ტრადიცია

ტრადიცია (ლათ. traditio) — ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის ერის, სუბეთნიკური ჯგუფის, ერთი ქალაქის მოსახლეობის, ოჯახის) შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას,  ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები სხვადასხვა საზოგადოებაში, ეს ტრადიციები ინსტიქტებისაგან, განსხვავებით თანდაყოლილი არაა. ტრადიციებს მიაკუთვნებენ ასევე სამუშაო იარაღების გამოყენების წესებსა და  ენას.

                                        ჩემი თემი მისდევს :

ახალი წლის ტრადიციას: ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: “ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).” სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

 

აღდგომას: აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა. ქართველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ხანგრძლივი მარხვის შემდეგ სააღდგომო სუფრა იშლება, სადაც აუცილებლად უნდა იყოს წითელი კვერცხი და პასქა. საქართველოში დღემდე შემორჩენილია წითელი კვერცხების `დაჭიდების` ტრადიცია, რომლის დროს ქრისტიანები აუცილებლად ულოცავენ ერთმაენთს: ქრისტე აღსდგაო!

ყველა ქვეყანას თავისი სააღდგომო ტრადიცია აქვს. მაგალითად პოლონეთში, აღდგომის მეორე დღეს ერთმანეთს წყალს ასხამენ. პოლონელები აღდგომას აუცილებლად ოჯახის წევრებთან, მშობლების სახლში ზეიმობენ. პოლონეთში სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ პირშუშხას. ამბობენ, რომ ეს არის შეხსენება იესოს ტკივილების შესახებ. პირშუშხას პოლონურ ტრადიციულ კერძთან „ბიგისოსთან“  პურში მოთავსებული ხორცი, ერთად მიირთმევენ.  პასქას პოლონეთშიც აცხობენ, რომელსაც  „ბაბკას“ ეძახიან. ფრანგები ერთმანეთს სააღდგმო წითელ კვერცხს ჩუქნიან და ასევე ეჯიბრებიან ერთმანეთს კვერცხის გატეხვაში. ბელგიაში სააღდგომოდ კვერცხების გუნდური  მტვრევა ეწყობა. კვერცხებს ღებავენ წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებში. გერმანიაში აღდგომის დამდეგს, შაბათს დიდი სააღდგომო კოცონი ინთება, როგორც ზამთრის დასასრულისა და ყველა ცუდი გრძნობების ცეცხლისთვის გადაცემის სიმბოლო. მთავარი სააღდგომო პერსონაჟი გერმანიაში არის კურდღელი, რომელსაც ტრადიციის თანახმად მოაქვს სახლში შეღებილი კვერცხები. აღდგომის წინა ღამეს უფროსები მალავენ კალათებს სააღდგომო კვერცხებით, ტკბილეულითა და საჩუქრებით. დილით, საუზმის შემდეგ ბავშვები ეძებენ გადამალულ ნუგბარს. იტალიელები განსაკუთრებულ აქცენტს სახლის სისუფთავეზე აკეთებენ. საახალწლოდ თუ ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან, აღდგომას გრანდიოზულ დასუფთავებას აწყობენ. აღდგომის დღეს იტალიაშიც იშლება ხვავიანი სადღესასწაულო სუფრა, რომელსაც აუცილებლად ამშვენებს მტრედის ფორმის სააღდგომო ღვეზელი „კოლომბუ“. ინგლისში განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღდგომის დღესასწაულს ბავშვები ხვდებიან. სკოლებსა და ბარებში 2 კვირიანი არდადეგები ცხადდება. ბავშვები აფერადებენ სააღდგომო კვერცხებს, რთავენ მათ ბისერებით, გოფრირებული ფერადი ქაღალდებით, აბრეშუმით. ყოველი კვერცხი წარმოადგენს ნამდვილად ხელოვნების ნიმუშს, რომელსაც ბავშვები საჩუქრად უმზადებენ მშობლებს.

სააღდგომოდ ყველა საკონდიტროები და შოკოლადის ფაბრიკები ამზადებენ მრავალფეროვანი ასორტიმენტის შოკოლადის კვერცხებს. აღდგომა ინგლისში შოკოლადის დღესასწაულია. ყველა ოჯახში ცხვება საფუარზე მომზადებული სააღდგომო ფუნთუშები ცუკატებით. ფუნთუშაზე კი აუცილებლად გამოსახავენ ჯვარს. სააღდგომოდ ჩეხეთში გოგონებს ბზის ტოტებით `ცემენ~. ტრადიციის თანახმად მიიჩნევა, რომ ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ლამაზდება და უფრო მომხიბლავი ხდება. ბულგარელების ტრადიციით სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს  დიდი სააღდგომო პური, გარშემო შეღებილი კვერცხებით მორთული. ქართველების მსგავსად, ბულგარელებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს სააღდგომო კვერცხის გატეხვაში. სააღდგომოდ შვედეთში სახლებს  ყვავილებით რთავენ. სააღდგომო კვერცხებს კი შვედები მუყაოსგან ამზადებენ და მასში დიდ ლამაზ კანფეტს ათავსებენ. ამერიკაში სააღდგომოდ პოპულარულია კვერცხების გორაობა დაქანებულ გაზონზე. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ გააგორებს საკუთარ კვერცხს ყველაზე შორს და შეფერხებების გარეშე. სხვათა შორის, წელს კვერცხების გაგორების ცერემონიალში ამერიკელ ბავშვებთან ერთად პრეზიდენტი ობამაც მონაწილეობდა. ტრადიციული ამერიკული სააღდგომო სადილია: ლორი ანანასებით, კარტოფილი, ბოსტნეულისა და ხილის სალათი. საბერძნეთში სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ტკბილ პურს და ცხვრის ხორცს მწვანე სალათის გარნირით.

ფილიპინებზე ბავშვებს აუცილებლად აღვიძებენ შუაღამით, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ სააღდგომო ტრაპეზში. რადგან, ძველი გადმოცემით, ვინც არ დაესწრება სააღდგომო ტრაპეზს შეიძლება სმენა დაკარგოს. ავსტრალიაში  პოპულარულია შოკოლადის და შაქრის სააღდგომო კვერცხები.  განსაკუთრებით კი შოკოლადის ბაჭიები. ავსტრალიელების სააღდგომო სადღესასწაულო მენიუ შედგება შემწვარი ცხვრის, ძროხის ან ქათმის ხორცისგან ბოსტნეულით. დესერტზე კი ტრადიციული ავსტრალიური ნუგბარი მიაქვთ _ ბეზეს ტორტი მარწყვით, ანანასითა და მანდარინით.

 

 

 

გიორგობა

გიორგობა, ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა. ქართლში – გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა. კახეთში – ალავერდობა, თეთრი გიორგობა. სამეგრელოში – ილორობა და სხვა.
საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა). გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.
ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.
კახეთში – 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული “ხატის მონები”. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა “ხატის მონა”, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის “ნებას” აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.

 

და სხვა უამრავ ტრადიციას რომლის პოსტში დაწერა ძნელია.🙂

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიციები არის ჩემი საყვარელი ტრადიციები ხოლო ისეთი ტრადიცია რომელიც მე შეილებ არ მომწონდეს არ არსებობს .🙂ImageImage

 

მადლობა ყურადღებისთვის :) 

2 thoughts on “ტრადიცია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s