ალბათობის თეორია.

image

– ალბათობის თეორია დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.ხვალ შეიძლება ჯეკპოტი მოვიგოთ ან შესაზლებელია უბედურება შეგვემთხვეს.დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა იქნება მომავალში, მაგრამ ყველა არსებული ინფორმაციით, შეგვიძლია მოვლენების ალბათობა გამოვთვალოთ.
– როდესაც მონეტას ვაგდებთ, ვამბობთ, რომ ალბათობა, თუ რომელ მხარეზე დავარდება იგი 50-50-ზეა.ეს იმას ნისნავს, რომ მონეტა შესაძლოა 50-ჯერ წინა მხარეს დავარდეს და 50-ჯერ უკანაზე.ეს არასწორი მსჯელობაა, რადგანაც ალბათობა, ანუ შესაძლებლობა ასეთი შემთხვევისა სხვადასხვაგვარია.მონეტის წინა და უკანა მხარეს თითოეულს 100-იდან 50 შანსი აქვს.ეს შესაძლოა გამოისახოს სხვანაირადაც, ანუ ალბათობის 50%, 0, 5, ერთი ორში, ან 1/2.
image
– რულეტი პოპულარული თამაშია კაზინოებში.დანომრილი ბორბლის მოძრაობის დროს მოთამაშეს შეუძლია სანაძლეო დადოს, თუ სად გაჩერდება ბურთი.ამასთანავე, ერთ რიცხვზე სანაძლეოსთან ერთად, რომლის კუშია 35/1, მოთამაშეს შეუძლია რიცხვების დაჯგუფებაც.

image

– იპოდრომის ბუქმეიკერები დაფაზე აღნიშნავენ დაწესებულ კუშებს.გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსის მქონე ცხენის კუში ყველაზე დიდია, რაც ბევრ ადამიანს აცდუნებს.მაგალითად, ბრაუნ ტრიკსის კუშია 300/1, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მასზე დადებულ ყოველ 1 ფუნტზე აიღებენ 300 ფუნტს.ბუქმეიკერი გამარჯვებულ მოთამაშეს მოგებული თანხის 85%-ს აძლევს, დანარჩენი 15% კი მისი შემოსავალია.
image
– ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთდროულად ორ მონეტას ვაგდებთ.
შედეგად, შესაძლოა ორი წინა მხარეზე დავარდეს, ხოლო ორი უკანაზე, ან თითო-თითოდ.ასე რომ, ასეთი

შედეგების შანსები 1/3, და მაინც, ორი მონეტის 100-ჯერ აგდებისას, ნახავთ, რომ ორი წინა მხარე, დაახლოებით, 25-ჯერ ამოვა, ხოლო ორი უკანა მხარეც, დაახლოებით, 25-ჯერ.ერთი წინა და ერთი უკანა მხარის კომბინაცია, დაახლოებით 50 ჯერ.ასე, რომ შანსები 
25/100, ანუ 1/4 ორი წინა მხარისთვის, ანალოგიურად უკანა მხარისთვისაც, ხოლო დაახლოებით 50/100, ანუ 1/2 ერთი წინა და ერთი უკანა მხარისთვის.რატომ უნდა ხდებოდეს ასე?!
– პასუხს ადვილად გავიგებთ, თუ ავიღებთ ერთ სპილენძის და ერთ ვერცხლის მონეტას.ერთი წინა მხარის და ერთი უკანა მხარის კომბინაცია გამოვა ორი გზით: სპლიენძი წინა მხარეა, ვერცხლი კი მეორე, ან ვერცხლი წინა და სპილენძი უკანა.ასე რომ, სამის ნაცვლად ოთხი შესაძლო შედეგი გამოვა.ორი მათგანი იქნება წინა და უკანა მხარეები, ხოლო მხოლოდ ერთი შედეგი მოგვცემს – ორ უკანა მხარეს.შესაძლებლობა ამ შემთხვევაში არის 2/1 ორი წინა მხარის წინააღმდეგ, 2/1 ორი უკანა მხარის წინააღმდეგ და თანაბარია იმ შემთხვევაში თუ იქნება ერთი წინა და ერთი უკანა მხარე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s