მსოფლიოს უდიდესი მოქმედი რევოლვერი

image

რევოლვერი, ზოგადად, მცირე იარაღადაა მიჩნეული. შეიძლება ქამარზე ჩამოიკიდოს პატრონმა, შეიძლება ჯიბეშიც ჩაიდოს. მაგრამ პოლონური სოფლის, პეტროვოს მკვიდრის – რიშარდ ტობიშის (Ryszard Tobys) მიერ დამზადებული რევოლვერის შემთხვევაში საქმე ცოტა არ იყოს რთულადაა. ეს იარაღი დაახლოებით 45 კგ-ს იწონის და სიგრძეში 126 სმ-ს აღწევს. იარაღი ფოლადისგანაა დამზადებული. ჩახმახის მასალად – ბრინჯაო.

რევოლვერი არის გადიდებული ასლი ოდესღაც ამერიკულ ჯარში ძალიან პოპულარული იარაღის – 1859 Remington New Model Army black powder revolver. მთავარი მაინც ისაა, რომ ეს რევოლვერი რეალურად ისვრის. მონდომება თქვას კაცმა, თორემ..

როგორც ჭეშმარიტ იარაღის ოსტატს შეეფერება, რიშარდს თავისი სახელი აქვს დატანილი ნამუშევარზე.

image

ორიგინალისა და ასლის შედარება უფრო თვალსაჩინოს ხდის ნამუშევარს

image

image

თავად ოსტატიც აღიარებს, რომ მის ნამუშევარს გარკვეული ნაკლიც აქვს. მაგალითად – მისი გასროლა მხოლოდ სპეციალური სადგამის გამოყენებითაა შესაძლებელი. კალიბრი კი – 28 მმ- შეადგენს!!

image

რევოლვერის ბარაბნის დემონსტრირება

image

გიგანტური იარაღი დაშლილ მდგომარეობაში

image

ალბათ გასაკვირი არაა, რომ რიშარდ ტობიშის დამზადებული Remington 1859 ასლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

image

 

10 უძვირესი ძაღლის ჯიში

მსოფლიოში უამრავი ძაღლის ჯიშია და საკმოდ სერიოზული ფასებითაც. მე შემოგთავაზებთ 2011 წელს შედგენილ უძვირესი ჯიშების ათეულს.

10) სიის მეათე ადგილი დაიკავა იაპონურმა “აკიტამ”. ეს ძაღლი 1.500$-დან 4.500%-მდე ღირს.

image

9)ჩვენი მეცხე ადგილოსანი გახდა წვერიანი კოლი. მისი ფასი 1000$-დან 5000$-მდე მერყეობს.

image

8)მერვე ადგილს კი ფარაონი მწევარი იკავებს, რომელიც მე პირადად, არც ისე მესიმპათიურება. მისი ფასია 2.500-6.5000$.

image

7)მეშვიდე ადგილზეა ყველასთვის კარგად ცნობილი ტიბეტური მასტიფი. ფასი – 2.200-7.000$.

image

6) როტვეილერი მეექვსეა 2.000-8.000$-ით.

image

5) მეხუთე ადგილზეა ბუთქუნა ჩინელი ძაღლი ჩაუ-ჩაუ. მისი ფასი 3.000-8.500 დოლარამდეა.

image

4) აი, რიგით მეოთხე ძვირი ცუგო კი ინგლისური (ბრიტანული) ბულდოგია. მისი ფასი 2.500-დან 9.000 დოლარამდე მერყეობს.

image

3)და მივადექით სამოიედს, თოვლივით ფითქინა ძაღლს, რომლის ფასია მინიმუმ 4, ხოლო მაქსიმუმ – 11 ათასი დოლარი.

image

2)მეორეზეა პატარა სპანიელი. ამ მართლაც ცუგოს მაქსიმალური ფასია 14000$.

image

1) და აი, პირველია გერმანული ნაგაზი, რომელსაც ცუგოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მისი ფასი 3.000-დან იწყება და 24.000$-საც კი აღწევს.

image

მაგრამ ყველაზე ძვირად გაყიდული ძაღლია ტიბეტური მასტიფი “Hong Dong”-ი. მისი ფასი 1.5 მილიონი ამერიკული დოლარია და ეკუთვნის მულტიმილიონერ ლუ ლიანგს. ძაღლის წონა 81 კილოგრამია და სპეციალური დიეტით იკვებება. აი, მისი სურათიც…

image

 

სენსაცია – მეცნიერებმა საწვავი ჰაერისგან დაამზადეს

Image

ბრიტანელმა მეცნიერებმა მართლაც რევოლუციური ტექნოლოგია შეიმუშავეს. ისინი საწვავს ჰაერისგან ამზადებენ. ბენზინად ჰაერის ნახშირორჟანგის აირი და წყლის წყალბადი აქციეს.
უნიკალური საწვავის პირველი პარტია ბრიტანეთში უკვე გამოუშვეს.
ეს კომპანია Air Fuel Synthesis-მ გააკეთა, რომელმაც უნიკალური მიგნებით ჯერ მხოლოდ 5 ლიტრი ასეთი ბენზინი დაამზადა. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ შეუძლია დღეში ერთი ტონა ახალი საწვავი დაამზადოს.
ამ მომენტში პროცესი ადრეულ ეტაპზეა და ნაციონალური ქსელიდან სჭირდება ელექტროობა. თუმცა კომპანია თვლის, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება გამოიყენოს, მაგალითად, ქარის ელექტროსადგურები.
– ჩვენ ჰაერიდან ავიღეთ ნახშირორჟანგის აირი, წყლიდან კი წყალბადი და ისინი საწვავის ელემენტებად გადავაქციეთ. ჩვენს საწვავს შეუძლია იმუშაოს არსებულ ძრავებში. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა – აცხადებენ კომპანიაში.

facebook” – ის შემოსავალი მკვეთრად დაეცა

Image

სოციალური ქსელი ფეისბუკი 2012 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავლების მკვეთრივარდნის შესახებ საუბრობს. მიზეზად კი სოციალური ქსელის დამუშავებასა და გამოკვლევებს ასახელებს.

კომპანიის შემოსავალმა გასული წლის უკანასკნელ მეოთხედში 64 
მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2011 წელს წლის ამ მონაკვეთში შემოსავალი 320 მილიონი დოლარი იყო. ამ განცხადების შემდეგ კომპანიის აქციები ნიუ-იორკის დახურულ სავაჭრო ბირჟაზე 6 პროცენტით დაეცა .

საქორწილო ტრადიციები

Image

– ინგლისური და ამერიკული ტრადიციების თანახმად, ქორწილში პატარძალმა ერთი ახალი, ერთი ნათხოვარი, ერთი ძველი და ერთი ცისფერი ნივთი უნდა ჩაიცვას.

– ინდიელთა ტომის, ნავახოს პატარძალმა ჩაცმულობაში ოთხი ფერი უნდა გამოიყენოს.

– კენიელმა ახალგათხოვილმა ქალმა მთელი წლის განმავლობაში ხელები შავ-წითელი ორნამენტებით უნდა მოიხატოს. მთელი ტომის მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ქალი პატარძალია და პატივი უნდა სცენ. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ქალის მძიმე ტვირთის გასაზიარებლად, ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა მთელი თვე ცოლის კაბაში უნდა გაატაროს.

– ბედნიერების დასაბედებლად, იტალიელმა სასიძომ ქორწილის დილას სახლში მწვანე პერანგი უნდა ჩაიცვას. იტალიელ ახალდაქორწინებულებს ვარდის ფურცლებს, ბრინჯსა და შაქარში ამოავლებულ ნუშს აყრიან. ამ უკანასკნელს ისინი იჭერენ და ერთმანეთს აჭმევენ.

– აფრიკის ზოგიერთი ტომის ჩვეულების თანახმად, პირველ ღამეს ქმარმა ცოლს წინა ორი კბილი უნდა ჩაუმტვრიოს. ტომში ასეთი ანდაზაც კი აქვთ :”გათხოვილი, კბილებჩამტვრეული ქალი ამაყად იცინის, გასათხოვარი,
კბილებიანი ქალი კი მორცხვად იღიმის.”

– მაკედონიაში პირველ ღამეს ახლადდაქორწინებულები მთავარი განძის, ქუდისა და ჩექმის დასაუფლებლად იბრძვიან. ვინც ორივე ნივთს მოიპოვებს, ოჯახის უფროსიც ისაა.

– ბახუტის ტომის (ცენტრალური აფრიკა) ახალდაქორწინებულებმა პირველი კვირის განმავლობაში ყოველი დილა ერთმანეთის ცემით უნდა დაიწყონ. წყვილი საღამოს დასაძინებლად მშობლებთან მიდის, დილით ისევ სახლში ბრუნდება და ერთიმეორეს ურტყამს. კვირის ბოლოს წყვილი ხვდება, რომ ერთმანეთზე წყენა აღარ აქვს და მშვიდობიანი ცხოვრებას იწყებს.

– სუდანში სასიძომ საპატარძლოს ოჯახის ერთგვარი გამოსასყიდი უნდა გადაუხადოს, რადგან ქალიშვილის სახით, ოჯახი “მუშახელს” კარგავს. საფასური შესაძლოა, იყოს ფულადი,ცხვარი ან ძროხა.

– სომალში მშობლები ბავშვებს ჩვილობაშივე ნიშნავენ. მამაკაცს შეუძლია, ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვა შეუძლია.

– ინგლისელ წყვილს ეკლესიაში პატარა გოგონა უნდა შეუძღვეს, რომელიც ნეფე-პატარძალს გზაზე ვარდის ფურცლებს უყრის.

– ბალზე ახალდაქორწინებული ნარკოზის გარეშე კბილებს იქლიბავენ. ამით იმის დამტკიცება უნდათ, რომ მათში ბოროტი სული არ ბუდობს. სადღესასწაულო სუფრასთან მხოლოდ ქალები სხედან. მამაკაცები მთელი ღამე კერძებს ამზადებენ და დილით ისვენებენ.

– ინდოელები საქორწინო ბეჭედს არათითზე კი არა, ცერა თითზე იკეთებენ.

– სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ტომში პატარძალმა ქორწილის მეორე დილით მთელი ეზო უნდა დახვეტოს და ოჯახის წევრ სხვა ქალებს საოჯახო საქმეების კეთებაში მიეხმაროს.

ცოტნე დადიანი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ამბავი ცოტნე ბატონიშვილისა ყველასთვის საინტერესო და ისტორიაში ერთ-ერთი სამაგალითო ამბავია, რაც მთავარია ეს არ არის ლეგენდა, ეს რეალური ფაქტია რაც მიუთითებს ცოტნე დადიანის დიად სულზე და გმირულ ხასიათზე … 

ცოტნე დადიანი – ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების მაგალითი მისცა, მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, მაშინ, როდესაც საქართველო უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა და როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყვარულით გულანთებული მამულიშვილები. „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“ –ასე ახასიათებს მას ჟამთააღმწერელი „ასწლოვან მატიანეში“ და დასძენს, „პატივოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი“.

1235 წელს საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. რუსუდანმა მათთან დაზავება გადაწყვიტა, მითუმეტეს, რომ დახმარების იმედი არსაიდან ჩანდა. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ელჩობა არსენ მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის მეთაურობით ბათო–ყაენთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. 1243 წელს დაიდო ზავი, საქართველო „ოქროს ურდოს“ მფლობელობაში მოექცა. ზავის თანახმად, სამეფო ხელისუფლება ქვეყანაში ხელუხლებლად რჩებოდა, მეფობის პრეტენდენტს ყაენი ამტკიცებდა. ქართველებს უნდა გადაეხადათ ხარკი – 50 ათასი პერპერა, საჭიროების შემთხვევაში კი მონღოლთა მხარეზე საბრძოლველად სამხედრო ძალა უნდა გამოეყვანათ. ზავის დადების შემდეგ რუსუდანმა თავისი ძე დავითი, რომელიც მანამდე თანამოსაყდრედ დასვა, ყაენთან გააგზავნა მეფედ დასამტკიცებლად. 1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა და დაიწყო უმეფობის ხანა. ტახტის მემკვიდრე დავითი ჯერ კიდევ არ იყო ურდოდან დაბრუნებული. მონღოლებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და საქართველო, მონღოლური წესის მიხედვით, დუმნებად დაყვეს. დუმნისთავობა დამპყრობლებმა ცნობილ ქართველ დიდებულებს: ეგარსლან ბაკურციხელს, შანშე მხარგრძელს, ყვარყვარე ჯაყელს, გრიგოლ სურამელს, ცოტნე დადიანს და სხვებს უბოძეს.

მონღოლთა ბატონობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, მათ საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქართველები არ აპირებდნენ ასე ადვილად შეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას და გადაწყვიტეს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.

შეთქმულები ჯავახეთში, კოხტასთავზე შეიკრიბნენ: „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი შეკრებისა“. შეკრების ადგილად რკინის ჯვარი, სამცხესა და ღადოს შორის არსებული ტერიტორია დასახელდა. თათბირი დასრულდა თუ არა, პირველებმა კოხტასთავი დატოვეს ცოტნე დადიანმა და კახაბერ კახაბერის ძემ, რომელთაც ყველაზე დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი. ისინი იმერეთ–აფხაზეთსა და რაჭა–თაკვერში უნდა გადასულიყვნენ და ლაშქრის შეგროვების შემდეგ, დანიშნულ დროზე რკინის ჯვარზე გამოცხადებულიყვნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ გასცა შეთქმულები –მოულოდნელად მონღოლთა ჯარები, ბიჩოისა და ანგურგის სარდლობით, თავს დაესხნენ ქართველ დიდებულებს, შეიპყრეს და ანისის ქვეყანაში, იმ ადგილას წაიყვანეს, რომელსაც „შირავაკანი“ ერქვა. მონღოლთა მთავარმა ნოინმა, ჩარმაღანმა, რომელიც ნდობით ეპყრობოდა ქართველებს, იუცხოვა მათი ღალატი და გაკვირვებული შეუდგა დაკითხვას.

შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ და აცხადებდნენ, რომ აჯანყების განზრახვა არ ჰქონიათ. მონღოლებმა მათ არ დაუჯერეს: მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.

ამასობაში ციხის–ჯვარში შეხვედრის დროც დადგა. ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით გამოცხადდა და როდესაც შეიტყო თავზარდამცემი ამბავი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ანისში ცოტნემ იხილა რა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა და გვერდით მიუჯდა მათ.

მონღოლებს არ დასჭირვებიათ ეკითხათ, ვინ იყო ამ უცნაური საქციელის ჩამდენი, ჟამთააღმწერლის ცნობით, მას, „კაცსა კეთილსა და სრულს“ ყველა ძალიან კარგად იცნობდა. ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, – უპასუხა ცოტნემ. ამ პასუხით ყველა სახტად დარჩა. ცოტნე დადიანის თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, განსაკუთრებით ჩაღატა ნოინზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის ამბავი, მისი გმირობა რწმენის, სიყვარულისა და თავდადების მაგალითია. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა ხობის უძველეს ტაძარში შემორჩენილია ცოტნე დადიანისა და მისი მშობლების ფრესკა, ხოლო ქ. ფოთში დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ცოტნე დადიანის ძეგლი.

კორპორაცია მაიკროსოფტი

microsoft_logo

ვაგრძელებთ სხვადასხვა ცნობილი კომპანიების ისტორიების თხრობას და ამჯერად მაიკროსოფტს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღაბა.

Microsoft-ის დამაარსებელი უილიამ ჰენრი გეიტს III დაიბადა 1955 წელს ქალაქ სიეტლში იურისტისა და სკოლის მასწავლებლის ოჯახში. მან ადრეულ ასაკშივე გამოავლინა მათემატიკისკენ მიდრეკილება და სხვა განსაკუთრებული შესაძლებლობები.

 

იგი კერძო პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, სადაც გაიცნ პოლ ალენი. ორივე ფანტასტიკის მოყვარულები იყვნენ. იქვე ადგილობრივ გამოთვლით ცენტრში გაიხსნა საბავშვო წრე, სადაც ორივე მაშინვე ჩაეწერა. პროგრამირებისადმი გატაცებამ ბილ გეიტსი სასკოლო გაკვეთილების გაცდენას მიაჩვია. ორივე თავიანთ თავისუფალ და “არათავისუფალ” დროს ამ საკითხებზე მუშაობაში ატარებდნენ. მერვე კლასელი ბილ გეიტსი უკვე პროგრამებს წერდა და ანაზრაურებასაც იღებდა.

