მობილურ ტელეფონზე დიდხანს ნუ ისაუბრებთ

imageბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად დიდხანს საუბრობენ მობილური ტელეფონით, თანდათან სმენა უსუსტდებათ. თავიდან, მათ მაღალსიხშირიანი ბგერების “ს”, “ფ”, “ხ”, “ტ” და “ზ” – გარჩევა უჭირთ, შემდგომ, საერთოდ არ ესმით ეს ბგერები და მათ ნაცვლად, მხოლოდ სუსტ შიშინს აღიქვამენ. საბოლოო ჯამში, მეცნიერთა თქმით, ეს, ე.წ. ფრაგმენტული სმენის ჩამოყალიბებით გვირგვინდება: ადამიანს მხოლოდ საუბრის ნაწყვეტი ესმის, მისი დიდი ნაწილი კი მისი აღქმის მიღმა რჩება.

ეს პროცესი მობილური ტელეფონით სარგებლობის დაწყებიდან დაახლოებით 4 წლის შემდეგ იწყება. სახიფათო ლიმიტს, დღეში 1 საათის განმავლობაში მობილურით საუბარი წარმოადგენს. ამასთანავე, ნეგატიურ ზემოქმედებას უფრო მეტად, მარჯვენა ყური ექვემდებარება – ცხადია, იმიტომ, რომ უმეტესად, სწორედ მარჯვენა მხარეს ვიმარჯვებთ ყურმილს.

სმენის დასუსტების პირველი სიმპტომებია: ყურში მსუბუქი წვა და ზანზარი, აგრეთვე, სმენის ხანმოკლე “ამოვარდნები”

“არავის შეშინება არ გვსურს, – თქვა ჟურნალისტთან საუბრისას ექიმთა ხელმძღვანელმა დოქტორმა ნარეშ ჰანდამ, – ჯერჯერობით მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრეზე გამოვიკვლიეთ და ამ მოვლენის მასობრიობის შესახებ ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, რომ უმჯობესია, მობილური ტელეფონით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ.”

სოციოლოგთა გამოკითხვებით, მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობა ევროპაში თავბრუდამხვევი ტემპით იზრდება. ამის შედეგად, სრულიად ახალგაზრდა ადამიანებსაც აღენიშნებათ სმენის დარღვევები და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდ ქალაქებში, სადაც ე.წ. “ხმოვანი დაბინძურება” კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას. მომატებული საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ძალზე ხმაურიან გარემოში ატარებენ, ხოლო მათი მშობლები “დიდ მზრუნველობას” იჩენენ თავიანთ შვილებზე და მობილური ტელეფონებით ასაჩუქრებენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s