ვამპირები

imageვამპირებზე საუბარი 21-ე საუკუნეში მგონი სისულელეა, რამდენადაც არავის არ სჯერა მათი არსებობს. ასეთ თემაზე საუბარი წლების და საუკუნეების წინ ჩვეულებრივი თემა იყო, ხალხს სჯეროდათ მათი და ვამპირების მსხვერპლებსაც ხშირად ხედავდნენ. ახლა კი ამ თემაზე საუაბარი უაზრობაა..
ისტორია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ არ ვიცი სინამდვილეს შეესაბამება თუ არა… 

18 წლის წინ, თერჯოლის რაიონში გამოჩნდა ვამპირი. ეს ადამიანი ( თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ ) თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში დასახლდა. მას არ ჰქონდა ურთიერთობა არავისთან, ის მხოლოდ ღამით გამოდიოდა სახლიდან და დილით ბრუნდებოდა. სოფელში მას იცნობნენ, როგორც ექიმს, მაგრამ არცერთი პაციენტი არ დაუნახავთ მის სახლში მისული და არა მარტო პაციენტი, არავინ არ მიდიოდა მასთან ის ცხოვრობდა მარტო. სად დადიოდა ექიმი და რას აკეთებდა არავინ არ იცოდა. რამოდენიმე დღე იცხოვრა ამ სოფელში და შემდეგ გაუჩინარდა. ერთ დილასაც მის ეზოში ძაღლებმა გვამი იპოვეს. პოლიცია მალე ჩაერია ამ საქმეში და “ექიმის” სახლში კიდევ 2 გვამი იპოვეს, რომელთაც კისერთან მთავარი არტერია კბილებით ჰქონდათ გადაღრღნილი. პოლიციამ ვერსად ვერ იპოვა დამნაშავე, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ამას ადამიანი ვერ იზამდა და ეს ვამპირის გაკეთებული იყო. ამის შემდეგ თერჯოლის ამ სოფელში ვამპირი აღარ გამოჩენილა.. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში, კერძოდ კი ისანში დაფიქსირდა ამდაგვარი შემთხვევა.. დამნაშავე კი ჯერ-ჯერობით ვერსად ვერ იპოვეს..

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან გჯერათ ვინმეს ამ ისტორიის ან თუნდაც ვამპირების არსებობის?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s