ზევსის საკურთხეველი

მრავალი ე.წ. “ბერძნულ” ღმერთთა შორის, სინამდვილეში როდი იყვნენ ბერძნულნი. ზოგნი არტემიდეს და დიონისეს მსგავსად, აღმოსავლეთიდან ისესხეს ბერძნებმა; სხვანი, ათენას მსგავსად, დაპყრობილი ხალხებიდან შემოვიდნენ მათ ქვეყანაში. ზევსი კი წმინდა ბერძნული ღმერთი იყო და ოლიმპიაზე იდგა მისი სახელგანთქმული ტაძარი, რომელსაც ამშვენებდა დიდი ქანდაკება ოქროსი და სპილოს ძვლისა, ფიდიასის მიერ ნახელოვნები, რომელიც შევიდა მსოფლიოს შვიდ საოცრებათა რიცხვში. ოლიმპიური თამაშების სახელი ამ წმინდა ადგილიდან მომდინარეობს. 776 წლიდან (ქრისტეს შობამდე) ისინი იმართებოდა ყოველ მეოთხე წელს (ზოგი ბერძნული წყაროს მიხედვით კი მეხუთე წელს) ასწლიანი პერიოდის განმავლობაში. თამაშების წარმოშობა, მათი კავშირი ზევსთან გაურკვეველია, მაგრამ ეს ჩვეულება მყარად არის ფესვებგამჯდარი ბერძნული მოდგმის ისტორიაში და, როგორც ჩანს, არსებობდა ძვ. წ. მერვე საუკუნეზე ადრე. ზოგიერთი ავტორიტეტის აზრით, შესაძლოა მათი საწყისი ვეძებოთ ჰომეროსის მიერ ნახსენებ სამგლოვიარო თამაშებში, რომლის პოემებიც განასახიერებდნენ ტრადიციების უადრესი ბერძნული ცივილიზაციისას, რომელიც ყვაოდა 15 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ქრისტეს შობამდე. თამაშების ამგვარი ახსნა თითქოს ახლოა სიმართლესთან, იგი ავტორს საქმის გაიოლებად ეჩვენება. ათასობით ადამიანი მოდიოდა ოლიმპიაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, რომელთა მიზანი იყო არა მხოლოდ თამაშების ყურება, არამედ მსხვერპლის შეწირვა ზევსის საკურთხეველზე, ტაძარში, რომლის მნიშვნელობაზეც ნათლად მეტყველებს მისი მიკუთვნება სამყაროს 7 საოცრებისათვის, იმ ადგილას, სადაც იდგა ქრიზენფალტინის ქანდაკება ზევსისა, საუკუნის უდიდესი მოქანდაკის მიერ შესრულებული. ალტისში, ანუ საღვთო ტყეში, რომელშიც იდგა ტაძარი, გაფანტული იყო სხვა ქანდაკებებიც, ღმერთებისა და გმირების სახელზე აღმართულნი შეჯიბრში გამარჯვებულთა მიერ სამადლობელი მსხვერპლის ნიშნად. ზევსის საკურთხეველთან მისასვლელი გზის ლანდშაფტი თითქმის არ შეცვლილა. გზები კვლავ თეთრია და მტვრიანი; აგვისტოში უწყალო მზე აცხუნებს: მთა კრონოსი, რომელსაც ეწეოდა ზევსის მამის სახელი, მუხნარით, ზეთისხილისა და ნაძვის ტყეებითაა დაფარული, რომელნიც ეშვებიან დაბლობზე, სადაც მდებარეობს ალტისი და ოლიმპიის საღვთო ტყე. ჰაერი თბილია და სურნელოვანი. ჩვენი ვიზიტორი დაინახავდა, რომ ალტისი და მისი შემოგარენი, რომელიც სხვა დროს უკაცური იყო ხოლმე, ამჟამად ივსებოდა ხალხით. ხანგძლივი და დიდი ხმაური ისმოდა მოვაჭრეთა ურიცხვი ფერადი ჯიხურებიდან, სადაც ჰყიდდნენ სურსათს და გასართობ საგნებს, ათასობით კარვებიდან, სადაც ბინადრობდნენ სტუმრები, რომელთა უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. იქვე, კონუსისებრი მთის, კრონოსის კალთებზე, მოჩანდა