ბოლო კლასში ყოფნისას ბილმა პროგრამისტად დაიწყო მუშაობა კორპორაცია TRW-ში, სადაც წელიწადში 20 ათას დოლარს უხდიდნენ.

შემდეგ კი ბილმა დაიწყო საკუთარ კომპანიაზე ზრუნვა. ის ჩაიკეტა სასტუმროს ნომერში და რამოდენიმე წელი თავაუღებლად მუშაობდა და აი 1975 წელს დაიბადაMicrosoft-ი, რომელიც გახდა კერძო კორპორაცია, მისი თავმჯდომარე გახდა ბილ გეიტსი, ხოლო პოლ ალენი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

ერთხელ ბილმა და ალენმა ჟურნალ Popular Electronics-ში ნახეს სტატია სამაგიდო კომპიუტერ Altair-ზე, სადაც მისი მწარმოებელი კომპანია MITS-ი ეძებდა კომპიუტერისათვის პროგრამირების ენას, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას მისცემდა ემუშავათ Altair-ზე. პოლმა და ბილმა სასწრაფოდ დაამყარეს კავშირი კომპანია MITS-თან და განუცხადეს, რომ გააჩნიათ ალგორითმული ენა BASIC-ის საუკეთესო ევრსია. სინამდვილეში კი იცრუეს, ერთადერთი, რაც მათ ჰქონდათ, იყო სამი კვირა კომპანია MITS-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრამდე. ბილმა კოდები გააკეთა. პოლმა პროგრამეი დაწერა. მოკლედ, ორ კვირაში პროგრამული უზრუნველყოფა მზად იყო.

bill-gatesდასაწყისში კომპანია Microsoft-ის საქმიანობა არც თუ ისე კარგად მიდიდა. გეიტსი, ალენი და მისი თანამებრძოლნი მუშაობდნენ დღეღამეში 24საათის განმავლობაში, მაგრამ არ გააჩნდათ არც ძალა, არც საშუალება რაიმე გენიალური პროდუქტის შესამქნელად. ერთადერტი, რაც მათ შეძლეს, ეს იყო ბეისიკში სრულყოფილების შეტანა. კომპანიას არ ჰქონდა პროდუქციის გასაღების მენეჯერის აყვანის საშუალება. ამიტომ ეს საქმე გეიტსის დედამ ითავა. იგი ყოველგვარი მორიდების გარეშე სთავაზობდა Microsoft-ის პრუდუქციას ისეთ უზარმაზარ კორპორაციებს, როგორიცაა IBM და AT&T.

1977 წლის ივლისში Microsoft-ი იწყებს პროგრამირების  მეორე ენის ForTran-ის გაყიდვას. 1978 წლის აპრილში კი პროგრამირების მესამე ენის COBOL-80 – ის გაყიდვას, რომელიც განკუთვნილი იყო 8080 Z-80 და 8085 მიკროპროცესორული სისტემებისათვის.

1978 წლის ოქტომბერში ფირმა RadioShack-და და Apple-მ Microsoft-ისაგან BASIC-ის ლიცენზია შეიძინეს.

BASIC 8080 პირველი პროგრამული პროდუქტია, რომელმაც 1979 წლის 4 აპრილსერთ მილიონიანი პრემია მიიღო. პრემია, რომელიც გადაეცა პოლ ალენს იყოMicrosoft-ის პირველი ჯილდო.

კომპანია Microsoft-ის სერიოზული აღმასვლა დაიწყო 1980 წელს, როცა IBM-მა შესთავაზა, შეექმნათ საბაზო  ოპერაციული სისტემა მის მიერ გამოშვებული ყველაPC-სთვის (პერსონალური კომპიუტერი). ამ დრიოსთვის Microsoft-ში 39 ადამიანი მუშაობდა.

1982 წლის 1 აპრილს Microsoft-მა ევროპაში გახსნა მარკეტინგისა და გასაღების წარმომადგენლობა. ასევე კომპანიის პირველი საზღვარგარეთული განყოფილება დიდ ბრიტანეთში.

1982 წლის ნოემბერში კომპიუტერების მწარმოებელმა 50-ზე მეტმა ფირმამ შეიძინა Microsoft-ის დისკური ოპერაციული სისტემის MS DOS-ის ლიცენზია.

windows xpბილ გეიტსმა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს მოუწოდა, შეექმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც გათვლილი იქნებოდაIBM-ის პერსონალურ კომპიუტერებთან თავსებადობაზე, რათა ნებისმიერი პროგრამა, რომელის დაიწერებოდა IBM-ის პერსონალური კომპიუტერებისათვის, თავსებადი ყოფილიყო მათი კომპიუტერებისათვისაც. გეიტსის მოწოდებამ გაამართლა. სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული კომპიუტერების 80%-ზე დაყენებული იქნა MS DOS-ი, რის საფუძველზეც წარმოიშვა ტერმინი “IBMთავსებადი”. ოპერაციული სისტემისMS DOS-ის ასეთმა გამარჯვებამ განაპირობა Microsoft-ის პირველი ნაბიჯის გადადგმა მონოპოლისტობისაკენ.

1983 წელს Microsoft-მა პუბლიკას წარუდგინა DOS-თვის განკუთვნილი ტექსტური რედაქტორი Microsoft Word-ი. ამავე წელს კომპანიამ შექმნა ოპერაციული სისტემაWindows-ი.

1984 წელს Microsoft-მა პროგრამული პროდუქტების მწარმოებლებში დაიკავა პირველი ადგილი.

1984 წელს Microsoft-მა Microsoft Windows-ისთვის (შემოკლებით MS Windows) შექმნა ელექტრონული ცხრილი Excel-ი.

ms office1   1986 წელს Microsoftი მონოპოლისტი გახდა ტექსტური რედაქტორის და ელექტრონული ცხრილების მსგავსი პროდუქტების წარმოებაშიც, მათ შექმნეს საოფისე პროგრამების ნაკრებიMicrosoft Office (შემოკლებით MS Office).

ამ თავბრუდამხვევი წარმატების ფონზე, Microsoft-ს პრობლემები შეექმნა ა.შ.შ-ს ანტიმონოპოლიურ სამსახურთან. რადგან კომპანია ბაზრის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. ეს შეიძლება მივაწეროთ იმასაც, რომ Microsoft-ს არ ჰყავდა ღირსეული კონკურენტი, თუმცა ეკონომიკურ თეორიას თუ დავუჯერებთ, ბაზრის წესების მიხედვჲტ აუცილებლად იქმნება კონკურენცია ნებისმიერ დარგში. თუმცა, როგორც კი გამოჩნდებოდა ამ სფეროში Microsoft-ის კონკურენტი, ის კომპანიასთან ერთიანდებოდა, ან ჩუმად ქრებოდა ბაზრიდან და მიუხედევად იმისა, რომ Microsoft-ი თავის არსებობის მანძილზე არასოდეს ფლობდა მსოფლიო ბაზრის 80-90%-ზე მეტს, ანტიმპონოპოლიურ სამსახურთან მუდამ პრობლემები ჰქონდა.

ა.შ.შ-ს ანტიმონოპოლიური სამსახური სოფლიოში ყველაზე განვითარებულად ითვლება და როგორც ხუმრობენ, ის Microsoft-თან ბრძოლაში განვითარდა და დაიხვეწა ასე. ამ კანონმდებლობაში ერთ-ერთ საკანონმდებლო აქტს რაწმოადგენსშერმანის კანონი, რომელიც კრძალავს “ერთპიროვნულ კონტროლს ამა თუ იმ დარგში”. აღნიშნული კანონი, რომელიც ბრწყინვალედ მუსაობდა ყველა სხვა დარგში, ვერ მუშაობდა პროგრანული უზრუნველყოფის ბაზარზე. ბილ გეიტსს ხშირად იბარებდნენ სასამართლოში, უყენებდენ ათასგვარ ბრალდებას, კონკურენტების მოსპობის და ბაზრის მონოპოლიზირების შესახებ, მაგრამ ბილ გეიტსი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, მშრალად გამოდიოდა წყლიდან, ისეთი საქმეებიდანაც კი, სადაც სხვა ნებისმიერი კომპანია მარცხდებოდა.

microsoftMicrosoft-ი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ბილმა აიხდინა “ამერიკული ოცნება” – საკუთარი დაუღალავი შრომით და ნიჭის წყალობით მოიპოვა უზარმაზარი ქონება, ის ხომ დღეღამეში 15 საათზე მეტს მუსაობდა უნივერსიტეტის კომპიუტერთან და ათენებდა ღამეებს პროგრამების წერაში.

აქედან გამომდინარე, შეძლება ვივარაუდოთ, რომ Microsoft-ს დაარსებიდან დღემდე ა.შ.შ-ს მთავრობა ფარულად უჭერს მხარს. უცნაური ნიჭისა და გაქანების მქონე ბილ გეიტსი მთავრობის გარეშეც გახდებოდა ბიზნესმენი, მაგტამ ამხელა გიგანტს ალბათ ვერ შექმნიდა, რადგან არამც თუ ბაზრის 90%-ის, არამედ 25%-ის დაპყრობისთანავე ანტიმონოპოლიური სამსახური Microsoft-ს მოსპობდა. ისიც სავარაუდია, რომ ა.შ.შ-ს ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა იმისათვის, რომ მსოფლიოს თვალწინ გაეთამაშებინათ სპექტაკლი “ამერიკული ოცნების” შესრულების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამით არაფერი დაუკარგავთ. პირიქით, ორმაგად ამოიღეს. რამდენადაც ა.შ.შ. არის ქვეყანა, სადაც განლაგებულია მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კორპორაციაMicrosoft-ი, რომლისგანაც სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს საკმაოდ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი:

1. კორპორაციის მეპატრონე ქვეყნის პრესტიჟს მაღლა სწევს, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია;

 

2. კოპრპორაცია Microsoft-ი ქვეყანას უხდის უზარმაზარ გადასახადს, რადგანაც მონოპოლისტების გადასახადი ბევრად სჭარბობს ჩვეულებრივი საწარმოების გადასახადს;

 

3. და ბოლოს, ბილ გეიტსი არნახული შრომის მოყვარეა. იგი დღეღამეში 15 საატზე მეტს Microsoft-სათვის მუშაობს. რაც მთლიანად ქვეყნის შრომისმწარმოებლურობას ზრდის.

საუკეთესო მეტრო-სადგურები

ბრიტანულმა გამომცემლობა Daily Telegraph-მა შეადგინა ევროპაში ყველაზე  ლამაზი მეტრო საგდურების ჩამონათვალი.პირველ ადგილზე აღმოჩნდა მეტრო “ტოლედო” ნეაპოლში (იტალია), რომელიც ახლახან გაიხსნა Via Toledo-ზე – ნეაპოლის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე. მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უფრო ღრმა მეტროს სადგურის ინტერიერზე იმუშავა ესპანელმა არქიტექტორმა – Oscar Tusquets Blanca-მ (ოსკარ ტუსკეტც ბლანკა) და სამხრეთაფრიკელმა მხატვარმა – William Kentridge (უილიამ კენტრიჟმა). სადგურის კედლები და ჭერი დაფარულია სინათლის და წყლის ნახატებით, ხოლო გასაოცარი, სხვადასხვა ფერით განათებული მოზაიკა ტოვებს ფიფქების ცვენის ან წყლის ქვეშ ჩაყვინთვის შთაბეჭდილებას.

ჩამონათვალში ჭარბობს , რუსეთის მეტროსადგურები (მოსკოვის და პეტერბურგის). ალბათ უფროს თაობას ახსოვს , რომ კომუნისტები ჯიუტად ამტკიცებდნენ იმას, რომ მოსკოვის მეტრო მსოფლიოში ყველაზე უფრო ლამაზია. ბოლო პერიოდში, ჩვენს მეტროსადგურებსაც გაუკეთდა რეკონსტრუქცია და გალამაზდა. იმედია მალე ამ ჩამონათვალში თბილისის მეტროც მოხვდება.

მეტროსადგური “ტოლედო” (იტალია , ნეაპოლი)

მეტროსადგური “კიევსკაია” (რუსეთი, მოსკოვი)

მეტროსადგური “ოლაიას” (პორტუგალია, ლისაბონი)

მეტროსადგური “ავტოვო” (რუსეთი, სანკტპეტერბურგი)

მეტროსადგური “ვენსმისტერი” (დიდიბრიტანეთი, ლონდონი)

მეტროსადგური “ოქროს ჭიშკარი” (უკრაინა, კიევი)

მეტროსადგური “სტარომესტი” (ჩეხეთი, პრაღა)

მეტროსადგური “პლაც ვილსონა” (პოლონეთი, ვარშავა)

მეტროსადგური “ვესტფრიდჰოფი” (გერმანია, მიუნხენი)

მეტროსადგური “ტ-სენტრალენ” (შვედეთი, სტოკჰოლმი)

მეტროსადგური “ხელოვნება და ხელობა” (საფრანგეთი, პარიზი)

მეტროსადგური “სლავური ბულვარი” (რუსეთი, მოსკოვი)

მეტროსადგური “სტადიონი” (შვედეთი, სტოკჰოლმი)

მეტროსადგური “კომკავშირული” (რუსეთი, მოსკოვი)

მეტროსადგური “ჰაიდელბერგ პლაც” (გერმანია , ბერლინი)

მეტროსადგური “ჩრდილოეთ გრინვიჩი” (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი)

მეტროსადგური “ჩრდილოეთ გრინვიჩი” (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი)

მეტროსადგური “მატერდეი” (იტალია, ნეაპოლი)

მეტროსადგური “ობერ” (საფრანგეთი, პარიზი)

მეტროსადგური “სოლნა” (შვედეთი, სტოკჰოლმი)

მეტროსადგური “მიუნჰენ ფრაიჰაიტ” (გერმანია, მიუნჰენი)

ჩანჩქერები

ჩანჩქერი — ეწოდება ადგილს, სადაც წყალი სწრაფად ეშვება მდინარეში. მისი დანახვა ალბათ ყველასათვის რაღაც უცხო და უჩველო გრძნობის მომგვრელია.მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩანჩქერია ანხელი (979 მ), რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში (ვენესუელა). შემდეგ მოდის 774 მეტრის მარდსალსფონები (ნორვეგია) და 739 მეტრის იოსემიტე (აშშ). ყველაზე წყალუხვია ჩანჩქერი ბოიომა მდინარე ზაირზე (17 000 კუბური მ3/წ.).ამ პოსტში შემოგთავაზებთ სხვა 9 უნიკალურ ჩანცქერს, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს 



Bigar Cascade Falls-რუმინეთი


Eternal Flame Falls–ამერიკა


Asik-Asik- ფილიპინები


ავსტრალიის ჰორიზონტალური ჩანჩქერები


Blood Falls-ანტარქტიდა


Svartifoss–ისლანდია


Baatara Gorge Waterfallლიბანი


Hierve el Agua–მექსიკა


ლაბასინი ფილიპინებში

ასევე არის სხვა ჩანჩქერებიც , რომლებიც ნამდვილად თვალწარმატცნი არიან:
Brasstown Falls – კასკადი შავი ჩანჩქერებისა, ბრასტაუნის ნაკადულიდან ორი მილის დაშორებით, სადაც ნაკადულები უერთდება მდინარე ჩატუგას
Rovijoki Falls – რავიოკის ჩანჩქერი – ნორვეგიის ქალაქში
Gullfoss – ისლანდია. ჩანჩქერი ეშვება დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლიდან.

ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

ბარსელონა
Fc barcelona.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ბარსელონა
დაარსდა 29 ნოემბერი1899
სტადიონი კამპ ნოუ
(ტევადობა: 99 354 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა სანდრო როსელი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ტიტო ვილანოვა
კაპიტანი კარლეს პუიოლი
ლიგა ლა ლიგა
2011-12 პირველი ადგილი
 
 

ბარსელონა — ესპანურისაფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის – კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა“ უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი). „ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც “პრიმერა დივიზიონი” არასოდეს დაუტოვებიათ. “ბარსა” გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში. კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების — “სოსიოსების” რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. “ბარსელონას” გულშემატკივრები ცნობილნი არიან მეტსახელით “culés” (კულე). კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი “ბარსელონა B”, ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში. 2006-07 სეზონის მონაცემებით “ბარსელონა” მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.

