ეგვიპტის პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები – ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII-საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

ჯოსერის პირამიდა

პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა, (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა) როგორც ჩანს,მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო… აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია. ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.

Image

 

გიზის პირამიდები

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზის პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს “პერანგი” აღარ არსებობს. გიზის სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, მისი სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვენებით საუბრობს პირამიდებზე.

Image

ImageImageImageImageImage

 

ალბერტ აინშტაინი

Image

ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია — გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ) — ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

Image

ბიოგრაფია

დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია. საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ. ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. 1901 წელსშვეიცარიის ქვეშევრდომობა მიიღო. 1902 ბერნის საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.

Image

პროფესიული კარიერა და მოღვაწეობა

1909-1911 წლებში აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორია, 1911-1912 – პრაღის გერმ. უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1912 კვლავ ციურიხის პოლიტექნიკუმის პროფესორია. 1913 აინშტაინს ირჩევენ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1914 გადადის ბერლინში, სადაც წლების მანძილზე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ (1933), აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. 1901-1903 გამოქვეყნდა აინშტაინის პირველი შრომები, რომლებიც კაპილარული მოვლენებისა და თერმოდინამიკის სტატისტიკის დასაბუთების საკითხებს შეეხებოდა. ფიზიკაში ახალი ეპოქა შექმნა 1905 გამოქვეყნებულმა ოთხმა ნაშრომმა. აინშტაინმა მაქს პლანკის კვანტური ჰიპოთეზა სინათლის ენერგიაზეც გაავრცელა და წამოაყენა სინათლის კვანტების ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სინათლე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნაწილაკების ნაკადი. ეს იდეა საფუძვლად დაედო გამოსხივების კვანტურ თეორიას. აინშტაინმა ჩამოაყალიბა ფოტოეფექტის კანონი; განავითარა ბროუნის მოძრაობის მოლეკულური თეორია, რომლის თანახმად ეს მოძრაობა სითხის მოლეკულების ქაოსური მოძრაობისა და ბროუნის ნაწილაკებთან მათი დაჯახების შედეგია. საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე. წინააღმდეგ კლასიკური ფიზიკის დებულებისა, სივრცის, დროისა და ერთდროულობის აბსოლუტურობის შესახებ, მან დაამტკიცა, რომ ისინი ფარდობითი არიან, ე. ი. დამოკიდებული არიან ათვლის სისტემის არჩევაზე. ეს შედეგები აინშტაინმა მიიღო ფარდობითობის პრინციპსა და იმ დებულებაზე დამყარებით, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას. შემდეგ აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 1907 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც მყარი სხეულების სითბოტევადობის საკითხებში პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას იყენებს და ამით საფუძველს უყრის სითბოტევადობის თანამედროვე კვანტურ თეორიას. 1907-16 იგი მუშაობს ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე. ეს თეორია არაინერციული სისტემისათვის ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებაა. აინშტაინი ემყარება გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობის ექსპერიმენტულ ფაქტს და გამოთქვამს ფარდობითობის ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად ბუნების კანონები ათვლის ერთი სისტემიდან ათვლის ნებისმიერ სისტემაზე გადასვლისას ინვარიანტული უნდა იყოს. ამით აინშტაინმა გააიგივა ინერცია და გრავიტაცია, რამაც შესაძლებლობა მისცა შეექმნა გრავიტაციული ველის ახალი თეორია. ამ თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგია სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებითაა გამოწვეული. აინშტაინმა გამოიყვანა გრავიტაციული ველის განტოლებები, რომელთა საშუალებითაც ახსნა ერთი ასტრონომიული მოვლენა — მერკურის პერიჰელიუმის საუკუნეობრივი გადანაცვლება, რაც ორი საუკუნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა, და იწინასწარმეტყველა ორი ახალი მოვლენა — სინათლის სხივის გადახრა დიდი მასის მქონე სხეულის მახლობლად გავლისას და ატომის მიერ გამოსხივებული სინათლის სიხშირის შემცირება ძლიერ გრავიტაციულ ველში. ორივე ამ მოვლენის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ დაადასტურა აინშტაინის მოსაზრებები. აინშტაინმა გრავიტაციული ველის განტოლებები მთელი სამყაროს მიმართ გამოიყენა და ამით საფუძველი ჩაუყარა რელატივისტურ კოსმოლოგიას (1917). აინშტაინის, ნიდერლანდელი ვილემ დე სიტერის, საბჭოთა ფიზიკოს ალექსანდრე ფრიდმანის, ბელგიელი ჟორჟ ლემეტრისა და სხვების შრომებმა რელატივისტური კოსმოლოგია თანამედროვე ფიზიკისა და ასტრონომიის ერთ-ერთ მოწინავე დარგად აქცია. 1916 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც გამოჰყავს პლანკის კანონი გამოსხივებისათვის სპონტანურ და ინდუცირებულ გამოსხივებათა ალბათობის განხილვის საშუალებით. აქ გამოთქმული იდეები საფუძვლად დაედო თანამედროვე კვანტურ რადიოფიზიკას. 1921 აინშტაინს ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. 1924 იგი აქვეყნებს ინდოელი ფიზიკოსის შატენდრანათ ბოზეს სტატიას „პლანკის კანონი და სინათლის კვანტების ჰიპოთეზა“, რომელიც მას ავტორმა გამოუგზავნა. ამ სტატიის იდეის საფუძველზე მან განავითარა ბოზე-აინშტაინის სტატისტიკა იდეალური აირისათვის. ამ შრომაში ავტორმა პირველად მიუთითა ახალ მოვლენაზე, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა ბოზე-აინშტაინის კონდესაციის სახელწოდებით. ამავე შრომაში აინშტაინმა აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუი დე ბროილის იდეას ნაწილაკების ტალღური ბუნების შესახებ, და განავითარა სინათლის კვანტების ორმაგი — კორპუსკულური და ტალღური ბუნების იდეა. დაახლოებით ამავე წლებიდან აინშტაინი ცდილობდა შეექმნა ე. წ. „ველის ერთიანი თეორია“, რომელშიც ყველა არსებული ველი და მატერიალური ნაწილაკი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც რიმანის სივრცის ან უფრო რთული სივრცის გეომეტრიული თვისებების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ იდეას მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო. აინშტაინი ვერ შეურიგდა კვანტური თეორიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც განავითარეს ნ. ბორმა და ვ. ჰაიზენბერგმა და რომელიც, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაშია მიღებული. ფიზიკის და, კერძოდ, კვანტური თეორიის პრინციპული საკითხების გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აინშტაინისა და ბორის დისკუსიას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა ბ. ჰოფმანთან და ლ. ინფელთან ერთად შექმნა ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა გრავიტაციული ველის განტოლებებიდან მოძრაობის განტოლებათა გამოყვანას. აინშტაინის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არ იყო თანამიმდევრული. თუ ახალგაზრდობაში იგი ერნსტ მახის ფილოსოფიის გავლენას განიცდიდა და აშკარა პოზიტივისტურ აზრებს გამოთქვამდა, შემდეგ გადაჭრით გამოვიდა პოზიტივისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, აინშტაინი მაინც ვერ გახდა მატერიალისტი, ვინაიდან გნოსეოლოგიური პრობლემების განხილვისას ხშირად ეკლექტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდა. აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

Image

ინტერნეტი

Image

მთელი მსოფლიოს კომპიუტერულ ქსელს წარმოადგენს ინტერნეტი, რომელიც ურთიერთკავშირშია
სხვა კომპიუტერულ ქსელებთან

XX საუკუნის დასაწყისში ინტერნეტმა უფრო სწრაფად დაიწყო ზრდა, რადგანაც უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ელექტრონული ფოსტის გამოყენება და ვებ-საიტებზე ხეტიალი გართობისა და კვლევის მიზნით. ხოლო ბიზნესსამყაროს შესაძლებლობა მიეცა უმოკლეს დროში გაევრცელებინა ბიზნესმონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ინტერნეტის წინაპარი იყო APRA ქსელი, ეს იყო სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელმაც 1969 წელს დაიწყო არსებობა. მას აფინანსებდა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი. მიზნად დასახული იყო ისეთი ქსელის შექმნა, რომელიც ატომურ დარტყმას გაუძლებდა; თუ მისი ერთ-ერთი ნაწილი ბომბისაგან დაზიანდებოდა, დანარჩენ ნაწილს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა. ეს პრინციპი დაცულია ინტერნეტის შექმნის დროსაც. მონაცემთა გადაცემა ხდება პაკეტების საშუალებით, სტანდარტული საკონუმიკაციო ტექნიკით, რომელიც ცნობილია როგორც ინტერნეტ პროტოკოლერები – და ორი კომპიუტერი, რომელიც ამ პროტოკოლებს იყენებს, ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ინტერნეტში არსებული პაკეტების გადატანა ერთი კომპიუტერიდან მეორეში ნებისმიერი გზითაა შესაძლებელი. თუ ქსელის ნაწილი დაზიანებულია, მონაცემები უბრალოდ გვერდს აუვლის დაზიანებულ ნაწილს. ეს ნიშნავს, რომ ქსელი საკმაოდ სანდოა. ამიტომაც, კომპიუტერზე მომუშავე ტექნიკურ ჯგუფს მიაჩნია, რომ შეუძლებელია ინტერნეტზე ცენზურის დაწესება, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი მოითხოვდა.

ImageImage

ინტერნეტის მონაცემთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეიქმნა 1980-იან წლებში შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური ფონდის დაფინანსებით. მთელი ქვეყნის უნივერსიტეტების მკლევარებს შესაძლებლობა მიეცათ ძვირფასი რესურსები გაეზიარებინათ ხუთი რეგიონული ცენტრისათვის, რომლებსაც NSF ერთდროულად აგებდა. იმ დროისათვის ინტერნეტის გამოყენება შეზღუდული იყო და ეს შესაძლებლობა მხოლოდ აკადემიისა და მთავრობის წევრებს ჰქონდათ. ადრეულ 1990-იან წლებში კავშირი მისაწვდომი გახდა არა მარტო პატარა ბიზნესებისათვის, არამედ ინდივიდებისათვისაც. აშშ-ის მთავრობამ ინიციატივა აიღო აეშენებინა ეროვნული ინფორმაციული ინფრასტრუქტურა. 1995 წელს 35 მილიონი ადამიანი დაუკავშირდა ქსელს და 2005 წელს ეს რიცხვი 938 მილიონამდე გაიზარდა.

ინტერნეტი უდიდესი კომპიუტერული ქსელია, მაგრამ ის ერთადერთი როდია. არსებობს სხვა ტიპის ონლაინ-სისტემები, რომლებშიც შეღწევა შესაძლებელია ტელეფონის ხაზით მოდემის (მოდულატორი/დემოდულატორი) საშუალებით, რომელიც კომპიუტერის მიერ წაკითხულ მონაცემებს ელექტროსიგნალად გარდაქმნის. ონლაინ სისტემა ხშირ შემთხვევაში ინტერნეტის მსგავს მომსახურებას გულისხმობს (ელექტრონულ ფოსტას, ფაილების ბიბლიოთეკას და სხვა ინფორმაციას, ელექტრონულ კონფერენციებს და კომპანიის ინფორმაციულ მონაცემებს).

Image

ბევრი ასეთი სისტემა, რომელიც განცხადებათა ელექტრონული დაფის სახელითაა ცნობილი, უფასოა; სხვების ღირებულება, უძველესი კომერციული ონლაინ ინფორმაციული სერვისის – CompuServe-ის მსგავსად, გამოყენებული დროის მიხედვით დგინდება. იმის გამო, რომ ინტერნეტი ხალხის დახმარებით შეიქმნა და მისი პირველი მომხმარებლები იყვნენ უნივერსიტეტები და აკადემიური მკლევარები, ინტერნეტში ინფორმაცია ტრადიციულად უფასო იყო. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ინტერნეტის დაფინანსება კერძო სექტორში გადავიდა და დაცვის უკეთესი საშუალებები შეიქმნა. დღეს წინასწარ გადახდაა საჭირო.

ელექტრონული ფოსტის, “იუზნეტის” და “ვების” გარდა, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინტერნეტ სერვისებია “ტელნეტი” და “ეფტეპე” თითოეულს სხვადასხვა ფუნქცია ეკისრება და მოითხოვს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფითაა ცნობილი. უფრო დიდი კომერციულ სისტემები კომპიუტერის მომხმარებელს პროგრამების სრულყოფილი კომპლექტით უზრუნველყოფენ, მაგალითად, ტელნეტი მომხმარებელს სთავაზობს დიდი მანძილით დაშორებული კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირებას. ფაილების გადახემის პროტოკოლის საშუალებით ფალების გაცვლა ხდება დიდი მანძილით დაშორებულ კომპიუტერებს შორის.

ზოგადად, ის, რასაც “ინტერნეტად” მოიცსენიებენ, ფაქტობრივად, მხოლოდ მის ერთ განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, მსოფლიოს ქსელს იუზნეტს ან ელექტრონულ ფოსტას. ყველაფერი ეს, ძირითადად, ინტერნეტში არსებული სერვისებია ან დანართი. ამ სერვისების უმრავლესობა მისაწვდომია კომპიუტერული სისტემებისათვის. ეს განსაკუთრებით ელექტრონულ ფოსტას ეხება: არსებობს უამრავი ელექტრონული ფოსტის სისტემა. უმეტესობას შეუძლია ინტერნეტთან დაკავშირება, თუმცა ზოგიერთი შესაძლოა უსაფრთხოების ან პირადი მიზეზების გამო დახურული იყოს. ასეა, მაგალითად, ზოგიერთ კომპანიაში, რომლებსაც მეტი უსაფრთხოებისათვის საკუთარის სატელეფონო ქსელი გააჩნიათ.

იუზნეტი წარმოადგენს მსოფლიოს ხალხს შორის ახალი ამბების გაცვლა-გამოცვლის საშუალებას. ელექტრონული ფოსტისაგან განსხვავებით, რომელიც პირადია, იუზნეტი სახალხო სერვისს წარმოადგენს. იგი სახალხო განცხადებების ერთგვარი ელექტრონული დაფაა. ხშირად სუპერმარკეტებში ადამიანები ტოვებენ ფოსტის მისამართს, როდესაც ოთახის გამზიარებელს ეძებენ ან კნუტების გაჩუქება სურთ. განსხვავება იმაში მდომარეობს, რომ ბარათი ნებისმიერ საკითხს შეიძლება ეხებოდეს, ხოლო ის ხალხი, რომელთაც პასუხის გაცემა სურტ, ძირიადად, ისევ ფოსტას იყენებენ და მათი პასუხიც, შესაბამისად, ყველასათვის არის ხელმისაწვდომი. ონლაინის ქსელის თითქვმის ყველა ტიპს გააჩნია სახალხო საუბრების ასეთი ფორმა, რაც ზოგადად ელექტრონული კონფერებციის სახელითაა ცნობილი.

Image

ნებისმიერს, ვინც ინტერნეტთანაა დაკავშირებული, შესაძლებლობა ეძლევა წაიკითხოს ან გაგზავნოს ფორტის შეტყობინება ფორუმზე ან ე.წ ჩათ-რუმში თუმცა შესაძლებელია შეტყობინების არასწორ ქვეჯგუფში გაგზავნა, ან მასალის გამეორება. რომელიც ფორუმის მუდმივმა მკითხველმა უკვე მრავალჯერ ნახა. ფორუმის წესების ეგრეთწოდებული “ქსელის ეტიკეტის” გასაცნობად საუკეთესო გზა ფორუმის ინფრომაციული ფაილის “FAQ” წაკითხვა. FAQ ფორუმზე ყოველთვის დამოუკიდებელი ფაილის სახითაა წარმოდგენილი. არსებობს სხვა გზაც, მაგრამ არარეკომენდირებული” უბრალოდ, ღაერთეთ ფორუმში და გააკეთეთ განაცხადი.

ინდივიდუალური პირებისათვის, ფართოდ გავრცელებული ინტერნეტის მომსახურების ზრდასთან ერთად, ჩამოყალიბდა ახალი ქსელური ჟურნალები – ვებლოგები. ვებლოგები წარმოადგენენ მუდმივად განახლებულ ონლაინ-დღიურებს, რომელიც სხვადასხვა მიზნისათვის შეიძლება გამოიყენებოდეს.

ბოლო წლებში მსოფლიოს ქსელი (www World Wide Web) ინტერნეტის ყველაზე მზარდი ნაწილი იყო. ვები, როგორც ჩვენ მას ვუწოდებტ, გამოიგონა ტიმ ბერნერს-ლიმ, რომელიც მუშაობდა CERN-ის ლაბარატორიაში შვეიცარიაში, მაგრამ ახლა მასაჩუსეტსში ტექნოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს. მის ნამუშევარს საფუძვლად ედო პოპულალური თეორია ჰიპერტექსტული გზავნილის შესახებ. ნებისმიერი პერსონალურ კომპიუტერში Xატვირთულ ვინდოუსს გააჩნია ჰიპერტექსტის მარტივი ვერსია: ფერადი სიტყვები, რომელთა გააქტიურების შედეგად შესაძლებელია ახალ თემაზე გადასვლა. მსოფლიოს ქსელიც ანალოგიურად მუშაობს :გამოკვეთილ სიტყვაზე, თაგვის ისრის დაწყაპუნებით, თქვენ პირდაპირ გადახვათ იმ გვერდზე ან დოკუმენტზე, რომელიც მეტი ინფორმაციითაა დატვირთული. განსხვავება ის არის, რომ ეს ინფრომაცია იმავე კომპიუტერში არაა. თაგვის ისრის ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელია გადახვიდეთ კომპიუტერში, რომელიც აცსტრალიაშია, თუკი ის თქვენთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს. ძებნის მექანიძმი ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს საშუალება ეძლევა მსოფლიო ქსელში ადვილად მოიძიოს საჭირო მასალა საიტების დათვალიერების შედეგად. ადამიანის მიერ ინფრომაციის მოძიების გზები რადიკალურად შეიცვალა და ყველასათვის გაცილებით მისაწვდომი გახდა. არსებობს სხვადასხვა ძებნის სერვისი. ყველაზე პოპულალურია Google, Yahoo და MNS.

 

დასაწყისში ვები წარმოადგენდა მთლიან ტექსტს. თაგვის გამოყენების ნაცვლად უნდა გაყოლოდით ისარს. ასეთი სისტემის ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია ონლაინის ზოგიერთ სერრვისებზე, რომლებიც იყენებენ ტექსტზე დაფუძნებულ ინტერფეისებს და ინტერნეტკავშირებს.

1990 წელს ილინოისის უნივერსიტეტში მომუშავე ჯგუფმა, სტუდენტ მარკ ანდრისენის ხელმძღვანელობით, გამოიგონა ახალი ტიპის პროგრამა, რომელიც ვების გამოყენებას გაცილებით იოლს ხდიდა. ეს “ბრაუზერ” პროგრამა, რომელსაც Mosaic ეწოდა მსოფლიოს ქსელისთვის იმავეს აკეთებდა, რასაც ვინდოუსი პერსონალურ კომპიუტერში ჩატვირთული DOs-სათვის:იგი ტექსტს სურათებად გარდაქმნის და იყენებს გრაფიკულ გამოსახულებებს სისტემის უფრო ადვილად გამოსაყენებლად. 1990 წელს Mosaic ქსელში ჩატვირთვა კომერციული პროდუქტი გახდა. შეიქმნა, ასევე რამდენიმე კონკრეტული დოკუმენტი.

Image

დაიცავი შენი Facebook-ის ანგარიში სხვებისგან


ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა Facebook-ის გატეხვების რაოდენობა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ Facebook 13 წლის ბიჭის შექმნილი არაა და მისი გატეხვა ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა არსებობენ ისეთი დაუკვირვებელი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად ჯიბეში უდებენ საკუთარი მომხმარებლის სახელსა და პაროლს მავნე ადამიანებს. ეს ადამიანები თქვენს ანგარიშებს სხვადასხვა მიზნებით იყენებენ. ზოგი ლაიქებს აკეთებს, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია რადგან თქვენ არაფრით არ ზარალდებით ფაქტიურად. ხოლო ზოგიერთს უბრალოდ სხვისი ნერვების მოშლა და შეტყობინებების წაკითხვა იტაცებს. სანამ დაცვის ხერხებს გაგიზიარებთ, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არასდროს არ შეიყვანოთ ისეთ საიტებზე თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად ასეთი: Facebookgeo.com, facebooks.com და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ეგრედწოდებული Fisher, რომელიც 100%-ით იდენტურად გამოიყურება, როგორც ნამდვილი Facebook. უბრალოდ პაროლის ჩაწერის შემდეგ იგი ამ საიტის მფლობელის ხელში აღმოჩნდება. არასდროს არ დაეთანხმოთ ისეთ აპლიკაციებს, რომლებიც თქვენი აზრით აზრის საეჭვო. აი მაგალითად როდესაც მოგდის მოწვევა: გაიგე ვინ ნახა შენი Facebook დღეს!, დაიმახსოვრეთ, რომ მსგავსი აპლიკაციები უბრალოდ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით არის გაკეთებული. ტექნიკური თვალსაზრისით სოციალურ ქსელს არ გააჩნია მსგავსი ფუნქცია, რომ გაარკვიოთ თქვენი ვიზიტორების სახელები და გვარები. მარკმა სპეციალურად ისაუბრა ამის შესახებ ჟურნალისტებთან. კარგი დავიწყოთ.

დაცვის ხერხი #1 – Notification Security
პირველი და ყველაზე კარგი დაცვის ხერხი, რომელსაც მე პირადად ვიყენებ არის Notification Security. ამ დაცვის სისტემის დახმარებით თქვენ ინფორმაციას იღებთ იმის შესახებ, თუ ვინ რომელ საათზე შედით თქვენი ანგარიშით. პირველ რიგში იმით არის კარგი ეს დაცვა, რომ მაგალითად სახლის კომპიუტერის გარდა სხვამ რომ მოინდომოს ანგარიშის გამოყენება, ვერ შეძლებს, თუ თქვენ არ უთხარიტ ტელეფონზე მოსული შეტყობინებაში დაწერილი პაროლი. ეს პაროლი ყოველ მოსვლაზე სხვადასხვაა დაცვის მიზნით. მეტი კომფორტისათვის შეგიძლიათ დაამახსოვროთ ისეთი კომპიუტერები და ტელეფონები, რომლებსაც ენდობით. მაგალითად სახლის კომპიუტერები ან დეიდაშვილის და ბიძაშვილის კომპიუტერები. მათი შესვლის დროს აღარ მოითხოვს საიდუმლო კოდს. ამ დაცვის სისტემის საშუალებით შანსი არაა, რომ ვინმეს წვდომა ჰქონდეს თქვენს გარდა Facebook-ის ანგარიშზე. ყველაზე მთავარი, ამ სერვისის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ Facebook-ზე მითითებული გქონდეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი. თუ არ იცით ეს როგორ ხდება, ამასაც გასწავლით.
ტელეფონის ნომერის დაყენების ინსტრუქცია:
მენიუში ვირჩევთ Accounts and Settings.
ჩამონათვალში აირჩიეთ Mobile.
გამოტანილ გვერდზე დააჭირეთ Add Phone Number.
აირჩიეთ თქვენი ქსელი ჩამონათვალიდან და შეიყვანეთ ნომერი.
ტელეფონზე მოგივათ შეტყობინება, რომელიც confirmation code-ში უნდა ჩაიწეროს.
დააჭირეთ Save-ს.
მას შემდეგ რაც ტელეფონის ნომერი შეყვანილია, უკვე შეგიძლიათ დაცვის სისტემა დააყენოთ. რთული არაფერია ყველაფერს დეტალურად აგიხსნით.
Notification Security-ის დაყენების ინსტრუქცია:

მენიუში ვირჩევთ Accounts and Settings.
ჩამონათვალში ვირჩევთ Security-ს.
გვერდის გახსნის შემდეგ ჩამონათვალში Login aprovals-ს ვუკეთებთ Edit-ს და Text-ს ვუსვამთ ”პტიჩკას”
ვაწვებით Save Changes.
Login Approvals-ს ვუკეთებთ Enabled და მასაც ვინახავთ.
Recognized Devices-ს ხსნით და ყველას ვაძლევთ წაშლას.
ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ პროცედურის შემდეგ შეცვალოთ პაროლი.
დაცვის დაყენების შემდეგ მაინც შეიძლება საიდანმე გაიგონ თქვენი პაროლი. თუმცა თუ ამას მოახერხებენ ერთადერთი გზა აპლიკაციებია. გასწავლით, თუ როგორ უნდა წაიშალოს არასასურველი აპლიკაციები და დარჩეს მხოლოდ ისეთები, რომელბიც რეალურად გჭირდებათ. ჩემი რჩევა იქნება ერთიანად არ მონიშნოთ და არ წაშალოთ ყველა აპლიკაცია. რამდენიმე მატგანი შეიძლება თქვენთვის საჭირო იყოს. ძირითადად აპლიკაციებში გექნებათ კონკურსები და საიტებზე ავტორიზაციები Facebook-ის ანგარიშის გამოყენებით.
დაცვის ხერხი #2 – აპლიკაციაბის წაშლის ინსტრუქცია:

მენიუში ვირჩევთ Accounts and Settings
ჩამონათვალში ავირჩიოთ Apps.
ჩამოწერილი სიიდან წაშალეთ ყველა არასასურველი აპლიკაცია.
ჩემი რჩევა იქნება, რომ აპლიკაციების წაშლა და Recognized Devices სიების გაფილტვრა თვეში ერთხელ მაინც გააკეთოთ. თქვენივე უსაფრთხოების მიზნით. სულ ეს იყო, იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახის დაცვის საშუალება გაჩნდება სოციალურ ქსელში, ამ პოსტს აუცილებლად ჩავასწორებ და დავამატებ ახალ საშუალებებს.

შიომღვიმე

შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ . როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება “შიოს მღვიმე”,”შიომღვიმე”). მისი საფლავი შიომღვიმეში  წმინდა ადგილია. XI საუკუნეში მღვიმესეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი, “თავისუფალი ჯვრის” ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული კამარით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა ფიგურებიანი რელიეფით შეკრული XI საუკუნის ქვის კანკელი (გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). მიუხედავად XI და XVIII საუკუნეების მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. 1678 აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო(აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში. მთაზე აღმართული მცირე, მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფ. სხალტბიდან შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ შიო მღვიმელი, ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, არსენ ბერი, გიორგი ხუცესმონაზონი (XIII – XIV სს.), თეოდოსი (1878-1881) და სხვა. შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. 1804 ცნობით, შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარველობაში იმყოფებოდა, დავით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. დაუწესა საგანგებო “ანდერძი”-ტიპიკონი (1123) და შესწირა დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება. მონასტერმა მხარი დაუჭირა   მეფეს ურჩ ფეოდალებთან ბრძოლაში. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. მართვა-გამგეობის მხრივ მხოლოდ მეფე-პატრონის უზენაეს უფლებას ცნობდა, ეპარქიალურად მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დაქვეითდა. XIV საუკუნის II ნახევარში ზევდგინიძე-ამილავართა საკუთრება გახდა (გიორგი VII-მ ერთგულობისათვის უბოძა ზევდგინიძე იოთამს (თაყას)). ამ დროიდან XIX საუკუნის I ათეულ წლებამდე შიომღვიმე ზევდგინიძე-ამილახვართა საძვალე იყო. 1614-1616, შაჰ-აბასის შემოსევების დროს შიომღვიმე ააოხრეს. 1678 აღადგინა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. ქართლში ოსმალთა ბატონობის (1723-1735) და ხშირი ლეკიანობის გამო 1726 შიომღვიმე მთლიანად დაიცალა. 1733 მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1735 შიომღვიმე ყიზილბაშებმა დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და გადავიდა მონასტრის პატრონის ხელში. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებილებად იქცა. 1811-1822 ადმინისტრაციულად შეუერთეს ქვათახევის მონასტერს, 1822 – 1887 კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. 1887-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირისძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგიათ. ამ დროსვე მოხატეს და “შეამკეს”, არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია. მონასტრის მახლობლად  კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.

