“შესაძლებელია თუ არა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვიოს საქართველოში?”

imageროგორც იცით თბილისის დროით 17:35 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დაახლოები 10-15 წამს გაგრძელდა. საქართველოს სეისმოლოგიურმა სადგურებმა მიწისძვრის ეპიცენტრი დაადგინეს და აღმოჩნდა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვა იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 5, 9 მეათედი იყო. ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში დაფიქსირდა. ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება. ასევე საქართველოს გარდა, მიწისძვრა დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.
ქართველი ექსპერტების ვარაუდით გამორიცხული არ არის, რომ მიწისძვრა კვლავ განმეორდეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი იყო შავი ზღვა, რასაც შეიძლება ცუნამი მოჰყვეს. თუმცა ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ეს მიწისძვრა ძალიან სუსტი იყო და მას არ შეუძლია გამოიწვიოს ცუნამი. მიწისძვრის სიმძლავრე დაახლოებით 7 მაგნიტუდი სიმძლავრის უნდა იყოს, ხოლო შავ ზღვაში კი მიწისძვრის სიმძლავრე 5, 9 მაგნიტუდს არ აღემატებოდა. თუმცა ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიწისძვრა კვლავ განმეორდეს, მაგრამ მიწისძვრა იქნება სუსტი. 

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეორე მიწისძვრა თბილისის დროით 19:18 წუთზე დაფიქსირდა ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპიროდა 19 კმ-ში იყო ფოთთან ახლოს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s