წმიდა სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით

IDწმიდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა(ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა: “წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა.   იმის ფონზე, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები უარს აცხადებენ ელექტრონულ ბარათებზე, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი და აშშ-ის 29 შტატი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაზე. სურთ, თავს მოგვახვიონ ეს განსაცდელი, რასაც ჰქვია ხალხის მანიპულირება, ზეგავლენა იქონიონ და შეავიწროვონ ჩვენი მრწამსი, სარწმუნოება. მადლობა უფალს, ეს არის ღვთის წყალობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ. მისმა უწმიდესობამ ისიც კი ბრძანა, გამოიცეს ბროშურები, მთელ საქართველოში დარიგდეს და ინფორმირებული იყვნენ ადამიანები ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით. ID ბარათებთან ერთად უნდა შეიცვალოს ბიომეტრიული პასპორტები და მოგვეცეს საშულება, ნებაყოფლობით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საბუთებისადმი. (22.01.2012)” სამოქალაქო რეესტრის 20 იანვარის (2012წ.) მონაცემებით ID ბარათის მიღების სურვილი 120 000 –მა მოქალაქემ გამოთქვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s