 

დმანისი

დმანისი — ქალაქი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მასბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს და 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა. შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა.ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული Dicerorhinus etruscus etruscus 1983 წელს. ეს სახეობა დამახასიათებელი იყო Villafranchian ფაუნასთვის, რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში, და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ-გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელმძღვანელობით,გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

კონცხზე განლაგებულია:

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. არქეოლოგიური გათხრები ძეგლზე 1936 წლიდან მიმდინარეობს. მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა. 1991 წლიდან მოყოლებული დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. აქ აღმოჩენილი ტავის ქალები და ქედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.

გრემი

გრემი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:

1. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

2. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.

3. სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).

2007 წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ადიში

-  სოფელი   საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშისჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 60 ადამიანი.

სოფელ ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეების ქართულის ხელოვნების მრავალი ძეგლია: კედლსი მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესია, საცხოვრებელი სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები. ეკლესიები დარბაზული ტიპისაა და განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება. მაცხოვრის ეკლესიის ( X-XI საუკუნეები) მოხატულობა მაღალპროფესიულ ოსტატობით გამოირჩევა. წმ. გიორგის (სვანურად – ჯგრაგ) ეკლესიის მოხატულობა ( XI საუკუნის დასარული – XII საუკუნის დასაწყისი)  ასახავს წმ. გიორგის  ცხოვრების ეპიზოდებს. მთავარანგელოზის ეკლესიის პრიმიტიული მხატვრობა (XII  საუკუნის) ყურადღებას იპყრობს ნახატის გამომსახველობით. სოფლის დასავლეთით 3 კმ-ზე წმ. გიორგის ეკლესიაა,  მის კედლებზე ძველი მხატვრობის მხოლოდფრაგმენტებიღა შემორჩენილა. კედლის მხატვრობის ამ ძეგლებში მოჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის  ე.წ. სვანური სკოლია სპეციფიკური ნიშნები.

 

 

ადიში. 1890წ. ვიტორიო სელამ ადიშში
14 კოშკი დააფიქსირა.
ამჟამად ხუთიოდეა შემორჩენილი

მთის საერო ხუროთმოძღვრული ძეგლები

მთის საერო ხუროთმოძღვრული ძეგლები- ვახტანგ დოლიძე (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) //ძეგლის მეგობარი, გამ. „ საბჭოთა საქართველო“, 1970, კრ. 22

ქართული შუასაუკუნეების არქიტექტურის მრავალფეროვან ძეგლთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მაღალმთიანი რაიონების საცხოვრებელ სახლებსა და სათავდაცვო ნაგებობებს. მთის საცხოვრებელი კომპლექსებისა და ციხე-კოშკების არქიტექტურა გაპირობებული იყო თემური წეს-წყობილების გადმონაშთური ფორმების ხანგრძლივი შენარჩუნებით მთაში და აქედან გამომდინარე დიდი ოჯახის თავდაცვის საჭიროებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა მთიელთა მეურნეობრივი საქმიანობაც, რომელშიც მესაქონლეობა წამყვანი დარგი იყო. თემურ შუღლსა და შინაბრძოლას უფრო გვიან დაერთო ფეოდალების გამოლაშქრება დამოუკიდებელ მთიელების დასაპყრობად. ფეოდალების მოძალებას ხელს უწყობდა საქართველოს სამეფოს შესუსტება XV- XVI საუკუნეებში, როდესაც მისი მთლიანობა დაირღვა. ამიტომ მთიანი სოფლების დასახლებისა და ნაგებობების ფორმებში თავდაცვის საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგალითად; ისტორიული პროვინციის – ხევის ტერიტორიაზე შემორჩენილია, როგორც ძველი ორსართულიანი ბანიანი სახლები, ასევე საცხოვრებელი კოშკები და ციხე-სახლები. საბრძოლო კოშკი გამოიყენებოდა, როგორც ცალკე საცხოვრებლის დაცვა-გამაგრებისათვის, აგრეთვე სათემო თავდაცვის საერთო სისტემაშიც. ამ მხრივ საყურადღებოა საბრძოლო კოშკებისა და ციხეების განლაგება, რომლის საშუალებით სოფლები მტრის შემოსევასერთი მეორეს ატყობინებდნენ კოშკის სათავეზე ცეცხლის დანთებით. ამასთანავე ცენტრალური ადგილი არშის ციხეს ეკავა, რომელიც თავისი მდებარეობით ყველა დანარჩენ ციხეებს აერთებდა ვიზუალური კავშირით. ურთიერთდაკავშირებული საგუშაგო კოშკების სისტემა კავკასიაში თითქმის ყველგან გვხვდება. ხევის მეზობელ სამხრეთ – ოსეთის ტერიტორიაზედაც შემორჩენილია მსგავსი ციხე-სახლები და კოშკები, მაგრამ ამასთანავე აქ ფრიად საინტერესო ისაა, რომ საქართველოს საცხოვრებლის ორი უძველესი ტიპი თანაარსებობს: ციხე-სახლისა და საცხოვრებელი კოშკის გვერდით შეიძლება „დარბაზის” ტიპის ნაგებობასაც შევხვდეთ, რომელსაც აქ “ერდოიანი სახლი” ეწოდება. განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა სვანეთის არქიტექტურა.

სვანეთის სოფელი შორიდან ხშირად ქვის მთლიან არქიტექტურულ ანსამბლად წარმოგვიდგება, სადაც თითქოს შერწყმულია სახლები და ცადაზიდული კოშკები, რომელნიც ჰარმონიულ კავშირშია გარემომცველი მთის მწვერვალებთან. სვანური არქიტიტექტურის სხვადასხვა ფორმები დღეს ყველაზე უფრო ზემო-სვანეთში, უშგულშია შემორჩენილი, ამიტომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. უშგულის ხეობა ჩრდილოეთით შემოფარგლულია ზვიადი შხარის მთის დათოვლილი ფერდობებით, რომლის ძირში სათავეს ღებულობს მდინარე ენგური. ხევის დასახლებული ტერიტორია მდინარის გასწვრივაა განლაგებული, მარცხენა ნაპირის ბუნებრივ ტერასებზე. უკანა პლანზე ლამარიას ეკლესია და კოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი მოჩანს. უფრო ქვემოთ ოთხი სოფელია გაშენებული ერთი მეორის მიყოლებით; ჟიბიანი, ჩვიბიანი, ჩაჟაში და მურყმელი. უშგული წარმოადგენს სვანური ხევის დასახლების ტიპიურ სურათს. ასევეა განლაგებული მესტია, მულახი და სხვა. დამახასიათებელია ტერიტორიული ერთობლიობაც; დასახლების ხაზს გარეთ გაშლილი სახნავ-სათესი და სათიბ – საძოვრების ძირითადი ფონდი კომპაქტური სახითაა მოქცეული ხევის ბუნებრივ საზღვრებში. უშგულის სოფლებიდან უფრო საინტერესოა ჩაჟაში, რომელიც მდ.ქვიშირის ენგურთან შერთვის ადგილთანაა განლაგებული. სოფლის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებდნენ ე. წ. ჩაჟაშის ზემოციხე და ქვემოციხე. ქვემოციხე უკანა პლანზე გამოიყოფა თავისი მუქი სილუეტით შემაღლებულ გორაკზე. ზემოციხე ჩაჟაშის მარჯვნივ აზიდული მაღალი მთის თხემზეა აღმართული. თავისი ადგილმდებარეობით ზემოციხეს ცხენის წყლის სათავეებიდან გამოყვანილი გზები და გადმოსავალი უნდა დაეცვა. ქვემოციხე კი სოფელს ჩრდილოეთიდან კეტავს და თითქმის მიუვალს ხდის მას, ვინაიდან ყველა სხვა მხრიდან სოფელი მდინარეებითაა შემოფარგლული. ტიპიური სვანური საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენლობაშია – ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანი) სახლი, კოშკი, დამხმარე ნაგებობები (კალო, ფარდულები და სხვ.) და მათი გამაერთიანებელი ეზო. მთელი ეს მიწის ნაკვეთი ქვის ღობითაა შემოსაზღვრული. კომპლექსის ბირთვი სახლი და კოშკია, რომლის ვერტიკალური მოცულობა კომპლექსის განაშენიანების დომინანტს წარმოადგენს. სახლის პირველ სართულს მაჩვიბი ეწოდება. იგი განკუთვნილია ადამიანის ბინად და საქონლის სადგომად, ხოლო მეორე სართული გამოყენებულია ადამიანის სარჩოს შესანახად და აგრეთგე საქონლის საკვების მარაგისათვის. დარბაზს ზოგჯერ საცხოვრებლადაც იყენებდნენ ზაფხულში. მაჩვიბი ვრცელ სადგომს წარმოადგენს, რომლის ფართობი ზოგჯერ 100 კვ. მ. აღწევს. აქ მთელი ოჯახია მოთავსებული და ორი ან სამი კედლის გაყოლებაზე საქონლის სამყოფია გამოყოფილი, მის წინა მხარეზე ხის მაღალი ტიხარი აქვს მოწყობილი. ტიხარში თაღოვანი ხვრელებია გაჭრილი საქონლის თავის გამოსაყოფად ბაგასთან. არის ორიარუსიანი საქონლის სადგომიც. ამ შემთხვევაში ქვემოთ მოთავსებულია მსხვილფეხა საქონელი და მეორე იარუსზე – თხები და ცხვრები. მაჩვიბის შუაში კერაა მოწყობილი, სადაც სპეციალურ ქვის ან რკინის ოთხფეხზე ფიქალის ფილაა დადებული პურის ცხობისათვის. კერის თავზე ჯაჭვია ქვაბისათვის, ჭერთან გადებულ სპეციალურ კოჭებზე საგანგებოდ მოწყობილი ჩარჩოა, რომელზედაც ფართო ფიქალის ფილაა დაფარებული ჭერის ხანძრისაგან დასაცავად. ამ კონსტრუქციის ელემენტები ხშირად მოჩუქურთმებულია და ძელების ბოლოები ცხენის თავის ქანდაკებითაა მორთული. მაჩვიბში ჩვეულებრივად ბევრი მოჩუქურთმებული ავეჯია. გარდა ამისა, საქონლის სადგომის გადამღობი ტიხარიც გეომეტრიული სახის ჩუქურთმითაა მორთული. საცხოვრებელი კომპლექსის მეორე მნიშვნელოვანი ნაჯებობა კოშკია, რომელიც საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა თავდასხმის შემთხვევაში.

ამ ძირითად ფუნქციას უპასუხებდა მისი აგებულება. კოშკი ჩვეულებრივად ახლოს დგას სახლთან და მასთან დაკავშირებულია საჰაერო გადასასვლელით, რომელიც სახლის მეორე სართულიდანაა გადებული. გავრცელებული იყო ოთხი ან ხუთსართულიანი კოშკები. როგორც წესი, პირველი სართული ქვის წყობითაა ამოვსებული – სიმტკიცისათვის და შესასვლელის მაღლა მოწყობისათვის. სართულები ერთმანეთს უკავშირდება ასაძრომთან მიდგმული ხის კიბის საშუალებით. კოშკის ფორმა გეგმაში კვადრატულია; მისი გვერდის ზომა საფუძველთან 4-5 მეტრს აღწევს, ზემოთკენ კი ოდნავ ვიწროვდება. მისი სრული სიმაღლე 25-30 მეტრია. ორქანობიანი სახურავით დასრულებულ ზემოთა სართულის გარშემო სალოდეებია მოწყობილი, საიდანაც ქვებს დააყრიდენ ხოლმე მომდგარ მტერს. დაკბილულ – თაღებიანი სალოდეები მოხდენილად აგვირგვინებენ სვანურ კოშკს. საერთოდ კოშკის მთლიან სახეს დიდი გამომსახველობა ახასიათებს. მონუმენტური კოშკის ფორმების სიმარტივე და ლაკონიურობა ნაგებობის სათავდაცვო დანიშნულებას უპასუხებს. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს კოშკების ანსამბლი. შედარებით მცირე ფართობზე თავმოყრილი კოშკების დიდი რაოდენობა სრულიად თავისებურ, მრისხანე იერს ანიჭებს სვანეთის ძველ სოფელს. კოშკის არქიტექტურული გადაწყვეტის იშვიათი მაგალითიც უშგულში გვაქვს; მაჩვიბის მოცულობასთან აზიდული კოშკი გაორკეცებული სახითაა აგებული – გაზრდილი, დიდი ოჯახის პირობებში საჭირო გამხდარა შეწყვილებული კოშკის აშენება. ჩაჟაშში შემორჩენილია უფრო ძველი ტიპის საცხოვრებელი – საინტერესო ციხე-სახლი, რომელიც ერთ შენობაში აერთიანებდა კოშკისა და საცხოვრებელი სადგომის ფუნქციებს. ციხე-სახლი სამსართულიანი ნაგებობაა, სადაც კამარით გადახურული პირველი სართული ჩვეულებრივი სვანური მაჩვიბია შუაში კერით და ამავე ოთახში გადატიხრული ადგილით საქონლისათვის. მეორე სართული სვანურივე სახლის დარბაზია – საზაფხულო სამყოფი, სადაც ზამთარში თივის მარაგს ინახავდნენ. ორქანობიანი სახურავით გადახურულ მესამე სართულს მხოლოდ საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და ამიტომ გარშემო სალოდეები აქვს მოწყობილი. გარეგნულად ციხე-სახლი ემსგავსება ჩვეულებრივ სვანურ კოშკს, რომელიც თითქოს დაადაბლეს და გააგანიერეს. სალოდეების არქიტექტურული დამუშავებაც იმავე ხასიათისაა, როგორიც კოშკებში ვნახეთ. მთიანი რაიონების არქიტექტურაში ბევრი მსგავსებაა. მაგრამ ამასთანავე საერთო თემებისა და ცალკეულ ელემენტების გადაწყვეტის ადგილობრივი, დამახასიათებელი ვარიანტებიც ბევრია. მაგალითად, ტიპიური თუშური ციხე-სახლი სვანურს ემსგავსება მრავალსართულიანობით, ორქანობიანი სახურავით, გამოყენებული საშენი მასალითა და სართულშუა გადახურვის კონსტრუქციით (მაგრამ სვანეთში კამარაც იყო გამოყენებული პირველ სართულში).

სართულები აქაც გადასატანი კიბით უკავშირდება ერთიმეორეს. უფრო არსებითია განსხვავება თუშეთის (და სხვა მთიანი ადგილების) ციხე-სახლში საქონლისათვის გამოყოფილია ქვედა სართული (გომური) და, ამრიგად, სვანურ მაჩვიბისაგან განსხვავებით, საქონელი იზოლირებულია ოჯახის სამყოფო ოთახისაგან. განსხვავებულია სალოდეების კონსტრუქციაც. თუშურ ციხე-სახლს ზემოთ კედლის შუა ადგილზე მცირე აივანივით გამოშვერილი თითო სალოდე აქვს ოთხივე მხარეს. ეს ელემენტი უფრო განვითარებულია სვანურ ციხე-სახლსა და კოშკებში, სადაც ზემოთა ნაწილი თაღიანი სალოდეებითაა გარშემოკრული. განსხვავებულია ციხე-სახლების ზოგადი აგების სისტემაც. თუ სვანურ ციხე-სახლს ოდნავი შევიწროება ემჩნევა ზემოთა ნაწილში, თუშურ-ხევსურული ციხე-სახლისა თუ კოშკის კედლები დახრილია შიგნითკენ მთელ სიმაღლეზე. ზოგადი აგებულების სისტემების განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ნახაზზე, სადაც წარმოდგენილია მარცხნივ კოშკის ტიპი, რომელიც გავრცელებულია თუშეთში, ხევსურეთში და ჩრდილოეთ-კავკასიის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. (არაგვის ხეობაში შემორჩენილია ერთადერთი ანანურში). ეს კოშკი სვანურთან შედარებით მთელ სიმაღლეზე მნიშვნელოვნად ვიწროვდება, რაც მსუბუქ, ატყორცნილ ასახულობას აძლევს ნაგებობას. მისი ზემოთა სართული შიგნით შეკრული კამარითაა გადახურული და გარედან პირამიდისებრსაფეხურებიანი სახურავითაა დაგვირგვინებული. მის გვერდით გამოსახული სვანური კოშკი ოდნავ ვიწროვდება ზემოთა ნახევარში და მთლიანად უფრო მძლავრი და მონუმენტური ჩანს.

თუშურ-ხევსურული კოშკის კარგად შემონახული ნიმუში ახლაც დგას პირიქითი ხევსურეთის სოფელ ლებაისკართან, რომელიც შატილში მიმავალ  გზაზეა. პირიქითი ხევსურეთის სოფლები ისტორიულად არასოდეს არ ყოფილან უზრუნველყოფილნი მტრულად განწყობილი ჩრდილო მეზობლების თავდასხმისაგან. ამიტომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიხედვით განაპირა სასაზღვრო სოფლებს – მუცოს (არდოტის ხეობაში) და შატილს (არღუნის ხეობაში) საქართველოს ჩრდილო ავანპოსტების დანიშნულება ჰქონდათ. მუცო – თავისი ციხე-კოშკებითა და საცხოვრებელი კომპლექსებით ისე აგვირგვინებს კლდოვანი მთის მწვერვალს, რომ მთელი განაშენიანება მთიდან ამოზრდილის შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ასევე მიუვალი იყო მტრისათვის შატილიც. იგი ისეა მომწყვდეული ახლო მდებარე მთების რკალში, რომ მხოლოდ ახლოს მისვლისას წარმოუდგება მნახველს კლდოვან კონცხიდან აღმართული ციხე-სიმაგრე. კონცხი წინწამოწეულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იქ, სადაც, მდინარე არღუნს მუდამ ანკარა, პატარა მითხურის წყალი ერთვის. კონცხის განაშენიანება იმგვარადაა გადაწყვეტილი, რომ კიდეებზე მოთავსებული ციხე – სახლები მიჯრითაა აგებული და ამის შედეგად ერთიანი დამცველი მიუვალი კედელია შექმნილი. იგი კონცხის მოხაზულობას გასდევს და მთლიანად კეტავს შატილის ანსამბლს. გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ვიწრო გზა არღუნის ხეობას მიჰყვება. შატილის ძირითადი მასივი ხასიათდება შენობათა მჭიდრო შეჯგუფებულობითა და საფეხუროვანი განლაგებით, რელიეფის შესაბამისად. სოფლის განაშენიანების ძირითად ელემენტებს ბრტყელსახურავიანი ციხე – სახლი და კოშკური საცხოვრებელი წარმოადგენს. რამდენიმე პირამიდული, წვერმოშლილი კოშკიც გამოირჩევა. შიგ სოფელში ვიწრო ქვა-კიბე გზა შენობებს შორის მიემართება სულ ზემოთ სოფლის ჩრდილო კიდემდე. ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილია ძელებისაგან შედგენილი ფიცარნაგი-გადასასვლელები, რომელთა საშუალებით განგაშის შემთხვევაში შატილიონებს შეეძლოთ მთელი შატილის შემოვლა ქუჩაში გამოუსვლელად. ციხე – სახლებისა და კოშკური კომპლექსების სართულიანობა აქ სამიდან ხუთამდე აღწევს. მთლიანად შატილის განუმეორებელი განაშენიანება, რომელიც საუკუნეების მანძილზე საიმედოდ დარაჯობდა საქართველოს ჩრდილო გადმოსასვლელებს, ქართული ხალხური სამშენებლო ხელოვნების ერთ – ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.

 

 

 

 

 

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, “უქიმერიონის გორაზე”. აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, “ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223″ (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, “შემუსრეს ოსმალთა”. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.

ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) – ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე – გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ – დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი – ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და “სათაურებს”. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს.

შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი – ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა. ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა – კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რესტავრაცია.

 

სვანეთის მწვერვალები

 

 

 

 

 

 

 

 

Image

 

თეთნულდი — მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებში, მესტიის რაიონში. სიმაღლე 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები: წანერი, ადიში და სხვა საერთო ფართით 46 კმ². თეთნულდზე პირველად 1930 წელს ავიდნენ (ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე). თეთნულდზე ალპინისტ სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს „ჯაფარიძის მოწმეები“ ეწოდა.

ImageImage

 

 

შხარა — ცხრა თავიანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, ბეზენგის კედელზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან – მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5200 ან 5208 მეტრია. მწვერვალ იალბუზიდან გადაღებულ პანორამულ ფოტოზე ჩანს, რომ შხარას რეალური სიმაღლე არანაკლებ 5200 მეტრია.

ImageImageImage

 

უშბა — ორთავიანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია (სიმაღლე 4700 მ), ჩრდილოეთი – 10 მეტრით დაბალია. აგებულია პალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. უშბის მწვერვალები თავიანთი განუმეორებელი სილამაზითა და მიუდგომლობით იზიდავს მრავალ მთასვლელსა და ტურისტს. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი. ჩრდილოეთი მწვერვალი უფრო ადვილი გადასალახია ვიდრე სამხრეთი. ჩრდილოეთ პიკზე პირველად ავიდნენ ინგლისელები 1888 წელს, ხოლო სამხრეთ პიკზე პირველი ასვლა განხორციელდა 1903 წელს, გერმანელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი ალპინისტების მიერ. მანამდე უშბაზე იყო დაახლოებით 20-მდე წარუმატებელი ასვლის ცდა. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ლონდონში არის ალპინისტთა კლუბი „უშბა“.

ImageImageImage

ფოტოები მომზადებულია ჩემს მიერ :)

მადლობა ყურაღებისთვის ;)

 

ამომცნობი კამერა

Imageამომცნობი კამერაიაპონური პროგრამა, “ჰიტაჩის” კომპანიამ გამოიგონა კამერა, რომელიც ამოიცნობს და იდენთიფიკაციას მოახდენს ათეული მილიონობით ადამიანთა შორის, ერთ წამის განმავლობაში სასურველ ობიექტს.

ახალი სისტემის ამოქმედების დროს საჭიროა ადამიანის სახის მხოლოდ 40/40 პიკსელი ზომის ფოტო. ეს იქნება ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად. სახის ამოცნობა შესაძლებელია წამში, სხვა დაახლოებით 350 მილიონ ადამიანთან შედარებით. იგი პოულობს ობიექტს 100%-იანი სიზუსტით.

“ჰიტაჩის” მესვეურები ამბობენ, რომ ეს ახალი სისტემა ეხმარება მათ წვრილმანი ქურდების ამოცნობაში. აგრეთვე ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დაკარგული ბავშვების მოძებნა, მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

 

მაგარი რაღაცაა :D

პოკერის წესები, სახეობები და ისტორია

Image

პოკერი – თამაში , რომლის მიზანია მოიგო ფსონები, რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით, რომელიც 5 კარტით იქმნება, ან აიძულო მოწინააღმდეგე შეწყვიტოს თამაში, ანუ ითამაშო ბლეფი.  არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვს, მაგრამ ყველა სახის პოკერისთვის აუცილებელია კომბინაციები და ფსონები თამაშის მიმდინარეობისას.

გამომდინარე იქედან , რომ მოთამაშემ არ იცის მოწინააღმდეგის კარტი, პოკერი ითვლება თამაშად სადაც არ გაქვს სრული ინფორმაცია, როგორც სხვა თამაშებში (ჭადრაკი, ნარდი და ა.შ). ამიტომ რისკი და აზარტი პოკერის მოთამაშის ძირითადი მახასიათებელია.

 

თამაშის წესები

პოკერს თამაშობენ სხვადასხვა კარტის დასტით – 32, 36 ან 54 კარტით. ყველაზე გავრცელებულია სტანდარტული კარტის დასტა 54 კარტით.  თამაშობს რამდენიმე მოთამაშე (2 ან მეტი, ჩვეულებრივ მაგიდაზე 10 მოთამაშეზე მეტი არ არის მიღებული) . კარტის სიძლიერე იწყება ტუზიდან და მიდის ქვემოთ (კაროლი, დამა…10…2) … ტუზი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ყველაზე დაბალი კარტი, ანუ 1  (მაგალითად კომბინაცია straight -ის დროს).  თამაში მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად.  ყოველი ეტაპისას რიგდება კარტი და იდება ფსონები. გამარჯვებულად ითვლება ის 5 კარტიანი კომბინაცია , რომელიც უფრო ძლიერია.

 

პოკერის კომბინაციები

 

კომბინაციების თანმიმდევრობა ყველაზე ძლიერიდან, ყველაზე სუსტამდე :

Royalflush (როიალფლეში) –  5 ყველაზე მაღალი კარტი ტუზი, კაროლი, დამა, ვალეტი,ათიანი  თან ერთი ფერის… A♥K♥Q♥J♥ 10♥
Straightflush (სტრიტფლეში) – ნებისმიერი 5 კარტი თანმიმდევრობით თან ერთი ფერის… მაგალითად9♠ 8♠ 7♠ 6♠ 5♠  . თუ ორმა მოთამაშემ შეკრა სტრიტფლეში, იგებს მაღალი.

Fourofakind ( 4 ერთნაირი კარტი , ანუ კარე) – ნებისმიერი 4 ერთნაირი კარტი, მაგალითად 3♥ 3♦3♣ 3♠ 10♣…..   მე 5 კარტს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ კომბინაციის შეკვრისთვის აუცილებელია 5 კარტი.  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   კარე  , იგებს მაღალი.

Fullhouse (ფულჰაუსი) – 3 ერთნაირი კარტი და კიდევ 2 ერთნაირი კარტი. მაგალითად  10♥ 10♦10♠ 8♣ 8♥ .  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   ფულჰაუსი   , იგებს მაღალი. 

Flush (ფლეში) – 5 ერთნაირი ფერის კარტი… K♠J♠ 8♠ 4♠ 3♠.  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   ფლეში    , იგებს მაღალი.
 Straight (სტრიტი) – 5 კარტი თანმიმდევრობით მებისმიერი ფერის…5♦ 4♥ 3♠ 2♦A♦  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა   სტრიტი     , იგებს მაღალი. 

Threeofakind, set (სამი ერთნაირი კარტი, ანუ სეტი) – მაგალითად 7♣ 7♥ 7♠K♦ 2♠  თუ ორმა მოთამაშემ შეკრა სეტი, იგებს ის მოთამაშე ვისაც  კომბინაციაში დანარჩენი ორი კარტი ყავს მაღალი

Twopairs (ორი პარა) –  მაგალითად 8♣ 8♠ 4♥ 4♣ 2♠   თუ ორმა მოთამაშემ შეკრა ეს კომბინაცია, იგებს ის მოთამაშე რომელსაც უფრო მაღალი პარა ყავს. და თუ ეს კომბინაცია ორივე მოთამაშისთვის საერთოა, მაშინ მოგებული არის ის , ვისაც მე5 კარტი ყავს მაღალი. ხოლო თუ მე5 საერთო კარტი ორივესთვის ერთია, მაშინ თანხა იყოფა მოთამაშეების რაოდენობაზე.

Onepair (პარა) – 9♥ 9♠Т♣В♠ 4♥   ამ კომბინაციის შემთხვევაში მოგებული გამოვლინდება ისევე როგორც ორი პარის კომბინაციაში.

Highcard (მაღალი კარტი) – თუ მაგიდაზე არსებული კარტებიდან არ შეიკრა არანაირი კომბინაცია მაშინ იგებს ის კარტი რომელიც არის ყველაზე მაღალი… Т♦ 10♦ 9♠ 5♣ 4♣

 ImageImageImage

 

ფსონების დადება

 

პოკერის ზოგიერთ ვარიანტში კარტის დარიგებამდე მოთამაშეებმა უნდა დადონ საწყისი ფსონი (Ante)

ზოგიერთ ვარიანტში რამოდენიმე მოთამაშე ბრმად, კარტის დარიგებამდე დებს თანხას , ბლაინდ (Blinds).

თამაშის მიმდინარეობისას მოთამაშე აკეთებეს შემდეგ სვლებს:

Bet – დადოს ფსონი

Call – დადოს იმდენივე,რაც დადო მოწინააღმდეგემ..ანუ გაათანაბროს ფსონი

Raise – გაზარდოს ფსონი, დადოს უფრო მეტი ვიდრე მოწინააღმდეგემ

Fold – დაყაროს კარტი და შეწყვიტოს თამაში არსებულ დარიგებაში

Check –  განაგრძო თამაში ფსონის გაზრდის გარეშე

ფსონების ჩადება მთავრდება როცა ყველა მოთამაშის ფსონი გათანაბრდება ან დაყრიან კარტს

ჩადებული ფსონები გროვდება ე.წ ბანკში (Pot)

თუ ფსონების ჩამოდების დასრულების შემდეგ დარჩა ორი ან მეტი მოთამაშე იხსნება მათი კარტები, და მოგებული კომბინაცია ღებულობს ბანკში არსებულ ფსონს… თუ დარჩა ერთი მოთამაშე ისე რომ არ გაიხსნა ყველა კარტი მაგიდაზე, ის ავტომატურად ღებულობს არსებულ ფსონს.

