იაპონიაში ქილა-ინდიკატორი გამოიგონეს

იაპონური კორპორაცია Showa Aluminum Can-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ალუმინის ქილებისთვის განკუთვნილი თერმოქრომული საღებავების დამზადების ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ქილა იმის მიხედვით იცვლის ფერს, თუ რამდენი და რა ტემპერატურის სითხე ასხია მასში. ასეთი საღებავები ლუდსახარშ  Asahi Breweries-ის მიერ წარმოებული ლუდის – Super Dry – ქილების გასაფორმებლად გამოიყენება. Asahi Breweries  იაპონიაში ლუდის წამყვანი საწარმოა, ქვეყნის ლუდის ბაზრის 40%-ს მისი პროდუქცია იკავებს. შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგიით გამოშვებული ლუდის ქილაზე ტოკიოს ახალი ცათამბჯენი Tokyo Sky Tree-ა გამოსახული, ლუდის ამ სერიის გამოშვება ხომ სწორედ მის გახსნას მიეძღვნა. როდესაც ლუდი ცივია, ქილა ცისფერ შეფერილობას იღებს, ხოლო როდესაც სასმელი თბება, ქილაც იისფერი ხდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s