სიკვდილი თუ გარდაცვალება?

imageბევრ ადამიანს სიკვდილის საერთოდ არ სჯერა და ამბობს, ადამიანის გარდაცვალება ხდებაო.უბრალოდ ფიზიკური არსებობა იზღუდება, სრულიად სხვა სამყაროში გადასახლება და მარადიული სიცოცხლე სიკვდილს არ ნიშნავსო.

ყველაზე უცნაური და ამოუცნობი მოვლენაა ეს ალბათ კაცობრიობის ისტორიაში.დღემდე ვერც ერთმა მეცნიერებამ ვერ გამოიკვლია ეს ფენომენი და დღემდე არავის შეუძლია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რა ხდება გარდაცვალების შემდეგ.

ერთი რუსი მეცნიერი ყვება_”ქმარი რომ გარდამეცვალა, მაშინ დავინტერესდი ყველაზე მეტად, სად წავიდა, გაქრა თუ უბრალოდ სხვა სამყაროში გადაინაცვლა.სულ იმაზე ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო სიკვდილი, შეგვეძლო თუ არა სიკვდილის მერე ადამიანებს ერთმანეთის ნახვა…ერთხელაც მესიზმრა, რომ ჩემი ქმარი უკან ბრუნდებოდა როგორღაც და პირველი, რაც მაინტერესებდა, ვკითხე, იქით თუ რამე არის_მეთქი.მან თავი გააქნია და არაო, მიპასუხა.ასე რომ მე ვიცი, სიკვდილი ნიშნავს გაქრობას…”

თუმცა ამ მეცნიერს ბევრი ადამიანი არ ეთანხმება და აქვთ კიდეც მიზეზი.უამრავი ადამიანი ამბობს, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ უნახავს ჯოჯოხეთი, სამოთხე, ღმერთი, თავისი ახლობლები, რომლებიც გარდაცვალების მომენტში მის გვერდით არიან და ცისკენ მიაცილებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც ვერ ხერხდება ისეთი პასუხის მოძებნა, რომელიც ყველა ადამიანის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს.მაგრამ როგორიც უნდა იყოს სინამდვილე, ჩვენ მაინც ერთი გამოსავალი გვაქვს.თუ მართლაც არსებობს სიცოცხლის სახეშეცვლილი გაგრძელება, ნამდვილად აქაური ცხოვრების წესის მიხედვით იმქვეყნად ან სამაგიერო მოგვეზღობა, ან საკმარისად დავჯილდოვდებით.და თუ იქ არაფერი არ არსებობს, აქ მით უმეტეს გვმართებს ჩვენს თავში არსებული სიკეთეების მაქსიმალურად გამოვლინება, რომ ამ წუთისოფელში ერთმანეთს ტკივილი შევუმსუბუქოთ და ცხოვრება გავულამაზოთ.გვიყვარდეს ერთმანეთი🙂

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s