კაზიონში თამაშისას ბანკში არსებული თანხის რაღაც პროცენტი მიაქვს კაზინოს (Rake)

თუ ერთზე მეტი კომბინაცია მოიგებს , მაშინ ბანკში არსებული თანხა ნაწილდება თანაბრად გამარჯვებულ მოთამაშეებზე (Splitpot)

თუ მოთამაშეს ერთი ფსონის ჩამოდების შემდეგ გამოელია თანხა ის არ წყვეტს თამაშს. მას უბრალოდ აღარ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შემდეგ ფსონებში, ამ დროს იქმნება დამატებითი ბანკი (Sidepots) და მოგების შემთხვევაში ის მიიღებს  დამატებით ბანკში არსებულ თანხას .

არსებობს ფსონების  გაზრდის სხვადასხვა ვარიანტი

Limit –  მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ ფიქსირებული ფსონის გაზრდა.

Potlimit – მოთამაშეს შეუძლია დადოს ფსონის ის სიდიდე რაც არის ბანკში

Nolimit – მოთამშეს შეუძლია დადოს ნებისმიერი რაოდენობის ფსონი

 

 

თამაშის სტრატეგია

პოკერში არ არსებობს 100% სტრატეგია, რადგან მოთამაშემ იცის მხოლოდ თავისი კარტი და საერთო კარტი რომელიც მაგიდაზეა.  სტრატეგია მოთამაშემ უნდა შეიმუშაოს  კარტის დარიგებისას. მან ყურადღება უნდა მიაქციოს ფსონების ზრდას,უნდა განიხილოს სხვადასხვა ვარიანტები არსებული კარტიდან, შეაფასოს თავისი კომბინაციის შანსები, გათვალოს მოწინააღმდეგის კარტი.  ასევე მოთამაშე უნდა ეცადოს დააბნიოს მოწყინააღმდეგე ბლეფით და მოიგოს ართუისე ძლიერი კომბინაციით. შეუძლია გააკეთოს ფსონის გაზრდა მოლოდინის პროცესში, ანუ წავიდეს რისკზე, თუ მაგალითად მას რაღაც კომბინაციისთვის ესაჭიროება ერთი კარტი , გაზარდოს ფსონი ამ კარტის მოლოდინში…

პოკერში შეუძლებელია განსაზღვრო კარგი და ცუდი კარტი, ან სუსტი და ძლიერი მოთამაშე. კარგია თუ ცუდი კარტი ჩნდება მას შემდეგ რაც მაგიდაზე დარიგდება ყველა კარტი. ასევე შეიძლება ახალბედა მოთამაშემ მოუგოს ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს. ეს დამოკიდებულია თუ ვის როგორი კარტი დაურიგდება.  მაგრამ პოკერში გამარჯვება არ არის მხოლოდ იღბალზე დამოკიდებული, აქ საჭიროა მატემატიკური გათვლები, განსაზღვრა, სტრატეგია და რისკი.

 

ისტორია

 

პოკერის წესების და მისი სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს კამათი, რადგან დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ერთერთი ვერსიით თამაშის სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან pochen– რაც კაკუნს ნიშნავს. პირველი მონაცემები პოკერის მსგავს თამაშზე ნახსენებია მე–16 საუკუნეში.

პოკერი როგორც თამაში უკვე 500 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი წარმოიშვა ევროპაში,  მაგრამ პოკერის წესები იყო დღევანდელისგან განსხვავებული. დროთა განმავლობაში პოკერის წესები იხვეწებოდა. პირველი წერილობითი მასალა პოკერის წესების შესახებ არის 1829 წელს ჯო კაუელის  (მსახიობი) დაწერილი მემუარები  .  1834 წლიდან პოკერის თამაში დაიწყეს 54 კარტიანი დასტით.

პოკერი ითვლებოდა ამერიკის ნაციონალურ თამაშად. დღესაც ის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული თამაშია აშშ–ში .

ყოველდღიურად ტარდება პოკერის სხვადასხვა სახის ტურნირები. ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ტურნირი არის WSOP  – World Series of Poker

 

პოკერის სახეობები

 

არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა. ზოგიერთი მათგანი მიღებულია ნაციონალურ სახეობად, ზოგიერთი ვარიანტი მხოლოდ ოჯახურ წრეებში არის მიღებული.

ყველაზე პოპულარული პოკერის სახეობებია :

Drawpoker – ყველაზე ადვილი სახეობა პოკერისა. მოთამაშეები დებენ ფსონს და ურიგდებათ 5–5 კარტი დახურული.  მოთამაშეები დებენ ფსონს და შემდეგ ერთმანეთში ცვლიან კარტებს.  რამდენ კარტსაც მისცემ მოწინააღმდეგეს იმდენსვე გიბრუნებს უკან. შემდეგ ისევ მიმდინარეობს ფსონები და გამოვლინდება გამარჯვებული.

Double Discarding Draw-poker –  ამ პოკერის წესებიც თითქმის ანალოგიურია როგორც  Drawpoker –ში, უბრალოდ აქ კარტების გაცვლა ხდება ორჯერ, ხოლო ფსონების დადება სამჯერ.

Stud –  არსებობს ორი ვარიანტი ამ სახეობის პოკერისა, 5 კარტიანი და 7 კარტიანი.

7 კარტიანის წესები შემდეგნაირია:

მოთამაშეები დებენ საწყის ფსონს, შემდეგ ურიგდებათ ერთი ღია და ორი დახურული კარტი. შემდეგ ისევ დებენ ფსონებს , შემდეგ ერთი ღია კარტი, ისევ ფსონების ჩამოდება და ისევ ერთი ღია კარტი.  ისევ ფსონები და ისევ ერთი ღია კარტი , ფსონები და შემდეგ ერთი დახურული მე7 კარტი და ხდება საბოლოო ფსონების ჩამოდება.

გამარჯვებულად ითვლება ის მოთამაშე ვინც ყველაზე მაღალ 5 კარტიან კომბინაციას შეკრავს.

7 კარტიანი Stud ითვლებოდა ყველაზე პოპულარულ სახეობად პოკერში, სანამ არ გამოჩნდა პოკერის ახალის ახეობა TexasHold’em

TexasHold’em – დღესდღეობით ყველაზე პოპულარული პოკერის სახეობა. TexasHold’em–ის პოპულარობა განაპირობა მისი საერთო ინფორრმაციის ბალანსმა. მაგალითად Drawpoker–ში  საერთო არ არსებობს საერთო ინფორმაცია, ხოლო Stud–ში პირიქით , ძალიან ბევრი საერთო ინფორმაციაა.  TexasHold’em–ის  დაბალანსებული ინფორმაცია იძლევა უფრო მეტი ქმედების და რისკის საშუალებას.

ზოგ შემთხვევაში ყველა მოთამაშე კარტის დარიგებამდე დებს ერთნაირ ფსონს (ante)

შემდეგ ორი მოთამაშე , რომლებიც სხედან დამრიგებლის მარცხენა მხარეს დებენ ბლაინდებს ( Blinds ). არსებობს პატარა (Small Blind) და დიდი ბლაინდი (Big Blind). დიდი ბლაინდი 2ჯერ მეტია პატარა ბლაინდზე.

ყველა მოთამაშეს ურიგდება 2 დახურული კარტი, შემდეგ დებენ ფსონებს , შემდეგ მაგიდაზე იდება 3 გახსნილი კარტი (Flop), ისევ ფსონები, შემდეგ მაგიდაზე იდება ერთი გახსნილი კარტი(Turn),ისევ ფსონები და ისევ ერთი გახსნილი კარტი (River). და ხდება საბოლოო ფსონების დადება.

 

Omaha – მისი წესები ძალიან ახლოსაა TexasHold’em –თან

ყველაფერი ისეა როგორც TexasHold’em  –ში, განსხვავება არის ის რომ მოთამაშეებს ურიგდებათ 4 დახურული კარტი, და მათ კომბინაცია უნდა შეკრან ხელში არსებული 4 კარტიდან 2–ით და მაგიდაზე არსებული 5 კარტიდან 3–ით.

Badugi – ეს არის ყველაზე “ახალგაზრდა” პოკერის სახეობა რომელიც გამოიგონეს კორეაში. მოთამაშეებს ურიგდებათ 4–4 დახურული კარტი, ისინი აკეთებენ ფსონებს, შემდეგ ცვლიან ერთმანეთში კარტს და ისევ აკეთებნ ფსონებს,ისევ კარტების გაცვლა, ისევ ფსონები , ისევ გაცვლა და ისევ ფსონები.   გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი 4 კარტიანი კომბინაცი. ყველაზე ზლიერი კომბინაცია არის სხვადასხვა ფერის 4 დაბალი კარტი 4♥ 3♠ 2♣A♦

 

World Series of Poker

 

World Series of Poker– ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ტურნირი. იგი ტარდება ყოველ წელს აშშ–ში ქალაქ ლას–ვეგასში. გრძელდება ერთ თვეზე მეტი და შედგება 50–ზე მეტი პატარა ტურნირებისგან. ტურნირის გამარჯვებული ჯილდოვდება პოკერის სამაჯურით.  World Series of Poker – ი მთავრდება “მთავარი ტურნირით” Main Event პირველადი შენატანით 10 000 USD

პირველი მასშტაბური ტურნირი ჩატარდა 1968 წელს, როდესაც ტომ მურმა სან–ანტონიოდან, თავისი სასტუმროს Holiday Hotel and Casino პოპულარობისთვის.   The Texas Gamblers Reunion ერქვა ტურნირს და ის ითვლება World Series of Poker  პირველ ტურნირად. მასში გაიმარჯვა კრენდელ ადინგტონმა.

პირველი ოფიციალური ტურნირი კი ჩატარდა 1970 წელს Benny Binion –ის ინიციატივით. რომელიც გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო Benny Binion’s Horseshoe –ში. მასში მხოდლო 7 მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას. გამარჯვებული კი გახდა Johnny Moss –ი . რომელმაც მიიღო ვერცხლის თასი და მსოფლიო ჩემპიონის წოდება პოკერში. და სწორედ მაშინ დაერქვა ამ ტურნირსWorld Series of Poker» (WSOP)

ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას და მასთან ერთად იზრდებოდა საპრიზო ფონდიც. თუ 1971 წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო 6 –მა ადამიანმა და საპრიზო ფონდი იყო 30 000 USD ,2006  წელს ამერიკელმა Jamie Gold –მა,  რომელმაც დაამარცხა 8772 მოთამაშე , მოიგო 12 000 000 USD.  2007 წელს ამერიკის მთავრობა იბრძოდა ინტერნეტ პოკერის წინააღმდეგ, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა ცოტატი შემცირდა 6358  მოთამაშე იყო, სადაც გაიმარჯვა Jerry Yang, რომელმაც მოიგო 8 250 000 USD.

 Image

Image

არმაზობა

“ქართული საისტორიო წყაროს “ქართლის ცხოვრების” ერთ-ერთ ნაწილში – “მოქცევაი ქართლისაიში” მოთხრობილია წარმართული კერპის, არმაზისა და მისი დღესასწაულის შესახებ. არმაზის კერპისადმი მიძღვნილ დღესასწაულს პირობითად არმაზობას ვუწოდებთ.

არმაზი

არმაზციხე, რომლის ნაშთები დღემდეა მოღწეული, ქართველ წარმართ მეფეთა რეზიდენცია და რელიგიური ცენტრი იყო. მცხეთა ქ.შ. IVს-ში ძლიერი ქალაქი იყო. მასზე მატიანეში ნათქვამია, რომ ეს ის ქალაქია, “სადაც ღმერთები ღმერთობენ და მეფენი მეფობენ~. არმაზციხეში სამი მეომრის ქანდაკება იდგა. შუაში მდგომი მეომარი გამოირჩეოდა ზარდამცემი, პირქუში გამომეტყველებით და სპილენძისაგან იყო ჩამოსხმული. ტანზე ოქროს ჯაჭვის პერანგი ეცვა, თავზე ჩაბალახი ეხურა, თვალები ზურმუხტისა და ბივრიტის ჰქონდა, ხელში მოელვარე ხმალი ეჭირა, რომელიც მოძრაობდა. ეს გახლდათ არმაზი, ვის დანახვაზეც მეფე, დიდებულები, უბრალო ხალხი შიშისგან ძრწოდნენ. არმაზის მარჯვნივ ოქროს მეომარი იდგა, მარცხნივ კი – ვერცხლის. ქართლის მცხოვრებლებს ისინიც თავიანთ ღმერთებად მიაჩნდათ.

 

არმაზი ქართლის სამეფოს უზენაესი ღვთაება იყო, სტიქიათა (მზისა და წვიმის) გამგებელი.

როგორც ცნობილია, ქ.შ. IVს-ში წმიდა ნინო იერუსალიმიდან ქართლის სამეფოში მოვიდა, რომ ენახა და ქრისტეს რჯულზე მოექცია ის ქვეყანა, სადაც უფლის კვართი იყო და დღემდე არის. ამისათვის გრძელი და ხიფათიანი გზა გამოიარა. ამ გზაზე წმ. ნინოს იესო ქრისტე გამოეცხადა, გაამხნევა და იმ საქმისთვის აკურთხა, რაც მიზნად ჰქონდა დასახული.

არმაზობის დღესასწაული 6 აგვისტოს (ძველი სტილით) იმართებოდა ხოლმე. წყარო ასე აღწერს არმაზობას: ამ დღეს უამრავი ხალხი დაიძრა არმაზის კერპის თაყვანსაცემად და მისთვის მსხვერპლის შესაწირად. არა მარტო მცხეთელები მოდიოდნენ, არამედ ყველა, ვისაც დედაქალაქში შეეძლო მისვლა. გაისმა საყვირისა და `ძახილის~ ხმა. ხალხი შეგროვდა. მალე დედოფალი ნანაც გამოჩნდა. ქუჩები ფერადი ქსოვილებითა და ფოთლებით იყო მოფენილი. ხალხი მეფეს ადიდებდა. მეფეც გამოჩნდა. იგი არმაზის კერპისკენ გაემართა. ხალხი უკან მიჰყვა. წყაროს თქმით, “მთები ხალხით და დროშებით აივსო”. ამ ხალხს წმ. ნინოც გაჰყვა და კერპებთან ახლოს ნაპრალში მოახერხა დამალვა. როდესაც დაინახა, თუ როგორ ეთაყვანებოდნენ ხელით შექმნილ, უტყვ, უსულო კერპებს ქართლის მცხოვრებლები, შეშფოთდა. დაიწყო ლოცვა და ღმერთს ცრემლით ევედრებოდა, კერპები დაექცია. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს მირიან მეფე არმაზს მსხვერპლს სწირავდა; წმ. ნინოს ცრემლებიდან კი წყარო გაჩნდა, რომელიც დღემდე არმაზის მთაზე მოედინება. ღმერთმა შეისმინა წმ. ნინოს ლოცვა, საშინელი ქარბუქი და სეტყვა მოავლინა და სამივე კერპი დალეწა.

მალე წმიდა მირიან მეფეცა და ქართლის მოსახლეობაც მოინათლა, გაქრისტიანდა და წარმართული კერპები – არმაზი, გაცი და გაიმი (ასე ერქვათ არმაზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდგარ ქანდაკებებს) უარჰყო. არმაზობის დღესასწაულიც გაუქმდა და ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.”

13 ასურელი მამა

 

იოანე ზედაზნელი

აბიბოს ნეკრესელი

ანტონ მარტყოფელი

დავით გარეჯელი

ზენონ იყალთოელი

თადეოზ სტეფანწმიდელი

ისე წილკნელი

იოსებ ალავერდელიისიდორე სამთავნელი

მიქაელ ულუმბოელი

პიროს ბრეთელი

სტეფანე ხირსელი

შიო მღვიმელი

შეგიძლიათ მიიტანოთ მაუსი თქვენთვის სასურველ ასურელ მამაზე და მიიღოთ დაწვრილებთი ინფორმაცია. სამწუხაროდ ყველა მათგანზე ინფორმაცია მიუწდომელია.

ქრისტეს 12 მოციქული

სვიმონ-პეტრე

ანდრია პირველწოდებული

იაკობი ზებედესი

იოანე მახარებელი

ფილიპე

ბართლომე

 

თომა

მათე მახარებელი

იაკობ ალფესი

იუდა იაკობისი (თადეოზი)

სიმონ მოშურნე (კანანელი)

მატათა

 

 

შეგიძლიათ მიითანოთ მაუსი თქვენთვის სასურველ მოციქულზე და მიიღოთ მასზე დაწვრილებითი ინფორმაცია.

ხარება

 

 

 

 

 

 

 

თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო.

ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი ანნას სახლიდან და ერთი ვიწრო ოთახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა, – დაღლილ მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტებით გაკეთებული ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი შრომა.

თავისი დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს წმიდათა წმიდაში შეთვისებული ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის განმარტოებით უშფოთველად ცხოვრობდა, გამუდმებულ შრომაში იყო; ლოცვა, წმინდა წიგნების კითხვა, ხელსაქმე და შინაური საზრუნავი მთლიანად ავსებდა მის მორჩილ და წყნარ ცხოვრებას: ადამიანთა შორის ის მხოლოდ ღმერთისთვის არსებობდა და იოსების ოჯახი მისთვის იგივე იყო, რაც სამლოცველო სახლი. ის ძველებურად ართავდა, საეკლესიო შესამოსლებს ქსოვდა და მისი ყველა ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო.

ბოლოს უფლის წელიწადის სანატრელი დროც დადგა: მოაღწია დღემ, რომელსაც ადამიანთა მოდგმა 5000-ზე მეტ წელს ელოდა. წმიდა მამათა თქმით, ქალწულმა მარიამმა საღვთო და საწინასწარმეტყველო წიგნებიდან იცოდა, რომ აღთქმული მესიის მოსვლის ჟამი მოიწია და დანიელის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწოდონ მას სახელი ემანუელ“ და თავის წარმოსახვაში ხშირად ვარაუდობდა, რომ ეს კურთხეული ქალწული ამქვეყნად უკვე არსებობდა. მისი სული მხოლოდ ნანატრი მესიის სიყვარულით კი არ იწვოდა, არამედ იმ ქალწულისადმი თაყვანისცემით, რომელიც მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ცრემლით იმეორებდა თავის ლოცვებში, რომ ღირსეყო უფალს, აღთქმული მესიის დედა საკუთარი თვალით ენახა და მომსახურებოდა მას, თუნდაც მისი უკანასკნელი მხევალი გამხდარიყო.

გადმოცემა გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ ტაძარში ყოფნისას ქალწულმა მარიამმა მიიღო საიდუმლო ნიშანი, რომ მისგან სიტყვა ღვთისა შეისხამდა ხორცს. ერთხელ ღამით, როდესაც ჩვეულებისამებრ მეორე კრეტსაბმელის მიღმა ლოცულობდა, მაღლიდან სხივი დაეცა მას და მოესმა ხმა: „შენ შობ ჩემს ძეს“.

სახარებაში ნათქვამია, რომ მთავარანგელოსი გაბრიელი ქალწულ მარიამს მაშინ გამოუჩნდა, როდესაც ის ნაზარეთში, იოსებ დამწინდველთან ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს იგი წმინდა წერილს კითხულობდა და ფიქრობდა წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვებზე – „ქალწულმან მუცლად იღოს“ – თანაც მხურვალედ ლოცულობდა, ღირსი გაეხადა უფალს, რომ ჩქარა ეხილა მესია. უცებ მის წინაშე მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოსდგა და თითქოს მისი აზრების პასუხად, წარმოსთქვა ღვთაებრივი მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“.

მთავარანგელოსის გამოცხადებამ არ შეაშინა ყოვლადწმინდა ქალწული. ტაძარში ყოფნისას ის ანგელოსების გამოცხადებას და მათთან საუბარს მიჩვეული იყო, მაგრამ უჩვეულო მისალმებამ იგი განაცვიფრა. უფალი არაერთგზის უცხადებდა თავის ნებას ანგელოსის საშუალებით ძველი აღთქმის რჩეულებს, მაგრამ მისალმება – „გიხაროდენ“ – უწინდელ გამოცხადებაში არავის სმენია.

ქალწული მარიამი მოულოდნელობისგან დუმდა და ცბიერი გველის განსაცდელს უფრთხოდა. ღვთისმოსაური მოკრძალებით უმზერდა ზეციური მაცნე წმიდა ქალწულის შეცბუნებას და მისი დამშვიდება ისწრაფა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის მამისა თვისისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“.

პირველქმნილი ევა არ შეუცბუნებია გველის სიტყვებს, როდესაც მან შესთავაზა პატივი – ყოფილიყო ყოვლისმცნობელი და ღვთის მსგავსი. ევამ განუსჯელად შეიწყნარა გველის ცრუ დაპირება და აკრძალული ნაყოფი იგემა, ხოლო მის მიერ – მთელი კაცობრიობის ცოდვა და სიკვდილი, მაგრამ ქალი, რომლის თესლისაგანაც გველის თავის დათრგუნვა ქვეყნიერების დასაბამიდან იყო განსაზღვრული, კეთილმაუწყებელს უდიდესი ქალწულებრივი სიწმინდით შეხვდა და თუმცა საიდუმლოს სიდიადეს ვერ ჩასწვდა, მისი ყოველი სიტყვა გაიგო: „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანუ მე ქორწინებაში წილი არ მაქვს, თუმცა დაწინდვის წესის თანახმად ქმარი მყავს, მაგრამ ქალწულების აღთქმის მიხედვით მისი ცოლი არა ვარ“. ყოვლადწმინდა ქალწულმა ანგელოსის ნათქვამი მეტად მაღალ პატივად მიიჩნია. მთავარანგელოსმა მისი ეჭვი განაქარვა: შენ უმამაკაცოდ გააჩენ ძეს: „სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“. ე.ი. ჩასახვა ზებუნებრივად, სულიწმიდის მიდგომილებით უნდა აღსრულებულიყო და იგი გახდებოდა დედა – ადამიანთა გონებისათვის მიუწვდომელი. ამიტომ მასში წმინდად ჩასახული ძე ღვთისა სხვა ადამიანთა მსგავსი კი არა, – წმინდა იქნება, ცოდვას ნაწილი არ ექნება მასში და „ძე მაღლის“ ეწოდება.

ხარებამ უდიდესი საიდუმლო გახსნა და მთავარანგელოსმა გაბრიელმა ქალწული მარიამის სრულად დასარწმუნებლად მის ნათესავზე – ელისაბედზე მიანიშნა: „და აჰა ელისაბედ, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა და ესე მეექუსე თუე არს მისი, რომელსა იგი ერქუა ბერწ, რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ“. ადამიანური განსჯის მიხედვით შეუძლებელია, რომ უხრწნელმა ქალწულმა შვას და უნაყოფო ქალმა მუცლად იღოს, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთისთვის შეუძლებელი არ არსებობს:„სადაც ღმერთსა ენებოს, იძლევიეს წესი ბუნებათაჲ“.

ღვთივსულიერი ნათელი მოეფინა ქალწულს, მან გაიხარა ანგელოსის ხარებით და ირწმუნა, რომ ნამდვილად ღვთის ნებით ეუწყა. შემოქმედისადმი უდიდესი მადლიერებით აღვსილმა – მაღალი ღმერთის სიწმინდესთან შედარებით ადამიანურ ღირსებათა არარაობა შეიცნო და უპასუხა: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. სიმდაბლემ და ღვთის ნებისადმი კრძალულებამ მოსდრიკა ცა და ძე ღვთისა გარდამოხდა მიწაზე – „სიტყვა ხორციელ იქმნა“.

ღვთის დავალების აღსრულების შემდეგ მთავარანგელოსი გაბრიელი ზეციურ ნათელს დაუბრუნდა.

ძე ღვთისას განხორციელების საიდუმლო აღსრულდა: ქალწული დედად იქცა და დედა კვლავ ქალწულად ეგო. ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულმა, სულით და ხორცით სპეტაკმა, მან საკუთარ თავში მადლის სრული საუნჯე შეიკრიბა. მთავარანგელოსის ხარებამ„გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“, – ქვეყნიერებაზე დადებული მსჯავრი გააუქმა და კაცობრიობას სიხარულის უფლება მისცა. და იმ წუთებიდან, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო ღვთისმშობელი, ყველა სიხარულით ივსებოდა: გიხაროდენ, მიმადლებულო, ყოველთა მიწიერთათვის სიხარულის მიმმადლებელო, გიხაროდენ, მხურვალე შუამდგომელო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთა გულთა მშვიდობისა და სიხარულის მომნიჭებელო.

მარიამი ზეციური მაუწყებლის ხარებულზე დიდხანს ფიქრობდა, მის სულში იმედი და ბედნიერება ჩასახლდა. ის ანგელოსის მიერ მოტანილი სიხარულით ხარობდა, მით უმეტეს, რომ ეს სიხარული მთელ ქვეყნიერებას ეკუთვნოდა. ხარობდა იგი თავისი საყვარელი ნათესავის ელისაბედის გამო, რომელიც მანამდე ბერწი იყო. სულიწმიდის შთაგონებით მარიამმა გადაწყვიტა ენახა იგი, რათა ერთმანეთის სიხარული გაეზიარებინათ, მან ისწრაფა მთაში – მთიან მხარეს, სადაც ზაქარია და ელისაბედი ცხოვრობდნენ. იოსებმა მასთან ერთად წასვლა ვერ შესძლო, მაგრამ, უეჭველია, იზრუნა, რომ მარიამი შეერთებოდა თავის ნათესავებს, რომლებიც წმინდა ქალაქში ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისსაცემად მიდიოდნენ. მთიანი იუდეის მიწა ნაზარეთიდან ხუთი დღის სავალზე იყო დაშორებული. მთელი გზა გადიოდა მთებში, რომლებიდანაც ნაკადულები დიოდა. სულიწმიდის მადლით ცხებული წმიდა ქალწული საკუთარი თავის საიმედო დამცველი თავადვე იყო, თუმცაღა მას მარტოს, მხლებელთა გარეშე, მანამდე არ ემგზავრა.

ხუთი დღის შემდეგ წმინდა მარიამმა მოგზაურობის მიზანს მიაღწია, მის წინაშე ლევიტელთა ქალაქი იუდა გამოჩნდა, აქ ცხოვრობდნენ მისი ნათესავები. ის შეუსვენებლივ მიისწრაფოდა კარგად ნაცნობი სახლისკენ. ელისაბედი შესახვედრად გამოვიდა და წმინდა მარიამის მისალმებაზე კრძალვით უპასუხა. უღრმესი გრძნობის ნიაღვარმა მას წარმოათქმევინა შთამაგონებელი სიტყვები:„კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“.

ასეთი კრძალვით შეხვედრა და წინასწარმეტყველური სიტყვები თავმდაბალი მარიამისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ, როცა ამ მისალმებაში ანგელოსის ხარების სიტყვები შეიცნო, ის დარწმუნდა, რომ ყოველივე სულიწმიდის შეგონებით ხდებოდა. მაშინ მის წინაშე მთელი სიცხადით წარმოსდგა ყველა წინასწარმეტყველება, – სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანთაგან გამოსული: მის გულში მაღალი ღმერთის მიმართ მადლიერების გრძნობა გაძლიერდა და ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველურ გალობას გადმოიღვარა, ეს სადიდებელი გალობა ახალი აღთქმის პირველი სამადლობელი საგალობელია: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა; ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ“.

არაჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი სიტყვებით უპასუხა ყოვლადწმიდა მარიამმა ელისაბედის წინასწარმეტყველურ მისალმებას, მთელ სიდიადეს ის ერთ დიდ ყოვლისშემძლე უფალს მიაწერს, საკუთარ თავს კი მხოლოდ უძლურ იარაღად მიიჩნევს, რომლის საშუალებითაც ღვთის დიდება გაცხადდა და აღიარებს, რომ ყოვლადძლიერმა მოჰხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს. ის საკუთარ თავს ღვთივშთაგონებით ყველასგან სანატრელად სცნობს („ამიერიდან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“), – წინასამარადისო კრებაზე გამორჩეული ძე ღვთისას დედად. „რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან და წმიდა არს სახელი მისი“. ის აცნობიერებს ღმერთის მიერ მასზედ გარდამოვლენილ წყალობას და აღიარებს, რომ ეს წყალობა მხოლოდ მას კი არ ეკუთვნის, არამედ მისი საშუალებით ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს და რომ ისრაელი ერი თავის ცოდვათა გამო უკვე განდევნილი აღარ არის, არამედ უფალმა წმინდა მამათმთავართათვის მიცემული ყველა აღთქმა მოიხსენა და თავისი ხალხი ღირსჰყო, მათ შორის აღთქმული მესია მოსულიყო. ღვთის აღთქმის გარდაუვალი აღსრულების რწმენით განმსჭვალული წმინდა დედები ერთურთს განსწავლიდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. ამ კურთხეული შეხვედრის დრო ჩქარა დასრულდა და სამი თვის შემდეგ წმინდა მარიამი ნაზარეთში დაბრუნდა. მორჩილებითა და ლოცვით ელოდა იგი მთავარანგელოს გაბრიელის მიერ ნახარები ღვთიური აღთქმის აღსრულებას და გამუდმებით თავისი საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა. ცისა და მიწის დედოფლის მთელი დიდებულება ამკობდა და უფლის დედობით მისი გამოუთქმელი სიმაღლე კიდევ უფრო იზრდებოდა.

წმინდა ქალწულის მიერ მუცლადღებიდან უკვე მეექვსე თვე იწურებოდა და მისი მდგომარეობა მართალი მოხუცებული იოსებისთვის შეუმჩნეველი ვეღარ დარჩებოდა. ის ვერ ხვდებოდა, რომ მის წინაშე ქვეყნიერების მხსნელის ხორცშესხმა ხდებოდა, თუმცაღა იცოდა, რომ მოსეს მიერ აღთქმული მესია ქორწილის გამოუცდელი, ყმაწვილი ქალწული ქალისაგან წარმოსდგებოდა.

მის სულში ეჭვების ქარიშხალი დატრიალდა. ძლიერი მღელვარების დროს მას საძაგელი ცდუნების შესაძლებლობა დაუშვა, ამგვარ ვარაუდზე უარესი რაღა იქნებოდა სიმართლისმოყვარე და უმანკო გულისათვის?! მძიმე საფიქრალმა შეიპყრო იგი და აღარ იცოდა, თუ წმინდა ქალწულ მარიამს როგორ მოქცეოდა.

იუდეური კანონის სიმკაცრის მიხედვით, თუკი ბრალს სამსჯავროს წინაშე დასდებდა, ის ქვით უნდა ჩაქოლილიყო, მაგრამ მისი სიმართლე და მარიამისადმი ღვთისმოსაური სიყვარული ასეთ გამოსავალს მთელი გულით უარჰყოფდა. კანონის მიხედვით მას უფლება ჰქონდა, რომ მიზეზის დაუსახელებლად გაჰყროდა მას, თუმცა ესმოდა, რომ სხვების დასანახად შეიძლება სასტიკი და უსამართლო გამოჩენილიყო, მაგრამ მას ეს არ აშინებდა: ყველაზე მთავარი მისთვის იყო, რომ ხალხის თვალში მარიამის მოჩვენებითი დანაშაული სიყვარულისა და თანადგომის საფარველით დაემალა; მართალ ადამიანს არ სურდა, რომ ის სხვათა წინაშე შეერცხვინა. გადაწყვიტა, დანაშაული საკუთარ თავზე აეღო. გადაწყვეტილება მიღებული იყო და ოთხმოცდაათი წლის მოხუცი მზად იყო დაეტოვებინა მარიამი, რომლის ყოფნა ასეთ მშვიდობასა და სიხარულს ანიჭებდა მოხუც მზრუნველს.

მართლმსაჯული ღმერთი ისმენდა თავისი რჩეულის ზრახვებს და ლოცვას და მან თავისი ანგელოსი მოუვლინა იოსებს, რომელმაც დაამშვიდა იგი და გონება ჭეშმარიტების სხივით გაუნათა. ანგელოსი მას სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „ნუ გეშინინ მოყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს“. ანგელოსმა მას დავითის ძე უწოდა, რათა გაეხსენებინა, რომ იგი შთამომავალია სამეფო გვარისა, რომელიც ადრე მიუჩრდილებელი სინათლით ბრწყინავდა და თუმცა იმჟამად დამცრობილი იყო, მაგრამ კვლავაც არსებობდა აღთქმა, რომ მისგან გამოვიდოდა მეუფე დიდებისა და შთააგონა, რომ მისგან დაწინდული ქალწული მარიამი წმინდა და უმანკოა, რომ ის საკუთარ სახლში უნდა იყოლიოს, რათა დაიცვას და იზრუნოს როგორც დედაზე, ისე მისგან შობილ დიდების მეუფეზე. ნუ შეცბუნდები – უთხრა ანგელოსმა, შეიცან ჭეშმარიტება და გიხაროდეს „შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იხსნას ერი თვისი ცოდვათა მათთაგან“. გიხაროდენ, მართალო მოხუცებულო: ქალწული აღთქმისაებრ შობს ძეს სულისაგან წმიდისა, თუმცა შენ მამად მხოლოდ იწოდები, მაგრამ გაქვს ყოველივე, რაც მას ეხება: შენ მისცემ მას სახელს, და როგორც ნამდვილი მამა, იზრუნებ მასზე, „ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელთაჲსა თქმული: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით: ჩეუნთანა ღმერთი“.

იოსებმა გაიღვიძა და მის გულში ეჭვისათვის ადგილი უკვე აღარ დარჩა. ძველი დროიდან მან იცოდა ისაიას წინასწარმეტყველების შესახებ. ანგელოსის სიტყვებმა დაარწმუნა, რომ ქალწული მარიამი წმინდა და უმანკოა: მას უფლის სიტყვებისა სჯეროდა და დამტკიცებას არ ითხოვდა. მოკრძალებით და სახარულის კრთომით „განეღვიძა ძილისაგან მისისა და ყო ეგრეთ ვითარცა უბრძანა მას ანგელოსმან უფლისამან და წარიყვანა ცოლი და არა იცოდა იგი ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო“.

სიყვარულითა და კრძალვით სავსე გულით მოხუცებულმა ისე მიიღო ყოვლადწმიდა ქალწული, როგორც მთლიანად ღვთისათვის კუთვნილი, როგორც ძე ღვთისას კურთხეული დედა და მხურვალედ, დაუღალავი მზადყოფნით ემსახურებოდა მას, როგორც მთელი ქვეყნიერების მფლობელს.

ღვთიური გამოცხადების შემდეგ მართალი იოსების თვალში ქალწული მარიამი მისგან დაწინდული ქალწულიდან მხსნელი ღმერთის უფროსადკურთხეულ დედად იქცა. ვაჟკაცურად გადატანილმა განსაცდელმა, თვითუარყოფამ და მძიმე ბრძოლამ უდიდესი სულიერი ნაყოფი მოუტანა: არამიწიერი შუქი დაჰნათოდა ქალწულ მარიამს და მის დამწინდველს, რომლის სული სიამაყემ ვერ დააბნელა და არ დააკარგვინა მორჩილება, ასეთი აუცილებელი რომაა ადამიანურ სათნოებებში წარსამატებლად.

ამის შემდეგ მარიამი იოსების სახლში დარჩა და განუყრელად ცხოვრობდა მის აღსრულებამდე. მშვიდობიანად მიდიოდა მარადიული ქალწულის ცხოვრება, რომლიც დამწინდველის ზრუნვით იყო გარემოცული, მან მთავარანგელოსის სიტყვების მიხედვით გააცნობიერა ღვთისმშობლის მიმართ მასზედ დაკისრებული მოვალოებები და შიშითა და კრძალვით ემსახურებოდა.

ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული ქრისტიანთა მიერ პირველი საუკუნეებიდანვე აღესრულება. ეკლესიის მამათა უძველეს ნაწერებში მითითებულია, რომ ღმერთკაცის განკაცება 25 მარტს მოხდა, რადგან პირველი ადამიანიც სწორედ 25 მარტს შეიქმნა. ძველი აღთქმის ადამი, რომელმაც თავისი ცოდვით დაცემით მთელ კაცობრიობას სიკვდილი მოუტანა ახალი აღთქმის პირველკაცმა ხსნისა და ნეტარებისათვის ხელახლა აღადგინა იმავე დროს, როცა ის შეიქმნა. მართლმადიდებელი სარწმუნოების უძველესი მქადაგებლები ქრისტეს მიმდევრებს ასწავლიდნენ, რომ პატივი მიეგოთ ღვთისმშობლისათვის. ეკლესიის უდიდესი მამები ყოვლადწმიდა მარიამს ღვთისმშობლად თვლიდნენ. მათი სწავლებით, ვინც ღმერთის დედას ღვთისმშობლად არ სცნობდა, ის სარწმუნოებისა და ქრისტიანობის მტერი იყო და ქრისტიანის სახელს არ იმსახურებდა.

ანგელოსის ხმით გიღაღადებთ, შენ წმიდაო:
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

პოლიეთილენის სახლი

 

პოლიეთილენის ბოთლებს აქვს მრავალი დანიშნულება.

შესაძლებელია სახლის აშენებაც. რამდენად მყარი იქნება ამ მეთოდით აშენებულია სახლი.

image

image

 

პოლიეთილენის ბოთლების შეგროვება ძვირი არ დაჯდება.

 

image

 

ესეც მსხვრევადი კედელი.

 

image

image

image

 

გამოდის, რომ სახლს აშენებ მუქთად.

წმიდა მოწამე აბო თბილელის ცხოვრება და მოწამეობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

იყო ჟამი, როდესაც სარკინოზთა (არაბთა) მპყრობელმა ამირა მუმნი აბდილამ (რომელიც თავის აშენებულ ქალაქ ბაღდადში ცხოვრობდა) ბაბილონში დაიბარა ქართლის ერისმთავარი ნერსე1. ბოროტი ადამიანების მიერ დასმენილი ნერსე ამირამ საპყრობილეში ჩასვა, სადაც მან სამი წელი დაყო. ამის შემდეგ ღვთის განგებით მოკვდა აბდილა და მის მაგივრად მისი ძე მაჰდი გამეფდა. ქველისმოქმედმა ღმერთმა მაჰდი ამირა მუმნის ნერსეს გათავისუფლება ჩააგონა. მაჰდიმ ნერსე გაათავისუფლა და ერისმთავრობის უფლებით სამშობლოში გამოუშვა.

ბაბილონში ყოფნისას ნერსეს მსახურად დაუდგა ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის არაბი ჭაბუკი – აბო, რომელმაც მასთან ერთად ქართლში წამოსვლა მოისურვა. აბოს მშობლები და და-ძმა ბაღდადში ცხოვრობდნენ. იგი ნელსაცხებლების მომზადებაში იყო დახელოვნებული და სარკინოზთა მწიგნობრობაც შესწავლილი ჰქონდა. აბრაამის მსგავსად აბომაც ღვთის მინიშნებით დატოვა მამული და ნერსეს დაემგზავრა.

ქართლში აბო ნერსე ერისმთავართან ცხოვრობდა. სათნოების გამო იგი ყველამ შეიყვარა. აბო ქართული ენის შესწავლას შეუდგა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ზედმიწევნით შესწავლაც დაიწყო, დადიოდა ეკლესიებში და ისმენდა სახარებას, საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს, ეკითხებოდა სჯულის-მეცნიერებს. ამგვარად შეისწავლა მან კათოლიკე ეკლესიის მოძღვრება.

ამის შემდეგ აბომ უარყო მუჰამედის სჯული და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე, თუმცაღა ქართლის მპყრობელ სარკინოზთა შიშით აშკარად ვერ აცხადებდა თავს ქრისტიანად. აბო ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა და ეძიებდა დაფარულ ადგილს ნათლისღებისთვის.

იმ დღეებში სარკინოზთა ხელისუფალნი ისევ განურისხდნენ ნერსე ერისმთავარს. იგი გაიქცა, რადგან სარკინოზნი სასტიკად ემტერებოდნენ. უფალმა დაიფარა მათგან ნერსე. მან გაიარა ოსეთის კარი, რომელსაც დარი-ალანს (დარიალს) უწოდებდნენ და ჩრდილოეთის ქვეყნებში შევიდა. ნერსეს სამასამდე მამაკაცი გაჰყვა, მათთან ერთად იყო ქრისტეს სანატრელი მონა აბო.

ჩრდილოეთის ქვეყანა მაგოგის ძეთა სამყოფელი იყო. ესენი ხაზარები იყვნენ, ველური ხალხი, საშინელი შესახედაობის, მხეცის ბუნებისანი, სისხლის მსმელნი, მათ არ ჰქონდათ სჯული, მაგრამ შემოქმედ ღმერთს აღიარებდნენ. ხაზართა მეფემ შეიფარა ნერსე, როგორც უცხო და მტერთაგან დევნილი, მისცა მასაც და მის თანმხლებთაც საკვები და სამოსი.

ნეტარმა აბომ როგორც კი იხილა, რომ სარკინოზთაგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა პატიოსანი მღვდლების ხელით. სულიწმიდის მადლით ჩრდილოეთის ქვეყანაში მრავალი ქალაქი და სოფელი იყო, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ ქრისტეს სარწმუნოებით2. ამის შემდეგ ქრისტეს მადლით აღვსილი აბო დაუბრკოლებლად შეუდგა მარხვასა და ლოცვას.

ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ ჩრდილოეთის მეფეს სთხოვა, გაეშვა აფხაზეთში, სადაც მას წინასწარ დედა, ცოლ-შვილი, მსახურები და მთელი ქონება გაეხიზნა. ეს ქვეყანა სარკინოზთაგან დაცული იყო. ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან ნერსე მრავალი საჩუქრით გაისტუმრა. ქართლის ერისმთავარი და მისი თანმხლებნი დიდი სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით აფხაზეთისაკენ გაემართნენ; მგზავრობაში მათ სამი თვე გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ნეტარი აბო მარხულობდა და ლოცულობდა, განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს. აფხაზეთს რომ მიაღწიეს, ამ ქვეყნის მთავარმა მიიღო ნერსე და მისი ხალხი. როდესაც მან აბოს ნათლისღების ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა. აბო იხმეს მთავარმა, ეპისკოპოსმა და მღვდელმა, აკურთხებდნენ, ანუგეშებდნენ და საცხოვნებელ სწავლებას აუწყებდნენ, ქრისტესა და საუკუნო ცხოვრების შესახებ ახარებდნენ. აბოც, თავის მხრივ, მადლობით მიუგებდა ჭეშმარიტი სარწმუნოების სიტყვებს, ისე რომ მათ უკვირდათ კიდეც და ღმერთს ადიდებდნენ. ნეტარი აბო უფრო მეტად მადლობდა ღმერთს, რადგან ქრისტეს სარწმუნოებით აღსავსე ქვეყანა იხილა, მასში ურწმუნოთაგანი არავინ მკვიდრობდა.

წმიდა აბომ იქაური ხალხის გარდამეტებული ღვთისმოყვარება და მთელი ერის გამუდმებული ლოცვა რომ იხილა, საღვთო გულმოდგინებით განიმსჭვალა, რამეთუ წმიდა მოციქულის სიტყვები გაიხსენა: „კეთილ არს ბაძვა კეთილისათ ს მარადის“ (გალატ. 4,18). აბო ღვაწლს ზამთარში შეუდგა, ჩვიდმეტ იანვარს, წმიდა ანტონი დიდის ხსენების დღეს. მძიმე შრომა იტვირთა, ქალაქში, როგორც უდაბნოში ებრძოდა მტერს – ეშმაკს, დუმილითა და მარხვით ასუსტებდა ახალგაზრდა სხეულს, „რა თა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განხურვებულთა დაშრეტად“ (ეფეს. 1,16). აბომ მაცხოვრის ღვაწლი გაიხსენა, რომელმაც ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გასულმა ორმოცდღიანი მარხვითა და ლოცვით დაამარცხა მზაკვარი გამომცდელი – ეშმაკი. მსგავსადვე ნეტარი აბო ადამიანებს ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა, მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში. ასე გაატარა სამი თვე მარხვითა და დუმილით, ხოლო დიდი მარხვის დღეებში შაბათსა და კვირას ეზიარებოდა და მხოლოდ ზიარების შემდეგ იღებდა მცირეოდენ საზრდოს. ასე გაგრძელდა ქრისტეს აღდგომის დიდებულ დღესასწაულამდე. ამის შემდეგ აბომ შეწყვიტა ეს მძიმე მარხვა, დუმილიც დაასრულა და ღმერთს ადიდებდა.

ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ მაჰდი ამირა მუმნმა ღვთის ბრძანებით ქართლის ერისმთავრად სტეფანოზი გამოგზავნა, გურგენ ერისთავის ძე, ნერსეს დისწული. ამ ამბავმა ნერსე გაახარა, რადგან უფალმა მის სახლს მთავრობა არ განაშორა. ნერსემ ამირებთან მოციქულები გააგზავნა, თბილისში უსაფრთხოდ დაბრუნების ნებართვა ითხოვა.

როგორც კი აფხაზეთიდან გამოემართნენ, აფხაზეთის მთავარმა დაუძახა ნეტარ აბოს და უთხრა: ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზების ხელშია, შენ კი ბუნებით სარკინოზი ხარ, არ მოგცემენ ნებას მათ შორის იცხოვრო და ქრისტიანად დარჩე. მეშინია, ნებით ან უნებლიეთ ქრისტეს სარწმუნოებას არ განგაშორონ და ამდენი შრომა არ დაგეკარგოს. ნეტარმა აბომ მიუგო: „რაკი შემიწყნარა ქრისტემ, ჩემი უწინდელი უმეცრების სიბნელე განმაშორა და მისი ნათლის ღირსი გამხადა, არასოდეს უარვყოფ მის სახელს. მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, თუნდაც მტანჯონ და მგვემონ, ვერ განმაშორებენ ჩემი უფლის სიყვარულს. ახლა კი ნუ დამაკავებ, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი აქვს ჩემს აქ ყოფნას, სადაც არც შიშია და არც ქრისტესთვის სიკვდილი. გევედრები, გამიშვი, რომ ცხადად ეუწყოს ჩემი ქრისტიანობა იმ ქრისტეს მოძულეებს, რამეთუ მსმენია წმიდა სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის თქმული: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე მირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რა თა ენთებოდის ყოველთა. ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“ (მათ. 5,15-16). და აწ მე რისთვის დავფარო ეს ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა? არასოდეს დავიმალები სიკვდილის შიშით, რადგან მისწავლია წმიდა მოციქულისაგან: „არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკ დრონ“ (1 კორ. 6, 9). ამიტომაც არ მეშინია სიკვდილის, რამეთუ მე ქრისტესგან სასუფეველს ვეძიებ“. ასე დაარწმუნა აბომ მთავარი და მანაც გაუშვა იგი.

წმიდა აბო ნერსესთან ერთად ქართლში ჩამოვიდა, ქალაქ თბილისში შემოვიდა და ცხადად აღიარებდა ქრისტიანობას. თბილისში მცხოვრებმა სარკინოზებმა, რომლებიც ადრე იცნობდნენ აბოს, იგი ქრისტიანად რომ იხილეს, ზოგი საყვედურობდა, ზოგი შეურაცხყოფდა, ზოგი აშინებდა, ზოგი დევნიდა, ზოგი მშვიდი სიტყვით ცდილობდა მის დარწმუნებას. მაგრამ აბო განმტკიცებული იყო ქრისტეს რწმენაში და არავისი ეშინოდა. სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა იგი თბილისსა და მის გარშემო სოფლებში ქრისტიანობის დაუფარავად, მაგრამ „ვერავინ მიყვნა ხელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (იოან. 7,30). ქრისტესმოყვარენი, რომელთაც აბოს ღვთისმოყვარება იცოდნენ, ეხმარებოდნენ მას საზრდელითა და სამოსით.

წმიდა აბოს წამება

ნეტარი აბოს მარტვილობა აღსრულდა ექვს იანვრს, პარასკევ დღეს, განცხადების (ნათლისღების) დღესასწაულზე3. ამ დროს კონსტანტინოპოლში კონსტანტინე ლეონის ძე მეფობდა, სარკინოზების მეფე მოსე ამირა მუმნი იყო, მაჰდის ძე, ქართლში კათალიკოსი იყო სამოელი, ერისმთავარი – სტეფანოზი, გურგენის ძე.

ნათლისღებამდე ცოტა ხნით ადრე შეიპყრეს ქრისტეს ნეტარი მოწამე და მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც ქალაქ თბილისის ამირა იყო. ქრისტეს აღიარებისთვის აბო საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სტეფანოზ ქართლის ერისმთავარმა გამოითხოვა იგი, საპყრობილიდან გამოიყვანა და გაუშვა.

წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი
თბილისში მისი წამების ადგილას

არ გასულა დიდი დრო და მოწამის დამბეზღებელნი ისევ აღიძრნენ. მოილაპარაკეს, შევიდნენ მსაჯულთან (უკვე ახალი მსაჯული ამირა იყო თბილისში) და უთხრეს: „ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, ტომით სარკინოზი, იმ სჯულითაა აღზრდილი, რომელიც ჩვენმა მოციქულმა მუჰამედმა მოგვცა. ახლა კი მიუტოვებია ჩვენი სჯული, თავს ქრისტიანად აცხადებს და უშიშრად დადის ქალაქში, მრავალ ჩვენგანს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდებს. აწ ბრძანე მისი შეპყრობა, ტანჯე და გვემე, სანამ მუჰამედის, ჩვენი მოციქულის სჯულს არ აღიარებს. თუ არა და მოკვდეს, რომ მისი ქადაგების გამო სხვებმაც არ მიბაძონ“.

დაბეზღების ამბავი ქრისტიანებმა გაიგეს, სასწრაფოდ მივიდნენ აბოსთან და უთხრეს: „დაგეძებენ შესაპყრობად, სატანჯველად და საგვემელად“. არწმუნებდნენ, გარიდებოდა საფრთხეს და დამალულიყო. აბომ გულშემატკივრებს უთხრა: „მე ქრისტესთვის არა მხოლოდ სატანჯველად ვარ გამზადებული, არამედ სიკვდილისთვისაც“. სიხარულით წამოვიდა და ქუჩებში უშიშრად მიმოდიოდა. შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულთან მიიყვანეს.

მსაჯულმა უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? გვარტომობით სარკინოზი ხარ, მშობლიური სჯული მიგიტოვებია და ქრისტიანთა ცდომილებაში ჩავარდნილხარ? ახლა მოემზადე და იმ სჯულით ილოცე, რომლითაც შენმა მშობლებმა გაგზარდეს“. ნეტარი აბო განძლიერდა ქრისტეს მიერ, რწმენის სულით აღივსო და მსაჯულ ამირას ასე უპასუხა: „ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი. მაგრამ როდესაც ინება ღმერთმა, რომელმაც ჩემს ძმათა და ნათესავთაგან გამომირჩია, იესო ქრისტეს, თავისი ძისა და ჩემი ღმერთის მიერ მიხსნა და უმჯობესის გულისხმისყოფა მომანიჭა, მაშინ მივატოვე კაცთა მიერ შეთხზული სჯული, მეზღაპრეობის სიბრძნით მოპოვებული სარწმუნოება და წმიდა სამების – მამის, ძისა და სულიწმიდის სარწმუნოებას შევუდექი, ჭეშმარიტს, ქრისტეს მიერ მომადლებულს. ამ ღმერთის რწმენით მოვინათლე და მას ვსცემ თაყვანს, რამეთუ ესაა ჭეშმარიტი ღმერთი. აწ ქრისტიანი ვარ, ყოველგვარი დავის გარეშე“.

მსაჯულმა უთხრა: „უკუაგდე ეგ სულელური აზრი და თუკი გაჭირვების გამო შედგომიხარ ქრისტიანებს, მე ახლავე მოგცემ უფრო მეტ საბოძვარსა და პატივს“.

ნეტარმა აბომ მიუგო: „შენი ოქრო და ვერცხლი შენვე გქონდეს, შენი თავის წარსაწყმედად. მე პატივს კაცთაგან არ ვეძიებ, რადგან ქრისტესმიერი საბოძვარი გამაჩნია – ხსნისა და უხრწნელების გვირგვინი და საუკუნო პატივი ზეცაში“.

მაშინ მსაჯულმა ბრძანა, შეეკრათ აბოსთვის ხელ-ფეხი რკინის ბორკილით და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში. ნეტარი ხარობდა, უფალს მადლობდა და ამბობდა: „გმადლობ, შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათვის წმიდისა“.

ეს მოხდა ოცდაშვიდ დეკემბრს, სამშაბათს, ხსენება იყო ქრისტეს მოციქულის, პირველდიაკონისა და პირველმოწამის, ყოველთა მოწამეთა ერისმთავრის4 – წმიდა სტეფანესი. ასე განეწესა და ასე შვენოდა, რომ ყოველთა მოწამეთა ერისმთავარს ყველა სხვა მოწამესთან ერთად ეღვაწა, რათა ეს უკანასკნელი ქრისტეს მოწამე მოწამეობრივ გზაზე არ დაბრკოლებულიყო.

ნეტარი აბო საპყრობილეში დღითა და ღამით შეუსვენებლივ მარხვაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში იყო; მოწყალებას გასცემდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა და საპყრობილეში მყოფ მშივრებსა და ღარიბებს ეხმარებოდა. ცრუმოძღვრები და მაბეზღებლები შედიოდნენ მასთან და ესაუბრებოდნენ. ზოგი მათგანი თვალთმაქცურად ეუბნებოდა: „შვილო, თავს ნუ გაწირავ, ნურც შენ სიჭაბუკეს გაცვლი ქრისტიანობაზე, ნურც შენს დებსა და ძმებს განეშორები, რომ შენს თავს ავი არ შეამთხვიო და ჩვენ ყველანი არ შეგვაწუხო“. სხვები აშინებდნენ და ეუბნებოდნენ: „რას გარგებს შენი ქრისტე, ვინ დაგიხსნის ჩვენი ხელიდან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებული გვაქვს შენთვის, თუკი ჩვენკენ არ მობრუნდები“. ნეტარი აბო მათ არ უსმენდა, ლოცულობდა და გონებით განუწყვეტლივ ფსალმუნებს გალობდა, ბევრი ლაპარაკის შემდეგ კი უთხრა: „ნურაფერს მეტყვით, რადგან „მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თ სი; ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუა , რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“ (ფსალმ. 37,14-16; 118, 115). ვერ შეარყიეს მაცთურებმა მართალი აბო და საპყრობილიდან შერცხვენილები გამოვიდნენ.

ნეტარმა საპყრობილეში ცხრა დღე გაატარა, იგი ყოველდღიურად მარხულობდა და ღამეს ათევდა. მეცხრე დღეს მასთან ერთად მყოფ პატიმრებს უთხრა: „ხვალ სხეულს დავტოვებ და მივალ ჩემს უფალთან და ღმერთთან – იესო ქრისტესთან“. ეს უფალმა გამოუცხადა თავის მოწამეს. ამის შემდეგ აბომ სამოსელი განიძარცვა და გასაყიდად გაატანა, რათა მისთვის კერეონები (კელაპტრები) და საკმეველი ეყიდათ. ნაყიდი კერეონები ქალაქის ყველა ეკლესიაში დააგზავნა ასანთებად. ამასთან ერთად ყველა მღვდელს თხოვნა შეუთვალა – ელოცათ მისთვის, რათა ქრისტეს სარწმუნოებაში არ დაბრკოლებულიყო და ქრისტესთვის წამების ღირსი გამხდარიყო.

წმიდა დღესასწაულის (ნათლისღების) ღამეს ნეტარმა აბომ ორი დიდი სანთელი აიღო და გათენებამდე ფეხზე იდგა, სანამ მთელი ფსალმუნი არ იგალობა და სანთლები არ ჩაიწვა მის ხელებში, რომლებიც რკინით ჰქონდა მიბმული კისერზე.

