ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმ-ლექტორმა უნივერსიტეტში სტუდენტს დაუსვა შეკითხვა.

პროფესორი: -ღმერთი კარგია?

სტუდენტი: -კი.

პროფესორი:-ეშმაკი კარგია?

სტუდენტი: -არა.

პროფესორი: -მართალია.მითხარი ერთი შვილო, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?

სტუდენტი:-კი.

პროფესორი:-ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? ყველაფერი ღმერთმა შექმნა, მეთანხმები?

სტუდენტი:-კი.

პროფესორი: -ესეიგი ვინ შექმნა ბოროტება?

სტუდენტი: ……

პროფესორი: -ჩვენს პლანეტაზე არის გაჭირვება, ავადმყოფობა, ბოროტება, ხომ მართალია?

სტუდენტი: -კი ბატონო.

პროფესორი: -ვინ შექმნა ეს ყველაფერი?

სტუდენტი: …..

პროფესორი: -მეცნიერება გვიმტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა სამყაროს აღსაქმელად. მითხარი შვილო გინახავს ღმერთი?

სტუდენტი: -არა.

პროფესორი: -გვითხარი, ღმერთის ხმა გაგიგია?

სტუდენტი: -არა ბატონო.

პროფესორი: -შეხებიხარ ოდესმე ღმერთს?გემო გაგისინჯავს?

სტუდენტი: – სამწუხაროდ არა ბატონო.

პროფესორი: – ამ ყველაფრის მიუხედავად გჯერა ღნერთის?

სტუდენტი: – კი.

პროფესორი: – ამ ყველაფრისგან გამომდინარე მეცნიერება გვეუბნება, რომ ღმერთი არ არსებობს?შეგიძლია შვილო ამის საწინააღმდეგო თქვა რამე?

სტუდენტი: – არა ბატონო. მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია.

პროფესორი: – ზუსტადაც. რწმენა- ეს მთავარი პრობლემაა მეცნიერებისათვის.

სტუდენტი: -პროფესორო, სიცივე არსებობს?

პროფესორი: – რა შეკითხვაა?რათქმაუნდა არსებობს. შენ არასდროს შეგქცივებია?

(აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს, ახალგაზრდის დასმულ შეკითხვაზე ჩაეცინათ)

სტუდენტი: – სინამდვილეში ბატონო, სიცივე არ არსებობს.ფიზიკის კანონის თანახმად ჩვენ ვთვლით სიცივედ იმას, რაც გამოწვეულია სითბოს არყოფნით.ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა იმის გამოსახატავად, რასაც ვგრძნობთ სითბოს არყოფნით.

(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა)

სტუდენტი: -პროფესორო, სიბნელე არსებობს?

პროფესორი: -რათქმაუნდა არსებობს, მა რა არის ღამე თუარა სიბნელე.

სტუდენტი: – თქვენ კვლავ ცდებით ბატონო.სიბნელე არარსებობს.სიბნელე სინამდვილეში ეს არის სინათლის არყოფნა.ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, სიბნელეს კი ვერა.ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა და თეთრი სინათლისგან მივიღოთ სხვადასხა ფერის სინაათლეები, გავზომოთ თვითოეული სინათლის ფერის თალღის სიგრძე.სიბნელეს ვერ გავზომავთ, პატარა სხივსაც კი შეუძლია შეაღწიოს ბნელ სივრცეში და გაანათოს ის.როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენად ბნელია ნებისმიერი სივრცე?სიბნელე ეს არის ის სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ იმ მოვლენის გამოსახატავად, რაც გამოწვეულია სინათლის არყოფნით.ეხლა კი მითხარით ბატონო, სიკვდილი არსებობს?

პროფესორი: -რათქმაუნდა. არის სიცოცხლე და მისი მეორე მხარე სიკვდილი.

სტუდენტი: -ამჯერადაც ცდებით ბატონო. სიკვდილი, სიცოცხლის მეორე მხარე არაა, ეს მისი არყოფნაა. თქვენ სამეცნიერო თეორიებს სერიოზული ბზარი უჩნდება ბატონო.

პროფესორი: -საითკენ მიგაქვს საუბარი ახალგაზრდავ?

სტუდენტი: -პროფესორო, თქვენ გვასწავლით, რომ მაიმუნების შთამომავლები ვართ.საკუთარი თვალებით აკვირდებოდით ევოლუციას?

(პროფესორმა ღიმილით თავი გააქნია და მიხვდა, თუ საითკენ მიდის საუბარი)

სტუდენტი: -არავის არ უნახავს ეს პროცესი, ესეიგი თქვენ მოძღვარი უფრო ხართ, ვიდრე მეცნიერი.

(აუდიტორიაში სიცილი ატყდა)

სტუდენტი: -ეხლა კი მითხარით, აუდიტორიაში არის ისეთი ვინმე ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? გაუგონია? შეხებია?უყნოსია?

(სტუდენტებმა გააგრძელეს სიცილი)

სტუდენტი: -როგორც ჩანს არავინ.აქედან გამომდინარე, სამეცნიერო თეორიებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფესორს ტვინი არ აქვს.თქვენდა დიდი პატივისცემის მიუხედავად პროფესორო, როგორ შეგვიძლია დავიჯეროთ ლექციაზე ნათქვამი თქვენი თვითოეული სიტყვა?

პროფესორი: -ვფიქრობ თქვენ მხოლოდ უნდა დამერწმუნოთ.

სტუდენტი: -სწორედაც.ღმერთსა და ადამიანს შორის არის ერთადერთი კავშირი – “რწმენა”.

-პროფესორი დაჯდა.

 

ამ სტუდენს ერქვა აინშტაინი.Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s