რა არის ადამიანი?

ადამიანი ფილოსოფიაში არის პრობლემა, რადგან მან არ იცის თუ ვინ არის და როგორია მისი ონტოლოგიური ადგილი სამყაროში.

imageფილოსოფიაში დაისმის კითხვა, თუ რა არის ადამიანი? ამაზე სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობდა. ადამიანმა განვლო თავისი ყოფიერების გრძელი გზა და ის კვლავ განაგრძობს სვლას. ეპოქალური გააზრების მიხედვით, ადამიანის მიბაძვის აგანი იყო გმირი, წმინდანი, რევოლუციონერი, ზეკაცი, ტელეწამყვანი და სხვ.

თუ ადამიანის გენეტიკური ფუნქცია აზროვნებაა, აქედან გამომდინარეობს შემდეგი: ისტორიის ადრეული პერიოდებიდან მოყოლებული ადამიანმა მიაღწია ამგვარი “მოაზროვნის” მდგომარეობას. ფორმულირება კი ასეთი იყო Homo sapiens, რაც განსაზღვრავდა ცხოველს, რომელსაც აზროვნება შეუძლია.

ადამიანი, როგორც Homo Faber, უკვე იარაღის მქონე და მწარმოებელ არსებად წარმოგვიდგება. აქ ის უკვე ბუნებას იმორჩილებს და მისი მბრძანებელი ხდება.

Homo ludens _ ადამიანი მოთამაშე, რომელიც ქმნის სამყაროებს სამყაროში ღვთის წაბაძვით, ქმნის თამაშით, მიზანი კი მასშივეა, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია.

Homo tatus “მთლიან ადამიანს” ნიშნავს. ეს არის ადამიანის ის სახე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვეძებთ. ეს არის გრძელი გზა კოსმოსთან, პირველსაწყისთად გასაერთიანებლად. “გამთლიანება” საკუთარი თავის აღმოჩენას უკავშირდება და თავის მხრივ, დაუსრულებელი პროცესია _ მთელი ცხოვრება გრძელდება და შესალოა ისიც კი არ იყოს საკმარისი. ამ გზაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტუიცია, სიზმრები, ხილვები, რომელთა ჭვრეტა და მართვა ადამიანმა უნდა ისწავლოს.

დაბოლოს ჩნდება ადამიანის კიდევ ერთი განსაზღვრება Homo Sapiens Cyberneticus. თანამედროვე ადამიანს უწევს რეალურ, წარმოსახვით და ვირტუალურ სამყაროებში ცხოვრება. ამგვარმა მრავალმხრივმა არსებობამ განაპირობა კიდევ ერთი მოდელის ე.წ. კიბერპანკების გაჩენაც. ესაა ადამიანი, რომელიც შემოქმედებითად იაზრებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველანაირ ინფორმაციულ რესურსს. სიტყვა “კიბერნეტიკა” კი გულისხმობს ადამიანის (მექანიზმის) მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას და ასევე მის მართვას. ამდენად, კიბერპანკი არის “მესაჭე” ის, ვინც რეალობას მართავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s