როდესაც მეათე დღე გათენდა, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, ექვსი იანვრი5, პარასკევი, ნეტარმა აბომ თქვა: „დიდია ეს დღე ჩემთვის, რადგან ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ. ამ დღესასწაულზე მდინარე იორდანეში ჩავიდა განშიშვლებული ნათლისღებისთვის და ღვთაებრივი ძალით შემუსრა წყალთა სიღრმეში დამალული გველის თავები. ამ დღეს ჩემთვის შესაფერია, რომ განვიმოსო შიში სხეულის გამო, რომელიც სამოსია ჩემი სულისა და, როგორც ზღვის სიღრმეში, ისე შევიდე ამ ქალაქის შუაგულში და ნათელვიღო ჩემივე სისხლით და ცეცხლითა და სულით, როგორც იქადაგა წინამორბედმა იოანემ. და შემდგომ წყალშიაც ჩავიდე და კვლავ განვნათლდე, რადგან დღეს სულიწმიდა გადმოდის ყველა წყალზე, რომლითაც ქრისტეს მორწმუნენი ინათლებიან. ხოლო ჩემი სხეულის განშიშვლებით აბუჩად ავიგდო და შუა ქალაქში ფეხით გავთელო მზაკვარი მტრის სივერაგენი, რომლებიც ჩემთვის განიზრახა. და კვლავ, ამ პარასკევ დღეს უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ თავისი ვნებით, ჯვარზე ხელთა გაშლით შეარცხვინა და კიდით კიდემდე თითით საჩვენებელი გახადა მთელი ქვეყნიერების მტერი. ახლა მეც მმართებს, რომ ქრისტიანთა მტერს საბრძოლველად მივეჭრა და ქრისტესთვის ჩემი სისხლის დაღვრით ყველა ქრისტიანისთვის სასაცილო გავხადო იგი. მას ეგონა, თითქოს სიკვდილის შიშით ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს განმაშორებდა. მე კი საძრახისს გავხდი მის განზრახვას და ვძლევ მას ქრისტესმიერი შეწევნით და ჩემი უფლის ორმხრივ ვალს გადავიხდი“.

ნეტარმა აბომ წყალი მოითხოვა, პირი დაიბანა, თავზე ზეთი იცხო და თქვა: „ოდესღაც თვითონ ვიყავი მენელსაცხებლე, სურნელოვან საცხებელთა კარგად შემზავებელი. ეს საცხებელი კი ჩემი დასაფლავების დღისთვისაა. ამიერიდან აღარ ვიცხებ ამ წარმავალ, ჩემი მწირობის ზეთს, არამედ როგორც სოლომონმა მასწავლა „ქება ქებათაში“: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“ (ქება 1,3) ქრისტე, რომელმაც შენი სარწმუნოებისა და სიყვარულის წარუვალი სურნელებით აღმავსე. იცი, უფალო, რომ თავზე მეტად შენ შეგიყვარე!“ ეს რომ წარმოთქვა, კაცი გააგზავნა ეკლესიაში და მოართვეს წმიდა საიდუმლო – ხორცი და სისხლი ქრისტესი. ამ დროს მესამე ჟამი იყო ნათლისღების დღისა. ჭეშმარიტსა და განმაცხოველებელ საიდუმლოს რომ ეზიარა, თქვა: „გმადლობ, შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუა საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის, და არც სხუა სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ. აწ „დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ“ (ფსალმ. 22,4).

ესა თქვა და მაშინვე მსაჯულის მსახურები მოვიდნენ. აბო პატიმარ ქრისტიანებს დაემშვიდობა და უთხრა: „ლოცვებში მომიხსენეთ, რამეთუ ვეღარ მიხილავთ ამ წუთისოფელში“. გამოიყვანეს აბო საპყრობილიდან ხელ-ფეხზე ბორკილდადებული; მიჰყავდათ იგი ქალაქში, მისი შემხედვარე ქრისტიანები და ნაცნობები ტიროდნენ, ხოლო წმიდანმა უთხრა მათ: „ნუ სტირით ჩემზე, არამედ გიხაროდეთ, რამეთუ მე ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამგზავნეთ და უფლის მშვიდობამ დაგიფაროთ თქვენ“.

აბო ისე მიდიოდა, თითქოს სულით თავის სხეულს მიაცილებდა, ისევე როგორც მიცვალებულს მიაცილებენ. იგი ასმეთვრამეტე ფსალმუნს ამბობდა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა“ (ფსალმ. 118,1), ხოლო საგალობლად ავაზაკის სიტყვებს დაურთავდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკ. 23,24).

ასე მიუახლოვდა აბო ამირას კარს, გაბედულად გადასწერა მას ჯვარი და თვითონაც პირჯვარი გამოისახა. წარუდგინეს იგი მსაჯულ ამირას, რომელმაც უთხრა: „რაო, ჭაბუკო, რა მოიფიქრე?“ წმიდა მოწამე სულიწმიდით აღივსო და უპასუხა: „მე მოვიფიქრე და ქრისტიანი ვარ“.

მსაჯულმა ჰკითხა: „არ მიგიტოვებია შენი სიგიჟე და უგუნურება?“ ნეტარმა მიუგო: „უმეცრებასა და უგუნურებაში რომ ვყოფილიყავ, ქრისტეს მიყოლის ღირსი ვერ გავხდებოდი“. უთხრა მსაჯულმა: „ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეგ შენი სიტყვები სიკვდილის მიზეზად გაგიხდება?“ წმიდანმა მიუგო: „თუკი მოვკვდები, მწამს, რომ ქრისტესთან ვიცოცხლებ; და შენ რაღას აგრძელებ? რაც გეგულება ჩემთვის, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო სიტყვები, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობიხარ. ჩემი გონება ქრისტესთანაა, ზეცაში!“

უთხრა მსაჯულმა: „ასეთი რა სიტკბოება მიგიღია შენი ქრისტესგან, რომ თავი სიკვდილისთვისაც არ გებრალება?“ უპასუხა წმიდა აბომ: „თუკი მისი სიტკბოების შეცნობა გსურს, ირწმუნე ქრისტე, მოინათლე და მაშინ გახდები მისი სიტკბოების შეცნობის ღირსი“.

ამაზე ამირა განრისხდა, ბრძანა მისი გარეთ გაყვანა და თავის მოკვეთა. მსახურებმა აბო სასახლიდან გამოიყვანეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს. ნეტარმა სამოსელი გადაიხია, გაშიშვლებულმა ჯვარი გამოისახა და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ, შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა“! ამის შემდეგ ხელები ზურგზე გადაიჯვარედინა, მხიარული სახით და უშიშარი სულით შეჰღაღადა ქრისტეს და მახვილს ქედი მოუდრიკა.

სამჯერ დაჰკრეს მახვილი აბოს, ეგონათ, სიკვდილის შიშით განაშორებდნენ ქრისტესგან, მაგრამ წმიდა მარტვილი დუმილითა და მხნეობით ხვდებოდა მახვილს, სანამ სული არ მიაბარა უფალს.

როდესაც ქრისტეს მბრძოლებმა, წმიდა მოწამის მაბეზღებლებმა იხილეს, რომ ნეტარი აბო ქრისტეს მიმართ მიიცვალა, კეთილი ღვაწლი მოიღვაწა და სარწმუნოებითა და მოთმინებით სძლია მათ ჭკუამცდარობას, უფრო მეტად აღივსნენ შურით, შევიდნენ მსაჯულთან და უთხრეს: „ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანებს ამგვარი ჩვეულება აქვთ: თუკი ვინმე ქრისტესთვის მოკვდება, მოიპარავენ მის გვამს, პატივით დაფლავენ, ხალხში სიცრუით ხმას დაყრიან, თითქოს მისგან სასწაულები და კურნებები აღესრულება, მის სამოსს, თმებსა და ძვლებს გაინაწილებენ, თითქოს სნეულთა დასაცავად და ამ გზით მრავალ უმეცარს შეიტყუებენ. აწ ბრძანე, მისი გვამი ჩვენ გადმოგვეცეს, რომ წავიღოთ, დავწვათ და გავაქროთ და მოვსპოთ ქრისტიანთა საცდური, რათა ყველამ დაინახოს და შეეშინდეთ. ამით ზოგი ქრისტიანი ჩვენსკენ მოიქცევა, ჩვენები კი შეშინდებიან და ქრისტიანთა სწავლებას აღარ შეუდგებიან“. მართალია, ამას ქრისტიანთა შურით ამბობდნენ, მაგრამ ჭეშმარიტებას მოწმობდნენ, რამეთუ ქრისტეს მოწამენი მკურნალნი და მეოხნი არიან ყველასთვის, ვინც მათ ქრისტესმიერი სიყვარულითა და სარწმუნოებით შეეხება. მსაჯულმა უთხრა მათ: „სადაც გინდათ, იქ წაიღეთ და როგორც იცით, ისე მოიქეცით“.

წამოვიდნენ, აიღეს აბოს პატიოსანი გვამი, სამოსელთან ერთად ხურჯინში ჩადეს, დაღვრილი სისხლი მიწიდან ამოთხარეს და ისიც ჭურჭელში ჩადეს. წმიდა მოწამის გვამი ურემზე დადეს ორმოცი მოწამის მსგავსად. ის ადგილი, სადაც წმიდანს თავი მოჰკვეთეს, ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის კართან იყო. ასე შვენოდა, რომ წმიდა აბო ორმოც მხნე მოწამეს მიმსგავსებოდა.

წმიდანის გვამი ქალაქგარეთ გაიტანეს, იმ ადგილას, რომელსაც „საგოდებელი“ ეწოდებოდა, რადგან იქ იყო ამ ქალაქის მცხოვრებთა სასაფლაო. იქ გადმოიღეს იგი ურმიდან და მიწაზე დადეს. მოიტანეს შეშა, თივა და ნავთი, რომელიც წმიდანის გვამს გადაასხეს. წაუკიდეს ცეცხლი და დაწვეს წმიდა მოწამის სხეული, იმ ადგილას, რომელიც ქალაქის ცი-ხის (რომელსაც სადილეგო ჰქვია) აღმოსავლეთითაა, მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირზე. ქრისტიანებს იმ ადგილთან მისვლის ნება არ დართეს, სანამ არ დაწვეს წმიდა მოწამის სხეული. მოწამის ძვლები, რომელთა დაწვაც ვერ შეძლეს, ცხვრის ტყავში გამოკერეს და მტკვარში ჩააგდეს, ქალაქის ხიდის ქვეშ, რომელზედაც აღმართული იყო „პატიოსანი ჯუარი იდისა “. ამ მდინარის წყალი წმიდა ძვლების სამოსელი შეიქნა, წყლის სიღრმე კი – წმიდა მარტვილის საფლავი, რათა დაუდევრად არავინ შეხებოდა მის წმიდა ნაწილებს. ეს ჩაიდინეს იმ ქრისტეს მბრძოლებმა და ასე მოიღვაწა ნეტარმა კეთილი ღვაწლი.

თბილისში მცხოვრებმა ქრისტიანებმა მოძალადეთა შიში განაგდეს და ყველა იმ ადგილისკენ გაეშურა, სადაც მოწამის სხეული დაწვეს. ყველანი სიხარულით მიდიოდნენ და ქრისტეს მადლობდნენ, იმ ადგილიდან მიწას იღებდნენ. იმ დღეს მრავალი სნეული განიკურნა. ყოვლად ძლიერმა ღმერთმა თავისი ძალა უფრო მეტად გამოაჩინა და საკვირველი სასწაულით ადიდა თავისი მარტვილი, რათა ყველას სცოდნოდა, რომ აბო ქრისტეს მოწამეა.

როდესაც დაღამდა და ღამის პირველი ჟამი დადგა, უფალმა იმ ადგილას (სადაც აბოს სხეული დაწვეს), ცეცხლის ლამპარივით მანათობელი ვარსკვლავი მოავლინა. ვარსკვლავი ჰაერში იყო გაჩერებული ღამის მესამე ჟამამდე ან უფრო მეტ ხანს; მისი ბრწყინვალება ამქვეყნიური ცეცხლისას არ ჰგავდა, საშინელი ელვის მსგავსი იყო. ამ ნათებას ქალაქის ყველა მცხოვრები ხედავდა – ის მსაჯულიც, ქრისტიანებიც, სარკინოზებიც და უცხო მწირებიც. დიდხანს შეჰყურებდნენ იმ სასწაულს, მოძალადეებს შერცხვათ კიდეც. მსაჯულის ზოგიერთი მსახური მიუახლოვდა იმ ადგილს, ფიქრობდნენ, ქრისტიანებმა ლამპარი ხომ არ აანთესო. ახლოს მისულებმა დაინახეს, რომ ვარსკვლავი ჰაერში ამაღლდა და შეშინებულები იმ ადგილამდე ვეღარ მივიდნენ.

მეორე ღამეს წყალმა გამოსცა კიდევ უფრო საკვირველი ნათელი. იმ ადგილიდან, სადაც მოწამის ძვლები ჩაყარეს, ელვის მსგავსი ნათლის სვეტები ამობრწყინდა. ისინი დიდხანს ანათებდნენ მდინარის ნაპირებს, ციცაბო კლდეს და ხიდს. ამ საკვირველებასაც მთელი ქალაქი ხედავდა, რათა ყველას ერწმუნა, რომ ჭეშმარიტად იესო ქრისტეს, ღმერთის ძის მარტვილია აბო, და ყველას, ურწმუნოებსაც და მორწმუნეებსაც გულისხმაეყოთ – ჭეშმარიტია უფლის მიერ თქმული: „მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა“ (იოან. 12,26).

თუკი ღმერთმა ხრწნადი სხეული აქვე ასე ადიდა, რამდენად უმეტესად განდიდებულს იხილავენ წმიდანს საყოველთაო აღდგომის დღეს?! მაშინ შერცხვებათ იმ უგუნურებს თავიანთი სიშმაგის გამო. ქრისტე უარყვეს, მის წმიდანებს ტანჯავდნენ, სდევნიდნენ და კლავდნენ, ხოლო უფალი ზეცაში იწყნარებდა თავის ერთგულებს.

ახლა კი, საყვარელნო, გვმართებს უფრო მეტად შევიწყნაროთ პირველი მოწამეები; ამ ახალი, თვალით ხილული მოწამისაგან იმ პირველებისაც უნდა ვირწმუნოთ და წარმოვთქვათ ნეტარი დავითის სიტყვა: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა “ (ფსალმ. 115,6), რამეთუ მას შვენის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

 

შენიშვნები:

1. აბოს ცხოვრების პერიოდში ქართლი (აღმოსავლეთ საქართველო) არაბეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, აფხაზეთი (დასავლეთ საქართველო) – ბიზანტიელების. როგორც აბოს ცხოვრებიდან ჩანს, ქართლის ერისმთავრებს არაბი ამირები გარკვეულ უფლებებს უტოვებდნენ, მაგრამ ეს უფლებები და, საერთოდ, მათი თავისუფლება მუდმივად ბეწვზე ეკიდა.

2. ისტორიული ცნობების მიხედვით, მართალია, ამ პერიოდში ხაზარებს სახელმწიფო რელიგია არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრობდნენ ქრისტიანები, მუსლიმანები, იუდეველები და სხვა რელიგიების წარმომადგენლები.

3. აბოს მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ მისი ცხოვრების ამსახველ ხელნაწერებში განსხვავებული თარიღებია დასახელებული. მიხეილ საბინინის თანახმად, წმ. აბო 790 წელს აღესრულა, კ. კეკელიძის გამოთვლებით, 786 წელს.

4. რადგან წმიდა სტეფანე პირველია მათ შორის, ვინც ქრისტესთვის ეწამა, ამიტომ მოიხსენებს იოანე საბანის ძე მას ყოველთა მოწამეთა ერისმთავრად.

5. მართალია, წმ. აბო ნათლისღების დღესასწაულზე, იანვრის ექვსში (ახ, სტ. 19 იანვარი) აღესრულა, მაგრამ ეკლესიამ მისი დღესასწაული 7 იანვარს დააწესა (ვინაიდან ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია და ამ დღეს ღვთისმსახურებისას მხოლოდ ნათლისღების საკითხავები იკითხება). კათალიკოსმა ანტონ პირველმა წმ. აბოს დღესასწაული 8 (ახ. სტ. 21) იანვარს გადაიტანა და მას შემდეგ ეს დღეა დადგენილი ჩვენში წმ. აბოს დღესასწაულად.

6. ეპისკოპოს კირიონ საძაგლიშვილის (1917-18 წ. კათალიკოს-პატრიარქი) ნაშრომში „წმ. მოწამე აბო ტფილელი“ ვკითხულობთ: „გენერალმა ა. პ. ერმოლოვმა ჰბრძანა 1825 წელს განახლება წმ. აბოს წამების ადგილას ნიშისა და წამებულის ხატის დასვენება იმ ნიშში. გრაფმა პასკევიჩ-ერევნელმა განამშვენიერებინა იგი ნიში, ხოლო 1848 წელს სენატორმა ს. ვ. სოფონოვმა დაასვენა წმიდანის ხატი და გააკეთებინა შუშის კარი კლდეში, მეტეხის კლდის ძირში, საიდანაც გადაჰყარეს მტკვარში ნეშტი წმიდანისა. ეს იმიტომ მოიმოქმედა სოფონოვმა, რომ შეთქმული ჰქონდა, რადგან განიკურნა წმიდანის მეოხებით. ნიში შემდეგ დაძველდა. 1882 წელს მ. პ. საბინინმა დაჰხატა ახალი ხატი წმ. მოწამის აბო ტფილელისა და დიდის გამოჩინებითა და ლიტანიით დაასვენეს ნიშში, რომელიც იმავე მ. პ. საბინინის გულმოდგინეობით გამშვენებულ იქმნა. ამჟამად ეგ ნიში მიწერილი აქვს ფერისცვალების (დარიის) მონასტერს“.

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება (პერიფრაზი)

Image

I. თავი

ბრძნული სიტყვა ვერცხლია, დუმილი კი ოქრო უთქვამს სოლომონ ბრძენს. მაგრამ მე ჩემი ნაკლი დუმილის უფლებას არ მაძლევს და მირჩევნია შეძლებისდაგვარად გადმოვცე წმინდანების, ნეტარი მამა გრიგოლის და მისი მოწაფეების ღირსეული ცხოვრება, რომელთა შესახებ მათმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა მიამბეს.

ამ ნეტარ ხალხს შორის გრიგოლი ანათებდა მადლით, თავისი სიბრძნით და სიკეთით. მან უდაბნოში ქალაქი ააშენა, დააფუძნა ხანძთისა და შატბერდის მონასტრები და იყო მათი წინამძღვარი.

ის იყო შუამავალი ღმერთთან. ზეცაში კაცი, დედამიწაზე კი ანგელოზი. გრიგოლი კარგ ნიმუშად ექცა განდეგილ ბერებს ახალ ტაძართა შენებაში. გრიგოლი იყო წარჩინებული, მორწმუნე ოჯახის შვილი. აღიზარდა ნერსე ერისთავის სამეფო კარზე, როგორც დედოფლის ძმისშვილი და მისი ნაშვილები.

მისი ნიჭიერება ადრევე გამოჩნდა, როცა სწრაფად ისწავლა “დავითნი” და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება. როცა ქართული წიგნები ამოწურა, წერა-კითხვა ისწავლა მრავალ სხვა ენაზე და იმ ენებზეც ზეპირად ისწავლა საღვთო წიგნები.
შეისწავლა ანტიკური ფილოსოფია, რაც მისაღები აზრი იყო, მიიღო. რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგებოდა, უკუაგდო.
გრიგოლმა სახელი გაითქვა თავისი განათლებით. ის სწავლობდა ყველაფერს, ქრისტიანულს თუ არაქრისტიანულს, მაგრამ ხალხში არაქრისტიანულ წიგნებს დასცინოდა და უარყოფდა.
მას ახასიათებდა მოზომილი სიტყვა-პასუხი და გონიერი, მადლიანი ლაპარაკი.
წლებთან ერთად მისი სათნოებაც იზრდებოდა. არ იყო ქედმაღალი და ამაყი, რაც წარჩინებულ შვილებს ახასიათებდათ.
გრიგოლი ღარიბულ ლუკმასაც დასჯერებოდა, რადგან მისთვის მთავარი სულიერი საზრდო იყო. ის მშვიდი, ტანადი, გამხდარი და ძლიერი იყო, ამასთან ჯანმრთელი და სულით უბიწო.

II.
მაშინ ხელისუფალმა და მისმა აღმზრდელებმა გადაწყვიტეს გრიგოლის ხუცესად კურთხევა. მათ უთხრეს გრიგოლს, რომ ის მზად იყო ქრისტეს სამსახურისთვის. მას არწმუნებდნენ, რომ ფსალმუნის მიხედვით მას შეეფერებოდა სულიერად ამაღლება. ის ღირსი იყო გამხდარიყო მღვდელი და აღესრულებინა საიდუმლო.
გრიგოლს უნდოდა, მღვდლობა, მაგრამ ამ სიტყვების გაგონებამ შეაშფოთა, რადგან ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. მან თქვა
- პატივს ვხედავ, მაგრამ სასჯელის/ტვირთის მეშინიაო.
მაშინ ბრძენმა მთავრებმა უთხრეს
- შენ ღმერთმა ჩამოყალიბებული, ბრძენი გონება მოგცა. ნუღარ გვეურჩები, არამედ მოისმინე ჩვენი ნათქვამი.
გრიგოლი მღვდლად აკურთხეს, იმ იმედით, რომ მალე ეპისკოპოსი გახდებოდა.

III.
ნეტარი გრიგოლი წუხდა მისი პრივილეგირებული მდგომარეობის გამო. ამიტომ გადაწყვიტა, რომ განშორებოდა თავის დიდგვაროვან ოჯახს და აბრაამის მსგავსად უდაბნოში წასულიყო, რათა იქ ეღვაწა, ქონოდა სულიერი სრულყოფის საშუალება. რათა განკითხვის დღეს ვალმოხდილი შეხვედროდა.
გრიგოლმა მოძებნა დედამისის დისწული საბა, შემდგომში იშხნის მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი.
ეს ოთხეული შეაერთა სარწმუნოებამ და ისე იყვნენ როგორც ერთი სული ოთხ სხეულში.
საქმე სიხარულით დაიწყეს და პირველად ოპიზაში ჩავიდნენ. იქ უფალმა მიიყვანა, რადგან თვითონ გზა არ იცოდნენ.
ორი წელი დაყვეს ოპიზაში, სადაც შრომობდნენ და ლოცულობდნენ, როგორც მონაზონთა წესია.
მაგრამ მამა გრიგოლს განდეგილად ცხოვრება უნდოდა.

IV.
ამ დროს ხანძთაში იყო ერთი ბერი, წმინდა და მართალი კაცი სახელად ხუედიოსი. მას ქონდა გამოცხადება და ესმა ხმა, რომ ამ ადგილას გრიგოლ მღვდელმა უნდა ააშენოს ეკლესია, ასევე ესმა ხმა მამა გრიგოლს, რომელმაც მას აღუწერა ხუედიოსის ღირსება და ამცნო ადგილი, სადაც მას შეხვდებოდა.
გრიგოლი სულიწმინდის შეწევნით ჩავიდა ხანძთაში და შეხვდა ბერს. ამ შეხვედრით ორივემ გაიხარა და ხუედიოსმა თქვა
- წმინდა კაცო, ჩემზე ახალგაზრდა ხარ, მაგრამ საქმით უხუცესი. რადგან შენ ხარ მწყემსი კეთილი, მრავალი ქრისტიანისთვის.
როცა გათენდა, ხუედიოსმა გრიგოლს ხანძთა დაათვალიერებინა და გრიგოლს ეს ადგილები შეუყვარდა და როცა დაბრუნდა ოპიზაში, თავის ძმებს ახარა წმინდა ბერის ხილვა და ყველანი სიხარულით წამოვიდნენ ხანძთაში და ნახეს წმინდა ბერი როგორც ღვთიური ანგელოზი.
მაშინ უთხრა ბერმა
- მე აღთქმა დავდე, რომ მარტო უნდა ვიყო. ამიტომ სულით თქვენთან დავრჩები, მაგრამ საცხოვრებლად გადამიყვანეთ აქვე ახლოს გამოქვაბულში და პირობა მომეცით, რომ სანამ ცოცხალი ვარ, აქ ხალხს არ შემოიკრებთ.
გრიგოლმა და მისმა თანამოაზრეებმა წინააღმდეგობა არ შეკადრეს, მიაცილეს გამოქვაბულამდე და დალოცეს. შემდეგ დაბრუნდნენ სამონასტროდ არჩეულ ადგილზე.
აკურთხეს ის ადგილი და სენაკების გამოკვეთა დაიწყეს ხანძთის კლდეებში, რომელიც კლარჯეთის უდაბნოს ყველა კლდეზე უმტკიცესია. ცულები, წერაქვები და სხვა იარაღი, რაც ამ მძიმე შრომისთვის ჭირდებოდათ, მათ ოპიზელმა მამებმა მიცეს. ისინი ეხმარებოდნენ საკვებითაც, რადგან გარშემო სხვა მონასტერი არ იყო და არც მოსახლეობა ცხოვრობდა ხანძთის სიახლოვეს, რადგან ტაო-კლარჯეთში და შავშეთში საერთოდ ცოტა დასახლებული ადგილი იყო.

Image

მოკლეს ყველაზე ცნობილი სნაიპერი: კაცი, რომელიც 1920 მეტრში მიზანს არ აცილებდა

Image2 თებერვალს ქალაქ ფორტ უორტში (ტექსასის შტატი) სიცოცხლე მოუსწრაფეს 38 წლის კრის კაილის – ერაყის ომგამოვლილ ყველაზე ცნობილ სნაიპერს, ვისაც სამხედრო სამსახურის განმავლობაში (1999-2009) 160 მდე ბოევიკი ჰყავს მოკლული.

 

პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 25 წლის ედი რეი რაუტი, ასევე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და ერაყის ომის ვეტერანი.

 

რაუტმა მხოლოდ კაილის მოკვლა არ იკმარა და მისი მეგობარი ჩად ლიტფილდიც (35 წლის) საიქიოს გაისტუმრა.

 

წინასწარი ვერსიით, რეი რაუტის დედა მისულა კაილისთან თხოვნით, ეგებ ჩემ შვილს დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმაროო და რაუტსაც ყოფილ სნაიპერთან სასროლეთზე გასართობად სიარული დაუწყია.

 

ეს სისხლიანი ამბავი მოხდა გლენ როუზის სამხედრო პოლიგონზე, სადაც სამნი სროლით ერთობოდნენ.

 

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ერაყელ ბოევიკებს კაილის მკვლელობისთვის ჯილდო (20 ათასი დოლარი) ჰქონიათ დაწესებული.

 

ამერიკის უცნობილესი სნაიპერი, მეტსახელად “რამადის ეშმაკი”, არ მალავდა, რომ ასეულობით მოწინააღმდეგე მოკლა და რიცხვსაც (250) ასახელებდა, მაგრამ პენტაგონის მონაცემებით კრის კაილის ლიკვიდირებული ჰყავს 160 ადამიანი.

 

“რამადის ეშმაკი” სნაიპერს, ერაყის ქალაქ ერ-რამადისთვის ბრძოლისას, ერაყელმა ბოევიკებმა შეარქვეს.

 

პოლიციის განცხადებით, რაუტმა კაილი და მისი მეგობარი ლიტფილდი ნეხავრადავტომატური პისტოლეტით ჩაცხრილა, მერე კი სნაიპერის ავტომობილით პოლოგონიდან გაიქცა.

 

ერაყის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის კრის კაილის მიღებული ჰქონდა ვერცლხის ორი ვარსკვლავი, ბრინჯაოს ხუთი მედალი და კიდევ არაერთი ჯილდო.

 

სამხედრო სამსახურის დასრულების მერე სნაიპერმა საქველმოქმედო ფონდი Fitco Cares შექმნა.

ეს ფონდი რეაბილიტაციაში ეხმარებოდა ომგამოვლილ სამხედროებს, რომლებსაც სამსახურის დამთავრების შემდეგ დეპრესია, სტრესი და ფსიქიკის მოშლა ეწყებოდათ.

 

კრის კაილის უყვარდა თანამებრძოლებთან ერთად პოლიგონზე სროლით გართობა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეკრება მისთვის საბედისწერო გამოდგა.

 

“რამადის ეშმაკი” ამერიკაში პოპულარული გახდა გასულ წელს, როცა მემუარები გამოსცა წიგნად, რომლის სათაურიც გახლავთ :”ამერიკელი სნაიპერი: აშშ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სნაიპერის ავტობიოგრაფია”.