1899-1908 [რედაქტირება] 1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს “ხიმნასიო სოლეში” პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერ უაილდი, ლუის დ’ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პარსონსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.[1] “ბარსა” მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად “ბარსელონა” კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს “ბარსელონამ” პირველი ტიტული “კოპა მაკაი” მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც “ვისკაისთან” დამარცხდა (1:2).[2] 1908-1923 [რედაქტირება] 1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. “ბარსას” 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა “ბარსელონასთვის” სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი “კარერ ინდუსტრიაზე” გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა.[3] გამპერმა ასევე კლუბის გაფართოება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე “Les Corts”-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.[4] გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში “ბარსელონამ” 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ “პირენეის თასი”.[2][3] იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც პლატკო.[საჭიროებს წყაროს მითითებას] რივერა, რესპუბლიკური და სამოქალაქო ომები (1923-1938) [რედაქტირება] წარმატებულ 20-იან წლებში, კლუბს ბევრი არასპორტული პრობლემა ექმნებოდა. პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი,[5] სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[3] თუმცა კლუბში მაინც იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები და ხოსე ესკოლას მეთაურობით “ბარსა” 1929-1938 წლებში შვიდჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი.[6][2] 1 თვის შემდეგ კი ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. “ბარსას” პრეზიდენტი ხოსეპ სანიული დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს გვადალახარასთან ახლოს.[7] 1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. 1938 წელს ფაშისტებმა “ბარსას” ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა.[8] მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა.[9] Barcelona C. de F.(1939-1974) [რედაქტირება] ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ. ამიტომ F.C. Barcelona (რომელიც ინგლისურევნოვანი დასახელება იყო) Barcelona C. de F.-ად გადაკეთდა. კლუბის გერბიდან ამოღებულ იქნა კატალონიური დროშაც და ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიურ ენაზე მხოლოდ სტადიონზე თუ საუბრობდა.[4] 1943 წელს “ლეს კორტსზე” ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც “რეალმა” ის მატჩი 11:1 მოიგო. რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად “ბარსა” მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს “ბარსელონამ” პირველად მოიგო “Copa Latina”. 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის — ფერნანდო დაუჩიკისა და “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის — ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, “Copa del Generalisimo”, “Copa Latina” და “Copa Eva Duarte”. 1953-ში “ბარსამ” კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და “Copa del Generalisimo”.[4] ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში “ბაზრობათა თასს” (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა. მწვრთნელის, ელენიო ერერას, ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, “ბარსამ” კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის “რეალი” დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას. 1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს “ნოუ კამპის” მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს “ბაზრობათა თასი” მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა “Copa del Generalisimo”-ს ფინალში “ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” 1:0 დამარცხებით. 1974 წელს “ბარსელონამ” დაიბრუნა თავისი სახელი — “Football Club Barcelona”.

სტადიონი 

ბარსელონა საშინაო მატჩებს 1957 წლიდან მართავს კამპ ნოუზე, რომელიც იტევს 98,772 მაყურებელს. კამპ ნოუ არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. სტადიონი უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.

Campnoumatch.jpgCamp Nou des de l'helicòpter.jpgCamp nou mès que un club.JPG

 

თეთრი ბენგალური ვეფხვი

 

 

თეთრი ვეფხვი დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია. იგი შეგვიძლია ვიხილოთ მხოლოდ ინდოეთში. მას საკმაოდ კარგი ვიზუალი აქვს:თეთრ ბეწვი შავი ზოლებით და ცისფერი თვალებით. ცნობილია, რომ ბუნებაში არსებობენ ალბინოსი ვეფხვები, რომელთაც არცერთი ფერის პიგმენტი არ გააჩნიათ.
მათი გარჩევა სხვა ვეფხვებისგან საკმაოდ იოლია: მათი ბეწვი თეთრი ფერისაა, ხოლო თვალები ვარდისფერი.ისინი უკვე გადაშენებულნი იქნებოდნენ რომ არა ერთი ადამიანი-რევას მაჰარაჯა, რომელმაც მათი გამრავლება დაიწყო :მან შეაჯვარა ველური მდედრი და მამრი.

 

 
























სამების საკათედრო ტაძარი

Imageთბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

ისტორია

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი “წმინდა სამების საკათედრო ტაძრის” პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს , გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

აღწერა

ტიპოლოგიურად წმიდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან – დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას.

წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული.

მასშტაბები, პარამეტრები

იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება – მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა (ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. ამას ემეტება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.

Image

პირველი ვებ -საიტი

 

 
 
 
 
 
 
 
 
ვებ-საიტი — ვებ-გვერდების, სურათების, ვიდეოების და ა. შ. ერთობლიობა, რომელიც ატვირთული არის ერთ ან რამდენიმე სერვერზე და რომელიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ტელეფონით. HTTP/HTTPS პროტოკოლის საშუალებით.

ისტორია

მსოფლიოში პირველი ვებ-საიტი შეიქმნა 1991 წლის 6 აგვისტოს, მისი მისამართია http://info.cern.ch/, შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი. მასში განთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World Wide Web (WWW) (მსოფლიოს ფართო ქსელი). ინფორმაციის გადაცემა დაფუძნებული იყო HTTP პროტოკოლზე, ხოლო საიტი შექმნილი იყო ვებ პროგრამირების HTML ენაზე. საიტზე ასევე განხილული იყო ვებ სერვერის და ვებ ბრაუზერის მუშაობის პრინციპები. საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი, რადგან მოგვიანებით ბერნერს ლიმ მასზე განათავსა სხვა საიტის მისამართები.

ყველაფერი რაც საჭირო იყო პირველი საიტის ასამუშავებლად ბერნერს ლიმ გაცილებით ადრე 1990 წელს შექმნა. ამ დროს შეიქმნა პირველი ვებ-ბრაუზერი და პირველი ვებ-სერვერი რომელიც დაფუძნებული იყო NeXTcube ბაზაზე.

ვახტანგ გორგასალი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესიისაგან დაცვას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია – გზა ბიზანტიისკენ, გზა ევროპისკენ. ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა.

ვახტანგის მამა – ქართლის მეფე მირდატი, ღვთისმოშიში მმართველი იყო. მან ცოლად მოიყვანა რანის ირანელი გამგებლის, ბარზაბოდის ქალიშვილი საგდუხტი. მეფე-დედოფალს სამი შვილი შეეძინა: ხვარანძე, მირანდუხტი და ვაჟი, რომლის სახელიც სპარსულად გამოითქმოდა როგორც ვარანგ-ხვასროთანგ, ხოლო ქართულად ვახტანგი. საგდუხტ დედოფალი, როგორც კი გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინვე თავისი ნებით უარყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მიიღო ქრისტიანობა და უფლისადმი მადლობის ნიშნად სამშვილდის სიონიც ააშენა.

ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. სამეფოს უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი განაგებდა. მალე ვახტანგის აღმზრდელი საურმაგიც გარდაიცვალა და ჯუანშერ სპასპეტმა ითავა უფლისწულის აღზრდა. მეცნიერთა ნაწილი სწორედ მას მიიჩნევს ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერად, თუმცა ნაწილი თვლის, რომ ამ ნაწარმოების ავტორს XI საუკუნეში უნდა ეცხოვრა.

ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, როდესაც ქართლს ოსები შემოესივნენ, ააოხრეს ქართლი, აიღეს ქალაქი კასპი და ტყვედ წაიყვანეს მეფის და მირანდუხტი. ამავე დროს, ბიზანტიელები აფხაზეთში შეიჭრნენ. ვახტანგი მტკივნეულად განიცდიდა ქვეყნის დაქცევასა და დის ტყვეობას. უკვე თხუთმეტი წლის ასაკში წარსდგა იგი დარბაზის წინაშე და შეკრებილ დიდებულებს განუცხადა: “ჩვენი განსაცდელის გამო ცხოვრების ყოველი დღე მწუხარებაში გამიტარებია. ჩემი დის სიბრალული ცეცხლის მახვილივით მიტრიალებს გულში. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობს. მე ვერ მოვითმენ შეურაცხყოფას ოვსთაგან, უნდა ვიძიოთ შური მათზე”. საპასუხო ლაშქრობა ოსთა მარცხითა და ტყვეების გათავისუფლებით დასრულდა. ბრძოლის დროს მეფემ პირადად განგმირა მოწინააღმდეგის რამდენიმე საუკეთესო მეომარი. ჯუანშერის მიხედვით, ამის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში ციხე-გოჯამდე ილაშქრა და დაამარცხა ბიზანტიელები. მეფემ მათი ბატონობისაგან გაათავისუფლა კლარჯეთი, სადაც ააშენა ქალაქი არტანუჯი. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ჰერეთიც.

ირანელებმა V საუკუნის I ნახევარში ქართლს მეტად მძიმე გადასახადი – სამხედრო ბეგარა დააკისრეს. ქართველებს უნდა გამოეყვანათ ჯარი და ირანელებთან ერთად საომრად წასულიყვნენ. ვახტანგ გორგასალი რამდენიმე წელი ქართველთა ჯართან ერთად შუა აზიასა და ინდოეთში იბრძოდა. სამშობლოში იგი მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა, რომ გაეთავისუფლებინა ქვეყანა ირანელთა ბატონობისაგან. ამისათვის საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, ორგული ფეოდალების დასჯა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეების შეძენა. ვახტანგმა თავდაპირველად ყურადღება ეკლესიას მიაქცია. მეფის სურვილს, წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში, წინ აღუდგა მთავარეპისკოპოსი მიქაელი. მან მეფეს ცილი დასწამა, თითქოს იგი უარყოფდა ქრისტიანობას და ცეცხლთაყვანისმცემლობას აღიარებდა. მათი პირისპირ შეხვედრისას ვახტანგმა მუხლი მოიდრიკა მთავარეპისკოპოსის წინაშე, მან კი კბილი ჩაუმტვრია – “განძრა ფეხი და შემუსრა კბილი მისი”. მეფემ მომხდარი კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეატყობინა. გადააყენა მიქაელი და პატრიარქს სთხოვა ქართლში პეტრე კათოლიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი გამოეგზავნა. ანტიოქიის პატრიარქის კურთხევით, ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. კათოლიკოსობის დაწესება, თავის მხრივ, ნიშნავდა ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებას, რაც უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში. 

ირანელთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებას ხელს უშლიდა ის, რომ მათ მოკავშირეები ჰყავდათ ქვეყნის შიგნით. ერთ-ერთი მათგანი იყო ვარსქენი, ცნობილი და გავლენიანი ერისმთავარი, რომელსაც ცოლად შუშანიკი ჰყავდა. 482 წელს ვახტანგმა პოლიტიკური მიზეზით მოაკვლევინა ვარსქენი, რაც ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. აჯანყებაში მონაწილეობდნენ სომხებიც, ცნობილი სარდლის ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით. მაგრამ ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა. მთავარი მიზეზი კი ღალატი იყო. მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თუმცა მალე კვლავ ქართლში დაბრუნდა და ბრძოლა განაგრძო. უკანასკნელად იგი სპარსელებს სამგორის ველზე დაუპირისპირდა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა: “მოიკლა მონათყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ღლიასა ქვეშე და აღიპრა რა ხრმალი თვისი რათა სცეს კაცსა სპარსთაგანსა, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე”. დაჭრილი მეფე უჯარმაში გარდაიცვალა. ჯუანშერი გადმოგვცემს მის ანდერძს: “თქვენ მკვიდრნო ქართლისანო! გაიხსენეთ ჩემი სიკეთე, ის, რომ პირველად ჩემი სახლისაგან მოიღეთ ნათელი საუკუნო და სახლსა ჩემსა ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა სიყვარულს ნუ მიატოვებთ”.

ძნელია საქართველოს ისტორიაში სხვა მეფის მოძებნა, რომელმაც ამდენი ქალაქი და მონასტერი ააშენა. მის სახელს უკავშირდება თბილისის, უჯარმის, არტანუჯის, ხორნაბუჯისა და ციხე-ქალაქ ჭერემის დაარსება. მის დროს აშენდა ნინოწმინდის, ჩელეთის, ნიქოზისა და სხვა ტაძრები, განახლდა სვეტიცხოველი: წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე ქვის დიდი ბაზილიკური ტაძარი აიგო. მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს. მისი ხსენების დღედ 30 ნოემბერი ( 13 დეკემბერი) დაწესდა.

რას ნიშნავს რიცხვი 666 ?

 
 
 
 
 
 

რას ნიშნავს 666?

 
ესრიცხვი ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც მხეცის რიცხვი , ადამიანის რიცხვი . მოდით გავარკვიოთ რა კავშირშია ეს რიცხვი ადამიანთან და მხეცთან. ,, აქ არის სიბრძნე, ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი. (გამოცხ.17,9) ეს არის მუხლი წიგნიდან ,,გამოცხადება,, რომელიც ერთ-ერთია ახალი აღთქმის წიგნებიდან. თვით გამოცხადება იოანემ მიიღო კუნძულზე რომელსაც ეწოდება პატმოსი. (გამოცხ.1,9). ეს კუნძული იყო ერთ-ერთი საშინელი ადგილი რასთანაც მიახლოებაც ყველას შიშის ზარს სცემდა , რადგან ეს კუნძული განთქმული იყო თავისი მისტიურობით და მიაჩნდათ ავი სულებისა და მოჩვენებების სავანედ. იოანეს მისჯილი ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლის ამ კუნძულზე გატარება. ისტორიული თვალსაზრისით ამ დროს რომის იპერატორი იყო ცეზარ ნერონი, რომელსაც სასტიკად სძულდა ქრისტიანები და ქრისტეს მოძღვრება. ლინგვისტიკური თვალსაზრისით ყველა ენაში ასოების შესაბამისი რიცხვები არსებობს. ბერძნული და ებრაული ენები ის ენებია რომლებზეც იწერებოდა ბიბლია. თუ ჩვენ ამ ენებზე , გავშიფრავთ სიტყვას ,,ცეზარ ნერონი,, მივიღებთ რიცხვს – 666.
ანტიქრისტე – განმარტებულია გამოცხადებაში როგორც შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი .
ეშმაკი – განმარტებულია როგორც ძველი გველი მსოფლიოს მაცდუნებელი, გველეშაპი.
ცრუწინასწარმეტყველი – განმარტებულია როგორც ორრქიანი მხეცი რომელიც მოქმედებს პირველი მხეცის (ანტიქრისტეს) მთელი ხელმწიფებით.
ახლა განვმარტოთ ვინაა ადამიანი რომელიც ნახსენებია 9- ე მუხლში . ვინაიდან იმ პერიოდში იყო ცეზარ ნერონი იოანე ვერ დაწერდა ამ წიგნში მის სახელს , არამედ მისი სახელი მოაქცია რიცხვში – 666. ამიტომ დაწერა მან – ვისაც გონება აქვს გამოთვალოს მხეცის რიცხვი. და რადგან ეს ადამიანი ცეზარ ნერონია , გამოდის ის რომ ნერონი მხეცია ანუ – ანტიქრისტე. ამაშია სიბრძნე. მაგრამ აქვეა ერთი დეტალი , მხეცი არ მოვა როგორც ნერონის სახება და მსგავსება მას ექნება მხოლოდ ნერონის სული.

Chinetis didi Kedeli / ჩინეთის დიდი კედელი

 
 
 
 
 

ჩინეთის დიდი კედლის ისტორია ძვ.წ. მე-3-დან იწყება , თავდაპირველად ეს ნაგებობა საბრძოლო და თავდაცვითი დანიშნულების იყო . მისი აშენების იდეა პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ , თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში 

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოჰაის ზღვამდეა გადაჭიმული.

აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა.

ამ კედლის შემხედვარე, ნებისმიერი ადამიანი იმასაც მიხვდება, რომ უბრალო მუშახელი ამხელა კონსტრუქციას ვერ ააშენებდა. საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.
ჩინელები მაშინაც საკმაოდ ბევრნი იყვნენ და მიზნის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებიათ. ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით III საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით XVII საუკუნეში დასრულდა.
ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როცა მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.
რა თქმა უნდა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და სხვების დახმარებით განახორციელა კიდეც. ისმის კითხვა, ვინ იყო ის? სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.
საერთოდ, ჩინელებს ბევრი რამის გამოგონებას და შექმნას მიაწერენ, რომელთა ტექნოლოგიას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თან იმ დონეზე, რომ ამ საიდუმლოებების არგათქმას მათი სიცოცხლეც კი ეწირებოდა.
როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.
შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც. მას ამის გამო ხშირად სიკვდილის კედელსაც უწოდებენ.
თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.
გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.
თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი „დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.
როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.
არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.
ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. დალუქული სარდაფები დღემდე ბევრი მკვლევრისა თუ მეცნიერის საოცნებო ადგილად რჩება.

