“ნაწინასწარმეტყველები მიწისძვრა ფეისბუქში”

ინფორმაცია, რომ ბათუმსა და ქობულეთში ხალხი ქუჩაშია გამოსული, “ფეისბუქის” თემაა. ქსელის მომხმარებლები აკრიტიკებენ იმ ადამიანს, ვინც მიწისძვრა “იწინასწარმეტყველა”.

“მხოლოდ საქართველოში შეიძლება წინასწარ იცოდე, როდის იქნება მიწისძვრა”, “ჩავრთე ტელევიზორი და ვლამობ ვუყურო – როგორ დაინგრევა ბათუმი მიწისძვრისაგან”, “ამას უკვე პანიკაც აღარ ჰქვია…ეს უკვე ქაოსია !!! იქნებ მოხერხდეს ხალხის დამშვიდება…გინდა მიწისძვრას მოუკლიხარ,გინდა შიშს !!!”, “ბიძინა გამოვიდა “არაა მიწისძვრაო და შედით ხალხო ბუტკაშიო”, “თურმე მთელი ურეკი და ქობულეთი გარეთაა..”, “შედი ქალო ბუტკაშიო, არ ვარ მე იმნაირიო ,შედი ქალო ბუტკაშიო,არ ვარ მე იმნაირიო ,შედი მიწისძვრა აღარაა და არ გაიყინო, რანაირიც გინდა იმნაირი იყავიო :)”, “მიწისძვრა და მოსალოდნელი სიმძლავრე რომელმა ჭკვიანმა იწინასწარმეტყველა, დამენახეთ, რა… ან დამელინკეთ :)”, “თუ მთელ საქართველოს აზანზარებს, თბილისის აეროპორტი და პარლამენტი ქუთაისში კიდევ დგანან და არაფერი ცვივა? წყალიც არ ჩამოვიდა?” – წეერენ “იუზერები”.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში 7-ბალიანი მიწისძვრაა მოსალოდნელი. ამის გამო, ბათუმის მოსახლეობა პანიკაშია. მაღალ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში არიან გამოსულები. ბაღების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა. სტუდენტებმა კი სასწავლო პროცესი დატოვეს. .

საქართველოს სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„თანამედროვე მეცნიერებისათვის მიწისძვრების პროგნოზირება შეუძლებელია“,- აცხადებენ სეისმოლოგიურ ცენტრში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s