დაახლოებით მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ კრის კაილი უცნობილეს კაცად იქცა ქვეყანაში და კონან ობრაიენის სატელევიზიო შოუშიც კი მიიწვიეს.

 

მემუარებში კაილი იხსენებს თუ როგორ იმალებოდა მაღალსართულიანი შენობების ზედა სართულებზე და როგორ “უსუფთავებდა” გზას ამერიკელ ჯარისკაცებს “ვინჩესტერ მაგნუმ”-ით.

 

სროლისას თითქმის არასოდეს მიყოყმანიაო, წერს სნაიპერი:

 

“მხოლოდ ერთხელ შევყოვნდი, როცა ბავშვიანი ქალისთვის უნდა მესროლა. ქალმა, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები უახლოვდებოდნენ, უბიდან ხლეყუმბარა ამოიღო.რამდენიმე წამი ვიყოყმანე, მერე კი ჩემი მოვალეობა შევასრულე.

არ ვნანობ საქციელს, რადგან ჩემმა ნასროლმა სიკვდილისგან იხსნა თანამებრძოლები, რომელთა სიცოცხლეც გაცილებით ძვირფასია იმ გონებადაბნელებული ქალის სიცოცხლეზე”.

 

კრის კაილის მემეუარებს თუ დავუჯერებთ, ერთხელ თურმე ტერორისტი მოკლა 1920 მეტრის მანძილზე.

ძალიან მაგარი სნაიპერებისთვისაც კი ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან უნდა გაითვალისწინო მიზიდულობის ძალა, ქარის ნაკადი და ზუსტი ნასროლი იშვიათად გამოდის.

“ოპტიკურ სამიზნეში დავინახე თუ როგორ წაიქცა ბოევიკი, რომელიც რაკეტის გაშვებას აპირებდა”- წერს კაილი.

 

აუცილებლად სათქმელია ის, რომ კრის კაილი მღვდლის ოჯახში გაიზარდა და ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაში სცადა სამხედრო სამსახურის დაწყება, მაგრამ მაშინ ხელის ტრავმის გამო არ მიიღეს.

 

მოგვიანებით რთული ოპერაცია გადაიტანა და ძვალში რკინები ჩაუსვეს. მხოლოდ ამის მერე გახდა სამხედრო.

 

კრის კაილის ცოლი და ორი შვილი დარჩა.

დედამიწის მსგავსი პლანეტები


ამ პოსტში ნახავთ gliese-ს ტიპის და kepler-ის ტიპის პლანეტების ფოტოებს რომლებიც ძალიან გავენ დედამიწას, მე ვფიქრობ რომ ეს არის მეორე დედამიწა ანუ პლანეტა რომელზეც სიცოცხლე ალბათ იქნება



0.8-ით ნაკლებია ჩვენი დედამიწის განსხვავებით gliese 581g-ის



gliese 581g და დედამიწა.


kepler22b-ს და ჩვენს დედამიწას შორის ასევე დიდი მსგავსებააა.

ნახეტ ყველა საოცრად გავს დედამიწას



გლიესე 581ც-ს ტემპერატურა 34-იდან 124-გრადუსამდეა დედამიწის კი -126-დან 136-მდე



ნახეთ ზომით დედამიწა ყველაზე პატარა პლანეტაა კეპლერის რამოდენიმე პლანეტა არის მოცემული ამ ფოტოზე
დედამიწა კი სულ პაწაწინაა


koi 172.02-ი გარეგნულად მსგავსი არის ჩვენი პალანეტისა,
koi 172.02
დიამეტრი – 11,900 მილი (19,000 კილომეტრი)
ორბიტალური დაშორება(ვარსკვლავური დრო) – 70 მილიონი მილი (112 მილიონი კილომეტრი)
ერთი წელი უდრის 242 დღეს

 

დედამიწა კი -
დიამეტრი – 7,926 მილი (12,756 კილომეტრი)
ორბიტალური დაშორება(ვარსკვლავური დრო) – 93 მილიონი მილი (150 მილიონი კილომეტრი)
ერთი წელი უდრის 365-366 დღეს

ამ პლანეტას სუპერ დედამიწას ეძახიან

 

 

საოცარი იდეა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საკმაოდ დაბინძურებულმა ჰაერმა ასევე საკმაოდ ეფექტურად იმუშავა მილიარდერ ჩენ გო ბიოს ტვინზე და ახალი იდეა შთააგონა.მილიარდერი თუნუქის ქილებში დაკონსერვებულ სუფთა ჰაერს ყიდის. როგორც გაირკვა, ამ საქმიანობამ პირველივე დღეს მას 800 დოლარი მოუტანა. სუფთა ჰაერიანი ქილა 80 ცენტი ღირს და მასზე ჩენ გო ბიოს ფოტოა გამოსახული. როგორც მილიარდერიირწმუნება, მისი იდეის მთავარი მიზანი იყო, ჩინეთში ჰაერისა და გარემოს დაბინძურებისთვის ყურადღება მიექციათ. ცნობილი გახდა რომ ჩენი სუფთა ჰაერს ჩინეთის რეგიონებში გასულ წლიდან აგროვებს.

 

წყარო: http://ucnauri.com/217960/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%90/

გაყინული ჩანჩქერები


ამ პოსტში იხილავთ ყველაზე ლამაზ, სანახაობრივ გაყინულ ჩანჩქერებს
გოდაფოსი, ისლანდია

ეიდფორდი, ირლანდია

მარმოლადი, იტალია

ურეი, კოლორადო

სლოვაკეთი

რაიფლი

ტაიჰანშანი

ჰელმკენი

Hells Angel,აშშ

მინეგაგა

е Ballandaz,საფრანგეთი

ხორვატია

 
 

ხიდი ექსტრემალებისთვის

ექსტრემალის სტატუსი რომ მოიპოვო სულ არ არის აუცილებელი პარაშუტისტის, სერფინგისტის ანდა ალპინისტობის გამოცდილება გქონდეს. მეგობრების თვალში ექსტრემალის წოდების მოპოვებისთვის ამ ხიდებიდან ერთ-ერთზე გავლაც გეყოფებათ. იხილეთ ხიდები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან , სადაც გავლა არც თუ ისე იოლია























დაკვირვება ვეშაპებზე

მსოფლიო მუდამ გვაკვირვების სპორტის ახალი მიმართულებებით, ახალი ჰობი კი ვეშაპის-ყურებაა ( whale watching), სადაც ხალხი შესაძლოა ტურებს და სპეციალურ შეჯიბრებებსაც კი ატარებს ამ სპორტით დაკავებაში. ძირითადად ამ საქმიანობას ის ტურისტები მისდევენე,ომლებსაც ძალიან უყვართ წყლის ბინადრებზე დაკვირვება.სპეციალურად მათთვის სპეციალური ნავებზე რამდენიმე კაცი მოკალათდება და ვეშაპისგან რამდენიმე მეტრში განთავსდება. აი ვეშაპიც ჩნდება და მიმდინარეობს მასობრივი ფოტო ვიდეო მასალის დაგროვება.












როგორ გაჩნდა სამყარო — აზრთა სხვაობა

აღფრთოვანებული კოსმონავტები
სურათებს უღებენ დედამიწას, რომელიც დიდად მოჩანს კოსმოსური ხომალდის ილუმინატორში.
„ეს კოსმოსში ფრენის ყველაზე საუკეთესო მომენტია“, — თქვა ერთმა მათგანმა. მაგრამ
მზის სისტემასთან შედარებით ჩვენი დედამიწა ნამცეცის ოდენაა. მზეში მილიონი დედამიწა
დაეტეოდა და თავისუფალი ადგილიც კი დარჩებოდა! მაგრამ შეიძლება ასეთ ფაქტებს რაიმე
კავშირი ჰქონდეს ჩვენს სიცოცხლესა და მის აზრთან?

მოდით ცოტა ხნით წარმოვიდგინოთ
კოსმოსური სივრცე და შორიდან შევხედოთ ჩვენს დედამიწასა და მზეს. ჩვენი მზე მხოლოდ
ერთ-ერთია გალაქტიკა ირმის ნახტომის სპირალურ შტოში შემავალი აურაცხელი ვარსკვლავებიდან, 
თვითონ ეს გალაქტიკა კი სამყაროს უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს. შეუიარაღებელი თვალით
შეგვიძლია დავინახოთ რამდენიმე მნათი „ლაქა“, რომლებიც, სინამდვილეში, სხვა გალაქტიკებია —
მაგალითად, ერთ-ერთია მშვენიერი და უფრო დიდი ანდრომედეს ნისლეული. ირმის ნახტომი, 
ანდრომედეს ნისლეული და კიდევ დაახლოებით 20 გალაქტიკა გრავიტაციული ძალებით შეკრულია
გროვად, რაც მხოლოდ მცირე სამეზობლოს წარმოქმნის უზარმაზარ ზეგროვაში. სამყაროში უთვალავი
ზეგროვაა, მაგრამ ყველაფერი ამით როდი მთავრდება.

გალაქტიკების გროვები
კოსმოსში უთანაბროდაა განლაგებული. გადიდებულ სურათზე ისინი წააგავს თხელ ლენტებსა
და ზოლებს, რომლებიც გარს ეკვრის უზარმაზარი ბუშტებისმაგვარ ცარიელ სივრცეებს. ზოგი
იმდენად გრძელი და სქელია, რომ თავისი სტრუქტურით ჩინეთის დიდ კედელს მოგვაგონებს.
ეს გააკვირვებს მრავალს, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი სამყარო თავისთავად შეიქმნა შემთხვევითი
კოსმოსური აფეთქების შედეგად. ერთ-ერთი ცნობილი მწერალი ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“
წერდა: „რაც უფრო მკაფიოდ ვხედავთ სამყაროს თავის ყველა დიდებულ წვრილმანში, მით უფრო
გვიჭირს, უბრალო თეორიით ავხსნათ, თუ როგორ გაჩნდა ის“.

ფაქტები დასაწყისზე მეტყველებს

თითოეული ვარსკვლავი, 
რომელსაც ხედავთ, გალაქტიკა ირმის ნახტომს ეკუთვნის. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე
ეგონათ, რომ მხოლოდ ეს ერთი გალაქტიკა არსებობდა. ალბათ, იცით, რომ დიდი ტელესკოპებით
დაკვირვებებმა სულ სხვა რამ ცხადყო. ჩვენს სამყაროში შედის სულ ცოტა 50000000000 გალაქტიკა.
50 მილიარდი ვარსკვლავი კი არა, 50 მილიარდი გალაქტიკა, თითოეული
თავისი მილიარდობით მზისმაგვარი ვარსკვლავითურთ. მაგრამ 20-იანი წლების მეცნიერული
შეხედულებები უზარმაზარი გალაქტიკების საოცარმა რაოდენობამ კი არ შეარყია, არამედ იმ
ფაქტმა, რომ ისინი მოძრაობდნენ.

ასტრონომებმა აღმოაჩინეს
ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი: როცა გალაქტიკის სინათლე პრიზმაში გაატარეს, სინათლის
ტალღები დაგრძელებული ჩანდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის დიდი სიჩქარით გვცილდებოდა.
რაც უფრო შორს იყო ჩვენგან გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად გვცილდებოდა. ეს კი იმაზე მოწმობს, 
რომ სამყარო ფართოვდება!

ჩვენ შეიძლება არც პროფესიონალი
ასტრონომები ვართ და არც მოყვარულები, მაგრამ ვხედავთ, რომ გაფართოებად სამყაროს დიდი
მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ჩვენი წარსულისთვის — ალბათ, არანაკლები მნიშვნელობა
ექნება თითოეული ჩვენგანის მომავლისთვისაც. რაღაცას უნდა დაეწყო ეს პროცესი —
ძალას, რომელიც სამყაროს მიზიდულობის ძალაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო. ამიტომ საფუძვლიანი
იქნებოდა გვეკითხა: რა შეიძლება ყოფილიყო ასეთი დინამიკური ენერგიის წყარო?

თუმცა მეცნიერების უმრავლესობა
მიდის იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ძალიან მცირე, მკვრივი საწყისი (სინგულარული მდგომარეობა)
ჰქონდა, ჩვენ ვერ გავექცევით მთავარ საკითხს: „თუ ოდესღაც წარსულში სამყარო ზემცირე
ზომასა და უსაშველოდ მაღალი სიმკვრივის სინგულარულ მდგომარეობას ძალიან უახლოვდებოდა, 
იძულებული ვართ ვიკითხოთ: რა იყო მანამდე და რა იყო სამყაროს გარეთ? . .
ჩვენ წინაშე დგება დასაწყისის პრობლემა“ (სერ ბერნარდ ლოველი).

ამაში კი უსაზღვრო ენერგიის
წყაროზე მეტი იგულისხმება. წინდახედულება და ინტელექტიც არის საჭირო, რადგან, როგორც
ჩანს, გაფართოების ტემპი ძალიან კარგად არის დარეგულირებული. „სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი
ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, — თქვა ლოველმა, — აქამდე სამყაროს მთელი
მატერია გაიფანტებოდა… ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა
რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული
ძალების გამო კოლაფსირება დაემართებოდა. ამასთანავე, არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა
და არც სიცოცხლე“.

დასაწყისის ახსნის მცდელობები

შეუძლიათ სპეციალისტებს
სამყაროს წარმოშობის ახსნა? მრავალი მეცნიერი, რომელიც ვერ ეგუება იმ აზრს, რომ სამყარო
უმაღლესმა ინტელექტმა შექმნა, ვარაუდობს, რომ სამყარო რაღაც პროცესით თავად შეიქმნა
არაფრისგან. თქვენი აზრით, გონივრულია ასეთი ახსნა? ამგვარი ვარაუდები, ჩვეულებრივ, 
წარმოადგენს სამყაროს გაბერვის მოდელის თეორიის ვარიანტებს, რომელიც შეიმუშავა ფიზიკოსმა
ალან გიუთმა 1979 წელს. მაგრამ სულ ახლახანს დ-რმა გიუთმა აღიარა, რომ მისი თეორია
„არ ხსნის, თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო არაფრისგან“. დ-რმა ანდრეი ლინდემ სამეცნიერო
ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ სტატიაში უფრო გარკვევით თქვა: „თანამედროვე კოსმოლოგიაში
თავდაპირველი სინგულარობის — თუ სად და როდის დაიწყო ეს ყველაფერი — ახსნა
ჯერ კიდევ ურთულეს პრობლემად რჩება“.

თუ სპეციალისტები მართლა
ვერ ხსნიან სამყაროს წარმოშობასა და მის ადრინდელ განვითარებას, ნუთუ აღარსად უნდა
ვეძებოთ ახსნა? თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძვლიანი მიზეზები, რომ განიხილოთ ზოგი ფაქტი, 
რომლებიც მრავალმა უგულებელყო, მაგრამ რომლებმაც შეიძლება კარგად გაგარკვიოთ ამ საკითხში.
ამ ფაქტებში შედის მატერიის თვისებებისა და ცვლილებების განმსაზღვრელი ოთხი ფუნდამენტური
ურთიერთქმედების ზუსტი სიდიდე. ფუნდამენტური ურთიერთქმედებების ხსენებაზე ზოგი შეიძლება
შეჩერდეს და გაიფიქროს: „ეს ფიზიკოსებს ეხება“. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. ეს მთავარი
ფაქტები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, რადგან ისინი ჩვენზეც ახდენენ გავლენას.

ზუსტი დარეგულირება

ეს ოთხი ფუნდამენტური
ურთიერთქმედება ჩნდება როგორც უსასრულო კოსმოსში, ისე ზემცირე ატომურ სტრუქტურებში.
დიახ, ისინი მოქმედებენ ყველაფერზე, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ.

ჩვენი სიცოცხლისთვის
მნიშვნელოვანი ელემენტები (კერძოდ ნახშირბადი, ჟანგბადი და რკინა) ვერ იარსებებდა, 
სამყაროში ეს ოთხი ურთიერთქმედება რომ არ ყოფილიყო ერთმანეთთან ზუსტად დარეგულირებული.
ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ ერთ-ერთი მათგანი — გრავიტაციული ურთიერთქმედება.
მეორეა ელექტრომაგნიტური. ის რომ ოდნავ სუსტი ყოფილიყო, ელექტრონები ვერ გაჩერდებოდნენ
ატომბირთვის გარშემო. „განა დაშავდებოდა ამით რამე?“ — შეიძლება გაიფიქროს ვინმემ.
დიახ, ატომები ვერ გაერთიანდებოდნენ მოლეკულებად. ამის საპირისპიროდ, ეს ურთიერთქმედება
ოდნავ ძლიერი რომ ყოფილიყო, ელექტრონები ატომბირთვს მიეკვრებოდნენ. ატომებს შორის არ
მოხდებოდა ქიმიური რეაქციები — ესე იგი სიცოცხლე არ იქნებოდა. მხოლოდ ესეც საკმარისია
იმის გასაგებად, რომ ჩვენი არსებობა და სიცოცხლე დამოკიდებულია ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების
ზუსტ დარეგულირებაზე.

გადავინაცვლოთ კოსმოსურ
მასშტაბებში: ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების მცირეოდენი ცვლილება გავლენას მოახდენდა
მზეზე, რის შედეგადაც შეიცვლებოდა დედამიწაზე მოღწეული სინათლე, რაც გააძნელებდა ან
შეუძლებელს გახდიდა ფოტოსინთეზს მცენარეებში. წყალს თავისი უნიკალური, სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი თვისებებიც კი შეეცვლებოდა. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენი სიცოცხლე
დამოკიდებულია ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ზუსტ დარეგულირებაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია
ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ინტენსიურობა დანარჩენ სამთან შეფარდებით. მაგალითად, 
ზოგ ფიზიკოსს გამოთვლილი აქვს, რომ ეს ურთიერთქმედება უდრის გრავიტაციულ ურთიერთქმედებას, 
აღებულს
1 0 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000-ჯერ
(1040). ერთი ნულის დამატება (1041) შეიძლება მცირე ცვლილებად
მოგვეჩვენოს. მაგრამ ამის გამო გრავიტაცია პროპორციულად სუსტი იქნებოდა და დ-რი
რაინჰარტ ბროიერი შენიშნავს, თუ რა მოჰყვებოდა ამას შედეგად: „გრავიტაციული ურთიერთქმედება
რომ სუსტი ყოფილიყო, ვარსკვლავები უფრო პატარა ზომის იქნებოდა და მათი შიდაგრავიტაციული
წნევა ისე მაღლა ვერ ასწევდა ტემპერატურას, რომ მომხდარიყო თერმობირთვული რეაქცია: მზე ვერ
გაანათებდა“. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა!

რა მოხდებოდა, გრავიტაცია
პროპორციულად ძლიერი რომ ყოფილიყო, ესე იგი ზემოხსენებულ რიცხვს რომ ჰქონოდა
39 ნული (1039)? „მხოლოდ ამ პაწაწინა ცვლილების გამო, — დასძენს
ბროიერი, — ძალიან შემცირდებოდა მზისმაგვარი ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა“.
სხვა მეცნიერებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ურთიერთქმედებები კიდევ უფრო ზუსტადაა დარეგულირებული.

მართლაც, ჩვენს მზესა
და სხვა ვარსკვლავებს ორი ღირსშესანიშნავი თვისება აქვს — ხანგრძლივი სასარგებლო
მუშაობის უნარი და სტაბილურობა. განვიხილოთ მარტივი მაგალითი. ვიცით, რომ ავტომანქანის
ძრავას ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია საწვავისა და ჰაერის ზუსტი პროპორციები;
მუშაობა რომ უფრო გაასრულყოფილონ, ინჟინრები იგონებენ რთულ მექანიკურ და კომპიუტერულ
სისტემებს. თუ უბრალო ძრავას ამდენი რამ სჭირდება, რაღას ვიტყოდით ისეთი ვარსკვლავის
ეფექტურ „წვაზე“, როგორიცაა ჩვენი მზე? მთავარი მოქმედი ძალები ისე ზუსტადაა დარეგულირებული, 
რომ შესაძლებელია სიცოცხლე. ნუთუ ასეთი სიზუსტე შემთხვევით ჩამოყალიბდა? ძველ დროს
ერთ მამაკაცს, სახელად იობს, ჰკითხეს: „შენ გამოაცხადე წესები, რომლებიც ცას მართავს, 
ან შენ დაადგინე ბუნების კანონები დედამიწაზე?“ (იობი 38:33, „ახალი ინგლისური ბიბლია“
[The New English Bible]). ეს ადამიანს არ დაუდგენია. მაშ, როგორ წარმოიქმნა ეს სიზუსტე?

ორი ურთიერთქმედება

სამყაროს სტრუქტურა მხოლოდ
გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებების ზუსტი დარეგულირებით არ შემოიფარგლება.
ჩვენს სიცოცხლესთან კიდევ ორი ფიზიკური ძალაა დაკავშირებული.

ეს ორი ძალა ატომის ბირთვში
მოქმედებს და წინასწარგანჭვრეტის საკმაო მტკიცებას იძლევა. განვიხილოთ ძლიერი
ურთიერთქმედება, რომელიც პროტონებსა და ნეიტრონებს აკავშირებს ატომგულში. ამ
კავშირის წყალობით შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტების ფორმირება — როგორც მსუბუქი
ელემენტების (მაგალითად, ჰელიუმისა და ჟანგბადის), ისე მძიმეების (მაგალითად, ოქროსა
და ტყვიის). ეს მაკავშირებელი ურთიერთქმედება ორი პროცენტით სუსტი რომ იყოს, როგორც
ჩანს, მხოლოდ წყალბადი იარსებებდა. და, პირიქით, ოდნავ ძლიერი რომ იყოს, მხოლოდ მძიმე
ელემენტები იარსებებდა — წყალბადი კი არ იქნებოდა. დაეტყობოდა ეს ჩვენს სიცოცხლეს?
დიახ, უწყალბადო სამყაროში ჩვენს მზეს არ ექნებოდა სასიცოცხლო ენერგიის გამოსასხივებელი
საწვავი. და, რა თქმა უნდა, არც წყალი და საკვები იარსებებდა, ვინაიდან წყალბადი მათ
უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

მეოთხე ურთიერთქმედებას, 
რომელსაც განვიხილავთ, ეწოდება სუსტი ურთიერთქმედება — ის
რადიოაქტიურ დაშლას აკონტროლებს. ის ჩვენს მზეში მიმდინარე თერმობირთვულ პროცესებზეც
ახდენს გავლენას. „ეს ურთიერთქმედებაც ზუსტადაა დარეგულირებული?“ — შეიძლება დაგებადოთ
კითხვა. მათემატიკოსი და ფიზიკოსი ფრიმენ დაისონი ამბობს: „სუსტი [ურთიერთქმედება]
რამდენიმე მილიონჯერ სუსტია ბირთვულ ძალაზე. ის ზუსტად იმდენად სუსტია, რომ წყალბადი
მზეში იწვის ნელი და მუდმივი ტემპით. ეს სუსტი [ურთიერთქმედება] ოდნავ ძლიერი ან ოდნავ
სუსტი რომ ყოფილიყო, სიცოცხლის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მზისმაგვარ ვარსკვლავებზეა
დამოკიდებული, საფრთხე დაემუქრებოდა“. დიახ, წვის ეს ზუსტი ტემპი, ნაცვლად იმისა, რომ
ფერფლად აქციოს, სითბოს უნარჩუნებს დედამიწას, ჩვენ კი — სიცოცხლეს.

გარდა ამისა, მეცნიერები
ფიქრობენ, რომ სუსტი ურთიერთქმედება გარკვეულ როლს ასრულებს ზეახალი ვარსკვლავების
აფეთქებებში, რაც, მათი აზრით, ელემენტთა უმრავლესობის წარმოქმნისა და გავრცელების
მექანიზმს წარმოადგენს. „ეს ურთიერთქმედებები ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო იმისგან, 
რაც სინამდვილეშია, ვარსკვლავები ვეღარ წარმოქმნიდნენ ელემენტებს, რომლებისგანაც მე
და თქვენ ვართ აგებული“, — ამბობს ფიზიკოსი ჯონ პოლკინგჰორნი.

კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, 
მაგრამ თქვენთვის, ალბათ, უკვე გასაგებია ყველაფერი. ეს ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედება
საოცარი სიზუსტითაა დარეგულირებული. „ჩვენს ირგვლივ ყველაფერში ვხედავთ იმის მტკიცებას, 
რომ ბუნებამ ყველაფერი სწორად გააკეთა“, — წერდა პროფესორი პოლ დეივისი. დიახ, 
ფუნდამენტური ურთიერთქმედებების ზუსტმა დარეგულირებამ გახადა შესაძლებელი, რომ ეარსება
და ემოქმედა ჩვენს მზეს, ჩვენს თვალწარმტაც პლანეტას სიცოცხლის შემანარჩუნებელი წყლით, 
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატმოსფეროსა და უამრავ ძვირფას ქიმიურ ელემენტს, რომლებიც
დედამიწაზე მოიპოვება. მაგრამ დაფიქრდით: რატომ და საიდან ასეთი ზუსტი დარეგულირება?

დედამიწის იდეალური თავისებურებები

ჩვენი არსებობისთვის, 
სხვა მხრივაც საჭიროა სიზუსტე. ყურადღება მიაქციეთ დედამიწის ზომებსა და მის ადგილს
ჩვენი მზის სისტემაში. დედამიწასთან დაკავშირებით მრავალი გასაოცარი რამ იქნა აღმოჩენილი — მისი
ზომისა და ჩვენს მზის სისტემაში მისი ადგილის ჩათვლით.

სამყაროში დედამიწის
მსგავსი პლანეტა არ არის აღმოჩენილი. მართალია, ზოგი მეცნიერი მიუთითებს არაპირდაპირ
მტკიცებებზე, რომ გარკვეულ ვარსკვლავებს გარს უვლის დედამიწაზე ასჯერ უფრო დიდი სხეულები.
მაგრამ ჩვენს დედამიწას ზუსტად ის ზომა აქვს, რაც ჩვენი არსებობისთვისაა საჭირო. რა
გაგებით? დედამიწა ოდნავ დიდი რომ ყოფილიყო, მისი მიზიდულობის ძალა მეტი იქნებოდა და
ატმოსფეროში დაგროვდებოდა წყალბადი, მსუბუქი აირი, რადგან ვეღარ გაექცეოდა დედამიწის
გრავიტაციას. ამგვარი ატმოსფერო კი სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი იქნებოდა. მეორე მხრივ, 
დედამიწა რომ ოდნავ პატარა ყოფილიყო, სიცოცხლის შემნარჩუნებელი ჟანგბადი მოსცილდებოდა
და ზედაპირზე არსებული წყლები აორთქლდებოდა. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიცოცხლებდით.

აგრეთვე დედამიწა მზისგან
იდეალური მანძილითაა დაშორებული, რაც სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ფაქტორია.
ასტრონომმა ჯონ ბაროუმ და მათემატიკოსმა ფრანკ ტიპლერმა შეისწავლეს „დედამიწის რადიუსისა
და მზისგან დედამიწის დაშორების პროპორცია“. მათ დაასკვნეს, რომ ადამიანი არ იარსებებდა, 
„ეს პროპორცია ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო“. პროფესორი დეივიდ ლ. ბლოკი
შენიშნავს: „გამოთვლები ცხადყოფს, რომ დედამიწა მზესთან მხოლოდ ხუთი პროცენტით ახლოს
რომ ყოფილიყო, დაახლოებით 4000 მილიონი წლის წინ მოხდებოდა შეუჩერებელი სითბური ეფექტი
[დედამიწის გადახურება]. მეორე მხრივ, დედამიწა რომ მხოლოდ ერთი პროცენტით მეტით ყოფილიყო
მზისგან დაშორებული, სადღაც 2000 მილიონი წლის წინ მოხდებოდა შეუჩერებელი გამყინვარება
[პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილის დიდი ყინულოვანი ჯავშნით დაფარვა]“ („ჩვენი სამყარო:
შემთხვევით გაჩნდა თუ შეიქმნა?“ [Our Universe: Accident or Design?]).

ზემოხსენებულ სიზუსტეს
დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებას ანდომებს ერთ
დღეს — ეს კი ზუსტად ის სიჩქარეა, რომელიც ზომიერ ტემპერატურებს წარმოქმნის. ვენერას
243 დღე სჭირდება ამისთვის. წარმოიდგინეთ, დედამიწაც რომ ამდენ დროს ანდომებდეს!
ჩვენ ვერ გავუძლებდით უკიდურეს ტემპერატურებს, რომლებიც გრძელ დღეებსა და ღამეებს მოჰყვებოდა.