Kalatburti / კალათბურთი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კალათბურთი — გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.

ისტორია-

1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმს ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და 1891 წლის დეკემბერს პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.

მოედანი, ბურთი, წესები-

კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები(კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კალათბურთს თამაშობენ ტყავის , სინთეტიკური ტყავის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით. რომლის გარშემოწირულობა 74,5-78 სმ-ა, ხოლო მასა — 567-650 გრამი.

მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი (სუფთა დრო)ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთმაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.

კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთის დაუგდებლად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის — 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში — ორი). მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთმაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღბის შემთხვევაში მოთმაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდევა 2, ხოლო 3-ქულიან ზონიდან ჩაგდებული – სამ ქულად.

Fexburti / ფეხბურთი

 
 
 
 
 

ფეხბურთი — გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.

თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (ფრანგ. Fédération Internationale de Football Association; აკრონიმი – FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის.

ფსიქოლოგია

 
 
 
 
 
 
ფსიქოლოგია — მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.

ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.

შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?

თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.

ისტორია

„ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ მოკლე ისტორია“- წერდა ჰერმან ებინჰაუსი. ფსიქოლოგიის საწყისები ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაისახა, თუმცა როგორც მეცნიერება მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. პირობითად გამოყოფენ ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების შემდეგ ძირითად ეტაპებს:

წინამეცნიერული ეტაპიუძველეს დროში გაჩენილი პრიმიტიული წარმოდგენები ადამიანის სხეულში მოთავსებული მეორე არსების – „სულის“ – შესახებ საფუძვლად დაედო ფსიქოლოგიას. ჩვენს შორეულ წინაპრებს სწამდათ, რომ სული ან „აჩრდილი“ დაკავებული იმის დადგენით, თუ რას ხედავს თვალი, რა ესმის ყურს და რას გრძნობს კანი. მათ მიაჩნდათ, რომ ძილის დროს სული გამოდიოდა სხეულიდან და ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით სიზმარში. ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს იდუმალი ძალით დაჯილდოებული ღმერთები და ქალღმერთები, რომლებიც იწვევდნენ ადამიანთა სულიერი სამყაროს ყველა აუხსნელ გამოვლინებას: ადამიანის მიერ რეალობის აღქმას, ფსიქიკურ აშლილობებს, სიყვარულს, სიმამაცეს, სიმხდალეს და ა.შ.

მეტაფიზიკური ფსიქოლოგიაძველ საბერძნეთში პირველი ფილოსოფიური სისტემების შექმნიდან მოყოლებული ადამიანის სულიერი სამყაროს გააზრება ფილოსოფიური წარმოდგენების ფარგლებში მოექცა. ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებებში (პლატონი, სოკრატე, არისტოტელე) მოცემულია ფსიქიკური პროცესების ერთგვარი გაგება:ისინი ისეთი მოვლენებია, რომლებიც რაღაც ზებუნებრივი, „სინამდვილის გადაღმა არსებული“, მეტაფიზიკური არსის – „სულის“ გამოვლინებას წარმოადგენენ. ფსიქოლოგიის განვითარების ამ ეტაპს მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპს უწოდებენ. პირველი სპეციალური ფსიქოლოგიური ნაშრომი, ტრაქტატი სულის შესახებ შექმნა არისტოტელემ ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე საუკუნეში. მას მიაჩნდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად ხდის. ყველაფერი, რაც ცოცხალ არსებაში ხდება, სულის მოქმედების გამოვლინებაა.არისტოტელემ მოგვცა ადამიანის სულიერი გამოვლინებების, თანამედროვე ტერმინით ფსიქიკური პროცესების (შეგრძნება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, გრძნობები, ნებელობა) დახასიათება, რომელიც დღესაც გაოცებას იწვევს დაკვირვების სიმახვილით და ანალიზის სიზუსტით.

ემპირიული ფსიქოლოგიასაუკუნეების მანძილზე ფსიქოლოგია სულის შესახებ მოძღვრებად ითვლებოდა. მე-17 საუკუნიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინტენსიურმა განვითარებამ გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, კერძოდ, ფსიქიკის გაგებაზე. სული, რომელიც დაკვირვებადი მოვლენების მიღმა არსებობს და აუხსნელ ძალად რჩება გამოირიცხა მეცნიერებიდან. ე.წ. ემპირიული ფსიქოლოგიის ხანაში ფსიქოლოგია შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულ ანუ გამოცდილებაში მოცემულ ფსიქიკურ მოვლენებს. ამ კონცეფციის თანახმად ფსიქიკა ძირითადად გაგებულია როგორც მატერიალური სამყაროდან მოწყვეტილი, საზოგადოებრივი მოვლენებისაგან დამოუკიდებელი დახშული ფსიქიკური სამყარო. ამასთან ერთად ცალკეული ფსიქიკური მოვლენები შეისწავლებოდა ადამიანის, მთლიანი პიროვნებისაგან დამოუკიდებლად. ითვლებოდა, რომ ფსიქიკური პროცესების დაკვირვება მხოლოდ თვით სუბიექტს, ამ პროცესების განმცდელს შეუძლია და ამიტომ, ერთადერთ მეთოდად აღიარებული იყო თვითდაკვირვება ანუ ინტროსპექცია, რომელიც ხშირად სუბიექტივისტური შეცდომების წყაროს წარმოადგენს.

ვუნდტის ფსიქოლოგიური ლაბორატორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიპციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ვუნდტის სისტემა იყო ელემენტარისტული, რადგან მასში ცნობიერება მარტივი ერთეულებისაგან აგებულად განიხილებოდა.

გეშტალტფსიქოლოგიაგერმანული სიტყვა „გეშტალტი“ ნიშნავს ფორმას ან კონფიგურაციას. გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით გარემო ჩვენს მიერ არ აღიქმება ცალკეული ელემენტების კომბინაციის სახით, ჩვენ განვიცდით გარკვეულ ორგანიზებულ მთლიანობას და არა მისი ელემენტების უბრალო ჯამს. გეშტალტფსიქოლოგიის ფუძემდებელი გახლდათ გერმანელი ფსიქოლოგი მაქს ვერტჰაიმერი. მისი აზრით, მრავალ მოვლენას ფსიქიკა აღიქვამს, როგორც გეშტალტს – ორგანიზებულ მთელს და არა მარტივი ნაწილების ერთობას. როდესაც მაგალითად, ნახატს აღვიქვამთ, ის უფრო მეტია, ვიდრე საღებავის ცალკეული მონაცემების ერთობლიობა.

ბიჰევიორიზმი(ინგლ. behavior ქცევა) იგივე ქცევათმეცნიერება. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი ამერიკელი მეცნიერი ჯონ უოტსონი ცდილობდა ფსიქოლოგია ექცია ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებად, იგი უარს აცხადებდა სუბიექტური სამყაროს, ცნობიერების შესწავლაზე და ამის საპირისპიროდ ფოკუსირებული იყო ობიექტურად მოცემული ქცევის შესწავლაზე. ამ მიმდინარების მიხედვით ყოველი ქცევა, რეაქცია არის პასუხი რაიმე გამღიზიანებელზე: S—R – ასეთია ბიჰევიორიზმის ფორმულა, სადაც S არის მოცემული გამღიზიანებლი, ხოლო R ორგანიზმის პასუხი, რეაქცია. ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა იწინსაწარმეტყველოს ქცევა და მართოს იგი. S-R ფორმულაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიკის მონაწილოება – გამღიზიანებელი უშუალოდ იწვევს რეაქციას, ეს არ ეთანხმება ყოველდღიური დაკვირვების მონაცემებს. ბიჰევიორისტების მომავალმა თაობამ ე.წ. ნეობიჰევიორისტებმა ქცევის პროცესის დახასიათებისას მიმართეს შინაგან სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებს (მოთხოვნილება, განწყობა და სხვ.) და შუალედური ცვლადის სახით მოათავსეს ისინი სტიმულსა და რეაქციას შორის.

ფსიქოანალიზიამ მოძღვრების შემქმნელი ავსტრიელი მეცნიერი ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ცნობიერება ფსიქიკის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ჩვენი ქცევა განსაზღვრულია არა მხოლოდ და არა იმდენად ცნობიერებით, რამდენადაც არაცნობიერი ლტოლვებით. ეს ის მისწრაფებებია, რომელთა არსებობას ადამიანი თავის თავსაც არ უმხელს და რომლებიც თავისი „მიუღებლობის“ გამო არ დაიშვებიან ცნობიერებაში. ისინი არაცნობიერში განიდევნებიან. არაცნობიერი ტენდენციები შენიღბული სახით შეიძლება გამოვლინდნენ სიზმრებში, ფანტაზიებში, შემოქმედებაში, შეცდომით მოქმედებებში და სხვ. მდიდარ კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრდნობით ფროიდმა აღწერა ფსიქიკური შინაარის ცნობიერებიდან არაცნობიერისაკენ და პირიქით, არაცნობიერიდან ცნობიერებისაკენ მოძრაობის პროცესი. მისი დებულებების უმეტესობის შემოწმება დღესღეობით შეუძლებელია. ფროიდის იდეებზე დაფუძნდა ნეოფროიდიზმი და ეგო-ფსიქოლოგია, რომელთა ფარგლებშიც საფუძლიანად გადამუშავდა ფსიქოანალიზის ზოგიერთი არსებითი საკითხი. მაგალითად, ქცევის მამოძრავებელი ძალების ბუნება, მე-ს ფუნქცია პიროვნების სტრუქტურაში და სხვ.

კოგნიტური ფსიქოლოგიაშეისწავლის შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს, ფსიქოლოგიის ამ მიმართულების დაფუძნებას და გავრცელებას ხელი შეუწყო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის განვითარებამ. კიბერნეტიკა იმ იდეიდან ამოდის, რომ მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესები ყოველგვარ რთულ სისტემაში – კომპიუტერშიც და ცოცხალ არსებაშიც, ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილება, კომპიუტერის მსგავსად ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, კლასიფიცირდება, შეინახება, გამოიყენება, ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის მეტაფორა კოგნიტური ( შემეცნებითი) პროცესების შესწავლის ახალი საშუალებაა. ამჟამად კოგნიტური ფსიქოლოგია საყოველთაოდაა გავრცელებული.

ჰუმანისტური ფსიქოლოგიაეს ფსიქოლოგიური მიმდინარეობა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, იგი აქცენტს ინდივიდის ფენომენოლოგიურ სამყაროზე, რაციონალური არჩევანის გაკეთებისა და მაქსიმალური პოტენციალის განვითარების თანდაყოლილ უნარზე აკეთებს. ჰუმანისტური ფსიქოლოგია ემყარება რწმენას, რომ ყოველ პიროვნებას შეუძლია საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე წარმათოს თავისი ქცევა და საერთო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.

თანამედროვე ფსიქოლოგიადამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებიდან მოყოლებული დღემდე ფსიქოლოგია წარმოადგენს არსებითად განსხვავებული თვალსაზრისების პაექრობის ასპარეზს. საყოველთაოდ მისაღები, ერთიანი ფსიქოლოგიური სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ფსიქოლოგია ეყრდნობა ცნობიერების, არაცნობიერის, ქცევისა და პიროვნების კატეგორიებს.

განხრებიფსიქოლოგიის ძირითადი განხრებს წარმოადგენს: ზოგადი ფსიქოლოგია, დიფერენციალური ფსიქოლოგია, გენეტიკური ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, პათოფსიქოლოგია, ასაკობრივი ფსიქოლოგია და ორგანიზაციული ფსიქოლოგია.

ზოგადი ფსიქოლოგია შეისწავლის ზრდასრული, ნორმალური, კულტურის თანამედროვე დონეზე მყოფი ადამიანის ფსიქიკის ზოგად კანონზომიერებებს.

დიფერენციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ სხვაობებს, იმ თავისებურებებს, რომლებიც ახასიათებს სხვადასხვა ტიპის, ასაკის, სქესის, პროფესიის თუ ეროვნების ადამიანებს; აგრეთვე კონკრეტული პიროვნებების ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

გენეტიკური ფსიქოლოგია შეისწავლის ისეთ ფსიქიკურ კანონზომიერებებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადამიანის ევოლუციის პროცესში და არა კულტურული განვითარების სტადიაზე.

სოციალური ფსიქოლოგია ადამიანის, როგორც საზოგადოებრივი არსების ფსიქიკურ თავისებურებებს იკვლევს. მისთვის ნიშანდობლივია საზოგადოების გავლენა ინდივიდზე.

პათოფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკის ანომალიურ, პათოლოგიურად შეცვლილ ფორმებს, რაც თავს იჩენს ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევებში;

ასაკობრივი ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის განვითარებას და ცვალებადობას ონტოგენეზში, ე.ი. მისი ცხოვრების განმავლობაში-დაბადებიდან სიკვდილამდე.

ორგანიზაციული ფსიქოლოგია შეისწავლის პროფესიული შრომის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს ამ პროცესის რაციონალიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით; ასევე სამუშაო პირობების ადეკვატურობასა და შრომისუნარიანობის ზრდას.

ფსიქოლოგია სხვა ფუნდამენტურ მეცნიერებებს შორის ყველაზე ბოლოს გამოეყო ფილოსოფიას, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით: ზიგმუნდ ფროიდს (ფსიქოანალიზის ფუძემდებელი) და ვილჰელმ ვუნდტს (პირველი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური ლაბორატორიის შემქმნელს, რომლის მოწაფეც იყო ქართული ფსიქოლოგიის მამა, განწყობის თეორიის ავტორი დიმიტრი უზნაძე).

ქრისტიანობა საქართველოში

 
 
 
 
 
 
 
 
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე – დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. დაახლოებით IX – X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია – აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრია პირველწოდებულს და სიმონ კანანელს მიაწერენ.

კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მე-19 საუკუნეში.

ძიუდო

Imageძიუდო (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. არის სპორტის ოლიმპიური სახეობა. ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს: ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად; სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება. ძიუდოს სტილის სამი მთავარი ელემენტია: კატა, რანდორი (თავისუფალი ილეთი), შიაი (შეჯიბრი). ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმართება კვადრატულ ფარდაგზე (ტატამი) ზომებით 8×8 ან 10×10 მ.

ალექსანდრე მაკედონელი

Image

ალექსანდრე მაკედონელი იყო უდიდესი სტრატეგი , მეფე და ამ დრომდე ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, მან თითქმის მთლიანად დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი მთელი მსოფლიო…

ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.
როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარჩე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“
ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს საპატივცემულოდ ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.[1] ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ.
ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ ერთხელ უთქვამს:

„მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს“

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.
გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი ჯარის თითქმის მუდმივი წვრთნა[7], რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).
ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

მნიშვნელოვანი თარიღები 
ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.
ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.
ძვ. წ. 334 : ივნისში , გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.
ძვ. წ. 333 : ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.
ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელას ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიუს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.
ძვ. ჭ. 331 : გავგამელას ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი.
ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.
ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.
ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.
ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო ”სოგდიის კლდე”, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.
ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა.
ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.
ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიუს III-ის ქალიშვილზე-სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არცერთი წყაროთი არ დასტურდება).
ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო.

10 ყველაზე უცნაური დანაშაული

Image

10 ადგილი :
ახალგაზრდა ამერიკელი დედიკო დაიჭირეს, იმ მომენტში როცა პოლიციელი მის შვილს ძაღლებით ნარკოტიკის აღმოჩენის დემონსტრირებას უტარებმა. ნარკოტიკებზე დაგეშილმა ძაღლმა ახალგაზრდა დედიკოს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა.

9 ადგილი:
ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის დიდ ბოთლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოთხოვა, რადგან ეჭვობდა რომ თავდასხმელი 21 წლის არ იყო, რაზეც უარი არ მიიღო. მას შემდეგ, რაც შეისწავლა თავდასხმელის პირადობა ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე ორ საათში აიყვანეს, რადგან პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ.

8 ადგილი:
ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად დაამატა რომ მანქანაში ტელეფონიც ქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა. დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა.

