იან წლებში, პო­ლონელმა ფანტასტმა, სტანისლავ ლემ­მა, ტექნოლოგიების რაობაზე და დანიშ­ნულებაზე დაიწყო ფიქრი. შედეგად, სამ­ყაროს ფუნდამენტური ნაშრომი „ტექნო­ლოგიის ჯამი” მოევლინა. უმთავრესი თემა თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ილუზიები და ადამიანის მი­ერ ამ ილუზიების აღქმა გახლავთ. კრაკო­ველმა ორაკულმა, როგორც მას კოლეგე­ბი უწოდებდნენ, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებით (როგორიცაა შე­ხება, სმენა, ყნოსვა) შექმნილ ილუზიებს ფანტომატიკა უწოდა. მან იწინასწარ­მეტყველა, რომ მომავლის ტექნოლოგიები ყალბ შეგრძნებებზე იქნებოდა ორი­ენტირებული. შეგრძნებების პროთეზებით შეიარაღებული ადამიანები ვეღარ განარჩევდნენ რეალურ სამყაროს ილუზორულისგან. იდეა, რომლის ტექნო­ლოგიური გადაწყვეტაც შემდგომში ძმებმა ვაჩოვსკებმა შემოგვთავაზეს ტრი­ლოგიაში „მატრიცა”, სათავეს პლატონის გამოქვაბულის პრობლემიდან იღებს; რასაც ადამიანები ხედავენ, მხოლოდ ჩრდილებია გამოქვაბულის კედ­ლებზე და ის, რაც რეალობას წარმოადგენს, მათი მზერისთვის მიუწვდომე­ლია. ლემის წინასწარმეტყველება, რომ ვირტუალური სამყარო (მისი სიტყვე­ბით – ფანტომატიკა) ჩაანაცვლებდა რეალობას, ფიქტიურად ინტერნეტის შექ­მნის შემდეგ ახდა. ფაქტობრივად კი, მას შემდეგ შეესხა ხორცი, როდესაც იე­რუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხმოვანი სათვალე წარუდგინეს ფართო საზოგადოებას

გასულ კვირას იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მოწყობილობის, Sensory Substitution Device-ის (შემოკლებით SSD), ე.წ. ხმოვანი სათვალის პრეზენტაცია მოეწყო. სათვალე უსინათლოებს გარესამყა­როს აღქმაში ეხმარება და ვიზუალურ ინფორმაციას ხმოვან სიგნალებად გარ­დაქმნის. ადამიანს ექმნება ილუზია, რომ „ხედავს”, თუმცა უმეტესწილად ეს რეალობის ანასახია ბგერების ზღვაში. სათვალის მუშაობის პრინციპი გამოსა­ხულების სეგმენტაციის ალგორითმებს ეფუძნება. ის სათვალის ცენტრში და­მონტაჟებული ვიდეოკამერიდან მიღებულ ვიზუალურ ინფორმაციას ამუშა­ვებს, გამოყოფს ფონს და ცენტრალურ ფიგურებს და ინფორმაციას ფიგურე­ბის შესახებ ხმოვან სიგნალებში შიფრავს. იერუსალიმის უნივერსიტეტის მეც­ნიერების მტკიცებით, სულ მცირეოდენი ვარჯიშია საჭირო, რათა ადამიანი ახალ ხმოვან სამყაროს მიეჩვიოს და გარშემომყოფი საგნების, სახეების და წარწერების შესაბამისი ხმოვანი სიგნალების ტონალობები განარჩიოს, რო­მელთა საშუალებითაც ტვინი გარესამყაროს მოდელს ააგებს და ამით ადამი­ანს თავისუფალი გადაადგილების და მოქმედების საშუალება მიეცემა.

პროექტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ამირ ამედიმ განმარტა, რომ კვლევის მიზანი მხოლოდ ხმოვანი სათვალის შექმნა არ იყო. მათ სურდათ ტვინის აქ­ტივობის შესწავლა და მასზე დაკვირვება აუდიო და ვიზუალური ინფორმაცი­ის მიღების პროცესში. შესწავლის ობიექტს, ამ შემთხვევაში, ტვინის მხედვე­ლობითი ქერქი წარმოადგენდა, რომელსაც უშუალოდ ხმოვანი სათვალის მოხმარების დროს აკვირდებოდნენ. ნეიროფიზიოლოგიაში მანამდე ცნობი­ლი ფაქტის მიხედვით, ვიზუალური ინფორმაცია ტვინში ორი პარალელური გზით მიემართება. მათგან პირველი, ვენტრალური ნაკადი ცდილობს გასცეს პასუხი შეკითხვას – „რა?” და მეორე – დორსალური ნაკადი ობიექტების სივ­რცულ-დროით პარამეტრებს შიფრავს და ცდილობს უპასუხოს შეკითხვებზე – „სად? როდის?”. უსინათლო ადამიანებს ტვინის იმ ადგილას, სადაც ეს ორი ნაკადი მიემართება, არანაირი აქტივობა არ შეენიშნებათ. თუმცა რაოდენ პარა­დოქსულიც უნდა იყოს, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხმოვანი სათვალით მიღებუ­ლი ინფორმაცია უსინათლო ადამიანების ტვინის მხედველობის ქერქში ამავე ნაკადებით ხდება. და ეს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანი დაბადები­დან ბრმაა. ეს ნიშნავს, რომ ტვინი სენსორული კი არა, „ოპერაციული” მოწყო­ბილობაა და იმაზე უფრო მეტად მოქნილია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე წარმო­ედგინათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s