სხვა მნიშვნელოვან დეტალს
წარმოადგენს დედამიწის ტრაექტორია მზის გარშემო. კომეტებს განიერი ელიფსური ტრაექტორიები
აქვს. საბედნიეროდ, დედამიწას ეს არ ახასიათებს. მისი ორბიტა თითქმის წრიულია. ესეც
გვიცავს უკიდურესი ტემპერატურების სასიკვდილო შედეგებისგან.

ჩვენი მზის სისტემის
ადგილიც არ უნდა უგულებელვყოთ. ის გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრთან რომ ყოფილიყო
ახლოს, მეზობელი ვარსკვლავების გრავიტაციული გავლენა დედამიწის ორბიტას დაამახინჯებდა.
და, პირიქით, ჩვენი გალაქტიკის ნაპირას რომ ყოფილიყო, ღამის ცა თითქმის უვარსკვლავო
იქნებოდა. ვარსკვლავიერი სინათლე სიცოცხლისთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ განა არ
მატებს ის მშვენებას ჩვენს ღამის ცას? და თუ სამყაროს შესახებ უახლეს კონცეფციებს დავეყრდნობით, 
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ირმის ნახტომის ნაპირებში არ იქნებოდა საკმარისი რაოდენობის
ქიმიური ელემენტები, რომ ჩვენი მზის სისტემის მსგავსი სისტემა წარმოქმნილიყო.

კანონი და წესრიგი

ალბათ, პირადი გამოცდილებიდან
იცით, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი მწყობრიდან გამოდის. თითქმის ყოველმა სახლის
პატრონმა იცის, რომ უყურადღებოდ მიტოვებული ნივთები ფუჭდება ან იშლება. მეცნიერები
ამას „თერმოდინამიკის მეორე საწყისს [კანონს]“ უწოდებენ. ამ კანონის მოქმედებას ყოველდღე
ვხედავთ. ახალი ავტომანქანა ან ველოსიპედი უპატრონოდ რომ დატოვოთ, ჯართად იქცევა, მიტოვებული
შენობა კი დაინგრევა. სამყაროს შესახებ რაღას ვიტყვით? ეს კანონი მასაც ეხება. ამიტომ
შეიძლება იფიქროთ, რომ სამყაროში არსებული წესრიგი სრული უწესრიგობით უნდა შეიცვალოს.

მაგრამ, როგორც ჩანს, 
სამყაროში ეს არ ხდება, როგორც ეს აღმოაჩინა მათემატიკის პროფესორმა როჯერ პენროზმა, 
როცა სწავლობდა დაკვირვებადი სამყაროს უწესრიგობის მდგომარეობას (ანუ ენტროპიას). ასეთი
აღმოჩენების ლოგიკური ახსნა შემდეგია: სამყარომ მოწესრიგებულ მდგომარეობაში დაიწყო
არსებობა და დღემდე უმაღლესადაა ორგანიზებული. ასტროფიზიკოსმა ალან ლაიტმენმა შენიშნა, 
რომ მეცნიერებისთვის „საიდუმლოებას წარმოადგენს, რომ სამყარო ასე უმაღლესად მოწესრიგებულ
მდგომარეობაში შეიქმნა“. მან დაამატა, რომ „ნებისმიერმა წარმატებულმა კოსმოლოგიურმა
თეორიამ საბოლოოდ უნდა ამოხსნას ეს ენტროპიული ამოცანა“ — რატომ არ გადავიდა სამყარო
ქაოსურ მდგომარეობაში.

ფაქტობრივად, ჩვენი არსებობა
ამ აღიარებული კანონის საწინააღმდეგოა. მაშ, რატომ ვცოცხლობთ დედამიწაზე? როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც გვსურს პასუხის მიღება.

გალაქტიკა ირმის ნახტომის
დიამეტრი დაახლოებით ერთ კვინტილიონ კილომეტრს შეადგენს — დიახ, 
1 000 000 000 000 000 000 კილომეტრს! მის გადასაკვეთად
სინათლეს 1 00 000 წელიწადი სჭირდება, და მხოლოდ ამ ერთ გალაქტიკაში
100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია!

1995 წელს მეცნიერებმა
უცნაური რამ შეამჩნიეს ოდესმე დანახულთაგან ყველაზე დაშორებულ ვარსკვლავს (SN
1995K), რომელიც თავის გალაქტიკაში აფეთქდა. მეზობელი გალაქტიკების ზეახალი ვარსკვლავების
მსგავსად, ის ვარსკვლავი ძალიან კაშკაშა გახდა და შემდეგ ნელ-ნელა გამქრალდა, მაგრამ
ეს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, ვიდრე მანამდე დაფიქსირებულ სხვა
შემთხვევებში. ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ მოცემული იყო ამ მოვლენის გრაფიკი და იხსნებოდა:
„სინათლის მრუდის ფორმა… წაგრძელებულია დროის ღერძის მიმართ ზუსტად იმდენად, 
რამდენიც მოსალოდნელია გალაქტიკისგან, რომელიც დაახლოებით ნახევარი სინათლის სიჩქარით
გვცილდება“. რა შეგვიძლია დავასკვნათ აქედან? ეს „ჯერჯერობით ყველაზე საუკეთესო მტკიცებაა, 
რომ სამყარო მართლაც ფართოვდება“.

გაბერვის თეორია ამბობს, 
თუ რა მოხდა თვალის დახამხამებაში სამყაროს წარმოშობის შემდეგ. გაბერვის თეორიის მომხრეები
ფიქრობენ, რომ თავდაპირველად სამყარო სუბმიკროსკოპული იყო და შემდეგ სინათლის სიჩქარეზე
სწრაფად გაიბერა, რის შემოწმებაც შეუძლებელია ლაბორატორიულ პირობებში. გაბერვის თეორია
საკამათო საკითხად რჩება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, 
რომ ელემენტები სასწაულებრივ წესრიგსა და ჰარმონიას ცხადყოფენ. საინტერესო ფაქტები
მოცემულია დანართში „სამყაროს სამშენებლო ქვები“, გვერდი 26.

ვარსკვლავების აღრიცხვის მცდელობა

გამოთვლილია, რომ გალაქტიკა ირმის ნახტომში
100 000 000 000-ზე (100 მილიარდზე) მეტი ვარსკვლავია. წარმოიდგინეთ
ენციკლოპედია, რომელშიც თითო გვერდი ეძღვნება თითო ასეთ ვარსკვლავს — ჩვენს მზესა
და მის სისტემას მხოლოდ ერთი გვერდი დაეთმობოდა. რამდენი ტომის გამოცემა იქნებოდა საჭირო, 
რომ გარჩეულიყო ირმის ნახტომის ვარსკვლავები?

ამბობენ, რომ ასეთი ენციკლოპედია, საშუალო სისქის
ტომებით, ვერ დაეტეოდა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში, რომლის თაროების საერთო სიგრძეც
412 კილომეტრს შეადგენს!

რა დრო დასჭირდებოდა მათ წაკითხვას? ერთ წიგნში
ნათქვამია: „თითო გვერდი ერთ წამში რომ გვეფურცლა, მთლიანად დასჭირდებოდა ათი ათას
წელზე მეტი“ (Coming of Age in the Milky Way). მაგრამ ჩვენს გალაქტიკაში შემავალი
ვარსკვლავები მთელ სამყაროში აღრიცხული 50000000000 (50 მილიარდი) გალაქტიკის
ვარსკვლავთა რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ენციკლოპედიაში თითო ვარსკვლავს
რომ თითო გვერდი დათმობოდა, მის ტომებს ვერ დაიტევდა დედამიწის ყველა ბიბლიოთეკის თაროები.
„რაც უფრო მეტს ვიგებთ სამყაროზე, მით უფრო ვხვდებით, რა ცოტა გვცოდნია“, —
შენიშნულია იმავე წიგნში.

იასტროვის აზრი დასაწყისის შესახებ

კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გეოლოგიის
პროფესორი რობერტ იასტროვი ამბობს: „მხოლოდ რამდენიმე ასტრონომს თუ ექნებოდა იმის მოლოდინი, 
რომ ეს მოვლენა — სამყაროს უეცარი გაჩენა — დამტკიცებული მეცნიერული ფაქტი
გახდებოდა, მაგრამ ტელესკოპებით ცაზე დაკვირვებამ მრავალი მიიყვანა ამ დასკვნამდე“.

შემდეგ მან ახსნა, თუ რას გულისხმობდა: «ასტრონომიული
მტკიცება დასაწყისის შესახებ მეცნიერებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ისინი
თვლიან, რომ ნებისმიერ შედეგს აქვს თავისი ბუნებრივი მიზეზი… ბრიტანელი
ასტრონომი ე. მილნი წერდა: „ვერაფერს ვიტყვით [დასაწყისში] არსებული მდგომარეობის
შესახებ; როცა ღმერთი ქმნიდა, მას არც დამკვირვებლები ჰყავდა და არც მოწმეები“»
(The Enchanted Loom—Mind in the Universe).

ოთხი ფუნდამენტური
ფიზიკური ურთიერთქმედება

1. გრავიტაცია — მისი გავლენა ატომურ დონეზე
ძალიან სუსტია, მაგრამ მოქმედებს დიდ სხეულებზე — პლანეტებზე, ვარსკვლავებსა და
გალაქტიკებზე.

2. ელექტრომაგნეტიზმი — პროტონებსა და ელექტრონებს
შორის არსებული მიზიდულობის უმთავრესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნება მოლეკულები.
მისი ძალის ერთ-ერთ გამოვლენას ელვა წარმოადგენს.

3. ძლიერი ურთიერთქმედება — ძალა, რომელიც
აკავშირებს პროტონებსა და ნეიტრონებს ატომგულში.

4. სუსტი ურთიერთქმედება — ძალა, რომელიც მართავს
რადიოაქტიური ელემენტების დაშლასა და მზეში მიმდინარე სასარგებლო მუშაობის მქონე თერმობირთვულ
რეაქციას.

„დამთხვევების კომბინაცია“

„სუსტი ურთიერთქმედება ოდნავ ძლიერი რომ ყოფილიყო, 
ჰელიუმი ვერ წარმოიქმნებოდა; ოდნავ სუსტი რომ ყოფილიყო, თითქმის მთელი წყალბადი ჰელიუმად
გადაიქცეოდა“.

„ძალიან მცირეა ისეთი სამყაროს არსებობის შესაძლებლობა, 
რომელშიც არის გარკვეული რაოდენობის ჰელიუმი და ხდება ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება.
ჩვენი არსებობა დამოკიდებულია ამ დამთხვევების კომბინაციაზე და ბირთვული ენერგიის უფრო
დიდ დამთხვევაზე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო [ასტრონომ ფრედ] ჰოილის მიერ. წინა
თაობებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით, როგორ გავჩნდით. მაგრამ ყველა წინა თაობის მსგავსად, 
ჩვენ დღემდე არ ვიცით — რატომ“ („ნიუ საიენტისტი“).

„დედამიწაზე არსებულმა განსაკუთრებულმა პირობებმა, 
რომლებიც მისი იდეალური ზომის, ელემენტთა შედგენილობისა და ხნიერი ვარსკვლავისგან, 
მზისგან, იდეალურად დაშორებული თითქმის წრიული ორბიტის წყალობით არსებობს, შესაძლებელი
გახადა წყლის დაგროვება დედამიწის ზედაპირზე“ („ზოოლოგიის ინტეგრირებული პრინციპები“
[Integrated Principles of Zoology, 7th edition]). წყლის გარეშე დედამიწაზე ვერ გაჩნდებოდა
სიცოცხლე.

მხოლოდ ის გწამთ, რასაც ხედავთ?

მრავალი გონიერი ადამიანი აღიარებს იმის არსებობას, 
რასაც ვერ ხედავს. როგორც ჟურნალი „დისკავერი“ (Discover) (1997 წლის იანვრის
გამოცემა) იტყობინებოდა, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ აღმოაჩინეს შორეული ვარსკვლავების
გარშემო მბრუნავი თორმეტამდე პლანეტა.

„დღესდღეობით ახალი პლანეტების არსებობა ცნობილია
მხოლოდ იქიდან, რომ თავიანთი გრავიტაციით აფერხებენ მშობელი ვარსკვლავების მოძრაობას“.
დიახ, გრავიტაციის ხილულმა შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა ასტრონომების რწმენას, რომ
არსებობს მათთვის უხილავი ციური სხეულები.

რომ ეღიარებინათ ის, რაც ჯერ უხილავი იყო, მეცნიერებისთვის
საკმარის საფუძველს წარმოადგენდა არა პირდაპირი დაკვირვება, არამედ ამასთან დაკავშირებული
მოვლენები. მრავალმა, ვისაც სწამს შემოქმედი, დაასკვნა, რომ მსგავსი საფუძველი აქვთ
იმის აღიარებისთვის, რასაც ვერ ხედავენ.

ბ-ნი ფრედ ჰოილი ამბობს: „შემოქმედებისთვის რომ
თავი აგვერიდებინა, სამყაროს მთელი მატერია უსასრულოდ დიდი ხნისა უნდა ყოფილიყო, რაც
შეუძლებელია… წყალბადი განუწყვეტლივ გარდაიქმნება ჰელიუმად და სხვა ელემენტებად. . .
მაშ, რით ავხსნათ, რომ თითქმის მთელი სამყარო წყალბადისგან შედგება? მატერია რომ უსასრულოდ
დიდი ხნისა ყოფილიყო, ეს სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ სამყარო, როგორსაც მას
ვხედავთ, საშუალებას არ გვაძლევს, გავექცეთ შემოქმედებას“ („სამყაროს ბუნება“ [The
Nature of the Universe]).

ჩვენი მზე ისეთივე
პატარა ზომისაა გალაქტიკა ირმის ნახტომში, როგორც ჩარჩოში ნაჩვენები ვარსკვლავი სპირალურ
გალაქტიკა NGC 5236-ში.

გალაქტიკა ირმის
ნახტომში 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია და ის მხოლოდ ერთ-ერთია დაკვირვებად
სამყაროში არსებული 50 მილიარდზე მეტი გალაქტიკიდან.

ასტრონომმა ედუინ
ჰაბლმა (1889—1953) დაასკვნა: შორეული გალაქტიკებიდან მოღწეულ სინათლეში შენიშნული
წითელი წანაცვლება ცხადყოფდა, რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება და, აქედან გამომდინარე, 
მას დასაწყისი ჰქონდა.

ურთიერთქმედებების
ზუსტი დარეგულირება, რომელიც განაპირობებს ჩვენს მზეში მიმდინარე პროცესებს, ზუსტად
ისეთ პირობებს ქმნის დედამიწაზე, რომლებიც სიცოცხლისთვისაა საჭირო.

ტრენინგის შთაბეჭდილებები

გამარჯობათ. როგორ ხართ? :) დღეს ჩაგვიტარდა ტრენინგი კონფლიქტების გადაჭრის გზებზე.  ძალიან საინტერესო იყო მე მომეწონა. განვიხილეთ სხვადასხვა მაგალითები. ასევე ვითამაშეთ თამაში (მთლად თამაშშაც ვერ დავარქმევთ) იყო ძალიან სახალიო და საინტერესო.

ასე რომ ტრენინგი რომელიც ჩამიტარდა ძალიან საინტერსო იყო , მიუხედავად  აზრთა სხვადასხვაობისა დრო სასიამოვნოდ და სწრაფად  გავიდა.

ასევე ტრენერებმა მოგვცეს რამოდენიმე ახალი დავალება  რომელიც ჩემი აზრით საინტერსო გამოდგება. 

დიდი მადლობა ტრენერებს სასიამოვნო დღისთვის. :)

 

მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებები ყველას ;)

 

20.02.2013

7 მილიარდიანი მოსახლეობა

პლანეტაზე მალე 7 მილიარდი ადამიანი ივლის, 2045 წელს კი ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 9 მილიარდზე ავა. შეუძლია დედამიწას ამის ატანა?

1677 წლის გაზაფხულზე, ჰოლანდიის ქალაქ დელფტში, ქსოვილების ვაჭარმა ანტუან ვან ლევენჰუკმა უეცრად შეწყვიტა ცოლთან სექსი და სამუშაო მაგიდას მიაშურა. ტანსაცმელი მისთვის ფულის შოვნის საშუალება იყო, მიკროსკოპი კი გატაცება. პირველ ცოლთან უკვე 5 შვილი ჰყავდა (თუმცა მეოთხე პატარაობისას დაიღუპა), ამიტომ მეტი შვილის გაჩენას აღარ აპირებდა. ლევენჰუკს მის მიერვე შექმნილი გამადიდებელი შუშა ჰქონდა, რომლითაც საგნებს აკვირდებოდა. ლინზა წვიმის წვეთის ხელა იყო, მაგრამ ასჯერ გადიდება შეეძლო. ასეთი მძლავრი რამ მაშინ არავის ჰქონდა.

ლონდონის სწავლული ადამიანები ცდილობდნენ, დაედგინათ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ლევენჰუკის განაცხადი “პატარა ცხოველების” შესახებ, რომლებიც ტბის ერთ წვეთში და ფრანგულ ღვინოშიც კი მილიონობით იყვნენ. თუმცა ამ მომენტში ლევენჰუკს უფრო საინტერესო ამბავი ჰქონდა მათთვის: “პატარა ცხოველებს” ადამიანის სპერმაც შეიცავდა. “ქვიშის მარცვლის ოდენა ნივთიერებაში მათი რაოდენობა ზოგჯერ ათასზე მეტია”, წერდა ის. გამადიდებელ შუშას ძვირფას ქვასავით ატრიალებდა და აკვირდებოდა მიკროსკოპულ ორგანიზმებს, რომლებიც ერთ დროს მის სხეულში ცხოვრობდნენ. უყურებდა, როგორ იქნევდნენ გრძელ კუდებს.

ამის შემდეგ ანტუანი შეპყრობილი გახდა. რადგანაც მისი პაწაწინა საჭვრეტელა საშუალებას აძლევდა, დაენახა მანამდე უცნობი მიკროსკოპული სამყარო, უამრავ დროს ატარებდა იმათ დაკვირვებაში, რასაც ახლა სპერმატოზოიდებს ეძახიან. ერთხელ კი, როდესაც ვირთაგვას სათესლე სითხეს აკვირდებოდა, სრულიად შემთხვევით, თავში აზრად მოუვიდა, გამოეთვალა, რამდენ ადამიანს შეიძლებოდა ეცხოვრა დედამიწაზე.

ამაზე მაშინ წარმოდგენა არავის ჰქონდა, მხოლოდ რამდენიმე პატარა აღწერა იყო ჩატარებული. ლევენჰუკმა დაიწყო გამოთვლები იმ დაშვებით, რომ ჰოლანდიაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. რუკებისა და სფერული გეომეტრიის დახმარებით მან გამოითვალა, რომ დედამიწის დასახლებული ტერიტორია შეადგენდა ჰოლანდიაზე 13385-ჯერ მეტს. თუმცა ცხადია, ყველგან ჰოლანდიის მსგავსი სიმჭიდროვე ვერ იქნებოდა. ლევენჰუკმა დაადგინა, რომ მსოფლიო მოსახლეობა არ იქნებოდა 13.385 მილიარდზე მეტი. ეს ძალიან დიდი რიცხვი იყო ვირთევზას 150 მილიონ სპერმის უჯრედთან შედარებით. ეს პატარა გამოთვლა გახლდათ პირველი მცდელობა, გაცემულიყო რიცხვობრივი პასუხი კითხვაზე – რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია დედამიწას?

ისტორიკოსების გამოთვლით, ლევენჰუკის დროს მსოფლიოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ეს რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა მანამდე ათასწლეულების განმავლობაში, შემდეგ კი ზრდის სწრაფი ტემპი დაიწყო. 150 წლის შემდეგ, როცა სხვა მეცნიერმა აღმოაჩინა ადამიანის კვერცხუჯრედი, მსოფლიო მოსახლეობა გაორმაგებული იყო – მათი რაოდენობა მილიარდზე მეტს შეადგენდა. კიდევ ერთი საუკუნის შემდეგ, 1930 წელს, ისევ გაორმაგდა და 2 მილიარდი გახდა. მას შემდეგ ზრდის ტემპი გასაოცარია. XX საუკუნემდე არავინ მოსწრებია სიცოცხლის განმავლობაში მოსახლეობის გაორმაგებას, მაგრამ დღეს ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ეს სამჯერ იხილა. 2011 წლის მიწურულისთვის ჰომო საპიენსთა რიცხვი 7 მილიარდს მიაღწევს.

ამჟამად ზრდის ტემპი ნელდება, თუმცა შედეგები მაინც საგრძნობია. ადამიანები უფრო მეტს ცოცხლობენ, ბევრი ქალი – დაახლოებით 1.8 მილიარდი – ბავშვის გაჩენისთვის ხელსაყრელ ასაკშია. ამის გამო შემდეგ დეკადაში მოსახლეობის ზრდა კვლავ თვალშისაცემი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საშუალოდ ქალები იმაზე ნაკლებ შვილებს აჩენენ, ვიდრე მათი წინა თაობები. 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 10.5 მილიარდზე ავა, ან შეიძლება 8 მილიარდზე შეჩერდეს – ეს დამოკიდებულია ერთ ქალზე ბავშვის საშუალო რაოდენობაზე. თუმცა გაეროს დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ ყველაზე რეალური მაჩვენებელია 9 მილიარდი 2045 წლისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ყოველ წელიწადს 80 მილიონით იზრდება, თანდათან ეს საკითხი საგანგაშო ხდება. ამ მომენტში დედამიწაზე გრუნტის წყლები იკლებს, ნიადაგი ეროზიისგან “იჭმება”, მყინვარები დნება, თევზების სახეობები ქრება. ყოველდღე დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი შიმშილობს. ათწლეულების შემდეგ კიდევ რამდენიმე მილიარდი ადამიანი შეემატება მათ, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იცხოვრებენ. თუკი გაგრძელდება მდიდარი ქვეყნების ტენდენცია – ხეების ჩეხვა, ნახშირისა და ნავთობის წვა, სასუქისა და პესტიციდების გაფანტვა – პლანეტის ბუნებრივი რესურსები ძლიერ დაზარალდება.

შეიძლება ნუგეში მოგვგვაროს იმის გაგებამ, რომ ამ საკითხზე მეცნიერები კარგა ხანია, ფხიზლობენ. ფრანგი დემოგრაფი ლე ბრასი ამბობს, რომ მოსახლეობის ზრდა უმეტესად აპოკალიფსის შიშთან იყო დაკავშირებული. ფილოსოფოსისა და ეკონომისტის, სერ უილიამ პეტის მიერ შექმნილ ნაშრომებში, რომლებიც ლევენჰუკის აღმოჩენაზე ცოტათი ძველია, წერია, რომ განკითხვის დღემდე მოსახლეობა ექვსჯერ გაიზრდებოდა. ეს სავარაუდოდ 2000 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. პეტის აზრით, ეს იქნებოდა 20 მილიონით მეტი, ვიდრე დედამიწას შეუძლია დაიტიოს. “ამის შემდეგ კი, წმინდა წერილის მიხედვით, დაიწყება ომები, სისხლისღვრა და ა.შ.”, წერდა ის.

მსგავსი რელიგიური ‘წინასწარმეტყველებები’ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით თანდათან დავიწყებას მიეცა, რაც ლე ბრასის აზრით, მოსახლეობის ზრდის გამო მოხდა. ამან შეანელა ძველი შიშები (ზოგისთვის კი იმედები) სამყაროს აღსასრულზე. 1798 წელს ინგლისელმა მღვდელმა და ეკონომისტმა ტომას მალთუსმა შეიმუშავა მოსახლეობის ზრდის ძირითადი პრინციპი: მოსახლეობა იზრდება საკვების მიწოდებასთან შეუსაბამოდ, სანამ ომები, შიმშილობა და ავადმყოფობა არ შეამცირებს და დააბალანსებს მათ. როცა მალთუსი ამას წერდა, ჭირის ბოლო ეპიდემიებს უკვე ჩაევლო, რამაც მსოფლიოს თავისი კვალი დაატყო. ისტორიკოსების აზრით, XIV საუკუნის შავი ჭირის (შავი სიკვდილის) შემდეგ მოსახლეობა არ შემცირებულა.

2 საუკუნის შემდეგ, რაც მალთუსმა გამოაცხადა, რომ მოსახლეობის ზრდის ტემპი უნდა შეჩერებულიყო, დაიწყო პროცესები, რომლის შედეგსაც დღეს ვეძახით განვითარებულ ქვეყანას. გავრცელდა “ახალი ქვეყნის” (ამერიკის) მარცვლები, ანუ სიმინდი და კარტოფილი. შექმნეს და გააუმჯობესეს ქიმიური სასუქები. ამან ხელი შეუწყო ევროპაში შიმშილობის აღმოფხვრას. დასაწყისში ამან ქალაქების დაბინძურება გამოიწვია, მაგრამ XIX საუკუნის შუახანებში საკანალიზაციო მილები გაიყვანეს. მოგვიანებით კი სასმელი წყლის დამუშავება – ფილტრაცია და დაქლორვა – დაიწყეს. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ტიფისა და ქოლერის გავრცელება.

1798 წელს მალთუსის თანამემამულემ ედვარდ ჯენერმა დაავადება ყვავილის ვაქცინა აღწერა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების ისტორიაში, რადგან შემდგომში ამას დაემატა სანიტარული პირობების გაუმჯობესება და კვების რეჟიმის შეცვლა, რამაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ინდუსტრიულ ქვეყნებში გააორმაგა – მაშინდელი 35 წლიანი მაჩვენებელი დღეს 77-ია. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამაში ცუდს ხედავდნენ. “სამედიცინო მეცნიერების განვითარება ის ჯოხი იყო, რომელმაც აქლემს ზურგი ჩაუნგრია.” – წერდა გერმანელი მეცნიერი პაულ ერლიხი 1968 წელს.

ერლიხის წიგნმა “მოსახლეობის ბომბი” აქცია ის ყველაზე ცნობილ თანამედროვე მალთუსიანად. 1970-იანებში ერლიხი წერდა: “ასობით მილიონი ადამიანი იშიმშილებს და ეს მათ სიკვდილს გამოიწვევს. მოსახლეობის სწრაფი ზრდა ის კიბოა, რომელიც უნდა ამოიკვეთოს ძალდატანებით, თუკი ცხადია, თავისით არ დარეგულირდება.” ერლიხი წერდა, რომ აშშ-ის მომავალი საფრთხეში იყო. წიგნი ბესტსელერი გახდა, მალთუსის ნაშრომების მსგავსად. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ეს “ბომბი” ფუჭი იყო. იწყებოდა მწვანე რევოლუცია – ნაყოფიერი თესლების, ირიგაციისა და სასუქის ნაზავი, რაც მოსავალს აორმაგებდა. გამოუკვებავი ადამიანები დღესაც არიან, თუმცა მასიური შიმშილობა იშვიათია.

ერლიხი მართალი იყო იმაში, რომ მედიცინის წინსვლა მოსახლეობის ზრდას შეუწყობდა ხელს, რადგან დაავადებებისგან განკურნება და სიკვდილისგან გადარჩენა უფრო ხშირ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. II მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და UNICEF-ის მეშვეობით სამედიცინო დახმარება მიიღეს – პენიცილინი, ყვავილის ვაქცინა, DDT (რომელმაც მილიონობით ადამიანი იხსნა ტიფისა და მალარიისგან). ინდოეთში 1952 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 38 წელს, დღეს კი 64-ზეა ასული. ჩინეთში იგივე მაჩვენებელი 41-დან 73-მდე გაიზარდა. მილიონობით ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში სიკვდილი ემუქრებოდა, არამარტო გადარჩა, არამედ თავად ეყოლათ შვილები. სწორედ ამიტომ გაიზარდა მოსახლეობის მატების სიხშირე პლანეტის მასშტაბით – სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაეცა.

ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ქალებს ბავშვის გაჩენის აღარ ეშინოდათ, ამიტომ შობადობას ისევ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მე-18 საუკუნის ევროპაში ან მე-20 საუკუნის აზიაში ქალები საშუალოდ 6 ბავშვს აჩენდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი მოზრდილობის ასაკს ვერ აღწევდა. დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში ერთ დედაზე 2.1 ბავშვი მოდის, მაგრამ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, ეს მაჩვენებელი მოსახლეობის მტკიცე ზრდას უზრუნველყოფს.