7 ადგილი:
ერთმა ამერიკელმა “გენიოსმა” გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა. მიაკითხა Bank of America-ს და დეპოზიტის კარტაზე ამოჩხაპნა “ეს ძარცვაა. ჩაალაგეთ ფული ჩანთაში”. ამის შემდეგ ჩადგა რიგში. რიგში დგომისას ეჭვმა შეიპყრო, რომ ვინმეს შეიძლებოდა დაენახა რა ამოჩხაპნა და სასწრაფოდ დატოვა ბანკი. გადავიდა მოპირდაპირე გზაზე და შევიდა Wells Fargo Bank-ში. იქ უფრო ცოტა ხალხი დახვდა და რიგში ჩადგა. როცა სალაროსთან მივიდა დეპოზიტის კარტა გაუწოდა ოპერატორს. ოპერატორი მიხვდა რომ ჩვენი გმირი ჭკუის ნაკლებობას განიცდიდა და უთხრა, რომ ეს კარტა Bank of America-ის იყო და მისი მიღება არ შეეძლო. ის უნდა დაბრუნებულიყო Bank of America-ში რომ გადმოეყვანათ Wells Fargo Bank დეპოზიტზე. ჩვენმა “გენიოსმაც” დატოვა ბანკი. მისი გასვლის შემდეგ ოპერატორმა ეს ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე წუთში ის დაიჭირეს. აბა თუ გამოიცნობთ სად? Bank of America რიგში

6 ადგილი:
ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში ფოსტით მიუვიდა 40 ფუნტი ჯარიმის გადასახდელი ქვითარი და მანქანის სურათი დარღვევის მომენტში. იმის მაგივრად რომ გადაეხადა მან პოლიციაში გააგზავნა 40 ფუნტიანი კუპიურას სურათი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე მოუვიდა ფოსტით სურათი სადაც ბორკილები ეხატა. ამ სურათის ავტორისეული ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , რომ გაორმაგებული ჯარიმა იმ დღესვე იქნა გადახდილი.

5 ადგილი:
მიჩიგანის სასამართლოში ბრალდებულმა კრისტოფერ იენსენმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვისთვის ედებოდა ბრალი, განაცხადა რომ ის ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში იენსენის კურტკა საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კურტკის შიგნით იარაღი იმალებოდა-ამ შემთხვევში ორდერი არაა საჭირო. “სრული იდიოტობაა”-თქვა იენსენმა-” მე იმავე კურტკაში ვზივარ და მითხარით სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა?”. ამ სიტყვებთან ერთად კურტკა გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც კურტკის შინგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განამავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა

4 ადგილი:
შეიარაღებულ ძარცვაში ბრალდებულმა დენის ნიუტონმა ადვოკატი დაითხოვა და თვითონ გადაწყვიტა საკუთარი თავის დაცვა. ადვოკატობა მშვენივრად გამოდიოდა მანამ სანამ პროლურორმა მოწმედ არ გამოიძახა-გოგონა, გაძარცული მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ის ამოიცნო. დენისმა გოგონა დაანაშაულა ტყულში და დაამატა “მაშინვე უნდა დამეხალა შენ ცარიელ თავშიო” და უცბად გონებაზე მოსულმა დაამატა “იქ რომ ვყოფილიყავიო”. მართმსაჯულებს 20 წუთი დასჭირდათ 30 წლიანი პატიმრობის მისასჯელად.

3 ადგილი:
მოსეირნე ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით, რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა. პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერმა. აღმოჩნდა რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდ.

2 ადგილი:
ორი შეიარაღებული პიროვენბა შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში. იარაღის აქეთ იქით ქნევით ერთ-ერთმა დაიყვირა: “არავინ გაინძრეს, თორე ვესვრი!”. როცა მისი მეგობარი სალარო კასისკენ დაიძრა მან თავისი სიტყვა შეასრულა და დაჭრა.

1 ადგილი:
ერთმა ამერიკელმა კაცმა სიგარების ყუთი იყიდა. ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ სიგარები გათავდა. ერთი თვის შემდეგ სადაზღვეო კომპანიაში თანხა იყო შესატანი. ინგლისელმა ჯელტმენმა დარეკა კომპანიაში და განაცხადა რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა (ინგლისში ხანძარი და ცეცხლი ერთი მნიშვნელობითაა-fire). კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლეს. ჯელტმენმა საქმე მოიგო. სადაზღვეო კომპანიამ 15 000 დოლარი გადაუხადა “დაზარალებულს” ხანძრისგან დამწვარი სიგარებისთვის. მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულების შემდეგ ის დააკავეს. ბრალად დაუდეს დაზღვეული ნივთის ძალით გადანგურება. მიესაჯა 24 თვით ციხეში ჯდომა და 24 000 დოლარი ჯარიმა.

სოციალური ქსელები და ინტერნეტის 1%-ის კანონი

Imageმას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, თი­თოეული ჩვენგანი ერთობ პროზაული პრობლემის წინაშე დადგა. არსაიდან წა­მოიჭრა რიტორიკული შეკითხვა, რომე­ლიც დაუყოვნებლივ და აუცილებელ პა­სუხს საჭიროებს. შეკითხვა შემდეგია: როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი მეგობ­რების რაოდენობა სოციალურ ქსელში არც იმდენად დიდი იყოს, რომ უინტე­რესო სპამმა წაგვლეკოს და არც იმდე­ნად პატარა, რომ მოწყენილობისაგან მოვკვდეთ?! ეს კი უპირატესად ჩვენ­თვის საინტერესო ადამიანების დახარის­ხებისკენ გვიბიძგებს, თუმცა რა პრინცი­პით უნდა მოხდეს მათი დახარისხება, კვლავაც უცნობია.

ამ პრობლემას უფრო შორსმიმავალი ფესვები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რთული სისტემების კვლევებს უკავშირდება. ეს კვლევები თანამედ­როვე მეცნიერებაში სინერგიის სახელით არის ცნობილი. უხეშად რომ გან­ვმარტოთ, სინერგია ზესისტემური კანონზომიერებაა, რომელიც სისტემის შე­მადგენელი ნაწილებისაგან დამოუკიდებლად არსებობს და სისტემას თავი­სუფლების დამატებით ხარისხს ანიჭებს. ამის ნათელი მაგალითი ჰაერში ჟან­გბადის შემცველობაა: მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგისა და ჟანგბა­დის გამომმუშავებელი ერთეულების (მცენარეების და სხვა ცოცხალი არსებე­ბის) რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი არაა, ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მაინც 21%-ის ფარგლებში რჩება.

როგორც აღმოჩნდა, სოციალურ ქსელებში ადამიანები სამ ძირითად კატეგო­რიად იყოფიან. ეს კლასიფიკაცია სათავეს Web 2.0-ის შექმნიდან იღებს, როდე­საც მომხმარებელთა ფართო მასებს ინტერნეტში საკუთარი ინფორმაციის იო­ლი განთავსებისა და კომენტირების საშუალებები მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ვიკიპედიის სტატიის დაწერა, ან Youtube-ში ვიდეოს ატვირ­თვა ფიზიკურად ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ამას, როგორც აღმოჩ­ნდა, მათი ძალიან მცირე ნაწილი აკეთებს. უმრავლესობა მაინც მხოლოდ ინ­ფორმაციის მოხმარებითაა დაკავებული. იგივე ითქმის სოციალურ ქსელებში ჩვენს აქტივობაზეც: ძალიან დიდი ნაწილი კითხულობს, ვიდრე წერს და აკო­მენტებს. ეს ფაქტორი კი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეგობრების სიის ფილტრაციის დროს.

ინტერნეტის მომხმარებლების გენერირებული ინფორმაციის ანალიზის შედე­გად, ბენ მაკკონელმა და ჯეკი ჰუბამ ჯერ კიდევ 2005 წელს მოულოდნელი კა­ნონზომიერება დაადგინეს, რაც მას შემდეგ არაერთხელ დამტკიცდა ემპირიუ­ლად. კანონზომიერება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ 1% ქმნის ინფორ­მაციას, 10% ამ ინფორმაციას მცირედით ცვლის, ან კომენტარს ტოვებს და და­ნარჩენი 89% კი პირდაპირი გზით მოიხმარს ისე, რომ საკუთარი არსებობის არანაირ კვალს არ ტოვებს. გადანაწილება „1-10-89” ბოლო წლებში დიდი გან­სჯისა და განხილვის საგანს წარმოადგენს ინტერნეტის ბლოგებსა და ფორუ­მებზე, სადაც ინფორმაციის მწარმოებელთა 1% დანარჩენ კომენტატორ 10%-ს საყვედურობს მათი მცირერიცხოვნების გამო.

სოციალურ ქსელებში მეგობრების სიის ფორმირება, ზემოხსენებული ინტერ­ნეტის 1%-ის ემპირიული კანონის გათვალისწინებით, როგორც აღმოჩნდა, ძა­ლიან ეფექტურია. თუ შერეულ ვარიანტებს გამოვრიცხავთ, იდეალურ შემ­თხვევაში სულ ორი შესაძლო სცენარის წარმოდგენა შეიძლება: 1) მომხმარებე­ლი და კომენტატორი მეგობრების სიაში შლიან ყველა მომხმარებელს და მხო­ლოდ ინფორმაციის მწარმოებლებს და კომენტატორებს ტოვებენ; 2) ინფორმა­ციის მწარმოებლები კი შლიან ინფორმაციის მწარმოებლებს და საკუთარი კო­მენტატორებისა და მკითხველების პირისპირ რჩებიან. სინერგეტიკული კანონ­ზომიერების ცოდნა ამგვარად სისტემის უკეთ გააზრების საშუალებას გვაძ­ლევს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. სწორად ამ გზი­თაა შესაძლებელი, რომ არც სპამი გვახრჩობდეს და არც მოწყენილობა გვაწუ­ხებდესImage.

ნაცნობი სიტყვები თუ ყალბი მეგობრები?!

უცხო ენების შესწავლა ზოგის­თვის ჰობია, ზოგისთვის კი − საჭიროება. ხანდახან ისეც ხდება ხოლ­მე, რომ ენა, რომელიც არც გვაინტერესებს და არც გვჭირდება, მო­დის და იპყრობს ჩვენს ტვინს და გონების საკუჭნაოებს უსარგებლო სიტყვებით ავსებს. ყველაზე საინტერესო ეს პროცესი მაშინაა, როდე­საც ე.წ. ყალბ მეგობრებს ვაწყდებით. ეს ის სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობასაც გვგონია რომ მივხვდით, სინამდვილეში კი ისინი დიამეტრულად საპირისპირო ცნებებს გამოხატავენ. ყალბი მეგობრე­ბი დიდი ხანია შენიშნეს მეცნიერებმა, გლამურული ფრანგული სა­ხელწოდება Faux-amis (ფრ. „ყალბი მეგობრები”) უწოდეს, მათ შეს­წავლას შეუდგნენ და ათასი ტერმინი მოიგონეს კლასიფიკაციისათ­ვის, როგორიცაა პოლისემია, ჰომონიმია და მრავალი სხვა. თუმცა მოუხელთებელი ყალბი მეგობრები კლასიფიკაციის ჩარჩოებში ვერ ეტევიან და ჩვენს გაოცებას განაგრძობენ. მათ წარმოშობას ლინგვის­ტიკაში სიტყვების მოგზაურობებს უკავშირებენ, როდესაც სულ სხვა­დასხვა გზის გავლით, ერთი სიტყვა განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. მაგალითად, როგორიცაა სიტყვები კაიფი და ქეიფი. პირველი არაბულიდან რუსულის გავლით მოხვდა ქართულში, მეორე კი − სპარსულის გავლით. რეალურად კი, ორივე ერთ არაბულ ფუძეს უკავშირდება, რომელიც „სიამოვნებას და ტკბობას” ნიშნავს.

ყალბი მეგობრების დათვური სამსახური ყველაზე მეტად მონათესა­ვე ენებში იჩენს თავს. ასე მაგალითად: ჩეხურში Pozor ყურადღებას ნიშნავს, Pozorny კი − ყურადღებიანს, Zakaz − აკრძალვაა, Sleva − ფასდაკლება, Urok − პროცენტი, hodina − საათი, mesto − ქალა­ქი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რუსულის ცოდნა არათუ გვეხმა­რება, პირიქით − ხელს გვიშლის. ეს არამხოლოდ ჩეხურის შემთხვე­ვაშია ასე. უკრაინულის, სლოვაკურის, ბულგარულის თუ ხორვატუ­ლის შესწავლისას პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ რუსუ­ლი უნდა დავივიწყოთ. იმავეს თქმა შეიძლება რომანული ჯგუფის ენებზეც. მთელი ლექსიკონებია შედგენილი სიტყვებისა, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა დავისწავლოთ, ვინაიდან მათ იტალიურ, ფრან­გულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებში განსხვავებული მნიშვნე­ლობა აქვთ. ასე მაგალითად: embarrassé ფრანგულში დარცხვე­ნილ, შეწუხებულ და უხერხულ სიტუაციაში მყოფ ადამიანზე ით­ქმის, ესპანურში კი embarazada ფეხმძიმე ქალბატონების მისამარ­თით გამოიყენება. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, რო­მელიც ინგლისური და ჰოლანდიური ენების ურთიერთობას ასა­ხავს: ერთ სოციალურ რეკლამაში ბავშვი დაფაზე წერს: „Mama, die, die, die…” − ინგლისური ენის ცოდნას შეცდომაში შევყავართ. ინ­გლისურად ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც „დედა, მოკვდი, მოკ­ვდი, მოკვდი”, სინამდვილეში კი die მდედრობითი არტიკლია და ამ შემთხვევაში დედას აღნიშნავს: „დედა, რომელიც, რომელიც, რომე­ლიც…”

ხშირად ყალბი მეგობრები პოლიტიკური სპეკულაციების არენად იქ­ცევა ხოლმე. ასე მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მთელი ქართუ­ლი მედია არკვევდა იმას, თუ „რა იგულისხმა პრეზიდენტმა ობამამ სიტყვა formal-ში”. დღემდე ვერ შეთანხმდა პოზიცია და ოპოზიცია ამ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობაზე. პრობლემა ისაა, რომ სიტყვა formal ამ შემთხვევაში არ ნიშნავს “ფორმალურს” და მხოლოდ ფორ­მალურად წააგავს მას.

უფრო კურიოზული შემთხვევების გახსენებაც შეიძლება პირადი დაკ­ვირვებიდან: 2002 წელს ბაქოში მომიხდა წასვლა. პირველად მოვ­ხვდი უცხო ქალაქში და სწორად მაშინ დავავადდი ქუჩაში წარწერებ­ზე დაკვირვებით. ბევრი ნაცნობი სიტყვაც შევნიშნე, მაგალითად, ბან­კომატებზე ეწერა: 7/24 saat nağd pul. მათ შორის იყო ერთი ყალბი მეგობარიც, რომელიც დღემდე არ მავიწყდება: ბაქოს სარკინიგზო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიასთან შევნიშნე წარწერა: Sex Master. ჯერ შევცბი, რადგან ასეთ წარწერას ბაქოში არ ველოდი, თუმცა შემდეგ ამიხსნეს, რომ სიტყვა Sex აზერბაიჯანულში „ცეხს” ნიშნავს (გნებავთ საამქროს) და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არის შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო სიტყვები იმდენადაა ჩვენს ტვინში გამჯდარი, რომ ვერაფრით ვეგუებით სხვა სიტყვებს. ახლაც მახსოვს რამდენი ხანი ვეძებდი ალმა-ათაში ყოფნისას აფთი­აქს, როდესაც ქუჩაში ყინვა მინუს 20 გრადუსს აღწევდა. ვერაფერი მსგავსი Pharmacy-ისა და Аптека-სი რომ ვერ ვიპოვე, მერე დავუშ­ვი, რომ ყაზახურში შეიძლება რამე განსხვავებული რქმეოდა და ბო­ლოს ვიპოვე Дәріхана!

ინტერნაციონალურ საზოგადოებებში ყალბი მეგობრები ყოველ ფე­ხის ნაბიჯზე გვხვდება. პირადად შევესწარი როგორ ლაპარაკობდნენ ხორვატი, ბულგარელი და სლოვაკი თავ-თავის ენაზე და ერთმანე­თის მშვენივრად ესმოდათ. თუმცა ყველაზე დიდი დრო მათ საუბარ­ში მაინც იმ სიტყვების განმარტებაზე იხარჯებოდა, რომლებიც ამ ენებში ერთნაირად ჟღერს და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

უცხო ენების ცოდნა საჭიროა, თუმცა ყალბი მეგობრების არსებობა არ უნდა დაგვავიწყდეს.

ხალდე

ხალდე – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემში. მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.