ზღუდე, ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთი შედევრთაგანი. ლურჯი ცის ფონზე მოჩანდა თეთრი მარმარილოს კოლონები, ლავგარდანებით და კვარცხლბეკებითურთ, რომელთაც ამშვენებდა სკულპტურები და ფერწერული ნამუშევრები ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე. აქვე იყო ჰერაიონი, ზევსის მეუღლის, ჰერას ტაძარი, სადაც მოსჩანდა ჰერას ვეება თავი და აგრეთვე ქანდაკება შიშველი ჰერმესისა, პრაქსიტელესის მიერ ნახელოვნები. ჰერაიონი უძველესი ტაძარი იყო ოლიმპიისა ძვ. წ. მერვე საუკუნეში აგებული, მაგრამ ორგზის გადაკეთებული. კიდევ მრავალი სხვა შენობა იდგა აქ, მაგრამ ყველაზე დიდებული და მნიშვნელოვანი იყო ტაძარი თავად ზევსისა. იგი დასრულდა ძვ. წ. 456 წელს და იდგა ზღუდის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში (ჰერაიონს ჩრდილო დასავლეთ კუთხე ეკავა). იგი მასიურ პლატფორმაზე იყო აღმართული და მძიმე დორიული სვეტებით გარშემორტყმული, რომელთა რიცხვი გვერდებზე ცამეტ-ცამეტი იყო, ხოლო ბოლოში – ექვსი, რომელთაც აგვირგვინებდა ბრტყელი, დახრილი სახურავი. პავსანიასის მიხედვით იგი დაზიანდა ომის შედეგად, რომელიც მოხდა ელისელებსა და მათ მეზობელ ქალაქს პიზას შორის, რომელიც უმდიდრესი იყო ბერძნულ სამყაროში. ელისელებმა აიღეს ეს ქალაქი. ზევსის ტაძარი პართენონის მსგავსად როდი იყო ნაგები ურელიეფო თეთრი ქვისაგან. მისი გვერდები მოხატული იყო დიდი ხელოვნებით. ლავგარდანების ზედა ნაწილი წითლად იყო მოხატული, ხოლო ტრიგლიფები – ცისფრად. სახურავი თეთრი მარმარილოსი იყო, რომელიც ირეკლავდა მზის სხივებს, ხოლო ტაძრის თითოეული წახნაგი სავსე იყო უხვად შეფერადებული ქანდაკებებით და სამკუთხა პედიმენტებით იყო დამშვენებული, რომელთაც ექვს-ექვსი სვეტი ერტყა გარს. მთავარი პედიმენტის სცენა მშვიდი იყო და ღირსებით სავსე, როგორც ამას მოითხოვდა ბერძნული რელიგიური ტრადიცია. აქ ასახული იყო ეტლთა შეჯიბრი იონამაოსსა, ჰიპოდამიას მამასა და პელოპსს შორის, რომელიც იყო პელოპონესის გმირი და ითხოვდა ჰიპოდამიას ხელს. ლეგენდა გვიამბობს, რომ იონამაოსმა ნება მისცა მას თავისი ქალიშვილის გატაცებისა, მაგრამ დაიტოვა უფლება, რომ გამოსდგომოდა ეტლით და განეგმირა იგი შუბით. მაგრამ პელოპსი არაკეთილსინდისიერად მოიქცა, მან დაიყოლია მირტილუსი, იონამაოსის მეეტლე, რომ გადაებრუნებინა ბატონის ეტლი. ასე რომ, დევნის დროს იონამაოსი გადმოვარდა და დაიღუპა. შემდეგ პელოპსმა თავიდან მოიშორა მირტილუსი: მოკლა იგი. ვერაგობის და გამცემლობის ასეთი ამბავი აირჩიეს ელისელებმა თავიანთი ღმერთების მეუფის უმთავრესი ტაძრის თაყვანისცემის ემბლემად – საინტერესო მაგალითი იმისა, თუ როგორია განსხვავება წარმართულ და ქრისტიანულ რელიგიებს შორის, რაც ფრიად დიდი სიძნელის წინაშე აყენებს ჭეშმარიტების იმ მაძიებლებს, რომლებიც აიდიალებენ ბერძნულ ხასიათს. დასავლეთ პედიმენტი