დემოგრაფები ამ ევოლუციას უწოდებენ დემოგრაფიის გარდამავალ პერიოდს. მას, ადრე თუ გვიან, ყველა ქვეყანა გაივლის. ეს ადამიანური პროგრესის დამღაა: ქვეყანას, რომელიც დაასრულებს გარდამავალ პერიოდს, შეუძლია შობადობისა და სიკვდილიანობის კონტროლი. მსოფლიო მოსახლეობის სწრაფი ზრდა გარდაუვალი ეტაპია, რომელსაც, ზოგის აზრით, ჩვენი ცივილიზაცია ვერ გაუძლებს. მაგრამ ზრდის მაჩვენებლის პიკი სწორედ იმ დროს იყო, როცა ერლიხმა განგაშის ზარებს შემოჰკრა. 1970-იანების დასაწყისში ნაყოფიერების სიხშირემ იმაზე სწრაფად დაიწყო ვარდნა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. მას შემდეგ, ზრდის ტემპის მაჩვენებელი შემცირდა 40%-ით.

ეს პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს დაიწყო. პირველი იყო საფრანგეთი. XVIII საუკუნის დასაწყისში სამეფო კარის კათილშობილი ქალბატონები ხორციელ ვნებებს ისე ეძლეოდნენ, რომ 2 შვილზე მეტს არ აჩენდნენ. ამისთვის იმავე მეთოდს იყენებდნენ, რასაც ლევენჰუკი თავის ცოლთან – მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოღება ეაკულაციამდე. ჩანაწერები გვამცნობს, რომ ეს ტენდენცია გავრცელდა XVIII საუკუნის ბოლომდე. XIX საუკუნის მიწურულს ერთ ფრანგ ქალს საშუალოდ სამი შვილი ჰყავდა და ეს ხდებოდა თანამედროვე კონტრაცეპტივების გარეშე.

საფრანგეთს ფეხი აუწყეს დასავლეთის ქვეყნებმა. II მსოფლიო ომის შეტევებმაც იმოქმედა ამ საკითხზე და მოსახლეობის შემცირებასთან ერთად შობადობაც დაეცა. შემდეგ კი მოხდა გასაოცარი მოვლენა, რომელსაც ბავშვების ბუმს უწოდებენ და რამაც დემოგრაფებს პირი დააღებინა. მაგრამ მოგვიანებით შობადობის სიხშირე ისევ მკვეთრად დაეცა და 1990-იანების ბოლოს ევროპაში 1.4 შეადგინა.

ბავშვების ბუმის მოვლენის დასრულებას ორი დიდი ეფექტი ჰქონდა ეკონომიკაზე. დასრულდა ის დეკადები, როცა სამუშაო ძალის უმრავლესობას ახალგაზრდები შეადგენდნენ და ასაკოვნები ძალიან იშვიათად იყვნენ. მეორე ეფექტი ის იყო, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო სამსახურიდან წასვლა. საპენსიო ასაკის შემცირება არის პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც განვითარებულ სამყაროში არსებობს: როგორ დაეხმარონ დაბერებულ მოსახლეობას? ჰოლანდიის ინტერდისციპლინური დემოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფრანს ვილკენსი ამბობს: “იქნება თუ არა 2050 წლისთვის საკმარისი სამუშაო ძალა იმისთვის, რომ პენსიებისთვის თანხა იხადონ? პასუხია არა.”

ინდუსტრიულ ქვეყნებში რამდენიმე თაობაში რეგულირების შემდეგ შობადობა ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდა (replacement level – დონე, როცა შობადობის რაოდენობა ისეთი დაბალია, რომ შემდეგ თაობაში მოსახლეობის სრულად ჩანაცვლება არ შეუძლია). იგივე ემართება სხვა ქვეყნებსაც. დემოგრაფები განცვიფრებულნი არიან, როგორი სწრაფი ტემპით ხდება ეს პროცესი. ჩინეთში, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის მატებაა, ბოლო 20 წელია, შობადობა ზღვარს ქვემოთაა, რაც 1979 წელს მიღებული კანონის შედეგია ერთ ოჯახში ერთი შვილის ყოლის შესახებ. 1965 წელს საშუალო ჩინელ ქალს 6 შვილი ჰყავდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1.5-მდეა ჩამოსული. ირანში, ისლამური რეჟიმის დახმარებით, 80-იანების შემდეგ შობადობის მაჩვენებელი 70%-ით შემცირდა. კათოლიკურ და დემოკრატიულ ბრაზილიაში შობადობის მაჩვენებელი განახევრდა საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. “ჯერ კიდევ გაუგებარია ჩვენთვის, რატომ შემცირდა ასე მკვეთრად შობადობა სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული კულტურა და რელიგიებია. ეს ფრიად ტვინის ამრევი საკითხია.” – ამბობს ჰანია ზლოტნიკი, ევროკავშირის დემოგრაფიული საკითხების ხელმძღვანელი.

“თუკი შეიძლება ითქვას, რომ დღესაც არსებობს შობადობის მაღალი მაჩვენებლის პრობლემა, ეს მსოფლიოს მხოლოდ 16%-ს ეხება და ძირითადი წილი აფრიკაზეა. სამხრეთ საჰარაში ერთ დედაზე 5 შვილი მოდის. ნიგერიაში ეს მაჩვენებელი არის 7. თუმცა რეგიონში 17 ქვეყნის მოსახლეობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 50 წელი ან ნაკლებია. ევროკავშირის ვარაუდით, მსოფლიო შობადობის ზღვარს (replacement level) მიაღწევს 2030 წელს. მსოფლიო მოსახლეობა ნელ-ნელა ზრდის ტემპის დაკლებას დაიწყებს, რაც კარგი სიახლეა.”

ცუდი სიახლე ისაა, რომ 2030 წლამდე სულ ორი დეკადა გვაშორებს და ამ მომენტში ყმაწვილთა თაობა, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ისტორიაში, განაყოფიერებისთვის საჭირო ასაკში იქნება. თუკი მათგან თითოეულ ქალს მხოლოდ 2 შვილი ეყოლება, მომდევნო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობა მაინც ზრდის ტემპით წავა. შეძლებენ მაშინ ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრებას ისე, რომ გარემოს დიდი ზიანი არ მიაყენონ? ერთი რამ ნათელია: ყოველი მეექვსე ადამიანი ინდოელი იქნება.

“მოსახლეობის ზრდის საკითხს დროთა განმავლობაში ვაკვირდებოდი ინტელექტუალურად. ერთ მყრალ ცხელ ღამეს, როცა ტემპერატურა ცელსიუსით 37 გრადუსი იყო, ქალაქ დელის ჰაერი მტვრისა და კვამლის ნისლით გაჟღენთილიყო. ქუჩებს მოსიარულე ხალხი აცოცხლებდა. ხალხი ჭამდა, ხალხი ბანაობდა, ხალხს ეძინა, ხალხი სტუმრად მიდიოდა, ხალხი კამათობდა და ყვიროდა, ხალხი გარედან ტაქსის ფანჯარაში ხელს ჰყოფდა და ფულს მთხოვდა, ხალხი იცლებოდა და შარდავდა, ხალხი ავტობუსს ებღაუჭებოდა, ხალხი ცხოველებს მიერეკებოდა. ხალხი, ხალხი, ხალხი, ხალხი..” – პაულ ერლიხი.

1966 წელს, როცა პაულმა ტაქსით იმგზავრა, ინდოეთის მოსახლეობა ნახევარ მილიარდს შეადგენდა, ახლა კი – 1.2 მილიარდს. დელის მოსახლეობაც სწრაფად გაიზარდა რამდენიმე მილიონით, რადგან მას მოაწყდა ხალხი პატარა ქალაქებიდან და სოფლებიდან. ახლა აქ უამრავი შენობაა, ბევრი გზატკეცილი. ოჯახები მოტოციკლებით გაადგილდებიან, ქალებს ყელსახვევები ალამივით უფრიალებთ. ბაზარში ცალფეხა ბავშვები მათხოვრობენ და დახმარებას ითხოვენ. დღევანდელი დელი ძლიერ განსხვავდება ერლიხის ნანახისგან, და ასევე საოცრად ჰგავს.

ძველი დელის განაპირას, ლოკ ჰაიაკის საავადმყოფოში უამრავი ადამიანი შედის და გამოდის ყოველდღე, ტკეპნის მის შესასვლელს. “განა ვინც ამას იხილავს, არ აღელდება ინდოეთის მოსახლეობის საკითხზე?” – კითხულობს ქირურგი ჩანდან ბორტამული. “მოსახლეობა უდიდესი პრობლემაა.” ბორტამული მონაწილეობას იღებდა იმ ომში, რომელიც დაახლოებით 60 წელი გრძელდებოდა. 1952 წელს, 5 წლის შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ინდოეთი იქცა პირველ ქვეყნად, რომელმაც მოსახლეობის კონტროლის პოლიტიკა შემოიღო. მას შემდეგ მთავრობა ამბიციურ მიზნებს ისახავდა, მაგრამ ყოველთვის კოვზი ნაცარში უვარდებოდა. 2000 წელს განაცხადეს, რომ 10 წელიწადში ერთ ინდოელ ქალზე 2.1 შვილი მოვიდოდა. მაგრამ ამ ნიშნულამდე ჩამოსვლა მინიმუმ შემდეგი 10 წლის განმავლობაში არ მოხდება. ევროკავშირის ვარაუდით, 2050 წელს ინდოეთის მოსახლეობა 1.6 მილიარდს გადააჭარბებს. “გარდაუვალია ის, რომ 2030 წელს ინდოელი მოსახლეობა ჩინეთისაზე მეტი იქნება. ამის შეცვლა შეუძლია მხოლოდ დიდ კატასტროფას, ბირთვულს ან რაიმე მსგავსს.” – აცხადებს ა. რ. ნანდა, ინდოეთის მოსახლეობის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი.

დღესდღეობით ინდოეთში შობადობის კონტროლის ყველაზე გავრცელებული გზაა ქალებზე ჩატარებული დროებითი სტერილიზაცია (განაყოფიერების უნარის მოსპობა ქირურგიული გზით). მთავრობა ცდილობს, ეს შეცვალოს და დანერგოს ვაზექტომია (სათესლე სადინარის მონაკვეთის ამოკვეთა), რომელიც კაცებზე ტარდება, უფრო მარტივია და გაცილებით იაფი ჯდება. ჩანდან ბორტამული მსგავს ოპერაციებს სტუდენტების თვალწინ ატარებს. “როგორც ამბობენ, ნემსის ჩხვლეტა ჭიანჭველას კბენას ჰგავს” – ხსნის ის, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაციენტი უარს ამბობს ადგილობრივ გაუტკივარებაზე. “ამის შემდეგ კი ძირითადად უმტკივნეულოა, ეს უსისხლო ოპერაციაა.” ქირურგიული მაშის დახმარებით ექიმი სათესლის პარკის კანზე ნახვრეტს აკეთებს და ამოაქვს ბოჭკოვანი სადინარი – სპერმის გადამცემი მილი მარჯვენა საკვერცხედან. შემდეგ ორივე ბოლოს შავი ძაფით კერავს და ერთმანეთთან აახლოვებს, რის შემდეგაც ისევ კანის ქვეშ უშვებს. 7 წუთში პაციენტი უკვე ჩვეულებრივად მოძრაობს. სახელმწიფო მას გადაუხდის 1100 რუპიას (დაახ. $25), რაც 1 კვირის ხელფასია მუშისთვის.

ინდოეთის მთავრობამ ვაზექტომიის დანერგვა მანამდეც სცადა, 1970-იანებში, როცა მღელვარება მოსახლეობის ზრდის შესახებ უფრო ძლიერი იყო. პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი და მისი შვილი სანჯაი შეეცადნენ ხელოვნურად გაეზარდათ სტერილიზაციის შემთხვევები. 1976-77 წლებში ამგვარი ოპერაციების რიცხვი გასამმაგდა და 8 მილიონს გაცდა. მათგან 6 მილიონი ვაზექტომია იყო. რამდენიმე შტატში სტერილიზაციის ჩატარება ხალხისთვის სახელმწიფოსგან ფულადი თანხის მიღების საშუალება გახდა. ზოგჯერ პოლიცია შეკრებდა ღარიბ მოსახლეობას და სტერილიზაციის ბანაკებისკენ გაუშვებდა. უარყოფითი განწყობის მიუხედავად, პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და შობადობა შემცირდა, თუმცა ისე სწრაფად არა, როგორც ჩინეთში. ამჟამად ერთ ქალზე 2.6 შვილი მოდის. ეს ორჯერ ნაკლებია იმ პერიოდისაზე, როცა ერლიხი ესტუმრა ინდოეთს. ქვეყნის სამხრეთი ნაწილი და ჩრდილოეთის რამდენიმე შტატი შობადობის ზღვარზე ან მის ქვემოთაა.

კერალაში, სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთის შტატში, ჯანდაცვასა და განათლებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო მაჩვენებლის 1.7-ზე ჩამოსვლას. ამის მიზეზი, როგორც დემოგრაფები ამბობენ, ქალების განათლების დონეა: მათ 90%-ს უმაღლესი განათლება აქვს. გოგონები, რომლებიც სკოლაში დადიან, უფრო გვიან აჩენენ ბავშვებს, ვიდრე ისინი, რომლებიც არ იღებენ დაწყებით განათლებას. უფრო მეტად ერკვევიან კონტრაცეპციის საკითხშიც.

თუმცა ეს ტენდენცია არ შეხებია ინდოეთის ღარიბულ მხარეებს. მოსახლეობის ზრდის ნახევარი წილი რაჯასტანზე, მადია პრადეშზე, ბიჰარსა და უთარ პრადეშზეა, სადაც ერთ ქალზე 3 ან 4 შვილი მოდის. ამ არეალში ქალების ნახევარზე მეტი გაუნათლებელია, უმეტესობა კი 18 წლამდე ქორწინდება. შვილების ყოლით ისინი სოციალურ სტატუსს იღებენ და არ ჩერდებიან, სანამ მინიმუმ ერთი ვაჟი არ გაუჩნდებათ.

ანდრა პრადეშის შტატში 70-იანებში შემოიღეს სტერილიზაციის ბანაკები და ოპერაციის ჩატარების სიხშირე ისევ მაღალი იყო მას შემდეგ, რაც ბანაკები კეთილმოწყობილი საავადმყოფოებით შეცვალეს. ადრეული 90-იანებისთვის ერთ ქალზე სამის ნაცვლად 2-ზე ნაკლები შვილი მოდიოდა. კერალასგან განსხვავებით, აქ ქალების უმეტესობა გაუნათლებელია. მშობელთა უსაფრთხოების ეროვნული ფონდის (NPSF) ხელმძღვანელის, ამარჯით სინგის, გამოთვლით გამოდის, რომ თუკი შობადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე (ე.წ. “ინდური სარტყელის”) 4 ყველაზე დიდი შტატი მიბაძავდა ანდრა პრადეშის მაგალითს, 40 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიბადებოდა. ამით თავიდან აიცილებდნენ ბავშვების სიკვდილიანობასაც, რომლის წილიც 40 მილიონიდან 2.5 მილიონი იყო. ხოლო თუკი მთელ ინდოეთში გავრცელდება მსგავსი საავადმყოფოები, 2050 წელს 1.6 მილიარდის ნაცვლად მოსახლეობა იქნება 1.4 მილიარდი.

ამერიკის მოსახლეობის ასოციაციის (PAA) შეკრება ერთ-ერთი მოვლენაა, სადაც თავს იყრიან მთელი მსოფლიოს დემოგრაფები. გასული წლის აპრილში დემოგრაფიული საკითხების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ჰერვე ლე ბრასმა, განაცხადა, რომ მათი მოლოდინით, ამ საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდება ისტორიის უნიკალური მონაკვეთი – მოსახლეობის “აფეთქება” – და დაიწყება ახალი ეტაპი, რომლის პერიოდშიც მოსახლეობის მატება შეჩერდება, ან შეიძლება კლებაც დაიწყოს.

რამდენად ბევრნი ვიქნებით? სიმჭიდროვის მხრივ ნიუ-იორკივით დასახლებული რომ იყოს, დღევანდელი მოსახლეობა ტეხასის შტატში დაეტეოდა. თუკი 2045 წელს 9 მილიარდი ვიქნებით, იგივე პრინციპით, ისინი საფრანგეთის ნახევარს დაიკავებენ. ამჟამად 21 ქალაქია, რომლის მოსახლეობაც აჭარბებს 10 მილიონს, 2050 წლისთვის კი მათი რაოდენობა მეტი იქნება. დელი ყოველ წელს ასობით ათას მიგრანტს იღებს. ქალაქი დაკა ბანგლადეშში და კინშასა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დღეს 40-ჯერ უფრო დიდები არიან, ვიდრე 1950 წელს. მათი ჯურღმულები ივსება სასოწარკვეთილი ღარიბი ხალხით, რომლებიც უარეს პირობებს გამოექცნენ.

დღესდღეობით ბანგლადეში შედის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში. ამის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ კლიმატის ცვლილებას დიდი გავლენა აქვს. ზღვის დონის მატების გამო შეიძლება ათობით მილიონ ბანგლადეშელს იძულებითი გადაადგილება მოუწიოს. რუანდაც მსგავს სიტუაციაშია. ამერიკელი მეცნიერი ჯარედ დიამონდი წიგნში “Collapse: How Societies Choose to Fail or Succeed” წერს, რომ 1994 წლის რუანდის გენოციდს, რომლის დროსაც 800 000 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ ეთნიკური ნიშნით დევნა არ ედო საფუძვლად. საქმე იმაშია, რომ ფერმერთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო, ხოლო მიწის ფართობთან შედარებით თითოეულს პატარა ნაწილი ხვდებოდა, რაც ფერმერს უძნელებდა ოჯახის შენახვას. “მალთუსის ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება რეალობად იქცეს” – ასკვნის დიამონდი.

ბევრი ადამიანი შიშობს, რომ მალთუსის ვარაუდი სწორი აღმოჩნდება მსოფლიო მასშტაბით – პლანეტა ვერ შეძლებს, გამოკვებოს 9 მილიარდი ადამიანი. Worldwatch Institute-ის დამაარსებელი, ლესტერ ბრაუნი, ფიქრობს, რომ საკვების დეფიციტი ცივილიზაციის ნგრევას გამოიწვევს. ადამიანები ბუნებრივ სარგებელზე არიან დამოკიდებულნი. ნიადაგი “იჭმება” და მიწისქვეშა წყლები ცოტავდება. ეს ფაქტორები მალე შეზღუდავს საკვების წარმოებას. ბრაუნის გეგმა B მსოფლიოს გადასარჩენად არის მასიური გადასვლა საომარ რეჟიმზე, ისე, როგორც აშშ იყო პერლ ჰარბორის ამბების შემდეგ. ეს კლიმატის სტაბილიზაციასა და ეკოლოგიური ზიანის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. თუკი მოსახლეობა არ შეჩერდება 8 მილიარდზე შობადობის შემცირებით, მაშინ სიკვდილიანობა იმატებს.

8 მილიარდი შეესაბამება ევროკავშირის ვარაუდებიდან ყველაზე მცირერიცხოვანს 2050 წლისთვის. ამ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ბანგლადეშს 2050 წელს ნაყოფიერების შეფასება ექნება 1.35, თუმცა დღევანდელთან შედარებით მოსახლეობა 25 მილიონით გაიზრდება. რუანდას ნაყოფიერების შეფასებაც დაიკლებს და შეიძლება ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდეს, თუმცა მოსახლეობა მაინც ორჯერ მეტი იქნება იმასთან შედარებით, რაც გენოციდამდე იყო. თუკი ეს ოპტიმისტური სცენარია, ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ მომავალი საკმაოდ სუსხიანია.

თუმცა ამ ყველაფრიდან სხვა დასკვნის გამოტანაც შეიძლება – რომ მომავალთან დასაპირისპირებლად რიცხვებზე ორიენტირება არაა საუკეთესო გზა. ჯურღმულებში მყოფ ხალხს დახმარება ესაჭიროება, მთავარი გადასაჭრელი პრობლემა კი სიღარიბე და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა უფროა, ვიდრე მოსახლეობის სწრაფი ზრდა. ყოველი ქალისთვის ორსულობის დაგეგმვის საშუალების მიცემა კარგი იდეაა, ამას მნიშვნელოვნად შეუძლია ყოფა-ცხოვრება შეცვალოს. მაგრამ შობადობის კონტროლის ყველაზე ეფექტური გზაც კი ვერ იხსნის ბანგლადეშს ზღვის დონის მატებისგან, რუანდას – მომდევნო გენოციდისგან და ყველა ჩვენგანს – მასშტაბური ეკოლოგიური პრობლემებისგან.

გლობალური დათბობა კარგი მაგალითია. წიაღისეული საწვავისგან გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობა მუდმივად იმატებს ჩინეთში, რასაც მის ზრდად ეკონომიკას უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა შობადობის მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთაა, მოსახლეობის კონტროლთან დაკავშირებით მეტი ზომა ვერ გატარდება. სადაც მოსახლეობის ზრდა ყველაზე სწრაფად ხდება – სუბსაჰარულ აფრიკაში, გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობა ერთ სულზე გაცილებით ნაკლებია აშშ-ის მაჩვენებელზე. ასე რომ მოსახლეობის კონტროლი აქ ვერ შეცვლის გარემოს. ბრაიან ო’ნილის (ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრიდან) დაანგარიშებით, თუკი 2050 წელს მოსახლეობა 8.9 მილიარდის ნაცვლად იქნება 7.4 მილიარდი, გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობა შემცირდება 15%-ით. “ვისაც ჰგონია, რომ მთელი პრობლემა მოსახლეობაშია, ცდება” – აცხადებს ჯოელ კოჰენი. “ეს მთავარი პრობლემაც კი არ არის. გლობალური დათბობის შესაჩერებლად წიაღისეული საწვავიდან ალტერნატიულ ენერგიაზე უნდა გადავერთოთ.”

თუმცა მოსახლეობის რაოდენობას ცხადია, აქვს მნიშვნელობა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მოიხმარს ხალხი რესურსებს. ზოგიერთი ჩვენგანი უფრო დიდ ნაკვალევს ტოვებს, ვიდრე სხვა. მომავლის უმთავრესი პრობლემაა, როგორ დააღწიოს ხალხმა თავი სიღარიბეს – ჯურღმულის ბინადრებმა დელიში და ფერმერებმა რუანდაში. ეს უნდა მოხდეს თითოეული ჩვენგანის მიერ ბუნებაზე მოხდენილი გავლენის შემცირებით.

მსოფლიო ბანკის წინასწარმეტყველებით, 2030 წელს მილიარდზე მეტი ადამიანი იქნება “საშუალო კლასში”. ეს მაჩვენებელი 2005 წელს 400 მილიონს შეადგენდა. ეს კარგი სიახლეა. მაგრამ საკითხი გართულდება, თუკი მათი უმეტესობა ხორცისმჭამელი იქნება და ბენზინზე ან გაზზე მომუშავე ავტომობილები ეყოლებათ. 2030 წლის საშუალო კლასის შემადგენელი ადამიანების ნაწილი უკვე დაიბადა, ვინც აწი უნდა დაიბადოს, იმათზე კონტროლი ვერ მოხერხდება. თუმცა არც ისე გვიანია, შევცვალოთ საკვებისა და ენერგის მოხმარების სისტემა.

რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია დედამიწას? ჯოელ კოჰენმა ამ საკითხის კვლევას წლები მიუძღვნა. “მე წიგნი დავწერე, სადაც მეგონა, რომ პასუხს გავცემდი ამ კითხვას. თუმცა აღმოვაჩინე, რომ თანამედროვე ცოდნის საფუძველზე ამის გამოთვლა შეუძლებელია.”

საუკუნეების განმავლობაში პესიმისტები მუდმივად უხსენებდნენ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებებს იმ ოპტიმისტებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ კაცობრიობა შეძლებდა პრობლემების აღმოფხვრას. საბედნიეროდ, ისტორია ოპტიმისტების სასარგებლოდ მიედინებოდა, თუმცა ცხადია, ისტორია არ წარმოადგენს ზუსტ სახელმძღვანელოს მომავლისთვის. არც მეცნიერება. მეცნიერებას არ ძალუძს, დაადგინოს, როგორ დასრულდება ბრძოლა: საზოგადოება VS დედამიწა, რადგან ამ მოვლენის ფაქტები – რამდენი ჩვენგანი იქნება და როგორ ვიცხოვრებთ – დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე.

ტომას მალთუსმა წიგნის ბოლოს, გარდა იმ რკინის კანონისა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უკონტროლო ზრდა გამოიწვევს მასიურ შიმშილობას, პოზიტიური რაღაცაც ჩააქსოვა: ეს მოვლენები გვაიძულებს ვიმოქმედოთ და საბოლოდ, ჩვენ მსოფლიოს დავიპყრობთ. “მუშაობის გარეშე ადამიანი ხდება უსიცოცხლო, მოდუნებული და ზანტი. მუშაობა კი აუცილებლობის გამო ხდება. იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს, კაცს უწევს შრომა, რაც აღვიძებს ისეთ უნარებსა და ნიჭებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მიძინებული იქნებოდა. ახალი და საგანგებო სიტუაციები გონებას აქცევს შესაბამისად იმ გარემოსთან, რომელშიც მუშაობა უწევს და აიძულებს მას, დაძლიოს სირთულეები.”

მალე 7 მილიარდი ვიქნებით, 2045 წელს – 9 მილიარდი. ვიქონიოთ იმედი, რომ მალთუსი ჩვენი გამჭრიახობის შესახებ მართალი იყო.

დიდია მაგრამ საინტერესო პოსტია :)

 

წყარო: http://charliuss.com/2011/06/07/7-billion/

საუკუნის ძარცვა ბელგიაში

ბრიუსელის აეროპორტში გუშინ –– 18 თებერვალს მოხდა საოცრად მასშტაბური ძარცვის ფაქტი, რვა ბოროტმოქმედმა გათხარა გვირაბი, რომლიც “მერსედესი“–სა და „აუდი“–ს მარკის ავტომობილებით გაიარეს და მოხვდნენ აეროპორტის დახურულ ზონაში, ნიღბები ეკეთათ და შეიარაღებულებიც იყვნენ. ძარცვის ობიექტს წარმოადგენს ძვირფასი თვლები, კერძოდ ამერიკული ძვრიფასეულობის გადამზიდი და საინკასაციო კომპანიის „Brink’s“–ის გადასაზიდი 350 მლნ. ევროს ანუ 465 მლნ. დოლარის ღირებულების ალმასი (მასა 10 კგ.) ___აცხადებს ბელგიის ტელევიზია და “Agence France-Presse”. აღსანიშნავია, რომ „Associated Press“–ის ინფორმაციის წყაროები ალმასის საერთაშორისო ცენტრში (World Diamond Centre, WDC– მდებარეობს ანტვერპენში) აცხადებენ, რომ ძვირფასი თვლების ღირებულება 37 მლნ. ევრო ანუ 50 მლნ.დოლარია. ალმასის საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით ძვირფასი თვლები წამოადგენდა დაუმუშავებელ ალმასს და არა ბრილიანტს, ამ შემთხვევაში მათი ღირებულება გაცილებით დიდი იქნებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა აეროპორტში დღეს მომხდარ დანაშაულს ისინი „ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურს“ უწოდებენ…
“Agence France-Presse”–ს განცხადებით ძარცვის მომენტში ალმასები თვითმფრინავის ბორტზე აჰქონდათ, ხოლო „Associated Press“–ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით ალმასები უკვე თვითმფრინავის ბორტზე იყო… იარაღის მუქარით მძარცველებმა მალევე ხელთ იგდეს ალმასები და იმავე გვირაბში გაუჩინარდნენ რითაც შეაღწიეს დახურულ ზონაში. ძარცვა რამოდენიმე წუთში მოხდა, ამასთან არც ერთი გასროლა არ განხორციელებულა და არავინ დაშავებულა, უბრალოდ თვითმფრინავის რეისი ციურიხის მიმართულებით გადაიდო… პოლიციელებმა მხოლოდ ორი მანქანიდან ერთ–ერთი იპოვეს დამწვარ მდგომარეობაში, აეროპორტის მახლობლად.