ხალდე მოთავე იყო აჯანყებისა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა აჯანყების დროს, რის გამოც, სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ ხალდე დაცარიელდა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა ხალდეში დასახლება და მას „ახალი იფრარი“ დაარქვა. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია შესანიშნავი სიმღერა – ფერხული „გაულ-გავხე“.

ხალდე
Khalde ruins, Georgia (Photo A. Muhranoff, 2011).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი კალა
ზღვის დონიდან 1900 
მოსახლეობა 0 კაცი (2002)

 

 

როგორ აკაჟებენ ბავშვებს რუსეთში

რუსეთში სჯერათ, რომ თუკი ბავშვები თოვლში თითქმის შიშვლები გაირბენენ, ჯანმრთელები იქნებიან. 

ქალაქ ბარნაულში (ციმბირის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში) მდებარე № 168-ე საბავშვო ბაღის დირექტორი ოლესია ოსინცევა ბავშვებს ყოველ დილით საცურაო კოსტუმებს აცმევს, ეზოში გაჰყავს და სცივი წყლით სავსე სათლს აწვდის.

მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ყინვას სახლში ემალება, 6 წლამდე თითქმის შიშველი პატარები თოვლში ცივ წყალს ივლებენ. ბავშვებს ეს პროცედურა იმდენად მოსწონთ, რომ ხშირად გუნდაობენ კიდეც და ოთახში შესვლა აღარ უნდათ. 

როგორც ოლესია ამბობს, ბავშვები დილის რიტუალს მაშინაც კი პირნათლად ასრულებენ, როდესაც 

 

ტემპერატურა -30 გრადუსზე ეცემა. რასაკვირველია, ყინვაში “ნებივრობა” ნებაყოფლობითია. მშობელის ნებართვის გარეშე ვერცერთი პატარა წყალს ყინვაში ვერ გადაივლებს. თუკი მშობელი წინააღმდეგია, ბავშვი “მშრალ” ჯგუფში ირიცხება. 

“თოვლში დასველება ძალიან მიყვარს. ბაღში დილით მისვლისას საცურაო კოსტუმს ვიცვამთ. გარეთ გავდივართ და წყალს საკუთარი ხელით ვივლებთ. ზოგჯერ წყლის გადავლების შემდეგ ოთახში აღარ შევდივართ და ვგუნდაობთ. შემდეგ საბავშვო ბაღში ვბრუნდებით, ვსადილობთ და ვთამაშობთ”, – ამბობს 5 წლის მაშა რიმნოვა.

”მოსეს ხიდი”

ჰოლანდიელი არქიტექტორების ახალი პროექტი მსურველს, ბიბლიური მოსეს მსგავსად, შუაზე გაკვეთილ წყალში გავლის საშუალებას აძლევს. ხიდი არხ “ფორტ დე როვერს” კვეთს. ეს დიდი ხელოვნური თხრილია, რომელშიც  წყალია დაგუბებული. 

პროექტი ავტორებს მოსეს ისტორიამ შთააგონა, რომლის წინაშეც წყალი ორად გაიპო და მოსემ ებრაელი ხალხი მდევრებისგან გადაარჩინა. 

”მოსეს ხიდი” იმდენადაა შერწყმული წყალთან, რომ შორიდან მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ეს იყო არქიტექტორების იდეაც, რადგან ხიდი მე-17 საუკუნის ჰოლანდიურ ციხესიმაგრეზე ადის, რომელიც ესპანელებისა და ფრანგების თავდასხმების მოსაგერიებლად ააგეს.

ხიდის აშენება იმიტომ გადაწყდა, რომ წყალი, რომელიც 

 

ამ თხრილშია, ზედმეტად პატარაა ნავით გადასაცურად. მოსეს ხიდმა საშუალება მისცა ტურისტებს, მეორე ნაპირზე კომფორტულად გადასულიყვნენ და ამასთან არ დაეზიანებინათ ისტორიული ლანდშაფტი.

თხრილში წყალს დინება არ აქვს. ის მუდამ ერთსა და იმავე დონეზეა, ამიტომ დატბორვის საფრთხე არ არსებობს. ხიდის ძირი და კედლები სპეციალური მოდიფიცირებული ხისგან – ასოიასგანაა დამზადებული, რომელიც ცნობილია თავისი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით წყალსა და მიწაში.

წელს მოსეს ხიდი Dutch Design WeeK-ზე გაიტანეს და ის ჰოლანდიელ არქიტექტორთა ასოციაციამ 2011 წლის საუკეთესო ნაგებობად აღიარა.

ვიკიპედია – მედია მაშველი

Image

ვიკიპედიის ზოგიერთი სტატია აუდიო და ვიდეო ფაილებს შეიცავს. ამ გვერდის ფუნქციაა აგიხსნათ ვიკიპედიაში განთავსებული აუდიო და ვიდეო ფაილების ნახვის საშუალებები. ვიკიპედიის მედია ფაილების დაკვრა თითქმის ყველა პერსონალურ კომპიუტერზეა შესაძლებელი. თუმცა, თქვენს კომპიუტერს საჭირო პროგრამა უნდა გააჩნდეს. თუ თქვენი კომპიუტერი ამ ფაილებს არ უკრავს ავტომატურად, მათზე დაწკაპუნების შემდეგ, ინტერნეტში არსებული უფასო პროგრამაის ჩამოქაჩვის და დაინსტალირების შემდეგ, თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას. საზოგადოდ აუდიო ფაილები იყენებენ ვორბის აუდიო ფორმატს, ხოლო ვიდეო ფაილები — ტეორა ვიდეო ფორამტს. ეს ფორმატები ჩვეულებრივად გამოყენებადი ფორმატების, აუდიო MP3-ის და ვიდეო MPEG-ის, თითქმის იდენტურია. განსხვავება იმაშია რომ ეს Ogg ფორმატები მთლიანად უფასო, გახსნილი, და დაუპატენტებელია. თუმცა, მაიკროსოფტ ვინდოუსის ოპერატიულ სისტემებს ამ ფორმატების მხარდაჭერა თავიდან არა აქვთ და მათ დასაკრავად დამატებითი პროგრამა ესაჭიროებათ (იხილეთ ქვემოთ). ზოგჯერ აუდიო ფაილები MIDI ფორმატს იყენებენ (.MID და .MIDI გავრცობით). MIDI ფორმატის დაკვრა ჩვეულებრივ დამატებითი პროგრამის გარეშეა შესაძლებელი.

ქალაქები და მათი ანარეკლები


ქალაქის საოცარი პეიზაჟები: წყალში არეკლილი ულამაზესი ქალაქები და მათი მოსახლეობა

1. კუალა ლუმპური., მალაიზია; (Kuala Lumpur).
კუალა-ლუმპური – ქალაქია, სადაც აზიური ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს თანაბარი სტატუსის დასამკვიდრებლად. მოსახლეობა ძირითადად ქალაქში აღწევს 1,4 მილიონ ადამიანს, ხოლო 7,2 მილიონს- რეგიონებში; თუმცა, ამ ფოტოებიდან გამომდინარე , ინდონეზიის დედაქალაქი არ ჩანს ასეთი უზარმაზარი, გიგანტური და ხალხმრავალი;


2. გენტი, ბელგია.
გენტი არის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ბელგიაში და ამავე დროს ყველაზე ლამაზიც ქვეყანაში. მისი არქიტექტურა წარმოადგენს ახალ და ძველ, შუასაუკუნეების სტილის ნაზავს; 2008 წლის მონაცემებით, გენტში მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 594.582 მაცხოვრებელს.


3. მონრეალი, კანადა.
მონრეალი — ქალაქი კანადის კვებეკის პროვინციაშია; ადრე მას ვილ-მარის ეძახდნენ, თანამედროვე სახელი კი მიიღო მაუნტ-როაიალისგან (Mont Royal) -ქალაქის ცენტრში მდებარე სამმწვერვალიანი ბორცვისგან. მისი სახელი ასევე ეწოდა მთლიანად კუნძულს, რომელზეც ქალაქი მდებარეობს.
მონრეალში ცხოვრობს 1620693 ადამიანი და წარმოადგენს ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქს.


4. საკრამენტო, კალიფორნია, აშშ.
საკრამენტო კალიფორნიის დედაქალაქია და დასახლებულია დაახლოებით 466.488 ადამიანით; ქალაქის განსაკუთრებული ღირშესანიშნაობაა- ცნობილი Tower Bridge-ტაუერის ხიდი.
გუბერნატორი: არნოლდ შვარცენეგერი
თავისებურებები ბევრი აქვს კალიფორნიის შტატს – უდიდესი შტატია მოსახლეობით, უდიდესია მისი სასოფლო-სამეურნეო რაიონი, ელექტოტექნიკური მრეწველობა (სილიკონის ველი), სიერა-ნევადა, ამ შტატში განთქმულია ე.წ. სიკვდილის ველი;


5. ლისაბონი, პორტუგალია.
ლისაბონი — პორტუგალიის დედაქალაქია. მისი მოსახლეობა შეადგენს 545.245 ადამიანს.
ლისაბონი -ეს ქალაქი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში;


6. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკა.
ლოს-ანჯელესი არის მეორე ყველაზე დასახლებული ქალაქი ამერიკაში. მისი მოსახლეობა შეადგენს 3792621 ადამიანს; მას აგრეთვე ხშირად უწოდებენ: „ გართობების მსოფლიო დედაქალაქს“;


7. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო.
ფაქტობრივად, ლუქსემბურგი – კომუნაა, რომელსაც მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
მისი ძველი კვარტალები და ციხე-სიმაგრეები შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


8. ბოსტონი — მასაჩუსეტსის თანამეგობრობის დედაქალაქი აშშ-ში, ბოსტონი ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და კულტურულად ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ქალაქია; ბოსტონს მრავალი მეტსახელი აქვს. ქალაქი მაღლობზე მომდინარეობს მასაჩუსეტსის უბის კოლონიის გუბერნატორის ჯონ უინთროპის მიზნიდან შეექმნა ბიბლიური ”ქალაქი მაღლობზე”.
ქალაქი დაარსდა 1630 წელს და 2012 წლისათვის ბოსტონის მოსახლეობა შეადგენს 617.594 ადამიანს;


9. მილუოკი, უისკონსინი, ამერიკა
უისკონსინი ( Wisconsin), შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს სახელი ინდიელთა ენაზე „ბალახიან ადგილს“ ნიშნავს.
დედაქალაქი მედისონია, ხოლო სიდიდით მეორე ქალაქი -მილუოკი კი ცნობილი და გამორჩეულია თავისი ძალიან გემრიელი ლუდით; დიდი ხნის წინ ამ ქალაქში მდებარეობდა 4 ლუდსახარში;


10. მადრიდი, ესპანეთი.
ესანეთის დედაქალაქი მადრიდი ერთ-ერთი ძირითადი, უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრია ქვეყანაში. აღიარებულია , რომ მადრიდის ყველა კუთხეში ისტორიის სული იგრძნობა. ქალაქის დახვეწილი და ულამაზესი არქიტექტურა ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს; მადრიდის ქუჩები და მოედნები ხომ საერთოდ ხელოვნების ნიმუშებია .
ეს ქალაქი ხომ ტორეადორების, ფლამინგოს მოცეკვავეებისა და ცეცხლოვანი ესპანელების მჩქეფარე ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3,273049 მლნ მცხოვრებს.


11. ატლანტა, ჯორჯიას შტატი, ამერიკა.
ხეების რაოდენობის მიხედვით, რომ იზდება ატლანტაში, მან მიიღო სახელწოდება „ქალაქი ტყეში“. ატლანტაში ცხოვრობს 420.003 ადამიანი.


12. ჰონკონგი.
მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონ-კონგი ისევ ძალაში რჩება, სიანგანგის ნაცვლად , რაც თარგმანში „მანდარინს“ ნიშნავს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჰონკონგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადმინისტრაციულ ერთეულად. მოსახლეობა აღემატება 7,6 მლნ ადამიანს, მცხოვრებს მხოლოდ და მხოლოდ 426 კვადრატულ მილ ფართობზე, რაც ყველაზე დასახლებულ ქალაქად მიიჩნევენ მსოფლიოში;
იდუმალ ჰონკონგში არც მეტი, არც ნაკლები 7650 წათამბჯენია, რითაც ამყობს თვით მოსახლეობა;


13. მანილა, ფილიპინები.
მანილას მოსახლეობა შეადგენს 1660714 ადამიანს, და Manila არის ერთ ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ფილიპინებში;


14. პერთი, ავსტრალია.
შორის-ჟურნალ „Economists 2012“ მიხედვით, პერთი არის მე-8 ადგილზე ყველაზე იდელურ საცხოვრებელ ქალაქთა შორის; მისი მოსახლეობა შეადგენს 1.696.062 ადამიანს.
პერთი დაარსდა 1829 წელს კაპიტან ჯეიმს სტირლინგის მიერ, რომელმაც მას შოტლანდიური პერთის სახელი უწოდა.


15. სინგაპური- ოცდამეერთე საუკუნის ზღაპარი.
კუნძულ სინგაპურსა და მის გასწვრივ მდებარე 59 კუნძულზე, განლაგებულია გასაოცარი ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური; აქ თანამედროვე ცათაბჯენები ჰარმონიულად ესადაგება ძველებურ ეთნიკურ რაიონებს;
სინგაპური მოსახლეობის სიმჭიდროვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ჩინელები.
ვალუტა- სინგაპურული დოლარი (SGD)


16. ნიუ-იორკი, აშშ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში – New York- ყველაზე დასახლებული ქალაქია.
ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. მოსახლეობა შეადგენს 8 მილიონზე მეტ მაცხოვრებელს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ და რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს : ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» („Big Apple“).


17. ვანკუვერი, კანადა.
ვანკუვერი, სიდიდით მესამე ქალაქია კანადაში -ტორონტოსა დამონრეალის შემდეგ; თვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 640 000 ადამიანს.
საცხოვრებლად , ვანკუვერმა მე–3–ე ადგილი დაიკავა, იგი 100 ბალიანი სისტემიდან 97.3 ბალით შეფასდა.

წყარო:http//ucnauri.com/

სვანეთი – ცხოველთა საფარი

ზემო სვანეთი მდიდარია ცხოველებით. ტყეებში ბინადრობს: მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველთაგან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი ფრინველები.
                      
                      
                      
                      
                      

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა

 სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრე ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

                                         

მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია. საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 456 კმ-ის, ზუგდიდიდან 128 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი.სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა საგვარეულო ნივთები (სკივრები, ვერცხლით მოჭედილი უნაგირი და საოჯახო ნივთები), XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო-ექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში იმოგზაურა სვანეთში და ფირზე აღბეჭდა პეიზაჟები, დასახლებები და ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები.

ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც მესტიაში მდებარეობს, რომელიც 1983 წელს დაარსდა.

მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-ია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში.

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია ერთ-ნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. სავარაუდოდ პირველი სართული, მაცხოვრის ეკლესია აგებულია XIII ს-ში, მეორე სართული – ფერიცვალების ეკლესია დაშენებულია XIII ს-ში. ეკლესიის ორივე სართული მოხატულია XII-XIII სს-ში.

                                          
ლანჩვალში შუა საუკუნეების წმ. მთავარანგელოზის, ლეხთაგში კი ღვთისმშობლის (XV ს-ის მხატვრობა), სახელობის ეკლესიები მდებარეობს.

ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს: მაზერი, გული, ჭოხულდი, უშხვანარი, დოლი, ჭკიდანარი, ბაგვდანარი, ნაშდქოლი, ტვებიში, ქართოვანი, ებუდი. ბეჩოს თემი შედიოდა სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად.