ილუსტრირებული იყო კენტავრებისა და ლაპითების ცნობილი ლეგენდით; მეორე ამბავი, რომელიც, როგორც ვნახეთ ასახული იყო აგრეთვე ჰალიკარნასის მაუზელიუმზეც. ლაპითების მეფემ დაპატიჟა კენტავრები (კენტავრი – ნახევრად კაცი ნახევრად ცხენი), რათა დასწრებოდნენ მის ქორწილს დეიდამისთან. შეზარხოშებულმა კენტავრებმა სცადეს გატაცება პატარძლისა და გაჩაღდა ცხარე ბრძოლა, რომელშიც ლაპითებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს. ბერძენ მოქანდაკეებს უყვარდათ ეს თემა, ვინაიდან როგორც სჩანს, იგი აძლევდა მათ დიდებულ საბაბს ცხარე ბრძოლის სურათის აღწერისას: დაძაბული კუნთები, შიშისა და მრისხანებისგან დაღრეჯილი სახეები, გამარჯვების შვება და სუკვდილის აგონია. ქრისტეს შობამდე მეხუთე საუკუნეში შექმნა ფიდიასმა ეს ქანდაკება. ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების აღწერა ჰგავს გარიკის ამბავს: არავის უნახავს იგი ცოცხალთა შორის და კაცი უნდა მიენდოს მის მნახველთა მონათხრობს. პავსანიასი და არქეოლოგები გვაძლევენ მცირეოდენ გასაღებს. ქანდაკება იდგა, როგორც ჩანს, ტაძრის ცენტრალური დარბაზის, ანუ ცელას დასავლეთ ბოლოში. იგი იდგაქვის კვარცხლბეკზე, რომლის სიგანე სამი ფუტი იყო, ხოლო სიგრძე 22 ფუტი. ქანდაკება 40 ფუტის სიმაღლისა იყო და თითქმის ეხებოდა ჭერს. იგი ქრიზელეფანტინისაგან იყო ნაგები: სპილოს ძვალი და ოქროს ფურცლები, ხისჩნჩხზე დამაგრებულნი. სინესტის გამო საჭირო იყო ამ ხის პერიოდული დაზეთვა, რათა იგი არ დაგრეხილიყო. ქანდაკებას უვლიდნენ საუკუნეების განმავლობაში მისი ავტორის ფიდიასის ჩამომავალნი. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე, რომელიც ძვირფასი ქვებით, ეკალმუხითა და სპილოს ძვლით იყო მოპირკეთებული. ფეხები ედგა პატარა საკარცხულზე, რომელიც იდგა თაყვანისმცემელთა თვალების დონეზე. მარჯვენაში ეპყრა ოქროსა და სპილოს ძვლის ემბლემა გამარჯვებისა. მარცხენაში – სკიპტრა ძვირფასი ლითონებისაგან ნახელოვნები, რომელზედაც იჯდა არწივი. მის მძლავრ მხრებზე, რომელნიც სპილოს ძვლისაგან იყვნენ გამოყვანილი, დიდი ოქროს მანტია იყო გადაფენილი, ყვავილებისა და ცხოველების გამოსახულებებით მოხატული. მისი წვეროსანი, მშვიდი სახე მსხვილი წარბებითა და ხშირი კულულებით იყო დამშვენებული. არსებობს გადმოცემა, რომ, როდესაც ფიდიასს ჰკითხა პანმა, თუ რა ასპექტში ჰქონდა მას განზრახული ღმერთის წარმოდგენა, მოქანდაკემ მიუგო, რომ მისი ქანდაკების მიზანი იყო გადმოეცა ის, რასაც ჰომეროსი გადმოგვცემს სიტყვებით:”ესრეთ რქვა მეუფემ, ძემან კრონისისამ, შეჰყარა წარბები,დახარა თავი და უხრწნელნი კულულნი წინ გადმოიღვარნენუკვდავი შუბლიდან. შეირყა დიდი ოლიმპო ანაზდად”. ეს არის ფიგურა, რომელსაც იხილავდა ჩვენი მოგზაური, და რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვიხილავთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s