ეცერის თემი სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც დღესდღეობით ხუთ სოფელს აერთიანებს: უღვალი, ბარში, ფხოტრერი, ცალანარი და ქურაში.
იფარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ნაკიფარი, ზეგანი, ჰადიში, წვირმი, იელი და აცი. სიდიდითა და ფასადის შემკულობით ნაკიფარის X ს-ის ეკლესია გამოირჩევა, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მიერ არის მოხატული.
კალას თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ვიჩნაზი, აგრაი, იფრარი, ხე, ხალდე, დაუბერი, ლალხორი. ყველაზე გამორჩეულია იფრარის მთავარანგელოზთა და წმ. კვირიკეს (ლაგურკას) ეკლესიები, რომლებიც მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო და XI ს-ის დასასრულს, XII ს-ის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ლაგურკას ეკლესია ზემო სვანეთის უდიდესი სალოცავია. აქ, 27 ივლისს წმ. კვირიკეს დღესასწაული იმართება, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება. სოფელ ხეში XI-ის წმ. ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, რომელიც XIII ს-ია მოხატული. აქ, XIII ს-ის მაცხოვრის ხატი ინახება.
ლატალი ზემო სვანეთის ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი თემი იყო საუკუნეების მანძილზე. ლატალის თემის ათი სოფლიდან ეკლესიების სიმრავლით გამოირჩევა მაცხვარიში, იენაში, იფხი, ლაჰილი და ლახუშტი.
ლენჯერის თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი და სოლი.
მულახის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ღობრი, ზარდლაში, ჟამუში, მუშკერი, ლახირი და ჭოლაში.
მუჟალის თემი სამ სოფელს აერთიანებს: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში. ჟაბეშში X-XI სს-ის მაცხოვრის ეკლესია მდებარეობს,  მთავარანგელოზის ეკლესიაში XII ს-ის დაზიანებული მხატვრობაა შემორჩენილი. ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიაში XII ს-ის მხატვრობაა და აქვეა X-XI სს-ის ციხე-სახლი.
უშგული ისტორიული დასახლებაა, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. უშგული ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად ითვლება ევროპაში (2000-2200 მეტრი ზღვის დონიდან). უშგული ეგრეთ წოდებული “თავისუფალი სვანეთის” ნაწილი იყო. უშგულში მდებარეობს თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული, სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრის ნაშთები: საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი, მათ შორის, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში აგებული 37 კოშკი.
ფარის თემი თერთმეტ სოფელს აერთიანებს: ზაგარი, ზედა ლუჰა, კაცხი, ლამხერი, ლაყვირი, სვიფი, ფალედი, ქვედა ლუჰა, ღეშდერი, ყვანა, ხოზვრარი. ფარის თემი სვიფის, X ს-ის წმ. გიორგის ეკლესიით არის ცნობილი. ეკლესიის კედლის მხატვრობა XIV ს-ით თარიღდება. ეკლესიას ამშვენებს IX ს-ის, ხის მოჩუქურთმებული კარები. აქ ინახება, XII ს-ში სვანეთის სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხატები და ჯვრები. აქვე, მთის წვერზე, XIV ს-ში მოხატული, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს.
ცხუმარი, ეცერთან და ბეჩოსთან ერთად სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ცხუმარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: გაბალთი, სვიფი, ტვიბერი, ლეზგარი, მაგანდერი და ლაბსყალდი. ლაბსყალდის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახებოდა ცხუმარის თემის განძეულობა. ჭედური ხელოვნების ნიმუშები თომანიანთა სახელოსნოებში XII-XIII სს-ია შესრულებული. სოფელ სვიფში წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს, რომელიც ძველად ასევე განძთსაცავი ყოფილა.
ენგურის ჰიდროელექტრო სვანეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ენგურის ჰიდროელექტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ათი წლის შემდეგ დასრულდა. ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. ჰესის ნეგებობეში შედის 272 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს, გვირაბი, მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით.
                                        

Image

მუჟალში X ს-ის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც ვინმე ამროლასა და მიქაელს მოუხატავთ 978-1001 წწ-ს შორის.

მოხატულობა დღემდეა შემორჩენილი მაცხოვრის ტაძარში, ის თარიღდება 978-1001 წლებით.    

Image

აზარტული თამაშების მანია საქართველოში – დაავადება თუ გამდიდრების შანსი?

აზარტული თამაშების მანია საქართველოში – დაავადება თუ გამდიდრების შანსი?
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გემბლინგი იგივე ლუდომანია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს სათამაშო ავტომატებზე, კაზინოზე და ტოტალიზატორზე დამოკიდებულებას.
მეცნიერება ლუდომანიას ისეთი დაავადებების გვერდით აყენებს, როგორიცაა ნარკომანია და ალკოჰოლიზმი, თვითონ აზარტული თამაშებით გატაცებულნიც ეთანხმებიან მეცნიერთა ამ მოსაზრებას.

მიუხედავად გაჭირვებისა და მძიმე სოციალური ფონისა ტოტალიზატორებში, სლოტ კლუბებში და სამორინეებში მუდამ ხალხმრავლობაა, ყველა შედის იმედით რომ იქიდან გამდიდრებული გამოვა, თუმცა როგორც წესი პირიქით ხდება. ტოტალიზატორის და სლოტ კლუბების მომხმარებლებთა დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათი უმრავლესობა მშობლების ხარჯზე ცხოვრობს, უარს ამბობს სამსახურზე და აზარტული თამაშებით ცდილობს გამდიდრებას, რაც ბოლოს ამ თამაშებზე ავადმყოფურად დამოკიდებულებას იწვევს.

გიორგი მიქაძე (მოთამაშე) – ”თავიდან ერთი ლარით დავიწყე თამაში და მოვიგე. პირველი ერთი თვის განმავლობაში თითქმის სულ ვიგებდი, საერთოდ შევეშვი სწავლას და მთლიანად ტოტალიზატორში ვიყავი ჩაფლული. ასე მეგონა, რომ არც არასოდეს წავაგებდიEდა ამ გზით ოჯახის რჩენასაც შევძლებდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ერთი თვის შემდეგ უფრო ხშირად ვაგებდი, ვიდრე ვიგებდი. როცა წავაგებდი, ვერ ვისვენებდი სანამ ახალ ფსონს არ გავაკეთებდი. საბოლოოდ გავხდი ტოტალიზატორზე დამოკიდებული, აღარ მახსოვდა არც ოჯახი და არც მეგობრები, მხოლოდ იმათთან მქონდა ურთიერთობა ვინც თამაშობდა, ხოლო ვინც მიშლიდა თამაშს მტრად აღვიქვამდი. დაახლოებით 4-5 წელი გაგარძელდა ასე. ერთხელ როცა საკმაოდ დიდი თანხა წავაგე და ოჯახში გამოვაცხადე, რომ ბინა უნდა გაგვეყიდა, მამაჩემმს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. ის წაგებული თანხა იმ ხალხის დახმარებით გადავიხადე ვინც მანამდე არაკეთილისმსურველი მეგონა და საერთოდ შევეშვი თამაშს. ძალიან გამიჭირდა,მაგრამ ახლობლების დახმარებით შევძელი. საერთოდ მინდა ის წლები ამოვიღო ჩემი ცხოვრებიდან. ტოტალიზატორის გამო მამა დავკარგე, უამრავ ახლობელს გული ვატკინე, სწავლას შევეშვი და სხვა. ახლა თუ გავიგე რომ ვინმე თამაშობს ყველას ვაფრთხილებ, რომ არ მიეკარონ, მაგრამ ისევე მისმენენ, როგორც მე ვუსმენდი სხვებს”.

გიორგისნაირი ადამიანების ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული სათამაშო ბიზნესი, უფრო მეტიც როგორც სამორინეების მეპატრონეები ამბობენ, ხშირად ადამიანს სპეციალურად აძლევენ შანსს, რომ ბევრი მოიგოს, რითაც მას თამაშზე დამოკიდებულს გახდის და საბოლოოდ იმაზე ბევრად მეტს წააგებს ვიდრე მოიგო. 

ხშირია შემთხვევები, როდესაც წაგებული თანხის არ ქონის გამო სიცოცხლეს თვითმკველობით ასრულებენ. როგორც ფსიქოლოგები ხსნიან ლუდომანიით დაავადებულები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ სად იშოვონ ფული, რომ ახალი ფსონი გააკეთონ, აბსოლუტურად დაკარგული აქვთ კონტროლი გარეშე პირობებზე, მხოლოდ ფსონზე არიან კონცენტრირებული. 

2001 წელს ჰარვარდის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაამტკიცეს, რომ თამაშის დროს ადამანის ტვინი გამოყოფს დოფამინს (სიამოვნების მიმნიჭებლი ნივთიერებები), რომელიც აგრეთვე გამოიყოფა ნარკოტიკის და ალკოჰოლის მიღების დროს.

ბოლო წლებია ტოტალიზატორები დიდ გავლენას ახდენენ სპორტზე, გახშირდა ე.წ. ჩაწყობილი თამაშები, როდესაც ესა თუ ის თამაში არალოგიკური შედეგით სრულდება, მაშინვე იწყება ლაპარაკი რომ ამ ყველაფერში ტოტალიზატორის ხელი ერია. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შემდეგ, როდესაც სამხრეთ კორეის ნაკრებმა ერთმანეთი მიყოლებით ჩამოიცილა ესპანეთი და იტალიის ძლიერი გუნდები (უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში მსაჯებსაც მიუძღვოდათ უდიდესი წვლილი). 

აზარტული თამაშები ძველ საბერძნეთში დანაშაულად ითვლებოდა, არც ეგვიპტეში წყალობდნენ. აზარტული თამაშების დიდი მიმდევარი ყოფილა აკაკი წერეთელი, ხოლო დოსტოევსკი მხოლოდ იმიტომ წერდა, რომ აღებული ჰონორარით ეთამაშა. ლუდომანების დიდი ნაწილი ძალიან ცრუმორწმუნეა, მაგალითად ზოგს კარგად აქვს დაცდილი საყვარელი ფეხსაცმელი, ზოგი მხოლოდ ერთიდაიგივე მაისურით აკეთებს ფსონს, ხშირად ვნახავთ გადაჯვარედინებულ თითებს რომ ვინმემ არ გათვალოს და სხვა უცანურობები.

ლუდომანთა მექად ლას-ვეგასი ითვლება. ერთი ამერიკული ხუმრობის თანახმად ლას-ვეგასში უფრო მეტს ლოცულობენ ვიდრე იერუსალიმში, მექაში და მედინაში. 
სამორინეები აკრაძალულია ჩვენს მეზობელ თურქეთში და აზერბაიჯანში, რის გამოც ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ხშირად ნახავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ სამორინეებში. საქართველოში სამორინეს ლიცენზია ყველაზე ძვირი თბილისში ღირს,შემდგე ბათუმში, ხოლო სიღნაღში და წყალტუბოში საერთოდ უფასოა. 

…და მაინც არის თუ არა სათამაშო ბიზნესი გამდიდრების შანსი? ალბათ ამ კითხვაზე მუდამ ორი პასუხი იქნება: ერთი მხარე, რომელიც არ თამაშობს ყოველთვის უპასუხებს – არა, ხოლო მეორე მხარე დარწმუნებით იტყვის, რომ ესაა ფულის შოვნის ერთადერთი გზა.

დალი (მითოლოგია)

დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია.

დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელ ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში (ბეთქილი, დალე კოჯას ხელღვაჟალე და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია. დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები.

დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს… ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს გადაუტანია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც. მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე ბიჭებს სარკმელში შეიჭყეტიათ და უნახავთ დალები მომაკვდავს რომ დასტიროდნენ და აცვამდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რასაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ ნახეს, დალები უეცრად გამქრალან).

დალისა და აფსაათის სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგის – ჯგირაგისა. სვანი მოხუცები მრავალ ცნობილ და უცნობ მითს ჰყვებიან დალზე. „დევებს თუ იცნობს“?-ეკითხებით. „აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს. დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერ ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ბანჯგვლიანი დევი – ბნელ გამოქვაბულში“. მცდარია ო. სპენსერის აზრი, რომ დალ სვანთა ერთადერთი ღვთაებაა.

სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი. მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს. (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა და შეცნობა იმისა, რომ ბავშვი ღვათაებრივია).სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი. მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს. (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა და შეცნობა იმისა, რომ ბავშვი ღვათაებრივია).

 

სამწუხაროდ შესაბამისი ფოტო ვერ მოვიპოვე! 

 

 

ნადირობა

ნადირობა — გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.

ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს). სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.  ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.

                              ნადირობა საქართველოში

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში. ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე). აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა. ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას. სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის. სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის. სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა. საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“. ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 

ჯომარდი

 


Caving

რაფტინგი ქართულად ნიშნავს ”ჯომარდი”, რომელიც სპორტის პოპულარული სახეობაა მთელს მსოფლიოში. ჯომარდობა პოპულარული გახდა 1970 წლიდან, მოგვიანებით კი ტრანსპორტირების საშუალებები როდესაც დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ჯომარდი იქცა გასართობ, ექსტრემალურ სპორტად. ბოლო ხანებში ჯომარდი გვევლინება როგორც ყველაზე გასართობი ჰობი, დღესდღეისობით წყლის სპორტი ინარჩუნებს პოპულარობას ექსტრემალური სპორტის სახეობებში, მეორე მხრივ კი ძლიერ ანცვიფრებს მასზე მსხდარ მგზავრებს.

ჯომარდის მოყვარულები როგორც წესი მოძრაობენ წყლის ზედაპირის სხვადასხვა გრადუსებზე და იღებენ უდიდეს სიამოვნებას სწრაფი დინების ტალღებზე ხტუნვით. ჯომარდის მთავარი და ყველაზე სასიამოვნო პრინციპია: გაჰყვეთ მდინარის დინებას და გადაეშვათ სხვადასხვა ჩანჩქერებზე გასაბერი ნავით.

 

ნავზე ადგილებისრიცხვი მერყეობს ერთიდან თორმეტამდე, ეს დამოკიდებულია გასაბერი ნავის ტიპზე. 
ჯომარდობა კატეგორიებადაა დაყოფილი , ეს დამოკიდებულია მდინარის დინების ს
Caving
იჩქარეზე. იგი იყოფა შემდეგნაირად: კლასი I მიეკუთვნება ყველაზე იოლ ჯომარდობას, კლასი IV ყველაზე საშიშს და ა.შ. ჯომარდი მიეკუთვნება საშიში სპორტის სახეობას, მითუმეტეს თუ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.

Caving

საქართველოს მეფეები

ქართლის და იბერიის მეფეები 

სამარა (“მცხეთის მამასახლისი”) 322 ძვ.წ.. 
აზონი (ერისთავი) 322-302 ძვ.წ.. 
ფარნავაზი 302-237 ძვ.წ. 
საურმაგი (ძე ფარნავაზისა) 237-162 ძვ.წ. 
მირვან I 162-112 ძვ.წ. 
ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ. 
არშაკი I (არსოკ, არშაკუნიანთა დინასტიის დასაწყისი) 93-81 ძვ.წ. 
არტაგი (ძე არშაკისა) 81-66 ძვ.წ. 
ბარტომი (ძე არტაგისა) 66-33 ძვ.წ. 
მირვანი (ძე ფარნაჯომისა) 32-23 ძვ.წ. 
არშაკ II (არსოკ, ძე მირვანისა) 23-2 ძვ.წ. 
ადრეკი 2-1 ძვ.წ. 
ბარტომი II & ქართამი (ორ-მეფეობის დასაწყისი) 55-72 ახ.წ 
ქაოს & ფარსმან I 72-87 ახ.წ 
არმაზელი & აზორკი 87-103 ახ.წ 
დეროკი & ამაზსაპი I 103-113 ახ.წ 
მირდატ I & ფარსმანი II 113-129 
ადამი (ძე ფარსმანისა) 129-132 
ფარსმან III (ძე ადამისა) 131-182 
ამაზსაპი II 182-186 
რევი (სასანიანთა დინასტიის დასაწყისი) 186-213 
ვაჩე (ძე რევისა) 213-231 
ბაკურ I (ძე ვაჩესი) 231-246 
მირდატ II (ძე ბაკურისა) 246-262 
ასფაგური (ძე მირდატისა) 262-265 
მირიანი (ხოსროიანთა დინასტიის დასაწყისი) 265-342 
ბაქარ I (ძე მირიანისა) 342-364 
მირდატ III (ძე ბაქარისა) 364-379 
ვარაზ-ბაქარ II (ძე მირდატისა) 378-393 
მითრიდატე (მირიანის შვილიშვილი) 393-405 
ფარსმან IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 405-408 
მირდატ IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 408-410 
არჩილ I (ძე მირდატისა) 410-434 
მირდატ V (ძე არჩილისა) 434-446 
ვახტანგ I (გორგასალი) 446-502 
დაჩი (ძე ვახტანგისა) 502-514 
ბაკურ II (ძე დაჩისა) 514-528 
ფარსმან V (ძე ბაკურისა) 528-542 
ფარსმან VI 542-557 
ბაკურ III (ძე ფარსმანისა) 557-560 
გვარამ I (კუროპალატი, პირველი ბაგრატიონების დინასტიიდან) 575-600 
სტეფანოზ I (ძე გვარამისა) 600-619 
ადარნასე (ერისთავი, ძე ბაკურისა) 619-639 
სტეფანოზ II (ერისთავი, ძე ადარნასესი) 639-663 
მირ (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 663-668 
არჩილ II (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 668-718 
იოანე (ძე არჩილისა) 718-786 

ქართლის და ტაო-კლარჯეთის მეფეები 
(ბაგრატიონთა დინასტია) 

აშოტ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 786-836 
ბაგრატ II (კუროპალატი, ძე აშოტისა) 836-876 
დავით I (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 876-881 
გურგენ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 881-891 
ადარნასე II (მეფე, ძე დავითისა) 888-923 
დავით II (მეფე, ძე ადარნასესი) 923-937 
აშოტ II (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 937-954 
სამბატ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 954-958 
ადარნასე III (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 958-961 
ბაგრატ II (მეფე, ძე სუმბატისა) 961-994 
დავით III (მეფე და კუროპალატი, ძე ადარნასესი) + 1001 
გურგენ II (მეფე, ძე ბაგრატისა) + 1008 

საქართველოს მეფეები 

ბაგრატ III (ძე გურგენისა) 975-1014 
გიორგი I (ძე ბაგრატისა) 1014-1027 
ბაგრატ IV (ძე გიორგისა) 1027-1072 
გიორგი II (ძე ბაგრატისა) 1072-1089 
დავით IV (ძე გიორგისა, “აღმაშენებელი”) 1089-1125 
დემეტრე I (ძე დავითისა) 1125-1156 
დავით V (ძე დემეტრესი) + 1155 
გიორგი III (ძე დემეტრესი) 1156-1184 
თამარ დედოფალი (თამარ მეფე, გიორგის ქალიშვილი) 1184-1215 
გიორგი IV (ლაშა, ძე თამარისა და დავითისა) 1215-1222 
რუსუდან დედოფალი (თამარისა და დავითის ქალიშვილი) 1222-1245 
დავით VI ნარინი (ძე რუსუდანისა, 1259 წელს გახდა იმერეთის მეფე) 1245-1293 
დავით VII ული (ძე ლაშა-გიორგისაi) 1257-1270 
დიმიტრი II (“თავდადებული”, ძე დავით-ულუსი) 1271-1289 
ვახტანგ II (ძე დავით ნარინისა) 1289-1292 
დავით VIII (ძე დიმიტრისა) 1293-1311 
ვახტანგ III (ძე დიმიტრისა) 1302-1308 
გიორგი VI (ძე დავითისა) 1311-1313 
გიორგი V (“ბრწყინვალე” ძე დიმიტრისა) 1314-1346 
დავით IX (ძე გიორგი V-ისა) 1346-1360 
ბაგრატ V (ძე დავითისა) 1360-1393 
გიორგი VII (ძე ბაგრატისა) 1393-1407 
კონსტანტინე I (ძე ბაგრატისა) 1407-1411 
ალექსანდრე I (ძე კონსტანტინესი) 1412-1443 
ვახტანგ IV (ძე ალექსანდრესი) 1443-1446 
გიორგი VIII (ძე ალექსანდრესი, 1476 წლიდან გახდა კახეთის მეფე) 1446-1466 

ქართლის მეფეები 

ბაგრატ VI (II, ძე გიორგისა, ასევე იმერეთის მეფე) 1466-1478 
კონსტანტინე II (ძე დიმიტრისა) 1479-1505 
დავით X (ძე კონსტანტინესი) 1505-1525 
გიორგი IX (ძე კონსტანტინესი) 1525-1534 
ლუარსაბ I (ძე დავითისა) 1534-1558 
სიმონ I (ძე ლუარსაბისა) 1558-1600 
დავით XI (დაუთხანი, ძე ლუარსაბისა, მიიღო მუსლიმანობა) 1564-1579 
გიორგი X (ძე სიმონისა) 1601-1606 
ლუარსაბ II (ძე გიორგისა, შაჰაბას I-ის მიერ იქნა წამებული 1622 წელს) 1606-1615
ბაგრატ VII (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1615-1619 
სიმონ II (ძე ბაგრატისა, მუსულმანი) 1619-1631 
როსტომი (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1632-1658 
ვახტანგ V (მუხრან-ბატონი, შაჰნავაზი, ძე თეიმურაზისა) 1658-1675 
გიორგი XI (ძე ვახტანგისა) 1676-1688 /1703-1709 
ერეკლე I (ნაზარალიხანი, ძე დავითისა, მიიღო მუსლიმანობა) 1688-1703 
ვახტანგ VI (ძე ლევანისა) 1703-1724 
ქაიხოსრო (ძე ლევანისა, მუსულმანი) 1701-1711 
იესე (ალი-ყული-ხანი) 1714-1716 /17241727 
ბაგრატ (ძე ვახტანგისა) 1717-1719 
არჩილი (აბდულაბეგი, ძე იესესი) 1736 
ალექსანდრე (ალი მირზა, დავით, ძე იმამუკელისა) 1736 
*** საქართველო თურქეთის ქვეშ, მეფეების გარეშე *** 
1727-1744 
თეიმურაზ II (ძე ერეკლესი, 1709-1715 წლებში განაგებს კახეთს და 1733-1744 წლებში ხდება კახეთის მეფე) 1744-1761 
ერეკლე II (ძე თეიმურაზისა, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში) 1762-1798 
გიორგი XII (ძე ერეკლესი, ქართლ-კახეთის მეფე) 1898-1800 
დავით XII (ძე გიორგისა) 1800-1801

რატომ მარხავდნენ მიცვალებულებს პირქვე?

Image

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანებს პირქვე, დაუდევრობის გამო, შეცდომით მარხავდნენ. ბოლო გამოკვლევებზე დაყრდნობით, არქეოლოგებმა, ამგვარი შემთხვევითობა გამორიცხეს და დაამტკიცეს, რომ ასეთი ქმედებით იმ პირების დასჯა ხდებოდა, ვინც თავისი ცხოვრების წესით, საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდა. 
არქეოლოგთა ჯგუფმა, პერუდან – ჩრდილოეთ კორეამდე 250 სამარხი გამოიკვლია. მათი ვერსიით მიცვალებულთა დასჯა უძველესი ტრადიციაა. სამარხებში აღმოჩენილია ქალების, მამაკაცების და
ბავშვების პირქვე დამხობილი ძვლები. ზოგ მათგანს, სავარაუდოდ ყაჩაღებსა და ტყვეებს, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ. ზოგიერთი, დამჯდარ მდგომარეობაში იყო დამარხული. არქეოლოგების აზრით, ისინი კულტის მსახურნი უნდა ყოფილიყვნენ.
პირქვე დამხობის კიდევ ერთი ვერსია არსებობს – რელიგიური და კულტურული კონფლიქტი. მაგალითად წარმართი ვიკინგები ვერ ეგუებოდნენ ქრისტიანობის მიმღებ ნათესავებს და მათ დამცირების მიზნით პირქვე მარხავდნენ.
გარდა ამისა, არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მსგავსი ქმედებით, სხვადასხვა დანაშაულში მხილებული სასულიერო პირები და ჯადოქრად მიჩნეული ქალებიც ისჯებოდნენ.

ტვინი კონცეტრაციის დასაკარგად წინასწარ ემზადება

Image

ნორვეგიელი მეცნიერების ვარაუდობენ, რომ თავის ტვინის ქერქის აქტივობის შეცვლა გადაღლის შედეგად ყურადღების კონცეტრაციის დაკარგვამდე ნახევარი წუთით ადრე იწყება. მეცნიერთა აზრით, მომავალში ეს აღმოჩენა გაზრდის მძღოლების, ავიადისპეჩერებისა და იმ სხვა სპეციალისტების მუშაობის უსაფთხოების დონეს, რომელთა მიერ დაშვებული შეცდომები განსაკუთრებით სახიფათოა გარშემომყოფთათვის.

ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობისას რამდენიმე მოხალისე ხანძლივი დროის განმავლობაში თვალს ადევნებდა მონიტორს ეკრანზე ცვალებად გამოსახულებებს. ამასთანავე მონაწილეებს უტარდებოდათ თავის ტვინის სკანირება ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდით.

ადრე თუ გვიან, მონოტონური მუშაობის შესრულებისას ყველა მონაწილე იწყებდა შეცდომების დაშვებას, თუმცა, როგორც სკანირებამ აჩვენა, ყველა შემთხვევაში შეცდომებს წინ უსწრებდა თავის ტვინის

სტრუქტურის ცვლილებები, რომელთა, დაფიქსირება ხერხდებოდა არასწორი მოქმედებამდე 30 წამით ადრე.

გამოვლენილი ცვლილებები გამოიხატებოდა თავის ტვინის ქერქის წინა ფრონტალური აქტივობის დაქვეითებით, რომელიც მონაწილეობს მიზანმიმართული მოქმედებების მართვაში, ერთდროულად ”ირთვებოდა ” სხვა ზონები, რომლებიც ჩვეულებრივ მოსვენების მდგომარეობისას აქტიურდება.

მეცნიერთა აზრით, ასეთი შეცვლა გადაღლილ ტვინს საშუალებას აძლევს, გადავიდეს მუშაობის დამზოგავ რეჟიმზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინტერვალი კონცეტრაციის სრულ დაკარგვასა და მის დასაწყისს შორის შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ამ პროცესის შესაძლო შედეგების ადრეული გაფთხილების სისტემა. ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავიადისპეჩერების შეცდომათა ალბათობას ან საგზაო-სატრანსპოტო შემთხვევების რაოდენობას, რომელიც გამოწვეულია საჭესთან მძღოლების ჩაძინებით.

ნორვეგიელი მეცნიერების ვარაუდობენ, რომ თავის ტვინის ქერქის აქტივობის შეცვლა გადაღლის შედეგად ყურადღების კონცეტრაციის დაკარგვამდე ნახევარი წუთით ადრე იწყება. მეცნიერთა აზრით, მომავალში ეს აღმოჩენა გაზრდის მძღოლების, ავიადისპეჩერებისა და იმ სხვა სპეციალისტების მუშაობის უსაფთხოების დონეს, რომელთა მიერ დაშვებული შეცდომები განსაკუთრებით სახიფათოა გარშემომყოფთათვის.

ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობისას რამდენიმე მოხალისე ხანძლივი დროის განმავლობაში თვალს ადევნებდა მონიტორს ეკრანზე ცვალებად გამოსახულებებს. ამასთანავე მონაწილეებს უტარდებოდათ თავის ტვინის სკანირება ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდით.

ადრე თუ გვიან, მონოტონური მუშაობის შესრულებისას ყველა მონაწილე იწყებდა შეცდომების დაშვებას, თუმცა, როგორც სკანირებამ აჩვენა, ყველა შემთხვევაში შეცდომებს წინ უსწრებდა თავის ტვინის

სტრუქტურის ცვლილებები, რომელთა, დაფიქსირება ხერხდებოდა არასწორი მოქმედებამდე 30 წამით ადრე.

გამოვლენილი ცვლილებები გამოიხატებოდა თავის ტვინის ქერქის წინა ფრონტალური აქტივობის დაქვეითებით, რომელიც მონაწილეობს მიზანმიმართული მოქმედებების მართვაში, ერთდროულად ”ირთვებოდა ” სხვა ზონები, რომლებიც ჩვეულებრივ მოსვენების მდგომარეობისას აქტიურდება.

მეცნიერთა აზრით, ასეთი შეცვლა გადაღლილ ტვინს საშუალებას აძლევს, გადავიდეს მუშაობის დამზოგავ რეჟიმზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინტერვალი კონცეტრაციის სრულ დაკარგვასა და მის დასაწყისს შორის შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ამ პროცესის შესაძლო შედეგების ადრეული გაფთხილების სისტემა. ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ავიადისპეჩერების შეცდომათა ალბათობას ან საგზაო-სატრანსპოტო შემთხვევების რაოდენობას, რომელიც გამოწვეულია საჭესთან მძღოლების ჩაძინებით.

რა სუნი უდის სიკვდილს?

Image

ამერიკელმა ქიმიკოსებმა გამოარკვიეს, “რა სუნი უდის” სიკვდილს. მოხსენება იმ ნივთერებების ანალიზის შესახებ, რომლებიც გვამის სუნის შემადგენლობაში შედის, ამერიკის ქიმიური საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს.

გამოკვლევებისთვის სწავლულებმა ღორები გამოიყენეს. მკვდარ ცხოველებს სპეციალურად შექმნილ მოწყობილობაში სუნების დაგროვებისთვის ათავსებდნენ, სადაც შენახვის სხვადასხვა პირობების იმიტაცია ხდებოდა. სუნების ანალიზი კვირის განმავლობაში ყოველ 6-12 საათში ხდებოდა.

გამოყოფილი სუნის ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში ინდოლის შენაერთი დომინირებდა, მეოთხე დღეს სწავლულებმა გვამის სუნის შემადგენლობაში აღმოაჩინეს ინდოლი და პუტრესცინი – ნივთიერება, რომელიც ცილების დაშლის დროს წარმოიქმნება.

მკვლევარ დენ საიკსის აზრით, მოცემული სამუშაო სწავლულებს სპეციალური მოწყობილობის შექმნაში დაეხმარება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ჰაერის შემადგენლობის ქიმიური ანალიზის ჩატარება.ეს მოწყობილობა დიდ გამოყენებას კრიმინალისტიკაში პოვებს როგორც გვამების აღმოსაჩენად, ისე საველე პირობებში სიკვდილის დროის განსაზღვრისთვის.

ქიმიკოსები კვლავ განაგრძობენ კვლევებს, ცვლიან გარემოს პარამეტრებს გვამების სუნის გამოყოფის სრული სურათის შესაქმნელად. ამის შემდეგ კი ინჟინრები გვამების აღმოჩენის პორტატული აპარატის შექმნაზე იმუშავებენ.

 

Image

ყოველ ღამე თითქმის ყველა, თითოეული ჩვენგანი ნახულობს სიზმრებს, ხოლო გამოღვიძებისას როდი ახსოვს ყველას იგი.ადამიანი დაახლოებით თავისი სიცოცხლის მანძილზე 1/3 ნაწილს ძილში ატარებს.უმეტესობა თითქმის ყოველ დღე ხედავს სიზმარს, ზოგი ერთ ღამეში რამდენიმესაც კი.
სიზმარი ზოგჯერ სასაცილოა, ზოგჯერ კი პირიქით ამაღელვებელი და შემაძრწუნებელი. მაგრამ ადამიანი ამას იმდენად რეალურად განიცდის რომ მისი განსხვავება არ შეუძლია.მაგალითად ძილის დროს ჰაერის ტემპერატურის მატებისას შეიძლება დაგესიზმროთ ზაფხული, პლიაჟი, ზღვა და ასე შემდეგ.Image
სიზმრების ახსნა უძველესი დროიდან დაიწყო ადამიანებმა. ითვლებოდა, რომ ზოგიერთ ადამიანს სიზმრებში შეეძლო კონტაქტი დაემყარებინა იმ სამყაროსთან, ესაუბრა გარდაცვლილებთან და ეს დამტკიცებულიც იყო თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალა მოსაზრებები და სიზმრები მხოლოდ წარმოსახვას და ადამიანებთან დღის განმავლობაში დაკავშირებულ ფაქტების ამსახველად ახსნეს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა ახსნები.

აეროპორტში დააკავეს ტვირთი, რომელშიც 12 ადამიანის თავი იყო

Image

აეროპორტში დააკავეს ტვირთი, რომელშიც 12 ადამიანის თავი იყო, ხოლო სხეულის ნაწილები ცალკე ყუთებში იყო ჩალაგებული. ეს ინციდენტი მოხდა ო”ჰარას აეროპორტში, ჩიკაგოში. ტვირთი ამერიკაში რომიდან ჩაიტანეს, წერს გაზეთი “Chicago Tribune”.

გაზეთის მიხედვით, ეს ინციდენტი მოხდა ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში, მაგრამ ფართო გამოხმაურება მხოლოდ ახლა მოჰყვა. ეს თავები იტალიაში სამეცნიერო გამოკვლევისთვის იყო გაგზავნილი, რის შემდეგაც თავები უკან დააბრუნეს ამერიკაში კრემაციისთვის.

თავები ინახებოდა ყველანაირი ნორმების დაცვით და იყო როგორც წესი და რიგია, დანომრილი და მარკირებული. ტვირთის შემმოწმებლებს, არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ბარგს არ ეწერა, თუ სად “მიემგზავრებოდა”.

Image

სწორედ ამიტომ მოხდა ამ ტვირთის კონფისკაცია.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ამ ფაქტის გამოძიება. სპეციალისტებს ევალებათ გამოარკვიონ სად უნდა წავიდეს უჩვეულო ამანათი.